დღეიდან პლეიოფის სტადია იწყება (+VIDEO)
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთში დღეს იწყება პლეიოფის სტადია. გუშინ გამოვლინდა მერვედფინალის კიდევ 4 წყვილი: ბელარუსი – შვედეთი, უნგრეთი-დანია, გერმანია-ყატარი, ხორვატია-ეგვიპტე. ბოლო 2 საგზური მოიპოვეს უნგრეთმა და ბელარუსმა.
ჩილე, პირველ ტურში ბელარუსთან გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფში ჩარჩა, რადგანაც დამარცხდა საუდის არაბეთთან, 25-26. საუდელებს მერვედფინალში გასვლის შანსი ჰქონდათ, ოღონდ 3 ბურთით უნდა დაემარცხებინათ ჩილე და შემდეგ ბელარუსს წაეგო უნგრეთთან. 47 წუთის შემდეგ ჩილე იგებდა, 20-18, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი – 20-23. ერვინ ფოიხტმანმა გაათანაბრა, მაგრამ ბოლო გოლი არაბების იყო – საუდეთმა მოიგო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი წააგებდა უნგრეთთან, ჩილე მაინც გადიოდა მერვედფინალში, რადგანაც ორქულიანების, ჩილე-ბელარუს-არაბეთის სამეულში უკეთესი პირადი ბალანსი ჰქონდა.
უნგრეთი წინა მატჩის შედეგით უკვე გავიდა მერვედფინალში, მაგრამ სულაც არ აპირებდა არაფრის დათმობას ბელარუსისთვის, რადგანაც მერვედფინალში დანიასთან შეხვედრის პერსპექტივა ალბათ არ ხიბლავდა. თუმცა, ბელარუს-უნგრეთის მატჩში მოიგო იმან, ვისაც მეტი მოტივაცია ჰქონდა და მინიმუმ ფრე სჭირდებოდა – ბელარუსმა, 27-25 და ყველაფერი დალაგდა. მერვედფინალში გავიდნენ ოთხქულიანები, ბელარუსი და უნგრეთი, თანაც, პირადი მოგებით, ბელარუსმა მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში შვედეთს შეხვდება.
ამავე, C ჯგუფში პირველობისთვის მატჩში გერმანიამ 28-21 დაამარცხა ხორვატია და ორი ახალი მოთამაშეც დაიმატა. დაგურ სიგურდსონს აქამდე 15 მოთამაშე ჰყავდა განაცხადში, ჯგუფური ეტაპის 4 მატჩის შემდეგ კი დაითხოვა მარჯვენა გარემარბი რუნე დამკე, ხოლო აიყვანა მარჯვენა ინსაიდი ჰოლგედ გლანდორფი და პივოტი ჰენდრიკ პეკელერი. გერმანია კიდევ უფრო გაძლიერდა პლეიოფის წინ და მერვედფინალში შეხვდება ყატარს – გუნდს, რომელთანაც წინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.
D ჯგუფის გამარჯვებულმა, დანიამ მეხუთე მატჩიც მოიგო. მწვრთნელმა, გუდმუნდურ გუდმუნდსონმა დასვენა მეკარე ლანდინი, ასევე ჰანსენი, ზონდეგორი და ჰენრიკ ტოფტი, რის შედეგადაც 19-23 აგებდა ყატართან მატჩის 43 წუთზე, მაგრამ ბოლოში მაინც გატეხა მეტოქე – 32-29. დანია მერვედფინალში უნგრეთს ხვდება.
მეორე ადგილისთვის შვედეთმა მოუგო ეგვიპტეს, 33-26, ხოლო არგენტინამ 26-17 დაამარცხა ბაჰრეინი და პრეზიდენტის თასზე, ანუ მე-17 ადგილისთვის სანუგეშო ტურნირში გადაერთთო. დღეს პირველი 4 მერვედფინალია: ნორვეგია-მაკედონია, საფრანგეთი-ისლანდია, რუსეთი-სლოვენია, ბრაზილია-ესპანეთი.
ვიდეომიმოხილვები: https://www.youtube.com/watch?v=i7BYhoOfZAM&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c
ყველა მატჩის ჩანაწერი მეორე დღეს: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი
C ჯგუფი, რუანი (საბოლოო) – გერ 10, ხორ 8, ბლრ 4 (27-25) უნგ 4 – საუ 2 (26-25) ჩილ 2
13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23
14,15 იან. უნგ-ხორ 28-31, ჩილ-გერ 14-35, საუ-ბლრ 26-29
16,17 იან. უნგ-ჩილ 34-29, ხორ-ბლრ 31-25, გერ-საუ 38-24
18 იან. საუ-უნგ 24-37, ბლრ-გერ 25-31, ხორ-ჩილ 37-22
20 იანვარი, საუდის არაბეთი-ჩილე 26-25
ალაბასი 9, ალსალემი 5 – რ. სალინასი 7, ერ. ფოიხტმანი 4
გერმანია-ხორვატია 28-21
გერ: ვინჩეკი 6, ჰეფნერი 5, გენსჰაიმერი 4, პეკელერი, ფეტი, გროცკი 3 – ვოლფი 16/36
ხორ: სტეპანჩიჩი, შტრლეკი 5, კონტრეცი 4, ჰორვატი 3 – სტევანოვიჩი, ივიჩი 6/34
ბელარუსი-უნგრეთი 27-25
ბროუკა, პუხოუსკი 6, იურინოკი 4, სალდაცენკა 17/42 – იუჰასი, ჩასარი 7, მიკლერი 7/32
—
D ჯგუფი, პარიზი (საბოლოო) – დან 10, შვდ 8, ეგვ 6, ყატ 4 – არგ 2, ბაჰ 0
13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22
14,15 იან. დან-ეგვ 35-28, არგ-შვდ 17-35, ბაჰ-ყატ 22-32
16,17 იან. ეგვ-ბაჰ 31-29, დან-შვდ 27-25, ყატ-არგ 21-17
18 იან. არგ-ეგვ 26-31, დან-ბაჰ 30-26, შვდ-ყატ 36-25
20 იანვარი
ბაჰრეინი-არგენტინა 17-26
აბდულქადერი 5 – ფ. ფერნანდესი 8, ვიეირა 5, პისარო 4
შვედეთი-ეგვიპტე 33-26
ეკბერგი 8, ტოლბრინგი, გოტფრიდსონი 6 – ეისა 7, ელდერაა 5
ყატარი-დანია 29-32
ყატ: ბენალი, კაპოტე 5, მადადი 4, რუანი, ალ ქარბი, ალრაიესი, მურადი 3 – სარიჩი, ალ აბდულა 3/35
დან: ნოდესბო 8, კირკელოკე 7 დამგორი 6, მორტენსენი 3 – გრენი 15/42
—
A ჯგუფი, ნანტი: საფ 10, ნორ 8, რუს 6, ბრა 4 – პოლ 2, იაპ 0
B ჯგუფი. მეცი – ესპ 10, სლნ 7, მკდ 5, ისლ 4 (+7) – ტუნ 4 (0), ანგ 0
—
მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
21 იან. ალბერვილი, 19:00 ნორვეგია-მაკედონია
21 იან. ლილი, 21:00 საფრანგეთი-ისლანდია
21 იან. პარიზი, 23:45 რუსეთი-სლოვენია
21 იან. მონპელიე, 23:45 ბრაზილია-ესპანეთი
22 იან. ალბერვილი. 19:00 ბელარუსი – შვედეთი
22 იან. ლილი, 19:00. უნგრეთი-დანია
22 იან. პარიზი, 21:00 გერმანია-ყატარი
22 იან. მონპელიე, 23:45 ხორვატია-ეგვიპტე
—
მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
ბადე: ბრა/ესპ – ხორ/ეგვ —- ნორ/მკდ – უნგ/დან
საფ/ისლ – ბლრ/შვდ —- რუს/სლნ – გერ/ყატ
ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი
მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი
ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი
—
პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი
ნახევარფინალი. 21-24 ადგილები
21 იან, 17:00 იაპონია-ანგოლა, 22 იან, 17:00 ჩილე-ბაჰრეინი
ნახევარფინალი. 17-20 ადგილები
21 იან, 19:00 პოლონეთი-ტუნისი. 22 იან, 19:00 საუდის არაბეთი-არგენტინა
23 იან. ფინალები 17, 19, 21, 23 ადგილებისთვის