დღეს საზეიმო გახსნაა

სპორტკომპლექს არენაში, დღეს, 16:00, გაიმართება 1998-99 წლებში დაბადებულთა საქართველოს ჩემპიონატის საზეიმო გახსნა.

ტურნირი წარმომადგენლობითია და მასში, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან, ბიჭების 19 და გოგონების 10 გუნდი მონაწილეობს.

ბიჭების 19 გუნდი 3 რეგიონულ ჯგუფადაა დაყოფილი. თბილისის ზონაში ტურნირი უკვე დაიწყო. 2 ტურის შემდეგ 2-2 მოგებით ქარიშხალა და პეგასი ლიდერობენ. დღეს სპორტდარბაზ არენაში გაიმართება 3 მატჩი: პეგასი-იმედი, შევარდენი-ქარიშხალა, ქარელი-მამული.

მეორე ეტაპზე გადის ჯგუფების 3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი. 10 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2014 წელს გააგრძელებს.

ამ ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები გუნდები, ბიჭებიც და გოგონებიც, 2015 წელს ითამაშებენ თბილისში, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

თბილისის ჯგუფი, მდგომარეობა ორი დღის შემდეგ – პეგასი, ქარიშხალა – 4 ქულა, იმედი, შევარდენი – 2, მამული, ქარელი – 0

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში

Leave a Reply