16/11/15 პსჟ და ბარსელონა ლიდერობენ

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთის ჩემპიონთ ლიგაში. კაცთა ტურნირზე პარი სენ ჟერმენმა სტუმრად 30-26 დაამარცხა გერმანიის ჩემპიონი კილი, ხოლო ბარსელონამ შინ მძიმე მეტჩი მოუგო სკოპიეს ვარდარს – 31-30.

პარიზელებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ არა ნიკოლა კარაბატიჩი ან მიქელ ჰანსენი, არამედ უკრაინელი სერგი ონუფრიენკო (7 გოლი), ხოლო ბარსელონამ ტუნისელი ვაელ ჟალუზის (12) ბრწყინვალე თამაშით მოიგო. ორივე გუნდი თავის ჯგუფში ლიდერია, პირველი ადგილი კი პირდაპირ მეოთხედფინალში თმაშის უფლებას იძლევა.

A და B ჯგუფებში, სადაც 8-8 გუნდია, ჯერ მხოლოდ პირველი წრე დასრულდა, ხოლო C და D ექვსეულებს სამი ტური დარჩათ სათამაშო. აქ პლეიოფის 2-2 საგზურისთვის 3-3 გუნდი იბრძოლებს: ლოგრონიო, პორტუ და მეშკოვ-ბრესტი, ასევე – ზაპოროჟიე, ბაია მარე და სკიერნი.

ქალთა ტურნირზე, პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გამოვლინდა მეორე ეტაპის 11 მონაწილე. დარჩენილ ერთ საგზურს გაითამაშებენ გერმანიის ტიურინგერი და ხორვატიის პოდრავკა. ტურის მთავარ მატჩში უნგრეთის დიორმა ანიტა გორბიცის 8 გოლით მოუკო სკოპიეს ვარდარს – 28-27.

კაცები. მე-7 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2015-11-15-rewind-episode-07

ქალები. 5 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2015-11-15-rewind-women-episode-05

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 7 ტური. 1115 ნოემბერი

A ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ, 10 ქულა) – ზაგრები (ხორ, 6) 28-27

მაე 8, სვანი, ჰ. ტოფტი 4 – პავლოვიჩი 9, სტეპანჩიჩი 6

კილი (გერ, 8) – პსჟ (საფ, 12) 26-30

ვუინი 5, კანელასი, დუვნიაკი 4 ონუფრიენკო 7, ნარსისი 6

ვისლა პლოცკი (პოლ, 5) – ბეშიქთაში (თურ, 2) 32-26

ცელიე (სლნ, 2) – ვესპრემი (უნგ, 11) 27-30

ლ. ცვიცაი 7 – სულიჩი 8, ილიჩი 7, ნაძი 4

B ჯგუფი

პიკ სეგედი (უნგ, 8) – კრისტიანსტადი (შვდ, 4) 35-28

კალმანი 8, ბალოგი 6 – ჯამალი 8

ბარსელონა (ესპ, 11) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 10) 31-30

ჟალუზი 12, ენტრერიოსი 5 – გორბოკი 8

მონპელიე (საფ, 4) – რაინნეკარ ლიოვენი (გერ, 9) 28-30

დოლენეცი, გიგუ, დ. სიმონეტი 4 – ეკდალი 7

კოლდინგი (დან, 2) – კელცე (პოლ, 8) 25-33

ლ. ანდერსონი 7 – ბელეცკი 7

A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

ტატრან პრეშოვი (სლკ, 2) – პორტუ (პორ, 10) 24-25

ვოივოდინა (სრბ, 4) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 10) 26-35

ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 12) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 4) 30-26

D ჯგუფი

მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 10) 21-23

ბაია მარე (რუმ, 9) – სკიერნი (დან, 9) 28-28

ელვერუმი (ნორ, 3) – შაფჰაუზენი (შვც, 7) 27-28

C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

8 ტური: 1822 ნოემბერი

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები

ჯგუფური ეტაპის 5 ტური. 1416 ნოემბერი

A ჯგუფი

როსტოვი (რუს, 10) – ლარვიკი (ნორ, 6) 26-25

ბაია მარე (რუმ, 4) კრიმ მერკატორი (სლნ, 0) 35-28

B ჯგუფი

პოდრავკა (ხორ, 1) – ფერენცვაროში (უნგ, 9) 24-27

ფლური ლუარე (საფ, 5) – ტიურინგერი (გერ, 3) გადაიდო

C ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 0) – მიდტიულანდი (დან, 6) 27-33

დიორი (უნგ, 8) ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) 28-27

გორბიცი 8, ლოკე 5 – დემბელე, რადიჩევიჩი 4

D ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ, 0) – CSM ბუქარესტი (რუმ, 7) 27-30

სევეჰოფი (შვდ, 4) – ბუდუჩნოსტი (მნტ, 9) – 18-25

ბოლო ტური: 20-22 ნოემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი

 

Leave a Reply