სიახლეების კალენდარი

ივნისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

საკლუბო სეზონი ევროპაში ცამეტმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, მათ შორის სამი - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრია - მედეა ჩოხელი, ქეთი კუნელაშვილი და ქეთევან ვენეცკი. ქართველების 5 კლუბი ამ სეზონში ევროტურნირებზეც თამაშობს. 

საფრანგეთში, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძეს ჯერ არ უთამაშია მონპელიეს კაცთა გუნდში, რომელიც 3 თამაშიდან 3 მოგებით ლიდერობს პარი სენ ჟერმენთან, ნანტთან, ნიმთან და შამბერისთან ერთად. კლუბმა დაამარცხა ესი (26-23), ტულუზი (34-29) და ისტრი (33-27), თუმცა, ჩემპიონთა ლიგა მოქმედმა გამარჯვებულმა  2 წაგებით დაიწყო.

რუმინეთის ჩემპიონატში 3 თამაშიდან 9 ქულით ლიდერია საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი, რომელმაც 27-19 დაამარცხა ფეგერაში, 39-25 - კლუჟი და 27-23 - ბაკეუ. ახალ კლუბშია ირაკლი ჩიქოვანი - მისი კონსტანცა პირველ ტურში ჩემპიონთან, ბუქარესტის დინამოსთან დამარცხდა (24-30), შემდეგ კი მოუგო ბუზაუს (23-20) და ქართველის ყოფილ გუნდს, კელერაშის (27-26). ჩიქოვანმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მომდევნო ორში - 4-4. კონსტანცა თამაშობს EHF თასზეც და ოქტომბერში შეხვდება ჩეხეთის პლზენს.

ახალ ქვეყანაშია თეიმურაზ ორჯონიკიძე და სამი მატჩის შემდეგ 11 გოლით ფერენცვაროშის მეორე ბომბარდირია უნგრეთის ნაკრების წევრის, გაბორ ანჩინის შემდეგ.  ფერენცვაროშმა დაამარცხა ედერი (30-18), წააგო კომლოისთან (18-23) და ტატაბანიასთან (22-27). აქ უდანაკარგოდ ლიდერობენ უნგრული ხელბურთის გრანდები, სეგედი და ვესპრემი.

ორჯონიკიძის ყოფილ კლუბში, მაკედონიის პელისტერშია ვეტერანი რევაზ ჭანტურია. პირველ ტურში ის დამარცხდა ეუროფარმთან (22-33), შემდეგ კი მოუგო პროლეტს 32-30,  რაშიც ქართველმა გარემარბმა ორგოლიანი წილი შეიტანა. მაკედონიის ჩემპიონატს ლიდერობს დებიუტანტი, სტრუგა, რომლის მწვრთნელია ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი, დონე ბოშკოვსკი, მას კი შემადგენლობაში ორი ქართველი ჰყავს - ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია. წითელიშვილი შარშან თურქეთის ჩემპიონატში თამაშობდა, დიხამინჯიას დანიური კლუბი, მიდტიულანდი კი გაკოტრდა. პირველ მატჩში, ბორეცთან (29-24) ქართველებს ფორმალური მიზეზების გამო არ უთამაშიათ, ვარდარის ახალგაზრდულ გუნდთან მოგებულ თამაშში (32-22) კი დიხამინჯიამ 7 გოლი გაიტანა, წითელიშვილმა - 4. ჯერჯერობით უკლუბოდაა რატი მსხვილიძე, ვინც შარშანდელი სეზონი ეუროფარმში ჩაამთავრა.

პელისტერის ქალთა გუნდში, მაკედონიის ჩემპიონატში, წლეულს თამაშობს ქალთა ნაკრების კაპიტანი, 19 წლის მედეა ჩოხელი. პირველ თამაშში  მან 4 გოლი გაუტანა ცემსს (33-23), პელისტერმა მოუგო სპარტაკსაც (33-27) და დამარცხდა სტრუჟანკასთან (20-22), ამ ორ თამაშში კი ქართველი ხაზის მოთამაშის წვლილი თითო გოლი იყო.  მედეას მოუწევს ევროტურნირებზე გამოსვლაც - ჩელენჯ კაპზე, ნოემბერში, პელისტერის მეტოქე იქნება მალტის კლუბი სალე.

თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში MYK  ჰანტბოლმა 28-28 ითმაშა ბურსასთან, ქართველმა პივოტმა უჩა მაისურაძემ კი 6 გოლი გაიტანა. ამ ქვეყნის ქალთა ჩემპიონატში დებიუტი აქვს ქეთი კუნელაშვილს, რომლის კლუბი, არდაშენ გენჩლიკი 3 მატჩიდან 3 მოგებით ლიდერია. არდაშენი პატარა ლაზური ქალაქია რიზეს მახლობლად. პირველი ორ თამაშის დროს იზმირთან (29-24) და ოსმანგაზთან (31-23) კუნელაშვილი სატრანსფერო საკითხების მოგვარებას ელოდა, მესამე ტურში კი უკვე განაცხადში მოხვდა - არდაშენმა სტუმრად მოუგო კასტამონუს (33-31), რომელიც ამ წაგებამდე ერთ-ერთი ლიდერი იყო.

უკრაინის კლუბ ოდესაში დებიუტი აქვს ქუთაისის ყოფილ გამთამაშებელს, ირაკლი კბილაშვილს. ოდესამ სუპერლიგის პირველ ტურში სტუმრად დაამარცხა პორტოვიკი, 36-24, კბილაშვილი კი საუკეთესო იყო  11 გოლით. მისი თანატოლი, 20 წლის ერეკლე არსენაშვილი მეორე სეზონს ატარებს საბერძნეთში, ოღონდ - ახალ კლუბში. დიომიდის არგუსი წინა ჩემპიონატში მეხუთე იყო, ახალი სეზონის პირველ ტურში კი ერთ-ერთ ფავორიტთან, პაოკთან დამარცხდა 21-28. არსენაშვილი ითამაშებს ჩელენჯ  კაპზეც, სადაც მისი კლუბი ოქტომბერში შეხვდება რუსეთის დინამო-ვიქტორს.

და ბოლოს, კოსოვო, სადაც ქართველ ლეგიონერს არასოდეს უთამაშია. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ ქვეყანაში შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა. მას შემდეგ ქეთევან ვენეცკის რამდენიმე შეთმაზება ჰქონდა ამ ქვეყნიდან, სეზონის წინ კლუბ ისტოგუში ჩაირიცხა და პირველ ტურში 5 გოლის გატანაც მოასწრო იუსუფ გერვალასთან. ისტოგუმ 48-27 მოიგო, ნოემბერში კი ჩელენჯ კაპის ორი მატჩიც ექნება იტალიის კასანო მანიანოსთან.

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: