07/01/15 ბათუმში ხელბურთის დარბაზი და სტადიონი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ლეონიძის 15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა.

 

კონკურსის ერთერთი მოთხოვნაა, სტადიონთან ერთად დაიგეგმოს ხელბურთის სასახლე, რომლისთვისაც საპროექტო ტერიტორიას უნდა გაემიჯნოს 1.5 ექტარი მიწის ნაკვეთი. აქ იქნება ორი დარბაზი- 3500 მაყურებელზე გათვლილი ძირითადი არენა და 800-ადგილიანი მეორე დარბაზი, სადაც 2017 წელს გაიმართება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.

ტერიტორია გამოყოფილია ლეონიძის ქუჩა №15-ში, ფართობია 84 712 კვ/, მოქცეულია გაგარინისა და ლეონიძის ქუჩებს შორის და მრავალწახნაგოვანი კონფიგურაცია აქვს. ის წარმოადგენს გმირთა ხეივნის სატრანსპორტო ღერძის მომიჯნავე ტერიტორიას და გადამკვეთი ქუჩების ერთობლიობით ჩამოყალიბებულია მოხერხებული სატრანსპორტო ნაკადების სქემა.

ტერიტორია უნდა კეთილმოეწყოს და განთავსდეს ავტოპარკინგი, გათვალისწინებული იქნას გამწვანების ზონები. არქიტექტურულკომპოზიციური გადაწყვეტა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.

კონკურსანტმა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენელი ყველა დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უნდა წარადგინოს. კონკურსი სამინისტროში 2015 წლის 4 მარტს, 16 სათზე ჩატარდება.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში 14 550 900 ლარია გათვალისწინებული.

მომზადებულია
batumelebi.netgazeti.ge
და worldsport.ge-ს მიხედვით

ნინო ხიმშიაშვილის ფოტო

 

Leave a Reply