11/03/14 ყვარელმა ბოლო წამებზე მოიგო
სპორტკომპლექს არენაში გაიმართა საქართველოს გოგონათა ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტალური მატჩი თბილისის პეგასსა და ყვარლის გუნდს შორის. ყვარელმა 13:12 მოიგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ძალიან დაძაბული და კონტაქტური ბრძოლის პირველი ტაიმი სულ 4:4 მორჩა. მეორეში ყვარელი დაწინაურდა – მაქსიმუმ, 2 ბურთით, მაგრამ პეგასმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში. ბოლო, გამარჯვების გოლი დასრულებამდე 5 წამით ადრე გაიტანა ყვარლელთა ცაცია გარემარბმა, მარი მიხელაძემ – 13:12.
ხვალ და ზეგ არენაში ლიდერთა კიდევ ორი მატჩია. ოთხშაბათს, 15:30 თამაშობენ ყვარელი და მამული, ხოლო შემდეგ დღეს – მამული და პეგასი. დასავლეთის ორი გუნდი, ფოთი და წყალტუბო ჯერ ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას, შემდეგ კი აღმოსავლელებთან გამართავს საერთო ტურს.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
აღმოსავლეთის ტური. 10-13 მარტი.
11 მარტი, არენა 1
იმედი – ქარიშხალა 6:20
ქარიშხალა – მამული 3:23
ყვარელი – პეგასი 13:12
ყვარელი: გუბელაძე – კუნელაშვილი 6, ს. იორდანაშვილი 3, ქიტესაშვილი 2, მიხელაძე 2, თ. იორდანაშვილი, თეთრაშვილი, ფუღიაშვილი, სეფაშვილი, მჭედლიშვილი
პეგასი: ჩაჩუა, ყაველაშვილი, ორჯონიკიძე – ბერიძე 6, ჩოხელი 3, გოგოხია 2, მორჩაძე 1, ვენეცკი, ჩოგოვაძე, შოშიტაიშვილი, სარაჯიშვილი, კოპალიანი, ჯანიაშვილი, კეკუტია
მსაჯები: ელენე არაბული, ლევან ოსიყმაშვილი
მდგომარეობა: მამული – 15 ქულა (8 თამაშიდან), ყვარელი – 13 (8), ფოთი – 10 (6), პეგასი – 8 (8), წყალტუბო – 4 (6), ქარიშხალა – 2 (9), იმედი – 2 (9),
12 მარტი
15:30 მამული – ყვარელი
16:30 პეგასი – იმედი
17:30 ქარიშხალა – მამული
13 მარტი
16:00 პეგასი – მამული