02/01/14 თურქეთი – საქართველო 29:23
საქართველოს ნაკრებმა ანკარაში 23:29 წააგო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თურქეთთან. 5 იანვარს იგივე გუნდები თბილისში ითამაშებენ.
თურქები თავიდანვე დაწინაურდნენ და ქართველებმა მხოლოდ ერთხელ გაათანაბრეს ანგარიში, პირველი ტაიმის დასაწყისში – 4:4. ამის შემდეგ მასპინძლები ისევ გავიდნენ წინ და სტუმრებმა ორჯერ მოახერხეს სხვაობის 2 ბურთამდე დაყვანა – 5:7, 7:9.
ტაიმი თურქეთმა 14:8 მოიგო და მეორეში კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა – მათი მაქსიმალური უპირატესობა 10 ბურთი იყო – 26:16, საბოლოოდ კი 29:23.
დღესვე ლიტვა სტუმრად ფრედ ეთამაშა ფინეთს და 3 თამაშიდან 5 ქულით ლიდერობს, 3 ქულა აქვს ფინეთს, 2-2 თურქეთსა და საქართველოს. მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. მესამე ტური.
ანკარა, 2 იანვარი
თურქეთი – საქართველო 29:23
თურქეთი: გიუნაი, გიოქთეფე, იოზმუსული 1/0 – დიონე 20/10, ჩელიქი 10/6, ერსინი 8/4 (2 წთ), ჯატკინი 8/4 (2წთ), ჩელები 2/1, ასიქოღლუ 2/1, იოჰბაზარი 3/1, პეტკაში 3/1, ზამანი 1/1 (2წთ), იოზი (4 წთ), ქესქინი 1/0, ილდირიმი 2/0, კირდალი – შეტევების ეფექტურობა 33%, დარტყმების ეფექტურობა 48%, პენალტები 1/1
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – მსხვილიძე 15/6, რუსია 9/5, ჭანტურია 6/3 (2 წთ), გამზარდია 5/3, ჩიქოვანი 8/2 (4 წთ), დათუკაშვილი 6/2, გვაზავა 2/1, მაისურაძე 1/1, ტალახაძე 2/0, ორჯონიკიძე 1/0, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია, წითელიშვილი – შეტევების ეფექტურობა 26%, დარტყმების ეფექტურობა 40%, პენალტები 3/1
მსაჯები: მილან ჰაიეკი, კარელ მაქო (ჩეხ) / დელეგატი: ანდრეი ანდრეევი (ბულ)
ფინეთი – ლიტვა 20:20
ლიტვა 5 ქულა / ფინეთი 3, თურქეთი 2, საქართველო 2
30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი
პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული