13/12/13 ქარიშხალა პირველია, იმედი – მესამე
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე 1998-99 წელს დაბადებული ბიჭებს შორის. თბილისის ლიგის ჩემპიონი გახდა ქარიშხალა, რომელმაც გადამწყვეტ თამაშში დაამარცხა პეგასი – 33:25.
პეგასს აკლდა მთავარი ბომბარდირი ნაზღაიძე და პირველივე წუთებზე ტრავმა მიიღო გამთამაშებელმა ზარნაძემ. მიუხედავად ამისა, გოგავას, მაისურაძის და მეკარე ზურაბიშვილის კარგი თამაშის წყალობით გუნდი თითქმის მთელ პირველი ტაიმი ლიდერობდა.
ქარიშხალასაც აკლდა ერთ-ერთი ლიდერი ბულბულაშვილი, მაგრამ უფრო გრძელი სკამი აღმოაჩნდა და საბოლოოდ, ამის წყალობით მოიგო. პირველი ტაიმი მაინც ქარიშხალამ მოიგო – 16:14 და მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე უპირატესობის ზრდა დაიწყო. ქარიშხალაში ყველაზე შედეგიანები იყვნენ კბილაშვილი (12 გოლი) და წიკლაური (7).
იმედმა იოლად დაამარცხა მამული – 32:19, ქულებით დაეწია და რადგანაც პირველი მატჩი მხოლოდ 2 ბურთით ჰქონდა წაგებული, მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპზე გავიდა მამულიც, როგორც საუკეთესო მეოთხეადგილოსანი.
თბილისის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის 10 საუკეთესო გუნდი ბრძოლას 0 ქულიდან გააგრძელებს საქართველოს ჩემპონობისთვის. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება 6 საუკეთესო გუნდი, რომელიც ისევ ერთ წრედ ითამაშებს უკვე უშუალოდ ჩემპიონობისთვის. ქულების ათვლა აქაც თავიდან დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.
13 დეკემბერი, არენა
შევარდენი – ქარელი 24:14
მამული – იმედი 19:32
მამული: დავითაშვილი – შევჩენკო 7, სხვიტარიძე 5, კორაშვილი 4, ისმაილოვი 1, წულიაშვილი 1, თოდუა 1, ლაგვილავა, შენგელაია, ტალახაძე, ძაგანია, სექანია, არუთინოვი, ცხვეტიანი
იმედი: ხარაიშვილი, როკაშვილი – რუსტამოვი 8, იობაშვილი 6, ბაინაზაშვილი 6, ჰუსეინოვი 5, მიქავა 2, საძაგლიშვილი 2, მღებრიშვილი 1, ჩოხელი 1, თურქაძე 1, სონღულაშვილი, კაპანაძე, დვალიძე, ხორავა, მელაშვილი (მწ. ზ. სამადაშვილი)
პეგასი – ქარიშხალა 25:33
პეგასი: – ზურაბიშვილი, მჭედლიძე – გოგავა 8, მაისურაძე 6, ცხოვრებაძე 4, ლაპიაშვილი 3, კაჭკაჭიშვილი 3, გაწერელია 1, ბაბუციძე, ზარნაძე, კალანდაძე, ლიპარტელიანი, მამაგეიშვილი, ვიბლიანი (მწ. ტ. კალანდაძე)
ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ფარესაშვილი – კბილაშვილი 12, წიკლაური 7, მამულაშვილი 5, გოგუა 4, არსენაშვილი 3, ფერაძე 2, ჭინჭარაძე, კვირკველია, ფხაკაძე, ჩიხლაძე, აროშიძე, ბულბულაშვილი (მწ. გ. ქობელაშვილი)
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
თბილისი. საბოლოო
1.ქარიშხალა 19 ქ, 2. პეგასი 17, 3. იმედი 10 (+11) / 4.მამული 10 (-11) / 5. შევარდენი 4, 6. ქარელი 0
აღმოსავლეთი. საბოლოო
1.თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3) / 4. რუსთავი 8 (-19) / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2
დასავლეთი. საბოლოო
1.ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 (-5) / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0
მეორე ეტაპზე გავიდა 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი