10/12/13 ათიდან 9 გუნდი გამოვლინდა

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის ბიჭებს შორის თბილისის ლიგაში.

მეორე ტურში ცენტრალური იყო ქარიშხალასა და იმედის მატჩი. ქარიშხალა იბრძვის თბილისის ჩემპიონობისთვის, ხოლო იმედი – მესამე ადგილისთვის, რაც საშუალებას მისცემს მეორე ეტაპიდან უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელოს ბრძოლა.

იმედი გუშინ ერთი ბურთით დამარცხდა მეორე ლიდერ პეგასთან და დღესად მედგრად იბრძოლა, მაგრამ ისევ წააგო – 21:25. საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები – ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა, 11 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვი (იმედი, 8).

საქმე იქითკენ მიდის, რომ ჩემპიონისა და მესამე პრიზიორის ვინაობა ბოლო ტურში, პარასკევს გამოვლინდება, როცა თამაშებენ მამული-იმედი და ქარიშხალა პეგასი.

ათი საუკეთესო გუნდი 2014 წელს ერთ წრედ ითამაშებს და გამოავლენს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს. ყოველ მომდევნო ეტაპზე გუნდები ასპარეზობას 0 ქულით დაიწყებენ.

მეორე ეტაპზე უკვე გავიდნენ თელავი, გორი, ყვარელი, ფოთი, სამტრედია, ზუგდიდი. ასევე – ქარიშხალა, პეგასი და მამული. ათეულში მოხვედრის შანსი აქვს იმედს – მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ თბილისის ზონაში მესამე ადგილის დაკავება, ასევე საუკეთესო მეოთხე გუნდად გასვლა მეორე ეტაპზე.

 

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.

10 დეკემბერი
შევარდენიპეგასი 15:33
ქარელიმამული 9:26
იმედიქარიშხალა 21:25

იმედი: ხარაიშვილი – რუსტამოვი 8, იობაშვილი 5, ჰუსეინოვი 5, ბაინაზაშვილი 3, მიქავა, კაპანაძე, დვალი / ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ფარესაშვილი – კბილაშვილი 11, გოგუა 5, მამულაშვილი 4, არსენაშვილი 4, ფერაძე 1, ჯინჭარაძე, წიკლაური

9 დეკემბერი. მამულიშევარდენი 28:20, პეგასიიმედი 28:27, ქარიშხალაქარელი 21:1

მდგომარეობა: ქარიშხალა 13 ქ (+83), პეგასი 13 (+81), მამული 10 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

11 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალამამული
16:20
იმედიშევარდენი
17:40
პეგასიქარელი
12 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალაშევარდენი
16:20
მამულიპეგასი
17:40
ქარელიიმედი
13 დეკემბერი, არენა
15:00 შევარდენიქარელი
16:20
მამულიიმედი
17:40
პეგასიქარიშხალა
18:00
დაჯილდოება

აღმოსავლეთი. საბოლოო

1.თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2

დასავლეთი. საბოლოო

1.ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

Leave a Reply