სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

გიორგი ცხოვრებაძის თამაშს მონპელიეს ძირითად გუნდში, ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა მოუთმენლად ელის. მასთან ინტერვიუც, ბუნებრივია, ამ კითხვით დავიწყეთ. რაც შეეხება მომავალ სანაკრებო შესარჩევ ტურნირს, რომელიც 11 იანვარს იწყება მალტაში, ამაზე ცხოვრებაძემ მოკლედ მოგვიჭრა - უნდა მოვიგოთ!

- ისევე როგორც წინა სეზონში, მონპელიეს მეორე გუნდში ვთამაშობ. ჯერ 17 წლისა და ოფიციალურად არსრულწლოვანი ვარ. თვრამეტის ვხდები 19 თებერვალს, მაგრამ, ფორმალურად, 1 იანვრიდან უკვე სრულწლოვნად ვითვლები და კაცების გუნდში თამაშის უფლება მექნება - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე საფრანგეთს ჩემპიონატში, თასზე და ლიგის თასზე.

- ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მონპელიე ტყუილად არ შეგიყვანდა, ესეიგი ამ სეზონშივე უნდა ველოდოთ შენს გამოჩენას?

- შესაძლოა წელსაც იყოს. ისინი არ ჩქარობენ, ფიზიკურად მამზადებენ, ცდილობენ დიდი გუნდს შემაჩვიონ, ვარჯიშით მათთან ვვარჯიშობ და ამხანაგურ თამაშებშიც მითამაშია. მე მზად ვარ წელსვე ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან კაცების გუნდში რომ ვიქნები, უკვე გადაწყვეტილია.

- რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს მონპელიესთან?

- ხუთწლიანი, 2+3. 2 სეზონი ახალგაზრდა მოთამაშის კონრაქტით ვარ და ივნისში უკვე პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერ ხელს.

- ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პირველი მატჩი მხოლოდ მერვე ტურში მოიგო და ზოგჯერ ისე უსუსურად თამაშობდა, შენი გამოჩენით გამოაცოცხლებდი თუ არა, დაშავებით  ნამდვილად არაფერს არ დააშავებდი...

- არ ვიცი. მე ნამდვილად არ მეშინია კაცების გუნდში თამაშის, ფიზიკურადაც მზად ვარ, ფსიქოლოგიურადაც და გამოცდილებაც მაქვს - შარშან ლიტვაში, უკვე ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და პრობლემა არ მქონია. ახლა მონპელიეში ველოდები დებიუტს. ისე, ჯერჯერობით, ლიგის პლეიოფში მოხვედრის შანსი გვაქვს - კრისტიანსტადსა და მეშკოვ ბრესტს 5-5 ქულა აქვთ, ჩვენ - 3, ამ სამიდან ერთი გუნდი მერვედფინალში მოხვდება და სათამაშო კიდევ 4 ტურია. საფრანგეთის ჩემპიონატშიც მესამე ადგილზე ვართ და ლიდერს, პარის სენ ჟერმენს 4 ქულით ჩამოვრჩებით. ყველაფერი წინაა.

- და რა დაემართა გუნდს, ამისთანა ჩავარდნა რისი ბრალია?

- არ ვიცი. შემადგენლობა თითქმის იგივეა, მხოლოდ ლუდოვიკ ფაბრეგასი წავიდა ბარსელონაში. ტრავმები გვქონდა ბევრი - დიეგო სიმონეტმა, მიქაელს გიგუმ, იონას ტრუხანოვიჩუსმა, მათიო გრებიმ ბევრი მატჩი  გამოტოვეს და ალბათ ამის ბრალია...

- შენს პოზიციაზე ვინ თამაშობს? რამდენი ცაციაა ძირითად გუნდში?

- ვალონტან პორტი, მელვინ რიშარდსონი, ჟულიენ ბოსი და სლოვენიელი ვიდ კავტიჩნიკი. კავტიჩნიკი ამ სეზონის შემდეგ მიდის. ბოსი 2017 წელის, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მარჯვენა გარემარბი გახდა, თუმცა, ძირითად გუნდში ჯერ ცოტას თამაშობს. სამაგიეროდ, კილიან ვილმინო, რომელიც თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის MVP გახდა, მონპელიეში უკვე ძირითადის მოთამაშეა.

- ჰო, მაგრამ ვილმინოც და ბოსიც შენზე სამი წლით უფროსები არიან...

- დიახ, მაგრამ მეც ველოდები ჩემ დროს. არ ვჩქარობ. ფიზიკურად ვიწრთობი, სკოლა დავამთავრე. უკვე მარტო ვცხოვრობ, პირველი წელი მიმღებ ოჯახში ვიყავი. ფრანგულად უკვე ვლაპარაკობ და ყველაფერი მესმის, მაგრამ ენის კარგი ცოდნა აუცილებელია - გინდა მოედანზე და გინდა მოედნის გარეთ.

ვთამაშობ მეორე გუნდში, რომელიც გამოდის საფრანგეთის ნაციონალ დივიზიონში. ჩემთან არიან ძმები მენგონებიც, რომლების იტალიის ნაკრების ლიდერები იყვნენ 2018 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე თბილისში. ცენტრში დგას სიმონე მენგონი, მარცხენა ინსაიდად - მისი ტყუპისცალი მარკო და მარჯვნივ - მე. ხანდახან ჟულიენ ბოსიც ჩვენს გუნდშია ხოლმე. აქ არაფერი პრობლემა არა მაქვს - ახლახან საწვრთნელი ტურნირი გვქონდა ნიმის, ტულუზის და უნიონის წინააღმდეგ - 12, 14 და 17 გოლი გავიტანე. ასე რომ, ველოდები, როდის დამაყენებენ მთავარ გუნდში.

- და ნაკრების მომავალ საკვალიფიკაციო ტურნირზე რას გვეტყვი მალტაში?

 - მაგაზე ვიტყვი, რომ უნდა მოვიგოთ!

აი ასე მოგვიჭრა და ახლა მისი მოკლე ბიოგრაფიით დავასრულოთ. გიორგი ცხოვრებაძე 10 წლისა აღმოაჩინა ტიტე კალანდაძემ 161-ე სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილზე. მას შემდეგ პეგასის წევრი გახდა და კალანდაძესა და გიორგი სახვაძესთან ვარჯიშობდა და თამაშობდა. 2015 წელს 14 წლის გიორგი  უკვე იყო 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა ეთამაშა, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა მის გამო ასაკობრივი ცენზი არ დაარღვია. სამაგიეროდ, 2016 წელს ცხოვრებაძე უკვე საუკეთესო მარჯვენა შუამარბი გახდა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 5 წლით უფროსებს შორის! მის კარიერაში გადამწყვეტი იყო 2017 წელი, როცა ითამაშა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემიონატზე, ხოლო გეტებორგში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა - გახდა საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი და ბომბარდირი, რის შემდეგაც მონპელიემ, ჩემპიონთა ლიგის მომავალმა, 2018 წლის გამარჯვებულმა,  აჯობა მაშინდელ, 2017 წლის ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს და ახალგაზრდა ვარსკვლავთან კონტრაქტი გააფორმა. 2018 წელს, ევროპის აბუკთა ჩემპიონატზე თბილისში 65 გოლით ბომბარდირი გახდა, ხოლო ბელარუსს 20 გოლი გაუტანა.

ეროვნულ ნაკრებში ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 15 წლისა, 2016 წლის დეკემბერში მიიწვიეს ისრაელთან ამხანაგური მატჩებისთვის, ოფიციალური დებიუტი კი 2018 წლის იანვარში, მოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჰქონდა, სადაც პირველივე მატჩში, ლატვიასთან, ძირითადი მარჯვენა ინსაიდი იყო და 7 გოლი გაიტანა.    

ჯერი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზეა, რომელიც საქართველოს ნაკრებს აუცილებლად მოსაგები აქვს.

გიორგი ცხოვრებაძე: დაიბადა 2001 წლის 19 თებერვალს თბილისში. ხელბურთში ვარჯიშობს 2011 წლიდან. კარიერა: პეგასი (2012-17) - მონპელიე (საფრანგეთი, 2017-19); საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2018 წლიდან.

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: