03/11/13 სპორტის სასახლე ამყარებს რეკორდს

თბილისი 3000, ბუქარესტი 1800, ციურიხი 1300, დობელე (ლატვია) 1150, რიშონ ლეზიონი (ისრაელი) 1000, სარაევო 100, ათენი 1000, ზაპოროჟიე 800, ანკარა 600, ნიქოზია 300.

ეს არის მაყურებელთა ოფიციალური, ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე დაფიქსირებული მაყურებლების რიცხვი მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ 10 საკვალიფიკაციო შეხვედრაზე.

თამაშის წინადღეს, სავარჯიშოდ მოსულ ფინელებზე სპორტის სასახლემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ იკითხეს, რამდენი კაცი ეტევა ტრიბუნებზე და რამდენი ქომაგის მოსვლა იყო სავარაუდო. როგორც აღმოჩნდა, არცთუ უმიზეზოდ.

კვირადღის დიდებული სანახაობა დიდწილად სწორედ „ქართული სპორტის ქომაგთა“ ჯგუფისა და მსაჯ–ინფორმატორის მიერ შეგულიანებულმა მაყურებელმა განაპირობა. ამას მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ გატანილი 8 ბურთით უპასუხა და ვითარება სპორტის სასახლეში საზეიმო გახდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურნირში და კვალში უდგას ლიდერს, ლიტვის გუნდს. ანკარაში თურქეთმა ტაიმი 11:9 მოუგო ლიტველებს, მეორეშიც კარგახანს ლიდერობდა და რომ მოეგო, ოთხივე გუნდს 2–2 ქულა გაუხდებოდა, მაგრამ ბალტიელებმა თამაშის მიწურულს გამოგლიჯეს გამარჯვება მასპინძლებს – 23:20.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი 2 იანვარს აქვს თურქეთში, შემდეგ კი მიყოლებით, 12 იანვრამდე მასპინძლობს თურქებს, ლიტვას და სტუმრობს ფინელებს.

სხვა დღევადელი შეხვედრებიდან აღსანიშნავია უკრაინის გამარჯვება შინ სლოვენიასთან – 32:28.

2 და 3 ნოემბერი საკლუბო ხელბურთის დღეც იყო. ქალებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური გამართეს. ტურნირზე დაუმარცხებელი მხოლოდ შარშანდელი გამარჯვებული, უნგრეთის დიორი ეტოა. ქალებს მომდევნო ტური 9–10 ნოემბერს აქვთ, ხოლო 14–17 ნოემბერს მეხუთე ტურს კაცები გამართავენ.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ეტაპი. 2 ტური, 3 ნოემბერი

პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული

1 ჯგუფი

საქართველო – ფინეთი 26:19

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია

ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 ტამინენი 4, სუნდბერგი 4, . ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, . ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი

თურქეთი – ლიტვა 20:23

 

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

 

2 ჯგუფი

კვიპროსი – იტალია 29:36, რუმინეთი – სლოვაკეთი 32:24

რუმინეთი 4 / სლოვაკეთი 2, იტალია 2, კვიპროსი 0

3 ჯგუფი

შვეიცარია – ლუქსემბურგი 32:23, უკრაინა – სლოვენია 32:28

უკრაინა 4 / შვეიცარია 2, სლოვენია 2, ლუქსემბურგი 0

4 ჯგუფი

ისრაელი – ჰოლანდია 28:26, საბერძნეთი – ბელგია 31:25

ჰოლანდია 2 / ისრაელი 2, საბერძნეთი 2, ბელგია 2

5 ჯგუფი

ლატვია – ესტონეთი 35:25, ბოსნია – პორტუგალია 31:29

ლატვია 4 / ბოსნია 4, პორტუგალია 0 , ესტონეთი 0


ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

4 ტური. 2-3 ნოემბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – ბაია მარე (რუმ) 23:20

დიორი ეტო (უნგ) – ტიურინგერი (გერ) 29:20

დიორი 8, ჰიპო 4 / ტიურინგერი 2, ბაია მარე 2

B ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ) – ფერენცვაროში (უნგ) 24:26

ბუდუჩნოსტი (მნტ) – მიდტიულანდი (დან) 22:15

ფერენცვაროში 6, მიდტიულანდი 6 / ბუდუჩნოსტი 4, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

სევეჰოფი (შვდ) – ლაიპციგი (გერ) 30:23

კრიმ მერკატორი (სლნ) – მეცი (საფ) – 27:21

კრიმი 6, სევეჰოფი 6 / მეცი 2, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 17:35

ლარვიკი (ნორ) – ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 29:21

ვარდარი 7, ლარვიკი 7 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

Leave a Reply