14/01/15 ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

15 იანვარს ყატარში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი კაცებს შორის 24  უძლიერესი გუნდის მონაწილეობით. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იცავს ესპანეთი, რომელმაც ორი წლის წინ, საკუთრ მოედანზე, ფინალში დანია დაამარცხა, თუმცა, ტურნირის მთავარ ფავორიტად ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, საფრანგეთი მიიჩნევა. ტურნირის გამარჯვებული 2016 წლის ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

შეჯიბრებისთვის ყატარში სამი ახალი სპორტის სასახლე აშენდა. შეჯიბრების მთავარი არენა იქნება ქალაქ ლუსაილში, დოჰადან 24 კილომეტრში, ხოლო  თვითონ დედაქალაქში ორი სათამაშო დარბაზია. მთავარი არენა 15 300 მაყურებელს იტევს.

გუნდებს უკანასკნელი სამზადისი აქვთ ტურნირისთვის. აზიის ჩემპიონსა და ტურნირის მასპინძელს,  ყატარს, ჩემპიონატის წინ წაუგებელი სერია აქვს  – მათ დაამარცხეს რუსეთი და სერბეთი, ხოლო ზედ ტურნირის წინ მოიგეს სამთა ტურნირი პორტუგალიის დამარცხებითა და ბოსნიასთან ფრედ დასრულებული მატჩით.

ორჯერ ითამაშეს ერთმანეთში გერმანიამ და ისლანდიამ (31-24, 24-25), ორმა გუნდმა, ვინც კვალიფიკაციის პლეიოფში დამარცდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვაილდ-კარდით მოხვდა. უცბცნაური პრობლემა აქვს ისლანდიის ნაკრეის ლიდერს, აარონ პალმარსონს – მას თავის ტრავმა აქვს მას შემდეგ, რაც წინა კვირაში, რეიკიავიკში მძარცველები დაესხნენ თავს. პალმარსონი ახლა უკეთაა, თუმცა, ბოლომდე არ მორჩენილა.

პრობლემები აქვ  დანიას – მორტენ ოლსონი გუნდს გატეხილი ცხვირის გამო უკვე გამოაკლდა, კასპერ სონდერგარდის და ბო სპელერგერგის თამაში კი საეჭვოა. შვედებს დააკლდებიან იოჰან იაკობსონი, კიმ ეკდალი და ჯიმ გოტფრიდსონი. ამ ორი გუნდის ამხანაგური თამაში წინა კვირაში დანიამ მოიგო – 24-23.

სლოვენიამ შინ დამაჯერებლად მოიგო ოთხთა ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატის ორი მონაწილე დაამარცხა – 34-20 ეგვიპტე და ფინალში ალჟირი – 34-21,  თუმცა, ყველაზე ცნობილი სლოვენიელი ხელბურთელი, 40 წლის რენატო ვუგრინეცი განაცხადში მაკედონიამ შეიყვანა. 40 წლის ვუგრინეცი 15 წელი თამაშობდა სლოვენიის ეროვნულ გუნდში (196-2010), ბოლო წლებში კი სკოპიეს მეტალურგში თამაშობს და შარშან მაკედონიის მოქალაქეობაც მიიღო.

საქართველოსა და საერთაშირისო ხელბურთის ფედერაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტებული იქნება 4 ქართველი ჟურნალისტი, ასე რომ, ხვალიდან რეპორტაჟებს უშუალოდ ყატარიდან მოგაწვდით.

ფოტო: ლუსაილ არენა

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები

ყატარი, 15 იანვარი – 1 თებერვალი

ლუსაილ სპორტარენა  – 15 300 (1)

ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700 (2)

დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500 (3)

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ყატარი, ბელარუსი, ბრაზილია, ჩილე

15 იან, 21:30 ყატარი-ბრაზილია (1)

16 იან, 18:00 ესპანეთი-ბელარუსი (3), 18:00 სლოვენია-ჩილე (2)

17 იან, 18:00 ბრაზილია-ესპანეთი (3), 18:00 ბელარუსი-სლოვენია (1), 20:00 ჩილე-ყატარი (1)

19 იან, 18:00 ესპანეთი-ჩილე (3), 18:00 ბელარუსი – ბრაზილია (1), 20:00 სლოვენია-ყატარი (1)

21 იან, 18:00 სლოვენია-ბრაზილია (3), 18:00 ჩილე-ბელარუსი (1), 20:00 ყატარი-ესპანეთი (1)

23 იან, 18:00 ბრაზილია – ჩილე (1), 18:00 ესპანეთი-სლოვენია (3) 20:00 ყატარი-ბელარუსი (1)

B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია, მაკედონია, ავსტრია, ტუნისი, ირანი

16 იან, 16:00 ბოსნია-ირანი (1), 18:00 მაკედონია-ტუნისი (1), 20:00 ხორვატია – ავსტრია (3)

17 იან, 20:00 ტუნისი-ხორვატია (3), 20:00 ირანი-მაკედონია (2) 22:00 ავსტრია-ბოსნია            (2)

19 იან, 20:00 ბოსნია-მაკედონია (2), 20:00 ხორვატია-ირანი (3), 22:00 ავსტრია-ტუნისი (2)

21 იან, 18:00 ირანი – ავსტრია (2), 20:00 ბოსნია-ტუნისი (2), 20:00 მაკედონია-ხორვატია (3)

23 იან, 18:00 ტუნისი-ირანი (2), 20:00 მაკედონია-ავსტრია (2), 20:00 ხორვატია-ბოსნია (3)

C ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ალჟირი, ჩეხეთი, ეგვიპტე, ისლანდია

16 იან, 20:00 ალჟირი-ეგვიპტე (2), 22:00 საფრანგეთი-ჩეხეთი (3), 22:00 შვედეთი-ისლანდია (2)

18 იან, 20:00 ისლანდია-ალჟირი (2), 22:00 ჩეხეთი-შვედეთი (2), 22:00 ეგვიპტე-საფრანგეთი (3)

20 იან, 20:00 ჩეხეთი-ეგვიპტე (2), 22:00 საფრანგეთი-ისლანდია (3), 22:00 შვედეთი-ალჟირი (2)

22 იან, 20:00 შვედეთი-ეგვიპტე (2), 22:00 ისლანდია-ჩეხეთი (2), 22:00 ალჟირი – საფრანგეთი (3)

24 იან, 20:00 ეგვიპტე-ისლანდია (2), 22:00 ალჟირი-ჩეხეთი (3), 22:00 საფრანგეთი-შვედეთი (2)

D ჯგუფი: დანია, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა, საუდის არაბეთი, გერმანია

16 იან, 16:00 რუსეთი-საუდეთი (3), 20:00 პოლონეთი – გერმანია (1), 22:00 დანია-არგენტინა (1)

18 იან, 20:00 არგენტინა-პოლონეთი (3), 20:00 გერმანია-რუსეთი (1), 22:00 საუდეთი-დანია (1)

20 იან, 20:00 პოლონეთი-რუსეთი (1), 20:00 არგენტინა-საუდეთი (3), 22:00 დანია-გერმანია (1)

22 იან, 20:00 პოლონეთი-საუდეთი (3), 20:00 გერმანია-არგენტინა (1), 22:00 რუსეთი-დანია (1)

24 იან, 20:00 საუდეთი-გერმანია (1), 20:00   რუსეთი-არგენტინა (3), 22:00 დანია-პოლონეთი (1)

25-26 იანვარი, მერვედფინალი (1, 2)

26 იანვარი 17-20, 21-24 ადგილები, პლეიოფი (3)

27 იანვარი, მატჩები 17, 19, 21, 23 ადგილისთვის (3)

28 იანვარი,  მეოთხედფინალი (1, 2)

30 იანვარი, ნახევარფინალი (1)

30 იანვარი, 5-8 ადგილები, პლეიოფი (2)

31 იანვარი, მატჩები 5 და 7 ადგილისთვის (1 – 20:15, 17:30)

01 თებერვალი. ფინალი 1 და 3 ადგილისთვის (1 – 20:15, 17:30)


Leave a Reply