ნორვეგია თითქმის ნახევარფინალშია

ხელბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიამ 22-20 დაამარცხა დანია და თითქმის გაინაღდა ნახევარფინალში გასვლა. რუსეთმა მოუგო ჩეხეთს, 26-24, რუმინეთმა – უნგრეთს, 29-21. 

არსებობს შანსები, რომ ნორვეგიამ ნახევარფინალში ვერ გააღწიოს, მაგრამ მხოლოდ თეორიული. ევროპის ჩემპიონმა დამაჯერებლად მოუგო პირველი ტაიმი დანიას, 14-9, მაგრამ მეორეში ათამაშდა მეკარე სანდრა ტოფტი, სხვაობამ კლება იწყო და ბოლო წუთებში ორჯერ დავიდა მინიმალურამდე. და ორივე კრიტიკულ სიტუაციაში ნორვეგია იხსნა ნორა მორკმა – ჯერ 9 მეტრიდან გაიტანა, ხოლო ბოლო წუთის დაწყების წინ საგოლე პასი მიაწოდა მარიტ ფრაფიორდს – 22-20. 

რუსეთი მთელი თამაში უგებდა ჩეხეთს, მაგრამ ბოლო წუთებზე ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდა: 59-ე წუთზე  მეკარე სატრაპოვამ მოიგერია შვიმეტრიანი და ჩეხეთი ანგარიშის გასათანაბრებლად წავიდა, მაგრამ ვერონიკა მალამ სირენამდე 18 წამით ადრე ბურთი დაკარგა და ბოლო შეტევაში ქსენია მაკეევამ გაიტანა, 26-24. ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსეთს, ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ თეორიული შანსები აქვს – აუცილებლად უნდა დაამარცხოს უნგრეთი და დანია, ოღონდ ესეც ვერ უშველის, თუ რუმინეთმა ორივე დარჩენილი მატჩი მოიგო.

ამ მომენტისთვის კი ნახევარფინალში გამსვლელ მეორე ადგილზე რუმინეთია. ქრისტინა ნიაგუმ 10 გოლი გაუტანა უნგრეთს და 7 საგოლე პასი დაარიგა – 29-21. ნიაგუს სულ 33 გოლი აქვს და შვიდით უსწრებს დანიელ სტინე იორგენსენს.

დღეს პირველ ჯგუფში ბოლოსწინა ტური იმართება. მთავარი მატჩია შვედეთი-საფრანგეთი. ტურნირის მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ ნახევარფინალში გასასვლელი შანსის შესანარჩუნებლად. ჯგუფური ეტაპი 14 დეკემბერს დასრულდება. ყველა თამაშის ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერიმეორე ჯგუფური ეტაპი

2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი

ნორვეგია 6, რუმინეთი 4 – დანია 4, ჩეხეთი 2, რუსეთი 2, უნგრეთი 0

ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21

11 დეკემბერი

ჩეხეთი-რუსეთი 24-26

ჩეხ: რუჩკოვა 5, კორდოვსკა, ჰრბკოვა, იერაბკოვა, მალა 3, კნედლიკოვა, ლუზუმოვა, ადამკოვა 2, რისანკოვა 1 (სატრაპოვა 18)

რუს: სენი 4, დმიტრიევა, ვიახირევა, ბობროვნიკოვა, მაკეევა, სკორობოგატჩენკო 3, სუდაკოვა, სამოხინა, კოჟოკარი 2, საბიროვა 1 (უტკინა 9) 

უნგრეთი-რუმინეთი 21-29

უნგ: გორბიცი, ტრიშჩუკი, კლივინი, კოვაჩი 3,  ჰორნიაკი, ერდოში, ლუკაჩი 2, შაცლი, ბოდი, მესაროში 1 (სიკორა, კიში 9)

რუმ: ნიაგუ 10+7 პასი, ბუჩესკი 5, მანეა 4, უდრისციოიუ, კიპერი 3, გაიგერი, პინტეა, ფლორიკა, ზამფირესკუ 1 (დედუ, უნგურიანუ 10)

დანია-ნორვეგია 20-22

დან: ფისკერი, ოსტერგორი, ტრანბორგი 4, ბოდჰოლტი, იორგენსენი 3, გრიგელი, ჰანსენი (ტოფტი 10)

ნორ: მორკი 5, კრისტიანსენი 4, ოფტედალი, ტომაკი 3, ფრაფიორდი, კურტოვიჩი, ჰერემი 2, ვაადე 1 (გრიმსბო, სოლბერგი 12)

13 დეკ. 19:15 ჩეხეთი-რუმინეთი 21:30 უნგრეთი-ნორვეგია 23:45 დანია-რუსეთი

14 დეკ. 19:15 უნგრეთი-რუსეთი 21:30 დანია-რუმინეთი 23:45 ჩეხეთი-ნორვეგია

1 ჯგუფი, გოტენბურგი

გერმანია 4 ქულა, საფრანგეთი 4 – ჰოლანდია 4, შვედეთი 3, სერბეთი 3,  ესპანეთი 0

შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17

10 დეკ. სერბეთი-გერმანია  19-26, შვედეთი-ჰოლანდია 30-33, ესპანეთი-საფრანგეთი 22-23

12 დეკემბერი

19:15 ესპანეთი-გერმანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-12-germany-spain

21:30 სერბეთი-ჰოლანდია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-12-netherlands-serbia

23:45 შვედეთი-საფრანგეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-12-ehf-euro-women-2-a-pr-vs-2-b-pr

14 დეკ. 19:15 ესპანეთი-ჰოლანდია 21:30 შვედეთი-გერმანია 23:45 სერბეთი-საფრანგეთი

ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply