11/12/15 13 მერვედფინალისტი ცნობილია

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში,  დანიაში, ჯგუფური ტურნირის მეოთხე  ტურის შემდეგ გამოვლინდა 13 მერვედფინალისტი. 11 დეკემბერს 12 მატჩია და კვირას  მერვედფინალი იწყება.

დღეს ორი მერვედფინალისტის ვინაობას ერთმანეთთან მატჩში გაარკვევენ ანგოლა-ჩინეთი და კორეა-არგენტინა, პლეიოფის კიდევ ერთი მონაწილე კი ან სერბეთი იქნება და ან იაპონია. თუ სერბებმა შეინარჩუნეს ჯგუფში მეოთხე ადგილი, მაშინ ცამეტივე ევროპული ნაკრები გავა პლეიოფში.

მეოთხე ტურში სერბებმა მნიშვნელოვანი მატჩი მოუგეს იაპონიას – 27-22. უნგრეთმა, ვინც წინა დღეს 17 ბურთი წააგო მონტენეგროსთან, ძალა მოიკრიბა და პირველი მარცხი აგემა მასპინძელ დანიას  29-22. გერმანიამ პირველი ტაიმი 14-15 წააგო კორეასთან, მაგრამ მეორეში 26-13 გაანადგურა და ჯამში 40-28 მოუგო.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

A  ჯგუფი, ჰერნინგი, 9 დეკემბერი

მონტენეგრო – ტუნისი 37-26

იაუკოვიჩი 9, რადიჩევიჩი 8 – შება 9, ხუილდი 7

სერბეთი – იაპონია 27-22

კრპეჟი 6, სტოილიკოვიჩი 5 – იშტატე, სუნამი

უნგრეთი – დანია 29-22

სუჩანსკი 8, სამორანსკი 5 – ს. იორგენსენი 4

მონტენეგრო 7 ქულა, დანია 6,  უნგრეთი 6, სერბეთი 3 / იაპონია 2, ტუნისი 0

11 დეკემბერი. 19:15 უნგრეთი – იაპონია, 21:30 ტუნისი – სერბეთი, 23:45 დანია – მონტენეგრო

B ჯგუფი. ნესტვედი, 9 დეკემბერი

კუბა – ჰოლანდია 23-45

ლუსონი, რისო 7 – აბინგჰი 8, სნელდერი 7

ანგოლა – პოლონეთი 27-29

ბერნარდო 8 – კოცელა 7

შვედეთი – ჩინეთი 47-28

რობერტსი 10,  ალმი 8 – იანი 9

ჰოლანდია 7, შვედეთი 7, პოლონეთი 6, ანგოლა 2 / ჩინეთი 2, კუბა 0

11 დეკემბერი. 19:15 ჩინეთი – ანგოლა, 21:30 ჰოლანდია – პოლონეთი, 23:45 კუბა – შვედეთი

C ჯგუფი, კოლდინგი, 10 დეკემბერი

არგენტინა – ბრაზილია 19-23

პისო 6 – ფაჩინელო 7

საფრანგეთი – დრ კონგო 29-16

ლაკრაბერი 8 – მვასესა 7

გერმანია – კორეა 40-28

სმიტსი, ფ. მიულერი 6 – გვონი, იუნი 6

საფრანგეთი 7, ბრაზილია 7, გერმანია 4, კორეა 4 / არგენტინა 2, დრ კონგო 0

11 დეკემბერი. 19:00 არგენტინა – კორეა, 21:15 ბრაზილია – საფრანგეთი, 23:30 დრ კონგო – გერმანია

D ჯგუფი, ფრედრიკსჰავნი, 10 დეკემბერი

ყაზახეთი – რუსეთი 19-42

ტანკინა, როდინა 5 – ვიახერევა, ილინა 7

ესპანეთი – პუერტო რიკო 39-13

ლოპესი 8 – სებალოსი 4

რუმინეთი – ნორვეგია 22-26

ნიაგუ 8 – მორკი 7, კრისტიანსენი 6

რუსეთი 8, ესპანეთი 6, ნორვეგია 6, რუმინეთი 4 / ყაზახეთი 0, პუერტო რიკო 0

11 დეკემბერი. 19:00 პუერტო რიკო – ყაზახეთი, 21:15 რუმინეთი – რუსეთი, 23:30 ნორვეგია – ესპანეთი

ჯგუფური ეტაპიდან 4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx


Leave a Reply