იწყება ბრძოლა ფინალური ოთხეულისთვის

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე დღეს იწყება მეორე ჯგუფური ეტაპი. ბრძოლას 12 გუნდი აგრძელებს, 27 იანვარს ნახევარფინალისტების ვინაობა გვეცოდინება. ჩემპიონატი დაასრულეს სლოვენიამ, მონტენეგრომ, სერბეთმა და ისლანდიამ. 20 იანვრის პირველ ორ მატჩში გერმანიამ უპრობლემოდ მოუგო სლოვენიას – 25-21, ხოლო რუსეთმა – მონტენეგროს – 28-21. ამის შემდეგ C და D ჯგუფიდან მეორე ეტაპზე გამსვლელების ვინაობა უკვე გაირკვა – სლოვენია და მონტენეგრო მეოთხე ადგილებზე დარჩნენ, ხოლო ორი დანარჩენი მატჩი, ესპანეთი-შვედეთი და დანია-უნგრეთი უკვე ფაქტობრივად მეორე ეტაპისა იყო, გუნდები უკვე მთავარი რაუნდის ქულებისთვის თამაშობდნენ. მეორე ეტაპზე A ჯგუფის 3 გუნდი B ჯგუფის სამეულს ეთამაშება, ხოლო C და D ჯგუფების საუკეთესო სამეულები – ერთმანეთს. გუნდებს მიჰყვებათ ჯგუფურ რაუნდში ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები. მთავარი რაუნდი 7 დღე გასტანს, დღეში ორ-ორი თამაშია გარდა ბოლო დღის, 27 იანვრისა, როცა ერთბაშად 6 მატჩია და ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდება. მიქელ ჰანსენმა 9 გოლი გაიტანა და დანიამ ბევრით, 30-22 მოუგო უნგრეთს, ხოლო დღის ყველაზე, ასე თუ ისე დაძაბული მატჩი იყო ესპანეთი-შვედეთი, თუმცა, ესპანეთი, მუდმივად წინ იყო და მოგება ეჭვქვეშ არ დაუყენებია – 24-22. საბოლოოდ, პირველ ეტაპზე სამივე თამაში მოიგეს მხოლოდ პოლონეთმა და დანიამ, ბოლო მეორე ეტაპს 4-4 ქულით იწყებენ პირველ ჯგუფში პოლონეთი და ნორვეგია, მეორეში – დანია და ესპანეთი. ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის, ასევე ჩანაწერების ნახვა შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int. დღეს ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩია: საფრანგეთი-ბელარუსი და ხორვატია-მაკედონია. ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი. პირველი ჯგუფური ეტაპი. მთავარ რაუნდში ბრძოლას აგრძელებს 3-3 გუნდი 20 იანვარი. C ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000) გერმანია-სლოვენია 25-21 რაიხმანი 5, ვაინჰოლდი, დამკე 4 – კავტიჩნიკი 6 ესპანეთი-შვედეთი 24-22 რივერა 9 (7პ), აგინაგალდე 4 – ოსტლუნდი, იაკობსონი 4 ესპანეთი 5 ქულა, გერმანია 4, შვედეთი 2 – სლოვენია 1 16 იან. ესპანეთი-გერმანია 32-29, შვედეთი-სლოვენია 23-21 18 იან. სლოვენია-ესპანეთი 24-24, გერმანია-შვედეთი 27-26 — D ჯგუფი. გდანსკი. ერგო არენა (11 000) რუსეთი-მონტენეგრო 28-21 შელემენკო, გორბოკი 5, კირეევი 15/28-54% – ვუიოვიჩი, შევალიევიჩი 4 დანია-უნგრეთი 30-22 ჰანსენი 9, ქრისტიანსენი 5 – ჰორნიაკი 5 დანია 6, რუსეთი 4, უნგრეთი 2 – მონტენეგრო 0 16 იან. უნგრეთი-მონტენეგრო 32-27, დანია-რუსეთი 31-25 18 იან. რუსეთი-უნგრეთი 27-26, მონტენეგრო-დანია 28-30 — მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი 1 ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000) პოლონეთი, ნორვეგია 4 ქულა; ხორვატია, საფრანგეთი 2; ბელარუსი, მაკედონია 0 21 იანვარი. 21:15 საფრანგეთი-ბელარუსი http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-21-ehf-mens-euro-2016-main-round 23:30 მაკედონია-ხორვატია http://www.ehftv.com/int/livestream/431833-2016-01-21-ehf-mens-euro-2016-main-round 1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29 23 იან. 21:15 საფრანგეთი-ხორვატია, 23:30 პოლონეთი-ნორვეგია 25 იან. 21:15 მაკედონია-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ბელარუსი 27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია 23:30 პოლონეთი-ხორვატია — 2 ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000) დანია, ესპანეთი 4 ქულა; გერმანია, რუსეთი 2; შვედეთი, უნგრეთი 0 1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22 22 იან. 21:15 გერმანია-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-რუსეთი 24 იან. 21:15 გერმანია-რუსეთი, 23:30 ესპანეთი-დანია 26 იან. 21:15 ესპანეთი-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-დანია 27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი — 29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი 19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი 31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply