გილოცავთ!!! საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

კონტინენტალურ თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდგომ, ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 2-13 აგვისტოს ზაგრებში გაიმართება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური ჩატარდება.

კენჭისყრის შედეგად 32 გუნდისგან 8 ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთაგან F ჯგუფში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.

ჩემპიონატს ეყოლება 6 დებიუტანტი ბურუნდის, ჩეხეთის, ფარერების კუნძულების, მონტენეგროს, რუანდას და აშშ-ს ჩათვლით.

მონაწილე ქვეყნები:

აფრიკა: ალჟირი (ALG), ბურუნდი (BDI), ეგვიპტე (EGY), მაროკო (MAR), რუანდა (RWA)

აზია: ბაჰრეინი (BRN), ირანი (IRI), იაპონია (JPN), სამხრეთ კორეა (KOR), საუდის არაბეთი (KSA)

ევროპა: ავსტრია (AUT), ჩეხეთი (CZE), დანია (DEN), ფარერის კუნძულები (FAR), გერმანია (GER), საქართველო (GEO), უნგრეთი (HUN), ისლანდია (ISL), მონტენეგრო (MNE), ჩრდილოეთ მაკედონია (MKD), ნორვეგია (NOR), პოეტუგალია (POR), სლოვენია (SLO), ესპანეთი (ESP), შვედეთი (SWE)

ჩრდილოეთ ამერიკა: მექსიკა (MEX), აშშ (USA)

ოკეანეთი: ახალი ზელანდია (NZL)

სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა: არგენტინა (ARG), ბრაზილია (BRA), ჩილე (CHI)

საბოლოო ჯგუფები:

A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი

B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია

C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი

D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი

E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა

F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო

G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ

H ჯგუფი: შვედეთი, ფარერები, ირანი, ბურუნდი

📸 Federación Costarricense de Balomano

📌 ჩვენი გუნდის პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply