თაობის მისია

საქართველოს ჩემპიონატი 1998–99 წლებში დაბადებულებს შორის დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

თბილისის ზონის ექვსი გუნდი გლდანიდან საბურთალოზე, სპორტკომპლექს არენაში გადავიდა. დღეს გამართული სამი მატჩიდან ბრძოლა მხოლოდ ერთში გაიმართა.

იმედი პირველ ტაიმში ერთობ გაუძალიანდა პეგასს (11:15), მაგრამ შესვენების შემდეგ მწვრთნელ ტიტე კალანდაძის გუნდმა უმალ 10 ბურთამდე გაზარდა სხვაობა. იმედმა შეტევისას ალღო ვერ აუღო პეგასის შერეულ დაცვას (4+2). ქარიშხალამ 27:11 დაამარცხა შევარდენი, ხოლო მამულმა – ქარელის გინდი – 16:4.

სამი დღის შემდეგ ლიდერებად პეგასი და ქარიშხალა დარჩნენ. ცენტრალური მატჩი ტურის ბოლო დღეს, ოთხშაბათს გაიმართება ამ ორ გუნდს შორის.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე კი მონაწილეებთან ერთად ქართული ხელბურთის ვეტერანებმა მოიყარეს თავი. ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ბიჭებს შეახსენა მისია, რომელიც ამ, 1998–99 წელს დაბადებულთა თაობას ეკისრება – სწორედ მათ მოუწევთ თამაში თბილისში, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ამ ტურნირის მასპინძლობის შანსიც აქვს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ოქტომბრის ბოლოს დაასახელებს მასპინძლის ვინაობას. პრეტენდენტი ორია – ხორვატია და საქართველო.

 

 

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)

პირველი ტური, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი

მესამე დღე, 30 სექტემბერი

შევარდენი – ქარიშხალა 11:27

შევ: კოპალიანი, ინანიშვილი 4, ბაზანოვი 3, გიგაური 2, მიჩილაშვილი 2, მარტიაშვილი, თიგიშვილი, მეძმარიაშვილი, მესხიშვილი, ზაალიშვილი, აგაჯანოვი, ბულია, სადირინი, შაქარაშვილი, დოლიძე, გოროზია

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი, კბილაშვილი 9, მამულაშვილი 4, ბულბულაშვილი 3, გოგუა 2, არსენიშვილი 2, აროშიძე 2, ჩიხლაძე 1, უნდიაშვილი 1, ფერაძე 1, კვირკელია 1, ფხაკაძე 1, წიკლაური, ჭინჭარაძე

პეგასი – იმედი 28:19

პეგ: ზურაბიშვილი, ნაზღაიძე 9, გაწერელია 6, ზარნაძე 6, ცხოვრებაძე 2, ბაბუციძე 2, მაისურაძე 2, გოგავა 1, მჟავანაძე, კაჭკაჭაშვილი, ბოლქვაძე, ალბუთაშვილი, ვიბლიანი, ხვადაგიანი, მამაგეიშვილი, კალანდაძე

იმე: ხორავა, ჰუსეინოვი 4, რუსტამოვი 4, მელაშვილი 3, იობაშვილი 3, ბაინაზაშვილი 3, მიქავა 1, დვალიძე 1, სალუქვაძე, სონღულაშვილი, ხარაიშვილი, მღებრიშვილი, ხარძიანი, თურქაძე, რიკაშვილი, აბრამიძე,

ქარელი – მამული 4:16

ქარ: ცერცვაძე, მეტრეველი 2, ნონაშვილი 2, მეარაყიშვილი, გონგლიაშვილი, ელბაქიძე, ლომიტაშვილი, გოგიჩაშვილი, კოშკაძე, ასკაროვი, კურტანიძე,

მამ: დავითაშვილი, სხვიტარიძე 7, წულიაშვილი 3, შევჩენკო 2, ისმაილოვი 2, კორაშვილი 2, ლაგვილავა, ტალახაძე, თოდუა, ძაგანია, გეჯაძე, ცხვეტიანი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (3 თამაში), ელენე არაბული (2), გაგა სამყურაშვილი (1)

მდგომარეობა: პეგასი, ქარიშხალა – 6 ქულა, იმედი, შევარდენი, მამული – 2, ქარელი – 0

მეოთხე დღე. 1 ოქტომბერი, სამშაბათი – სპორტკომპლექსი არენა

16:00 პეგასი – შევარდენი

17:15 იმედი – მამული

18:15 ქარიშხალა – ქარელი

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი

 

 

იხილეთ ასევე ჩვენი ფეისბუკ–გვერდი

https://www.facebook.com/GEONHF

 

Leave a Reply