EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

პირველი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

განახლდა ხელბურთის საერთაშორისო საკლუბო სეზონი. ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტური გამართეს ქალებმა, ხოლო ამ კვირაში საქმეში კაცთა გუნდებიც ჩაებმებიან. ბრძოლა პლეიოფში გასასვლელად მიმდინარეობს. 

 

ქალებში ოფიციალურად გამოვლინდა პირველი გუნდი, ვინც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა – რუსეთის როსტოვმა შინ დაამარცხა გერმანიის ტიურინგერი და თეორიულადაც გაინაღდა პლეიოფში გასვლა. აქამდე ბევრი არაფერი უკლიათ ლიგის ბოლო 4 სეზონის ჩემპიონებს, უნგრეთის დიორსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს, ხოლო ტიურინგერი და შვედეთის სევეჰოფი ბრძოლას ჯგუფურ რაუნდზე დაასრულებენ.

დანარჩენი საგზურებისთვის ბრძოლაში ასეთი სიტუაციაა. პირველ ჯგუფში მეოთხედფინალის 3 ადგილისთვის იბრძვის 4 გუნდი, რომლებიც ამ ტურში ერთმანეთში თამაშობდნენ. რუმინეთის მაია მარემ შინ, წლევანდელი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის (67 გოლი), ფრანგი ალისონ პინოს 10 გოლით დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში, ხოლო ფრანგულმა ფლური ლუარემ სტუმრად მოუგო ნორვეგიის ლარვიკს 31-26, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელმა ნორა მორკმა 12 გოლი შეაგდო.  როსტოვმა 32-24 აჯობა ტიურინგერს.

მეორე ჯგუფში თავისუფალი ორი საგზურია და მისთვის იბრძვიან მაკედონიის ვარდარი, რუმინეთის ბუქარესტი და დანიის მიდტიულანდი. მიდტიულანდი შინ დამარცხდა ბუდუჩნოსტთან 18-28, ბუქარესტმა სტუმრად წააგო დიორთან – 22-28, ვარდარმა შინ 37-25 გაანადგურა სევეჰოფი.

ჩემპიონთა ლიგა.7 ტურის მიმოხილვა:http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-09

ხელბურთი. ქალთა ჩემპიონთა ლიგა. 2015-16.

მეორე ჯგუფური ეტაპი. 4-4 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში

მეშვიდე ტური. 5-7 თებერვალი

1 ჯგუფი: როსტოვი 14 ქულა, ფერენცვაროში 9, ბაია მარე 6, ლარვიკი 6 – ფლური ლუარე 6, ტიურინგერი 1

ბაია მარე (რუმ) – ფერენცვაროში (უნგ) 32-24

პინო 10, ჯეიჯერი, ელისეი, იეზიჩი, პერიანუ 4 – პენია 9

როსტოვი (რუს) – ტიურინგერი 30-24

ილინა 10, მანაგაროვა 6 – სნელდერი 4

ლარვიკი (ნორ) – ფლური ლუარე 26-31

მორკი 12 – კაბრალი 9, ნიომბლა 6

2 ჯგუფი: ბუდუჩნოსტი 11, დიორი 11, ვარდარი 8, ბუქარესტი 7 – მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 0

დიორი ეტო (უნგ) – ბუქარესტი (რუმ) 28-22

ხროოტი 6, ამორიმი 5- გულდენი 8, როდრიგეს ბელო 5

ვარდარი (მკდ) – სევეჰოფი (შვდ) 37-25

ლეკიჩი 6, პენეზიჩი 6, რადიჩევიჩი 5 – ერიქსონი 7, პეტერსონი 6

მიდტიულანდი (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 18-28

ალმი 5, ს. იორგენსენი 4 – ბულატოვიჩი, ნიაგუ 7

ქალები, 8 ტური: 12-14 თებერვალი

კაცები, 11 ტური: 10-14 თებერვალი

Leave a Reply