ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს ხელბურთში, კვლავ ორი ლიდერი ჰყავს. თბილისის ქარიშხალამ დღეს 25-15 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, ხოლო მამულმა 29-16 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია.
ხვალ და ზეგ, სპორტკომპლექს არენაში ქარიშხალა ეთამაშება ფოთსა და სამტრედიას, ხოლო მამული - წყალტუბოსა და აჭარას. თუ ამ ორი ტურის შემდეგაც ლიდერებს თანაბარი ქულა დარჩათ, მაშინ, უკეთესი პირადი ბალანსით, ჩემპიონი გახდება ქარიშხალა (24-19, 19-22).
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფოთის ოქროს ვერძმა. ფოთელებმა 19-14 მოუგეს პეგასს და 4 ქულით გაასწრეს მეოთხე ადგილზე მყოფ წყალტუბოს. წყალტუბოელებს ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ერთადერთი შანსი დარჩათ - ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ და, ამასთან ერთად, ფოთი ორჯერ უნდა დამარცხდეს. მეორე მხრივ მხრივ, წყალტუბოს მეოთხე ადგილი აქვს დასაცავი სამტრედიის გუნდისგან. კიდევ ერთ დღევანდელ მატჩში აჭარის გუნდმა 19-7 მოუგო ყვარელს.
ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2017-18
მეორე წრის საერთო ტური, 11-14 მატჩები. არენა 2
10 მაისი. მამული - სამტრედია 29-16
მამ: ვარდიშვილი, გორჯოლაძე - ყველაშვილი 18, შახულოვი 5, იაშვილი 5, ველიჯანაშვილი 1, ჯავახიშვილი, დანელია, ე. ბერიკაშვილი, ჩუხატურიანი, ქობალია
სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი - ბურკაძე 5, ფოცხვერია 3, ტყეშელაშვილი 3, რუსია 3, მ. ჯოჯუა 1, კარტოზია 1, ცირეკიძე
აჭარა - ყვარელი 19-7
აჭ: ქარჩავა, საფარიძე - ქამაშიძე 7, დვალიშვილი 6, კომახიძე 4, ცივნარიძე 1, აიოზბა 1, მეგი მურუსიძე, მარიამ მურუსიძე, ხოხბა, კოჩალიძე, ძნელაძე, ირემაძე, გაბეჩავა
ყვ: ამონაშვილი - სურამლიშვილი 4, მიხელიძე 1, ფუღიაშვილი 1, მ. ტეტოშვილი 1, სმოიანი, საზანიშვილი, თავღორაშვილი, იოსებაშვილი
წყალტუბო - ქარიშხალა 15-25
წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი - ჩირგაძე 7, ფანცხავა 3, ჯიმშელეიშვილი 3, ლაღაძე 1, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, მამარდაშვილი, ხეცურიანი, ნიკოლეიშვილი, ბენდელიანი
ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე - ქ. ცინცაძე 10, ა. ჩხაიძე 6, მ. ცინცაძე 4, კეკუტია 2, ხმელაძე 1, ციცქიშვილი 1, რაზმაძე 1, ი. ჩხაიძე, ბიძინაშვილი, კერესელიძე
პეგასი - ფოთი 14-19
პეგ: ჯიქურაშვილი, ბარამიძე - ქებაძე 4, ე. ჩხაიძე 4, კორძაია 3, კაპანაძე 2, ქ. ჩოგოვაძე 1, ტარტარაშვილი, ბაღაშვილი, საბაშვილი, ასიტაშვილი, სვანიძე
ფოთ: ფიფია, გორგაძე - გოგია 6, ბჟალავა 5, სურგულაძე 4, გვათუა 3, რიჟამაძე 1, ბაირამიდი, თ. რურუა, გეგენავა
მსაჯები: ი. ჭკუასელი-გ.გველესიანი, თ. კევლიშვილი-ნ.კევლიშვილი
------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ
ქარიშხალა--12--10---1---1--284-208--21
მამული------12--10---1---1--280-176--21
ფოთი--------12---7---2---3--188-181--16
წყალტუბო--12---6---0---6--159-190--12
სამტრედია--12---3---5---4--179-197--11
აჭარა---------12---3---2---7--157-178---8
ყვარელი-----12---2---0--10--177-217---4
პეგასი--------12---1---1--10--158-235---3
11 მაისი
12:00 ფოთი - ქარიშხალა
13:00 მამული - წყალტუბო
14:00 სამტრედია - ყვარელი
15:00 აჭარა პეგასი
12 მაისი
12:00 სამტრედია - ქარიშხალა
13:00 ფოთი - ყვარელი
14:00 აჭარა - მამული
15:00 წყალტუბო - პეგასი