gnhf-rrr

ბათუმი, ქუთაისი, პეგასი…

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 8 ქულით ლიდერობს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“. მეოთხე ტურში საქართველოს შარშანდელმა ჩემპიონმა 25-22 დაამარცხა თელავის „იმედი“. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ქუთაისმა, ვინც დაამარცხა სტუ-ქარიშხალა, 30-24. მესამეა თბილისის „პეგასი“.

 

თელავის იმედის კარგად დაკომპლექტებულმა გუნდმა რიგიანი წინააღნდეგობა გაუწია ჩემპიონს და დასრულებამდე 11 წუთით ადრე 2 ბურთამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბათუმელებმა ლევან ბერძენიშვილის (7 გოლი) წინამძღოლობით, შეინარჩუნეს მოგება – 25-22.

ქუთაისმა მეორე ადგილი ჩამოართვა სტუ-ქარიშხალას. თბილისელები დასაწყისში 8-5 ლიდერობდნენ, მაგრამ უკვე პირველ ტაიმში მესამე ორწუთიანი გაძევებისთვის წითელი ბარათი მიიღო ვეტერანმა მამია კობახიძემ და ტაიმის დაბოლოება ქუთაისმა უკეთ წარმართა – 13-10. შესვენების შემდე უკვე არსენაშვილი გააძევეს უხეშობისთვის, მაგრაამ სტუ მაინც არ გატყდა და გაარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო 5 წუთში გაირკვა, 30-24. ქუთაისელთა ორის გამოირჩეოდნენ მეკარე ცერცვაძე, გამთამაშებელი გამზარდია და ორმეტრიანი ხაზის მოთამაშე, ჯუმბერ ჯუღელი.

გორის და წყალტუბოს გუნდები თბილისის ტურზე პირდაპირ უკრაინიდან ჩამოვიდნენ, სადაც საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ. გორელებმა დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გაუთანაბრეს შარშანდელ ვერცხლის პრიზიორ სამტრედიას, რომელსაც ახალ სეზონში სამიოდ გამოცდილი მოთამაშე დარჩა და გაახალგაზრდავებული გუნდით თამაშობს. სამტრედიამ ბოლოში მაინც იძალა და 27-27-დან 33-30 მოიგო.

პეგასმა 54-27 დაამარხა წყალტუბო და შაბათს, მეხუთე ტურში პრინციპული მატჩი ექნება ქუთაისთან. უმაღლეს ლიგაში პირველად  ითამაშა 15 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ  და  სადებიუტო მატჩში 6 გოლიც გაიტანა. ტიტე კალანდაძის ვაჟი ამპლუით გამთამაშებელია და შედეგიანი გადაცემებიც ბლომად დააგროვა.

პირველი წრე გლდანის დარბაზში ორშაბათს დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

4 ტური. 3 თებერვალი, გლდანი

ბსბ ბათუმი – იმედი თელავი 25-22

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – ბერძენიშვილი 7, გოგოლაძე 7,  გრიშიკაშვილი 5, აბრამიშვილინ 3, სურმავა 2, გ. კობახიძე 1, კვერნაძე, ქარდავა, წივწივაძე, ყაველაშვილი, გოგალაძე

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 6, აბჟანდაძე 4, ცისკარიშვილი 4, ცხვარაშვილი 2. მიქავა 2, ნარსია 2, აბაშიძე 1, მაისაშვილი 1, ბაინაზიშვილი იობაშვილი, ყორიაული 

მსაჯები: ვიტალი ზგობა – ტარას კუზი (უკრ)

სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – სტურუა 4, ბულბულაშვილი 4, გ. ფერაძე 3, ჯორბენაძე 3, კარტოზია 3, მ. კობახიძე 2, მამულაშვილი 2, ზ. ფერაძე 2, არსენაშვილი 1, ჭერაშვილი

ქუთ: ცერცვაძე – ჯუღელი  7, გამზარდია 6, ალანია 6, სიმონია 4, ჭელიძე 2, მერკვილაძე 2, ჩიხლაძე 2, რუსტამოვი 1, უ. კობახიძე

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა (უკრ) – ინა ჭკუასელი

სამტრედია – გორი 33-30

სამ: ხონელიძე – ხაჟომია 13, თევზაძე 5, ნიკურაძე 5, ძნელაძე 5, ზურაბიანი 4, ანტონოვიჩი 1, გეგია, ცხვარაძე, სხვიტარიძე

გორ: ვათიაშვილი – ტიელიძე 8, ტარუაშვილი 8, ნიაზაშვილი 7, ზუბიაშვილი 6, მურადაშვილი 1, მჭედლიშვილი, იაშვილი, დალაქიშვილი

მსაჯები: ზგობა – კუზი

პეგასი – პრომეთე წყალტუბო 54-27

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – ცხოვრებაძე 11, ბაძაღუა 7, ლაპიაშვილი 6, კალანდაძე 6, გ. დიხამინჯია 5, გოგავა 5, ზარნაძე 5, კუხალაშვილი 3, ჯაფარიძე 3, კაჭკაჭაშვილი 2, ბულია 1, კახოშვილი

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – მეტონიძე 9, ხელაძე 4, გიორგაძე 4, ჩაკვეტაძე 4, დარაველიძე 2, ბენიძე 2, გოგიძე 1, შვანგირაძე 1

მსაჯები: პერეპელიცა – ჭკუასელი

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

  03.02.2017  
  ბსბ ბათუმი 4 4 0 0 159-106 8   
  ქუთაისი 4 3 0 1 138-121 6  
  პეგასი 4 2 1 1 167-134 5  
  სტუ-ქარიშხალა 4 2 1  1 122-116 5  
  იმედი თელავი 4 2 0 2  125-112 4  
  სამტრედია  4 2 0 2  143-141 4  
  გორი 4  0 0 4  139-176 0  
  წყალტუბო 4  0 0  4  124-211 0  

4 თებერვალი

12:00 გორი – ბსბ ბათუმი

13:30 წყალტუბო – სტუ ქარიშხალა

15:00 იმედი თელავი – სამტრედია

16:30 ქუთაისი – პეგასი

5 თებერვალი

12:00 იმედი თელავი – წყალტუბო

13:30 ქუთაისი – გორი

15:00 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია

16:30 ბსბ ბათუმი – პეგასი

6 თებერვალი

12:00 გორი – წყალტუბო

13:30 იმედი თელავი – ქუთაისი

15:00 პეგასი – სამტრედია

16:30 სტუ-ქარიშხალა – ბსბ ბათუმი

ფოტო: ნიკოლოზ კალანდაძე, პეგასი

Leave a Reply