სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ევროპის კლუბებში მოთამაშე 13 ქართველი ხელბურთელი სეზონს განაგრძობს.  ამ კვირაში ევროტურნირების მატჩებია. ჩელენჯ კაპზე ერეკლე არსენაშვილის კლუბი დიომიდის არგუსი 13 და 14 ოქტომბერს სტავროპოლში ორჯერ ეთამაშება რუსეთის დინამო-ვიქტორს. 12 და 13 ოქტომბერს თელავის იმედს მატჩები აქვს ლუქსემბურგში, დუდელანჟთან, ხოლო  ლატვიის სალასპოლისში, ცელტნიექსისა და ისრაელის ჰოლონის მატჩების დელეგატი იქნება ლევან გელაშვილი, რომლისთვისაც ეს დებიუტია ევროტურნირებზე. 

EHF თასზე ერთი წრე უკვე გაიარა ირაკლი ჩიქოვანის რუმინულმა კლუბმა, კონსტანცამ, რომელმაც შინ ორჯერ დაამარცხა ჩეხეთის პლზენი: 28-21 და 29-23. ჩიქოვანმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მეორეში - 3.  კიდევ ერთი რაუნდის გავლის შემთხვევაში, კონსტანცა ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

რუმინეთის ჩემპიონატზე კონსტანცას 5 თამაშიდან 3 მოგება აქვს და ერთი თამაში - მარაგში. კლუბი ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა. ბოლო 2 ტურში კონსტანცა დამარცხდა ბაია მარესთან (23-28), შემდეგ კი მოუგო სტიაუას (30-25), ჩიქოვანმა ორივე მატჩში 2-2 გოლი გაიტანა და 5 თამაშში 14 დაუგროვდა. უკეთესი შედეგი აქვს მეკარე შოთა თევზაძის კლუბს, ფოჩანის, რომელიც 3 ტურის შემდეგ სამი მოგებით ლიდერობდა, მომდევნო სამში კი თითო მოიგო, წააგო და ფრედ ითამაშა და 13 ქულით მე-3-4 ადგილებს იყოფს. 16 ქულით ლიდერობს CSM ბუკურეშტი.  

უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში თეიმურაზ ორჯონიკიძის ფერენცვაროში 22-35 დამარცხდა სეგედთან, რომელიც შინაურ პირველობაზეც და ჩემპიონათა ლიგაშიც უდანაკარგოდ ლიდერობს, ფერენცვაროშს 4 თამაშიდან 1 მოგება აქვს, ორჯონიკიძის პირად ანგარიშზე 12 გოლია.

ყველაზე დიდი წარმომადგენლობა მაკედონიაში გვყავს - 4 მოთამაშე. მედეა ჩოხელის კლუბს, პელისტერს 5 თამაშის შემდეგ 3 მოგება აქვს, ქართველ ხაზის მოთამაშეს კი 6 მატჩში 18  გოლი აქვს გატანილი. ყველაზე მეტი, 7, მედეამ ბოლო ტურში გაუტანა სკოპიეს მეტალურგს, თუმცა, პელისტერმა წააგო - 24-30.

პელისტერის ვაჟთა გუნდი 4 თამაშში 2 მოგებით მე-5 ადგილზეა, ხოლო რევაზ ჭანტურიამ ბოლო 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით მეოთხეა ლიგის დებიუტანტი სტრუგა - 4 მატჩში 3 მოგება. გიორგი დიხამინჯია პირველივე მატჩში გატანილი 7 გოლის შემდეგ, მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდის მკითხველთა გამოკითხვის შედეგად ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, შემდეგ ტურში კი თავი გამოიჩინა მისმა თანაგუნდელმა ლექსო წითელიშვილმა - სტრუგამ სტუმრად დაამარცხა რადოვიში (35-32), ქართველმა უკანახაზელმა კი 8 გოლი გაიტანა და  ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პირველი დამარცხება სტრუგამ მე-4 ტურში, ლიდერ ეუროფარმთან იწვნია (16-34), წითელიშვილმა აქაც გაიტანა ხუთჯერ და 3 ნათამაშებ შეხვედრაში 17 გოლი დაუგროვდა, დიხამინჯიას - 10.

საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშა ერეკლე არსენაშვილმა. პირველი ტური მან გამოტოვა, მეორეში მის კლუბს, დიომიდის არგუსს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა (10-0), მესამეში კი სტუმრად დაამარცხა ფილიპოს ვერიასი 35-28, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი თავის ყოფილ კლუბს 2 გოლი გაუტანა.

თურქეთის ჩემპიონატში უჩა მაისურაძის კლუბ MYK  ჰანტბოლს სამი მატჩიდან 1 ფრე აქვს, ქართველის აქტივში კი 7 გოლია.  ქალთა პირველობაზე სამი მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია ქეთი კუნელაშვილის კლუბმა, არდაშენმა, რომელიც შინ დამარცხდა უსკუდართან, 28-33. კუნელაშვილი მეორედ იყო მატჩის განაცხადში, თუმცა, გოლების ანგარიში ჯერ გახსნილი არა აქვს.

ირაკლი კბილაშვილმა ოდესის კლუბში სეზონი 11 გოლით დაიწყო, მეორე თამაშში,  ზაპოროჟიეს ზას-თან კი ერთის გატანა მოასწრო და ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც შემდეგი მატჩი, ზაპოროჟიე ზტრ-სთან გამოტოვა. ოდესამ ეს ორი მატჩი წააგო, ისევე როგორც მესამე ზაპოროჟიულ გრანდთან, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მოტორთან 18-49. კბილაშვილი ამ თამაშში მოედანზე დაბრუნდა და 5 გოლიც გაიტანა, შემდეგ კი მისმა გუნდმა კიევში დაამარცხა ცსკა 24-21 - ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზე 1 გოლი იყო. ოდესა 5 მატჩიდან 2 მოგებით მე-6 ადგილზეა.

კოსოვოს ქალთა ჩემპიონატზე 3 თამაშიდან 4 ქულით მეოთხე ადგილზეა ქეთევან ვენეცკის კლუბი, ისტოგუ. მეორე ტურში,  ქალაქ ჯაკოვეს დერბიში ისტოგუ 26-28 დამარცხდა ვუშტრიასთან, ხოლო შემდეგ სტუმრად მოუგო  კასტრიოტის - 27-11. ვენეცკიმ წაგებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მოგებულში - 3 და სამ მატჩში 10 დაუგროვდა. ნოემბერში მის კლუბს, ისევე როგორც მედეა ჩოხელის პელისტერს, ევროტურნირის მატჩები აქვს ჩელენჯ კაპზე.

დაბოლოს, მონპელიეს ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია 17 წლია გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც ჯერჯერობით ნაციონალურ ლიგაში გამოდის კლუბის მეორე შემადგენლობასთან ერთად. ჩემპიონთა ლიგაზე თასის მფლობელმა სეზონი 4 წაგებით დაიწყო, საფრანგეთის ჩემპიონატში კი 6 მატჩიდან მხოლოდ ნანტთან დამარცხდა და 10 ქულით მეოთხე ადგილზეა. უდანაკარგოდ აქ მხოლოდ ორი გუნდია, ნანტი და შამბერი.

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: