სიახლეების კალენდარი

ივნისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

საქართველოს თასის მფლობელი გახდა თბილისის პეგასი, რომელმაც უდრამატულეს მატჩში, ბოლო წამზე დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ – 30-29. თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და პეგასი 26-29 აგებდა, მაგრამ... 

ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=yIGfYhSCBBw

სახელბურთო კლუბი „პეგასი“ ტიტე კალანდაძემ შექმნა მას შემდეგ, რაც უცხოეთში ხელბურთელის კარიერა დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა. მისი უცვლელი თანაშემწეა გიორგი სახვაძე.  ეს ახალგაზრდული კლუბი მეექვსე სეზონს დაიწყებს უმაღლეს ლიგაში. 2014 წელს კლუბმა საქართველოს თასის ფინალი წააგო, ხოლო ჩემპიონატში უმაღლესი მიღწევა ბოლო სეზონში ჰქონდა, როდესაც ფინალურ ოთხეულში გააღწია და მედლებისთვის ბოლომდე იბრძოლა. ბოლო წლებია, პეგასი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდია, ხოლო უკვე ეროვნული ნააკრების წევრები, გიორგი ცხოვრებაძე და გიორგი დიხამინჯია კარიერას ევროპაში აგრძელებენ.

ბათუმი, ცხადია, ფავორიტი იყო და მთელი მატჩი ლიდერობდა კიდეც. პირველ ტაიმში შავი ზღვის ბიჭებს ექვსბურთიანი უპირატესობაც ჰქონდათ (14-8), მაგრამ მოედანზე ვეტერან შოთა გრიშიკაშვილის გამოსვლის შემდეგ პეგასმა მაქსიმალურად გაამკაცრა დაცვაში თამაში და სხვაობამ კლება იწყო.

ტაიმის ბოლოს, ნიკოლოზ კალანდაძემ პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა გოლი, ხოლო მეორე ნახევრის პირველივე შეტევაში მეტოქის პასი ჩაჭრა და ანგარიშიც გაათანაბრა - 17-17. პეგასი აქვე დაწინაურდებოდა, მაგრამ ბათუმელთა მეკარემ, გიგა ტორონჯაძემ  6 მეტრიდან დარტყმული 5 ბურთიდან მხოლოდ ერთი გაუშვა, სანდრო ხანდოლიშვილმა შვიდმეტრიანიც მოიგერია და ბათუმი ისევ გავიდა წინ. დასრულებამდე 12 წუთით ადრე  სხვაობა ხუთამდე ავიდა, 25-20, ხოლო როდესაც ირაკლი თევზაძემ 29-ე გოლი გაიტანა, როგორც უკვე გითხარით, დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები იყო და ბათუმი 29-26 იგებდა.

გრიშიკაშვილმა სწრაფად გაქვითა ერთი ბურთი, პეგასმა მოიგერია მეტოქის მორიგი შეტევა და პივოტმა გიორგი ლაპიაშვილმა 9 მეტრიდან გაიტანა - 28-29. ბათუმელთა კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გიორგი კუხალაშვილმა მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომელიც კალანდაძემ გაიტანა - 29-29!  რჩება 56 წამი.

ბათუმი შეტევაში ჯარიმდება, პეგასი ბოლოსწინა შეტევას კუთხიდან აბოლოებს, მაგრამ ტორონჯაძე იგერიებს ბაძაღუას დარტყმას და გარღვევაში უშვებს აბრამიშვილს, რომლის დარტყმას თავგანწირულ ნახომში ბლოკავს ლაპიაშვილი, ბურთი მეკარე დიხამინჯიას რჩება, დარჩენილია 3 წამი. დიხამინჯია აწვდის კალანდაძეს, რომელმაც დარტყმა ვეღარ უნდა მოასწროს, მაგრამ მას კარიდან საკმაოდ შორს უხეშად აჩერებენ.  ბოლო 30 წამის წესის თანახმად უკრაინელი მსაჯები ნიშნავენ შვიდმეტრიანს, რომელსაც კალანდაძე გოლად აქცევს და პეგასი ამ მატჩში პირველად, მაგრამ საბოლოოდ გაჰყავს წინ - 30-29!

მოგებულ, თან ახალგაზრდულ გუნდში შეიძლება სწორი არ იყოს ვინმეს გამორჩევა, მაგრამ სტატისტიკა გვავალდებულებს: 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ 23 დარტყმიდან გაიტანა 15 გოლი: 6 შორიდან, 5 - შვიდმეტრიანიდან, 2 სწრაფი და ორიც ძალისმიერი გარღვევების შემდეგ.

ასეთი საინტერესო დააწყისი ჰქონდა შინაურ სახელბურთო სეზონს. მით უფრო საინტერესო უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც, უკვე ცხადია, რომ ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძლებს.

საქართველოს თასის გათამაშება მესამედ გაიმართა. 2014 წელს გაიმარჯვა სამტრედიამ, 2015 წელს - ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა.

 ხელბურთი. საქართველოს თასი 2018. კაცები. არენა 2

27 სექტემბერი, ფინალი

BSB ბათუმი - პეგასი 29-30 (17-16, HT)

--

დარტყმები: გატანილი/დარტყმული, მეკარეებისთვისმოგერიებული/გაშვებული

 - საგოლე პასი,  - ჩაჭრილი ბურთი,  - დაბლოკილი დარტყმა,  - შეცდომა (დაკარგული ბურთი)

X წთ - საჯარიმო დრო, წბ წითელი ბარათი

--

ბათუმი: ხანდოლიშვილი 8/19, ტორონჯაძე 6/11, ვარშალომიძე (სულ: 14 აღებული 44 დარტყმოდან)

სიმონია 7/11 (2პ, 4შ, 2წთ+წბ), გოგოლაძე 6/9 (1პ), კოხრეიძე 5/6 (1შ, 2წთ), აბრამიშვილი 4/6 (3შ), ტიელიძე 4/9 (1ჩ, 2შ) , ტალახაძე 2/3 (3პ, 1ჩ, 5შ), თევზაძე 1/2 (2წთ), ბერძენიშვილი (1ბ, 1შ, 6წთ+წბ), სურმავა 0/1, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, მახაჭაძე

მწვ: მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე, გია ბზეკალავა

შეტევა: 62 (46 დარტყმა, 16 დაკარგვა)

დარტყმა: 46 (29 გოლი, 9 მოგერიებული, 5 აცილებული, 3 დაბლოკილი)

ხაზიდან: 5/6

ძალისმიერი გარღვევა: 4/7

სწრაფი გარღვევა: 5/6

კუთხიდან: 5/8

ახლოდან, სულ: 19/27 

შორეული: 8/17

შვიდმეტრიანი: 2/2

ტექნიკური შეცდომა: 16

ორწუთიანი: 6

წითელი ბარათი: 2

--

პეგასი: დიხამინჯია 9/28, გორგოძიანი 0/1 (9 აღებული 38 დარტყმიდან)

კალანდაძე 15/23 (3პ, 2ჩ, 3შ), ზარნაძე 4/10 (1პ, 5შ, 6წთ), ლაპიაშვილი 4/5 (2ბ, 1შ, 2წთ), კუხალაშვილი 3/7 (1შ, 2წთ), ქათამაძე 2/4 (1პ, 1ბ, 1ჩ, 1შ, 2წთ), ბაძაღუა 1/2, გრიშიკაშვილი 1/2 (2წთ), გვაზავა, კოხრეიძე, ასაბაშვილი, პატაშური, მდივანი, ჟვანია, დგებუაძე

მწვ: ტიტე კალანდაძე (წბ), გიორგი სახვაძე (4წთ)

შეტევა: 64 (53 დარტყმა, 11 დაკარგვა)

დარტყმა: 53 (30 გოლი, 14 მოგერიებული, 8 აცილებული, 1 დაბლოკილი)

ხაზიდან: 4/6

ძალისმიერი გარღვევა: 3/6

სწრაფი გარღვევა: 4/5

კუთხიდან: 4/9

ახლოდან, სულ: 15/26  

შორეული: 8/17

შვიდმეტრიანი: 7/10

ტექნიკური შეცდომა: 11

ორწუთიანი: 9

წითელი ბარათი: 1

მსაჯები: რუსლან ლოშაკ, არტემ შაიბაკოვ (უკრაინა)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

სამდივნო: ნ. შახულოვი, ლ.ზაქარიაძე, თ. კონსტანტინიდი

სტატისტიკა: მ.კაკაბაძე, თ.თეთრაშვილი, გ. ფურცელაძე

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: