პლეიოფში სამი ადგილია თავისუფალი

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე დღეს ყველა ფავორიტმა მოიგო, გამოვლინდა კიდევ ორი მერვედფინალისტი – ეგვიპტე და ყატარი. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ეგვიპტემ დაამარცხა არგენტინა, 31-26. ყველა გუნდს 4 თამაში აქვს, დღეს ჯგუფური ეტაპი A და B ჯგუფებში დასრულდება, ხვალ – დანარჩენ ორში.

A და D ჯგუფებში პლეიოფში გამსვლელი ოთხეულები ცნობილია, B ჯგუფში ბოლო საგზურისთვის ისლანდია და ტუნისი იბრძვიან, C ჯგუფში მხოლოდ ორი მერვედფინალისტი გვყავს – გერმანია და ხორვატია. უნგრეთმა 37-24 მოუგო საუდის არაბეთს, მაგრამ თეორიულად შეიძლება პლეიოფში ვერ მოხვდეს და უქულო საუდის არაბეთსაც დარჩა ასეთივე შანსი. ამ ჯგუფში პლეიოფის სხვა პრეტენდენტები არიან ჩილე და ბელარუსი. 

დღის ერთ-ერთი მთვარი მოვლენა იყო რაულ ენტრერიოსის დაბრუნება ესპანეთის ნაკრებში. ესპანელთა -კაპიტანმა მოირჩინა ტრავმა, ოფიციალურად შეცვალა განაცხადში ალეხანდრო კოსტოია და მაკედონიასთან ითამაშა კიდეც. სლოვენიელებმა მეკარე ურჰ კასტელიჩი შეცვალეს  ურბან ლესიაკით, ბრაზილიას გამოაკლდა მარცხენა გარემარბი ტიაგუს სანტოსი, დანიას – გამთამაშებელი მადს მენსა-ლარსენი. შვედეთს აქამდე 15 ხელბურთელი ჰყავდა განცხადებული და მეთექვსმეტედ დაიმატა ემილ ფრენდ ოფორსი, რაც იმას ნიშნავს რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მარჯვენა ინსაიდი იოჰან იაკობსონი მწყობრში არაა, თუმცა, 16-კაციან განაცხადში ჩემპიონატის მსვლელობისას ორი მოთამაშის შეცვლა შეიძლება. სხვათა შორის, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტი, გერმანია  ჯერაც 15 კაცით თამაშობს და მეთექვსმეტე არ დაუმატებია.

ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები:  https://www.youtube.com/watch?v=6IbILtMXxyA&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

B ჯგუფი. მეცი (4 თამაშიდან) – ესპ 8, სლნ 7, მკდ 4, ისლ 3 – ტუნ 2, ანგ 0

12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21

14 იან. ისლ-სლნ 25-26, ტუნ-ესპ 21-26, ანგ-მკდ 22-31

15,16 იან. ისლ-ტუნ 22-22, სლნ-მკდ 29-22, ესპ-ანგ 42-22

17 იან. სლნ-ტუნ 28-28, ანგ-ისლ 19-33

18 იანვარი. მაკედონია-ესპანეთი 25-29

ლაზაროვი 6, მარკოსკი 5, მირკულოვსი 4 – რივერა 11, დუიშებაევი 5, პერესი 13/36

19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია

C ჯგუფი, რუანი (4) – გერ 8, ხორ 8უნგ 4, ბლრ 2 – ჩილ 2, საუ 0

13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23

14,15 იან. უნგ-ხორ 28-31, ჩილ-გერ 14-35, საუ-ბლრ 26-29

16,17 იან. უნგ-ჩილ 34-29, ხორ-ბლრ 31-25გერმ-საუ 38-24

18 იანვარი. საუდის არაბეთი-უნგრეთი 24-37

ალმოჰსინი 7 – ჩასარი 9, გუიაში, ბანჰიდი, ლეკაი 4, ფაზეკაში, მიკლერი 15/38

ბელარუსი-გერმანია 25-31

კარალეკი, შილოვიჩი, შინკელი 4 – გენსჰაიმერი 8, ფეტი 6, გროცკი, კუნი 5, დრუქსი 4

https://www.youtube.com/watch?v=6IbILtMXxyA

ხორვატია-ჩილე 37-22

მიჰიჩი 8, იოტიჩი 5, ბოჟიჩი, მუსა 4 – ერ. ფოიხტმანი, ე. სალინასი 4

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

D ჯგუფი, პარიზი (4) – დან 8, შვდ 6, ეგვ 6, ყატ 4 – ბაჰ 0, არგ 0

13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22

14,15 იან. დან-ეგვ 35-28, არგ-შვდ 17-35, ბაჰ-ყატ 22-32

16,17 იან. ეგვ-ბაჰ 31-29, დან-შვდ 27-25ყატ-არგ 21-17

18 იანვარი. არგენტინა-ეგვიპტე 26-31

ვიეირა 12, ფ. ფერნანდესი 5 – სანადი, შებიბი, ელბასიუნი 5, ჰენდავი 12/34

https://www.youtube.com/watch?v=tFqMx0z1vsA

დანია-ბაჰრეინი 30-26

ჰ. ტოფტი 6, დამგორი 5, მ. ლანდინი 4 – ალი მაჰფუდი, ჰაბიბ ჰასანი 6

შვედეთი-ყატარი 36-25

ეკბერგი 9, ლაგერგრენი 7, ტოლბრინგი 6 – რუანი 8, კაპოტე 4

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

ჯგუფი, ნანტი (4): საფ 8, ნორ 6, რუს 4, ბრა 4 – პოლ 2, იაპ 0

11,12 იან. საფ-ბრა 31-16,  რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20

13,14 იან. იაპ-საფ 19-31, ბრა-პოლ 28-24, ნორ-რუს 28-24

15,16 იან. საფ-ნორ 31-28, ბრა-იაპ 27-24პოლ-რუს 20-24

17 იან. ნორ-ბრა 39-26, პოლ-იაპ 26-25, რუს-საფ 24-35

19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი

Leave a Reply