EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

15/06/15 ლუქსემბურგმა საქართველოსა და ესტონეთს აჯობა

2014-15 წლების სახელბურთო სეზონი სანაკრებო მატჩებმა დახურა. გაიმართა ევროპის 2016 და 2018 წლების ჩემპიონატებისა და 2015 წლის ქალთა მსოფლიო პირველობის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩები.

ევრო-2018-ის პირველ ეტაპზე, იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა, პლეიოფში მოულოდნელად ლუქსემბურგი გავიდა. ესტონელებმა დაიმატეს გერმანიაში მოთმაშე ორივე ლიდერი – მატ პატრაილი და დენერ იანიმაა, რომელთაც საქართველოსთან ტრავმის გამო არ უთამაშიათ და ლუქსემბურგს სტუმრად დამაჯერებლად მოუგეს – 31-26, მაგრამ მეორე მატჩში უკვე შინ, მოულოდნელად ლუქსემბურგმა გაიმარჯვა – 29-26. პირად მატჩემში უპირატესობა ესტონელებს არაფერში გამოადგათ, რადგან სამივე გუნდმა – საქართველომ, ლუქსემბურგმა და ესტონეთმა 4-4 ქულა დააგროვა და საერთო ბურთების სხვაობა უკეთესი აღმოაჩნდა ლუქსემბურგს – იმის წყალობით, რომ მან საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ყველა ლიდერი აკლდა, შინ დიდი სხვაობით, 29-20 მოუგო.

ორ დანარჩენ ჯგუფში გაიმარჯვეს ბელგიამ და რუმინეთმა და ლუქსემბურგთან ერთად გავიდნენ პლეიოფში, სადაც შეხვდებიან ევრო-2016-ის შესარჩევი ტურნირის მონაწილეთაგან სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს – ფინეთს , თურქეთსა და ისრაელს. ე 16 გუნდი დაწყვილდება და 2016 წლის გაზაფხულზე გამოავლენს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითადი შესარჩევი ტურნირის 3 მონაწილეს.

ევრო-2016-ის შესარჩევი ტურნირი კი დასრულდა და გაირკვა ფინალური ტურნირის თექვსმეტივე მონაწილე. ბოლო საგზურები მოიპოვეს მაკედონიამ, ვინც დაამარცხა  ჩეხეთი, ბელარუსმა სტუმრად ფრეს მიაღწია ბოსნიაში და ბოლო ტურში შინ აჯობა ლიტვას, ხოლო საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით ფინალში გავიდა მონტენეგროს ნაკრები. 15 შერჩეულ გუნდს 2016 წლის იანვარში დაემატება მასპინძელი, პოლონეთი.

ქალებმა გაარკვიეს 2015 წლის დეკემბერში, დანიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის 23 მონაწილე. დარჩენილია ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი – ასტანაში, ბოლო საგზურისთვის ითმაშებენ მასპინძელი  ყაზახეთი, კონგო, ავსტრალია და მექსიკა. ევროპულმა გუნდებმა კი პლეიოფში 9 საგზურის მფლობელის ვინაობა უკვე გაარკვიეს. პლეიოფის წაგებულები კი დაელოდებიან, ვის შეხვდება კიდევ 2 ვაილდკარდი.

ხელბურთი. ევრო-2018, კაცები, კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 10-14 ივნისი

1 ჯგუფი: ბელგია-საბერძნეთი 30-25, 25-29 – ბელგია 6 (+1) / საბერძნეთი 6 (-1), კვიპროსი 0

2 ჯგუფი: ლუქსემბურგი-ესტონეთი 26-31, 29-26 – ლუქსემბურგი 4 (+6) / ესტონეთი 4 (+2), საქართველო 4 (-8)

3 ჯგუფი: იტალია-რუმინეთი 22-28, 25-44 – რუმინეთი 8 / იტალია 4, კოსოვო 0

ევრო-2016, კაცები, კვალიფიკაცია. საბოლოო მდგომარეობა

1 ჯგუფი: ხორვატია 10 ქულა, ნორვეგია 10 / ჰოლანდია 4, თურქეთი 0 (-54)

2 ჯგუფი: დანია 12, ბელარუსი 6 / ბოსნია 4, ლიტვა 2

3 ჯგუფი: შვედეთი 11, ხლოვენია 9 / ლატვია 4, სლოვაკეთი 0 (-35)

4 ჯგუფი: ისლანდია 9, სერბეთი 8 / მონტენეგრო 7 / ისრაელი 0 (-49)

5 ჯგუფი: უნგრეთი 12, რუსეთი 8 / პორტუგალია  4, უკრაინა 0 (-40)

6 ჯგუფი: საფრანგეთი 12, მაკედონია 7 / ჩეხეთი 5, შვეიცარია 0 (-41)

7 ჯგუფი: ესპანეთი 10, გერმანია 10 / ავსტრია 4, ფინეთი 0 (-66)

ფინალი 2016 წლის იანვარში, პოლონეთში

ევრო-2016, ქალები, კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: ბულგარეთი 4 / აზერბაიჯანი 2, ფარერები 0

2 ჯგუფი: ფინეთი 4 / ისრაელი 2, კოსოვო 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ქალები

ევროპის პლეიოფი: საფრანგეთი – სლოვენია 27-20, 27-21,  გერმანია-რუსეთი 20-22, 26-27, სერბეთი-რუმინეთი 26-32, 28-24, ჰოლანდია-ჩეხეთი 33-23, 23-25, უკრაინა-პოლონეთი 18-25, 22-30, მონტენეგრო-ისლანდია 28-19, 19-19, ავსტრია-უნგრეთი 20-33, 24-41, ესპანეთი-სლოვაკეთი 25-19, 20-20, ხორვატია-შვედეთი 23-24, 21-27

ფინალი 2015 წლის დეკემბერში: დანია (მასპინძელი), ბრაზილია (მსოფლიო ჩემპიონი), ნორვეგია (ევროპის ჩემპიონი), საფრანგეთი, რუსეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, მონტენეგრო, უნგრეთი, ესპანეთი, შვედეთი (ევროპის პლეიოფი), ტუნისი, დრ კონგო, ანგოლა (აფრიკა), კორეა, იაპონია, ჩინეთი (აზია), კუბა, არგენტინა, პუერტო რიკო (ამერიკა) – ავსტრალია/კონგო/ყაზახეთი/ მექსიკა (ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი) – 2 საგზური ვაილდკარდით გათამაშდება 2015 წლის ივნისში

ფოტო: ლუქსემბურგი ესტონეთში გამარჯვებას ზეიმობს

 

Leave a Reply