Home Page
სპორტკომპლექს არენაში დღეს იწყება საქართველოს ჩემპიონატის ტური უმცროსი ასაკის (2000-01) ბიჭებსა და გოგონებს შორის. მონაწილეობს აღმოსავლეთის 4-4 გუნდი.
დასავლეთში თამაშები უკვე გაიმართა, საერთო ტურები კი აპრილშია დაგეგმილი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები.
საქართველოს ჩემპიონატი. 2000-01
ბიჭები. აღმოსავლეთის ოთხეული. 20-22 მარტი, არენა 1
20 მარტი
16:00 გორი - თელავი
17:00 პეგასი - ქარიშხალა
21 მარტი
16:00 პეგასი - თელავი
17:00 ქარიშხალა - გორი
22 მარტი
16:00 თელავი - ქარიშხალა
17:00 გორი - პეგასი
დასავლეთი: სამტრედია 4 ქულა (3 თამაშიდან), ფოთი 4 (3), ზუგდიდი 2 (2), ქუთაისი 0 (2)
საერთო ტური: 15-18 აპრილს
გოგონები. აღმოსავლეთის ოთხეული. 20-22 მარტი, არენა 2
20 მარტი
16:00 ქარიშხალა - ყვარელი
17:00 მამული - იმედი
21 მარტი
16:00 ყვარელი - მამული
17:00 იმედი - ქარიშხალა
22 მარტი
16:00 იმედი - ყვარელი
17:00 ქარიშხალა - მამული
დასავლეთი: ფოთი 2 (1), ზუგდიდი 0 (1)
საერთო ტური: 9-11 აპრილს
სპორტკომპლექს არენაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე. შეჯიბრება 23 აპრილს განახლდება, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი სტუ 14 თამაშიდან 14 მოგებით ლიდერობს.
იმედი 10 წუთის შემდეგ 5:3 უგებდა ჩემპიონს, მაგრამ ტაიმი 11:23 წააგო, აქედან 10 გოლი სტუ-ს გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ გაიტანა. საბოლოოდ, 43:26 და ჩემპიონის ყველა მოთამაშემ შეაგდო თითო გოლი მაინც, ხოლო იმედში გამოსარჩევია 16 წლის მეკარის, გიორგი ხარაიშვილის კარგი დებიუტი.
თელავი მთელი პირველი ტაიმი უგებდა პეგასს და შესვენებისთვის შეინარჩუნა კიდეც უპირატესობა - 15:14, მაგრამ მათი პრობლემა ის იყო, რომ სულ 9 კაცით თამაშობდნენ, ტიტე კალანდაძეს კი სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამი ჰყავდა. ამან გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. მეორე ნახევრის დასაწყისშივე გარემარბმა გიორგი დიხამინჯიამ ზედიზედ 4 სწრაფი გარღვევა მოაწყო და ცხადი გახდა, რომ თელაველთა შვიდეულს ძალა აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, პეგასმა 34:26 მოიგო.
ხვალიდან სპორტკომპლექს არენაში ახალი შეჯიბრებაა. ტურს დაიწყებენ 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭებისა და გოგონების გუნდები.
ფოტო: ბურთით ზურაბ სიმონია, სტუ
ეროვნული ჩემპიონატი. 19 მარტი, არენა 1
თელავი - პეგასი 26:34
თელავი: ა. სამიტაშვილი - გიორგელაშვილი 8, ი. სამიტაშვილი 5, მაისაშვილი 4, მღებრიშვილი 3, გ. კობახიძე 3, ანდრიაშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 1, ცისკარიშვილი
პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია - დიხამინჯია 9, ა. ცხვარაშვილი 6, ოსიყმაშვილი 3, გაწერელია 3, ნაზღაიძე 3, ბაძაღუა 2, კოხრეიძე 2, ლობჟანიძე 2, ნ. მაისურაძე 2, დემეტრაშვილი 1, გოგავა 1, აბჟანდაძე, ზარნაძე
იმედი - სტუ 26:43
იმედი: მღებრიშვილი, ლორია, ხარაიშვილი - ბეჟანიშვილი 7, გ. იობაშვილი 4, ჩაკვეტაძე 4, ჩიკვილაძე 4, ალანია 3, ჰუსეინოვი 2, ი. კალანდაძე 1, თაბაგარი 1, აბაშიძე
სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი - გოგოლაძე 10, სიმონია 6, აბრამიშვილი 5, ამირანაშვილი 4, ბერძენიშვილი 4, ლ. არსენაშვილი 4, ორჯონიკიძე 3, სტურუა 2, სურმავა 2, გრიშიკაშვილი 1, გვაზავა 1, გოგალაძე 1
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
ორი წრის შემდეგ (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ-------------14-14-0--0--499-318-28
ბათუმი---------14-12-0--2--570-427-24
სამტრედია----14--8-0--6--517-471-16
იმედი----------14--8-0--6--421-462-16
პეგასი----------14--5-2--7--434-475-12
ჭაბუკები-------14--2-2-10--392-480--6
თელავი--------14--2-1-11--365-427---5
ქუთაისი-------14--2-1-11--395-533---5
გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში. ლიდერმა სტუ-მ დღეს უპრობლემოდ დაამარცხა თელავი - 35:23, ხოლო იმედისა და პეგასის თამაშში დიდი ბრძოლა გაიმართა.
იმედმა ტაიმი საკმაო სხვაობით მოიგო - 18:12. შესვენების შემდეგ ტიტე კალანდაძემ რამდენიმე ახალი მოთამაშე ჩააბა თამაშში და პეგასმა გაიბრძოლა. კარგად შევიდა მოედანზე ბიჭების ნაკრების წევრი მიხეილ ნაზღაიძე , რომელმაც 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა. მან და ვლადიმერ ბაძაღუამ (7 გოლი) კარგი ბმული შექმნეს მარცხენა ფლანგზე, რის შემდეგაც სხვაობა ერთ ბურთამდე დავიდა - 22:23. თამაში ბოლომდე დაძაბული იყო და გადამწყვეტი გამოდგა იმედის მარჯვენა ინსაიდის, რობერტ ბეჟანიშვილის გოლები მატჩის მიწურულს - 31:28.
იმედმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ქულებით დაეწია მესამე ადგილზე მყოფ სამტრედიას. ხვალ სპორტკომპლექს არენაში სტუ-იმედისა და პეგას-თელავის მატჩებით მეორე წრე დასრულდება.
თამაშები ცოცხლად შეგიძლიათ იხილოთ სტრიმზე:
http://www.myvideo.ge/live/geohandball2012
ფოტო: იმედის მწვრთნელი მერაბ მეტრეველი წუთშესვენებაზე. 6 - რობერტ ბეჟანიშვილი
ეროვნული ჩემპიონატი
18 მარტი, არენა 1
სტუ - თელავი 35:23
სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი - ორჯონიკიძე 7, აბრამიშვილი 5, სურმავა 4, სტურუა 4, გრიშიკაშვილი 4, ამირანაშვილი 3, სიმონია 3, ლ. არსენაშვილი 2, გოგალაძე 2, გოგოლაძე 1
თელავი: ლილუაშვილი, ა. სამიტაშვილი - დანელიშვილი 6, მღებრიშვილი 6, ნ, სვიმონიშვილი 4, ჯ. ნიკურაძე 2, მაისაშვილი 2, ცისკარიშვილი 2, ი. სამიტაშვილი 1, დიდებაშვილი
იმედი - პეგასი 31:28
იმედი: მღებრიშვილი, ლორია - ბეჟანიშვილი 9, ალანია 7, გ. იობაშვილი 6, აბაშიძე 3, მძელური 3, ჩიკვილაძე 2, რუსტამოვი 1, გიორგაძე, ჯმუხაძე, თაბაგარი, ჩაკვეტაძე, ი. კალანდაძე
პეგასი: ცინცაძე - ბაძაღუა 7, ნაზღაიძე 6, ა. ცხვარაშვილი 4, დიხამინჯია 4, ოსიყმაშვილი 3, კოხრეიძე 1, ლობჟანიძე 1, დემეტრაშვილი 1, ნ. მაისურაძე 1, აბჟანდაძე, ქუთათელაძე, ი. ცხვარაშვილი
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ-------------13-13-0--0--456-292-26
ბათუმი---------14-12-0--2--570-427-24
სამტრედია----14--8-0--6--517-471-16
იმედი----------13--8-0--5--395-419-16
პეგასი----------13--4-2--7--400-449-10
ჭაბუკები-------14--2-2-10--392-480--6
თელავი--------13--2-1-10--339-393---5
ქუთაისი-------14--2-1-11--395-533---5
19 მარტი
16:00 თელავი - პეგასი
17:30 იმედი - სტუ