News Calendar

January 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთის ეროვნული ნაკრები უკვე მალტაში. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო თამაში ჩვენს გუნდს პარასკევს, ჩვენი დროით 22:30 აქვს მალტის ნაკრების წინააღმდეგ.

გუშინ, ოლიმპიურ სასახლეში გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დასახელდა გუნდის საბოლოო შემადგენლობაც. ბოლო, მეთექვსმეტე ადგილი ერგო დებიუტანტს, ქუთაისის 17 წლის მარცხენა გარემარბს, ჯემალ იმნაძეს.

ვრცელი ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა. გუნდს სასტუმროში ეჩქარებოდა და მალე თვითმფრინავის რეისიც იყო, ხოლო გახარებულ ჯემალს ბევრი ლაპარაკის თავი არც ჰქონდა.

-რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ნაკრებში გამოძახებაც და შემადგენლობაში დასახელებაც და ახლავე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მენდო. ვეცდები, რომ ნდობა თამაშით გავამართლო.

ჯემალ იმნაძე და მისი ტყუპისცალი, ლევანი, წელს ამთავრებენ ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლას. ხელბურთში ვარჯიში 2015 წელს დაიწყეს ქუთაისში, ზურაბ ყაველაშვილთან.

- ჯერ ფეხბურთზე დავდიოდით. ლევანი მალევე გადავიდა ხელბურთზე, მე კი თავი გავიტეხე და ექიმმა ფეხბურთის თამაში ამიკრძალა, რის შემდეგაც მალე ძმის გუნდს მივაკითხე. წინა სეზონში ვთამაშობდით საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ლიგაში. ჩვენი გუნდი ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ჩვენი თამაში ნახა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ და თბილისში გამოგვიძახა. წინა სეზონშივე, რამდენჯერმე ვითამაშეთ ქუთაისის უმაღლესი ლიგის გუნდში.

მთელი ზაფხული და მერე, კიდევ ორი თვე, ვცხოვრობდით და ვვარჯიშობდით ხელბურთის აკადემიაში, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. სულ ორჯერ ვიყავით ამ ხუთი თვის განმავლობაში ქუთაისში.

ჩემი ძმა ცაციაა, მე - მემარჯვენე. ჭაბუკთა გუნდში ინსაიდები ვიყავით, მაგრამ ნაკრებში კუთხეში გადაგვყვანეს. ჯერ ორივენი გავემგზავრეთ მონტენეგროში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. შემდეგ, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, თბილისში, ნაკრებში ცაცია სჭირდებოდათ და იმ ტურნირზე შემადგენლობაში ლევანი მოხვდა, თუმცა, მეც ბოლომდე ვვარჯიშობდი და სათადარიგო ვიყავი. შემდეგ ჩემი ჯერი დადგა და კოსოვოში ვითამაშე ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. სადაც სულ ცოტა დაგვაკლდა პირველ ადგილამდე - კოსოვოსთან თამაშიც სულ თვალწინ მაქვს, ბოლო წამებზე შვიდმეტრიანი ვერ გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ბურთი მე დამრჩა და ზედ ბოლო წამზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გავიტანე.

- ჯემალ, წელს სკოლას ამთავრებ. ხელბურთი ხელს არ შეგიშლის? 

-არა, რას შემიშლის. ყველაფრის მოსწრება შეიძლება. ჭაბუკთა ნაკრებში სანამ მომიწვიეს, იქამდე უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ხელბურთს გავყვებოდი. ახლა ხომ მითუმეტეს.

-აბა შენ იცი, კარგად თამაშს გისურვებ მალტაში...

-დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ჩემზე გაწეული ამაგისთვის და ნდობისთვის.

ჯემალ იმნაძე: დაიბადა 2001 წლის 25 მარტს ქუთაისში. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2015 წელს ზურაბ ყაველაშვილთან.  კარიერა: ხელბურთის კლუბი ქუთაისი - ჯერ ჭაბუკთა და შემდეგ უმღლესი ლიგის გუნდი. 2018 წელს ითამაშა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროში და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის შეარჩევი ტურნირი კოსოვოში. ორივე ტურნირზე: 9 მატჩი, 15 გოლი. ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

საქართველოს ნაკრები მალტაში

22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ) GK

12. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი) GK

2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი) LW

5. უჩა მაისურაძე (1986, 190, უგუნდო) P

8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) CB

9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, უგუნდო) LB

10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 189, ოდესა, უკრ) CB

11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) RB

14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) LB

15. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, სტრუგა, მკდ) LB

19. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, BSB ბათუმი) LW

20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 200, დიომიდის არგოსი, საბ) P

23. რევაზ ჭანტურია (1982, 178, პელისტერი, მკდ) RW

24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი) RW

29. რატი მსხვილიძე (1986, 207, უგუნდო) RB

31. გიორგი დიხამინჯია (1997, 190, სტრუგა, მკდ) RB, RW

ჯორჯე რაშიჩი (სრბ, 1958, მთავარი მწვრთნელი)

გიორგი გვაზავა (1978, მწვრთნელი)

ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990, ექიმი)

ვახტანგ მეიფარიანი (1970, კაცთა ნაკრებების მთავარი მენეჯერი)

--

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

15 იანვარი
18:30 რუსეთი - ბრაზილია სილკ 3
21:00 კორეა - სერბეთი სილკ 2
21:30 ნორვეგია - ჩილე სილკ 3
23:30 გერმანია - საფრანგეთი უნივ.
23:45 ავსტრია - დანია სილკ 3
16 იანვარი
18:30 იაპონია - ისლანდია სილკ 2
18:30 ანგოლა - არგენტინა სილკ 3
21:00 ხორვატია - ბაჰრეინი სილკ 2
21:00 უნგრეთი - ეგვიპტე სილკ 3
23:30 მაკედონია - ესპანეთი უნივ.
23:30 ყატარი - შვედეთი სილკ 3
17 იანვარი
18:30 ბრაზილია - კორეა სილკ 2
18:30 ეგვიპტე - ანგოლა სილკ 3
21:00 გერმანია - სერბეთი სილკ 2
21:00 მაკედონია - ისლანდია სილკ 1
21:00 ყატარი - არგენტინა სილკ 3
23:15 დანია - ნორვეგია უნივ.
23:30 ესპანეთი - ხორვატია სილკ 2
23:30 შვედეთი - უნგრეთი სილკ 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
განახლდება 26 იანვარს

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
12 იანვარი
ყარაბაღი 37-19 განჯლარ ბირლიი
აზერსუ 37-15 იდმან აკადემიასი
10 იანვარი
ოლიმპია 21-33 აზერიოლი
11 იანვარი. არენა 1
ოლიმპია 22-31 აზერიოლი
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
სამტრედია 6 5 1 0 187-125 11
აჭარა 6 5 1 0 172-131 11
BSB ბათუმი 6 4 0 2 137-125 8
ფოთი 6 3 0 3 115-114 6
ქუთაისი 6 1 1 4 122-108 3
ხელვაჩაური 6 1 1 4 132-142 3
წყალტუბო 6 0 0 6 60-180 0
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 7 7 0 0 179-63 14
ყვარელი 7 6 0 1 155-72 12
რუსთავი 7 5 0 2 175-176 10
ქარიშხალა 7 4 0 3 151-147 8
გორი 7 3 0 4 116-137 6
ქარელი 7 2 0 5 126-156 4
ლაგოდეხი 7 1 0 6 65-137 2
თელავი 7 0 0 7 93-172 0
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: