სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

3 ნოემბერს, 18:00, სპორტის სასახლეში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში აქვს ფინეთთან.


ხელბურთის ფედერაციამ სპორტის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გამართა. ნაკრებს წარმოადგენდნენ მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მისი ასისტენტი ირაკლი კეკელიძე, კაპიტანი შოთა თევზაძე და მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი. პრესკონფერენციას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

 

პირველად ჟურნალისტებს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ მიმართა.

 

ზურაბ კაკაბაძე: - 3 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. წმინდა სატურნირო თვალსაზრისითაც და იმის გამოც, რომ ნაკრები ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სპორტის სასახლეში. ასევე მინდა შევეხო მეორე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას საქართველოში. ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი საქართველოში ხელბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ჭაბუკთა ნაკრები უკვე ემზადება ამ ტურნირისთვის და, ვფიქრობ, 2017 წლისთვის ძალიან სერიოზული გუნდი გვეყოლება, რომელიც შემდგომში ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებს. 3 ნოემბერს კი სადღეისო ამოცანა გვაქვს - ფინეთის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის შანსის შენარჩუნება.

 

თამაზ თევზაძე: - როგორც სპორტის მინისტრი და როგორც ხელბურთელთა ოჯახის წევრი, ძალიან გახარებული ვარ დოჰაში გამართული კონგრესის შედეგით. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს არასოდეს უმასპინძლია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის. სამინისტროს სახელით ყოვეგვარ მხარდაჭერას ვპირდები ფედერაციას, ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ ფინეთთან.

 

ამის შემდეგ ჯორჯე რასიჩმა და შოთა თევზაძემ ლიტვაში წაგებულ თამაშზე და საკვირაო მატჩზე ისაუბრეს.

 

ჯორჯე რასიჩი: - ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციებიდან - კუთხიდან და ხაზიდან ჩემ გუნდს გოლი არ გაუტანია. შეტევაში თამაში არ აგვეწყო და უამრავი მომენტი, მათ შორის მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოვიყენეთ. შეამდგენლობაც სრულფასოვანი არ გვყავდა - 14 კაცით გავემგზავრეთ და აქედან ორი ტრავმირებული იყო - აკაკი ტალახაძემ თამაშის წინ კუნთი დაიჭიმა, ხოლო ვლადიმერ რუსია ნატკენი ხელით გავიდა მოედანზე. ლიტვამ სრულფასოვანი გუნდით ითამაშა, ჩვენ კი ხაზის სულ ერთი მოთამაშე გვყავდა, ხოლო სამი უკანახაზელიდან სულ ერთის შეცვლა შემეძლო. ფინეთთან მატჩში აუცილებლად გვეყოლება ახალი მოთამაშეები.

 

შოთა თევზაძე: - დაცვში ნორმალურად ვითამაშეთ, ხოლო შეტევაში, როდესაც მთელ თამაშში სულ 17 გოლს გაიტან, მოგებაზე ფიქრიც არ შეიძლება. კვირას, ფინეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.

 

როგორც ირაკლი კეკელიძემ გვითხრა, ვლადიმერ რუსია აუცილებლად ითამაშებს. ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, თეიმურაზ ორჯონიკიძე და მეკარე გაგა სამყურაშვილი. ორი ან სამი მათგანი განაცხადშიც მოხდება, იმის მიხედვით, მომჯობინდება თუ არა აკაკი ტალახაძე.

 

კვირას თამაში სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწება და შესვლა თავისუფალი იქნება. ტელერეპორტაჟი აფხაზეთის ხმაზე იგეგმება. ფინეთის ნაკრები თბილისში დღეს საღამოს ჩამოდის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი

საქართველო - ფინეთი

3 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

საქართველო

22 შოთა თევზაძე - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - კაპიტანი, მეკარე - 1981
16 გიგა ტორონჯაძე - სტუ - მეკარე - 1989
-- გაგა სამყურაშვილი - ბათუმი - მეკარე - 1982
5 გიორგი გვაზავა - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1978
-- უჩა მაისურაძე - ბათუმი - ხაზის მოთამაშე - 1986

28 ლევან ბერძენიშვილი - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1986
24 რატი მსხვილიძე - სტუ - შუამარბი, ხაზის მოთამაშე -1988
77 აკაკი ტალახაძე - უგუნდო - გამთამაშებელი - 1983
7 უჩა გამზარდია - ბათუმი - გამთამაშებელი - 1990
9 სერგო დათუკაშვილი - ას სადი (ლიბ) - შუამარბი, გამთამაშებელი - 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი - ტიმიშოარა (რუმ) - შუამარბი - 1989
10 ვლადიმერ რუსია - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - შუამარბი- 1984
-- ზურაბ სიმონია - სტუ - შუამარბი - 1994
-- თეიმურაზ ორჯონიკიძე - სტუ - შუამარბი - 1996

23 რეზო ჭანტურია - სტრუმიცა (მკდ) - გარემარბი - 1982
15 ოთარ ამირანაშვილი - სტუ - გარემარბი - 1987
31 ილია გოგალაძე - სტუ - გარემარბი- 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი - სტუ - გარემარბი - 1994


მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

 

ფინეთი

1 ვილე ნორდკვისტი
3 მირო კოლიონენი
4 იოახიმ ბრომანი
5 ოლი-პეკა კორპიმიაკი
6 ოსკარ კილსტედტი
7 ფრედრიკ ფორსი
10 ნიკო რონბერგი
14 ლეონელ-ჰენრიკ ოიალა
15 რიხარდ სუნდბერგი
19 ანტი ვალო
22 ბენი ბრომანი
25 ტუომას ლაიტინენი
29 ჰენრიკ აუერი

30 მიკაელ მიაკელა
35 ტეემუ ტამინენი
41 რობინ სიომანი

მთ. მწვრთნელი მარკო ტულანდერი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ზესტაფონი
25 თებერვალი
14:00 წყალტუბო - სპორტუნი
15:30 სამტრედია - იმედი სტუ
26 თებერვალი
14:00 სამტრედია - სპორტუნი
15:30 წყალტუბო - იმედი სტუ
 18 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0  

19-21 თებერვალი. სენაკი
19 თებერვალი
წყალტუბო 12-30 ფოთი
აჭარა 26-23 სამტრედია
20 თებერვალი
ფოთი 16-15 აჭარა
სამტრედია 33-11 წყალტუბო
21 თებერვალი
სამტრედია 16-17 ფოთი
წყალტუბო 21-36 აჭარა
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0
გაგრძელდება 5 მარტს

გოგონები 2004-05
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 29 თებერვალს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
23 თებერვალი. გლდანი
11:00 გორი - პეგასი
11:45 ქარიშხალა - ყვარელი
12:30 გორი - რუსთავი
13:15 პეგასი - ქარიშხალა
14:00 რუსთვი - ყვარელი
14:45 გორი - ქარიშხალა
15:30 ყვარელი - პეგასი
16:15 პეგასი - რუსთავი
17:00 ყვარელი - გორი
17:45 რუსთავი - ქარიშხალა
 2 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 6 6 0 0 92-32 12
  სამტრედია
6 5 0 1 83-55 10
  ქარიშხალა 6 3 1 2 68-46 7
  პეგასი 6 3 0 3 51-61 6
  გორი 6 2 1 3 66-62 5
  ყვარელი 6 1 0 5 37-75 2
  ქუთაისი 6 0 0 6 20-86 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal