16/12/15 ხელბურთის ფედერაცია აცხადებს კონკურსს
ა.ა.ი.პ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია“ 2016 წელს ხელბურთში ქალთა გუნდებში IHF/EHF მსოფლიო თასის ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს ტურნირის ლოგოს შექმნაზე.
ინფორმაცია:
2016 წლის 8-13 მარტს თბილისში ტარდება ხელბურთის IHF/EHF მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის. შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი (ევროპის მასშტაბით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს და ა.შ.
ტექნიკური მოთხოვნები:
· ლოგო უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური, ბრენდირებული (ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე, მაგალითად: მაისური, მედალი, ვებ–გვერდზე და ა.შ.), ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა ლოგოებს, არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს, უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი.
· ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.
· თავდაპირველად მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.
· უნდა ჰქონდეს წარწერა: 2016 IHF/EHF Women’s Trophy, 8-13 March, Tbilisi, Georgia
ა.ა.ი.პ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ საკონკურსო კომისია გამოავლენს საუკეთესო ნამუშევარს.
წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ხელურთის ეროვნული ფედერაციის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მიზნებისათვის.
კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
1. დასკანირებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც;
2. ლოგოს და სლოგანის JPEG და PNG ბრენდირებული ფაილები;
3. საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 29 იანვარი, 18:00 საათი. კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geohf@access.sanet.ge
გამარჯვებულ კონკურსანტთან საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია გააფორმებს ხელშეკრულებას.
გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა 500 (ხუთასი) ლარი.