facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

6 და 7 ოქტომბერს ახალი ქართული ქალთა კლუბი, თბილისის ოლიმპია ბაქოში ორ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან. ამით გაიხსნება აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ხელბურთში, რომელშიც 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული კლუბი ითამაშებს ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. 

სულ ქართული კლუბი სეზონის განმავლობაში გამართავს 20 მატჩს - ათს საკუთარ და ათს - მეტოქის მოედანზე. პირველი საშინაო თამაშები 25-26 ოქტომბერს გვექნება სპოტკომპლექს არენაში, ბაქოს იდმან აკადემიის წინააღმდეგ.  დეკემბერში გვიწევს 2 მატჩიც აზერბაიჯანის თასზე.

ხელბურთში რამდენიმე ქვეყნის საზიარო ჩემპიონატი ჩვეულებრივი მოვლენაა - ერთიან პირველობას, ბე-ნე ლიგას ატარებენ ბელგია და ჰოლანდია (ამავე დროს, ბელგიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატი ცალ-ცალკეც იმართება), ქალებში საერთო ჩემპიონატი აქვთ ჩეხეთსა და სლოვაკეთს, გარდა ამისა, არსებობს ლიგები, სადაც რამდენიმე ქვეყნის გუნდები თამაშობენ - ბალტიის ლიგა ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგა.

თბილისის ოლიმპია, თუ არ ჩავთვლით უცხოეთის კლუბებში მოთამაშე სამ ხელბურთელს, ჩოხელს, კუნელაშვილსა და ვენეცკის, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებია და მისი წევრები საქართველოს ჩემპიონატზე მშობლიურ კლუბებში გამოვლენ. რადგანაც ახალ ტურნირზე 5 აზერბაიჯანული გუნდი თამაშობს და ერთი ქართული, შეჯიბრებას ჯერჯერობით აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატს ვუწოდებთ, მომავალში კი შესაძლოა, სხვა სახელიც შეერქვას და არაა გამორიცხული მასში სხვა, მეზობელი ქვეყნების გუნდებიც ჩაებან. მსგავსი იდეა არსებობს კაცთა კლუბებისთვისაც.

ქალთა ხელბურთს, მოგეხსენებათ, ჩვენში 10-წლიანი წყვეტა ჰქონდა და ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად 2015 წელს იასპარეზა ოფიციალურ შეჯიბრებაში. პირველი თაობის გოგონები ახლა 19-20 წლისანი არიან და სამი მათგანი ევროპაში თამაშობს, მაგრამ დანარჩენებს განვითარების პრობლემა ჰქონდათ - საქართველოს ქალთა ჩემპიონატი, ფაქტობრივად გოგონათა პირველობაა, ნაკრების წევრებს კი თამაში ასაკით უმცროსებთან უწევდათ. აზერბაიჯანში გასვლა ნიშნავს სეზონში  20 გარანტირებულ თამაშს არა გოგონათა, არამედ უკვე ქალთა გუნდების დონეზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც 2019 წელს უკვე მეორედ მოუწევს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ჩართვა.

ოლიმპია მაინც ახალგაზრდული გუნდია: პირველი თაობის, 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრებიდან გუნდში სულ რამდენიმე ხელბურთელია (ჯავახია, ყველაშვილი, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი) დანარჩენები უმცროსები არიან - 15 წლიდან 18 წლამდე. ყოველ მეტოქესთან 4-4 მატჩს გავმართავთ - ორს შინ და ორს სტუმრად. ვიწყებთ წყვილი გასვლით აზერსუსთან, ამ გუნდის გარდა კი ჩვენი მეტოქეები იქნებიან აზერიოლი,  იდმანის აკადემია, ყარაბაღი და გენჯლიკ ბირლიგი. ამ ხუთიდან 2 მეტოქე, აზერსუ და აზერიოლი ამ სეზონში ევროტურნირებზეც თამაშობემ, ხოლო იდმან აკადემია ჩვენთვის იმითაა ნაცნობი, რომ წინა სეზონი ამ კლუბში გაატარა სამმა ქართველმა ხელბურთელმა - ჯავახიამ, ქიტესაშვილმა და ვენეცკიმ.

ოლიმპიას წვრთნიან უკრაინელი ანდრეი პორტნოი, ბექა ორჯონიკიძე და ინა ჭკუასელი. აზერსუსთან პირველი მატჩი შაბათს, 18 საათზე გვაქვს ბაქოს აბუ არენაზე, მეორე იქვე, 7 ოქტომბერს, 13 საათზე. მსაჯობის საკითხი ასე გადაწყდა: შეწყვილებული მატჩებიდან ერთს გაუძღვება არბიტრების აზერბაიჯანული წყვილი და ქართველი დელეგატი, მეორეს - პირიქით.

ხელბურთი. აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2018-19. ქალები

1-2 ტური, 6-7 ოქტომბერი

ბაქო. აზერსუ - ოლიმპია თბილისი

3-4 ტური, 25-26 ოქტომბერი

თბილისი. ოლიმპია - იდმან აკადემია

5-6 ტური, 8-9 დეკემბერი

ბაქო. ყარაბაღი - ოლიმპია თბილისი

7-8 ტური. 20-21 დეკემბერი

თბილისი. ოლიმპია - გენჯლიკ ბირლიგი

9-10 ტური, 10-11 იანვარი

თბილისი. ოლიმპია - აზერიოლი

11-12 ტური, 24-25 იანვარი

თბილისი. ოლიმპია - აზერსუ

13-14 ტური, 7-8 თებერვალი

თბილისი. ოლიმპია - ყარაბაღი

15-16 ტური, 23-24 თებერვალი

ბაქო. აზერიოლი - ოლიმპია თბილისი

17-18 ტური.16-17 მარტი

ბაქო. იდმან აკადემია - ოლიმპია თბილისი

19-20 ტური, 20-21 აპრილი

ბაქო. გენჯლიკ ბირლიგი - ოლიმპია თბილისი

აზერბაიჯანის თასი.  პირველი ეტაპი

14 დეკემბერი. ბაქო. აზერიოლი - ოლიმპია

15 დეკემბერი. ბაქო. აზერსუ - ოლიმპია

თბილისის „ოლიმპია“ პირველ 2 თამაშზე

მწვრთნელები: ანდრე პორტნოი, ბექა ორჯონიკიძე, ინა ჭკუასელი

ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი

GK 16. ქრისტინე ჯავახია (1998), 33. მარიამ ჩავჩიძე (2001)

LW 11. ანა ჩხაიძე (2003) 14. ქეთი იაშვილი (2000)

LB 87. თინათინ ქიტესაშვილი (1999), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002)

CB 19. ანა ყველაშვილი (1998), 8. ნენო ჯგერენაია (2002)

RB 18. ანა ქებაძე (2000), 7. მარიამ ცინცაძე (2002), 9. ანა კორძაია (2003)  

RW 93. ლანა გოგია (2002), 23. ციცინო ბჟალავა (2003)

P 2. თამთა თეთრაშვილი (1998), 24. ჯულია ჩირგაძე (2001)

მათ გარდა სეზონის განაცხადში არიან: GK ანა ვარდიშვილი (1999), ხატია ჯიქურაშვილი (2002), დიანა ქარჩავა (2002) – LW ქეთევან კერესელიძე (2000), ხატია ქამაშიძე (2002) – LB ქეთევან ცინცაძე (2002) – CB ჟუჟუნა ხმელაძე (2001), ელენე ჯავახიშვილი (2000) – RB ნინო შახულოვი (2001),  RW მარიამ მიხელიძე (1999), P ნინო სურგულაძე (2000), ანა კაპანაძე (2002), მარიამ დვალიშვილი (2002)ა

ქალთა ევროპის ჩემპიონატი

SILK EURO

12 დეკემბერი
18:40 დანია - მონტენეგრო Silk 3
18:40 ესპანეთი - ნორვეგია Silk 2
20:55 შვედეთი - რუსეთი Silk 3
20:55 უნგრეთი - რუმინეთი Silk 2
23:55 ჰოლანდია - გერმანია Silk 3
13 დეკემბერი
16:00 სერბეთი - საფრანგეთი Silk 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

პირველი წრის საერთო ტური
10-13 დეკ. ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი. მცირე დარბაზი
BSB ბათუმი 56-28 გორი
იმედი სტუ თელავი 43-21 წყალტუბო
ქუთაისი 54-26 სპორტუნი
პეგასი 50-22 სამტრედია
11 დეკემბერი. მცირე დარბაზი
ქუთაისი 32-35 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 38-29 წყალტუბო
პეგასი 37-40 BSB ბათუმი
გორი 33-29 სამტრედია
12 დეკემბერი. დიდი დარბაზი
სპორტუნი 23-55 BSB ბათუმი
ქუთაისი 54-28 გორი
სამტრედია 24-37 იმედი სტუ თელავი
პეგასი 49-26 წყალტუბო
13 დეკემბერი. დიდი დარბაზი
10:00 სამტრედია - სპორტუნი
12:00 წყალტუბო - გორი
14:00 ქუთაისი - პეგასი
16:00 BSB ბათუმი - იმედი სტუ თელავი
12 დეკ.         გატ-გაშ    
BSB ბათუმი 6   6   0   0   285-167   12  
პეგასი 6   5   0   1   270-171   10  
იმედი სტუ 6   5   0   1   215-174   10  
ქუთაისი 6   4   0   2   259-168   8  
გორი 6   2   0   4   197-272   4  
სპორტუნი 6   1   0   5   183-263   2  
სამტრედია 6   1   0   5   158-238   2  
წყალტუბო 6   0   0   6   139-253   0  

ქალები. უმაღლესი ლიგა
1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 0  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   9 დეკ. გატ-გაშ
  აზერსუ 8 7 0 1 289-170 14
  აზერიოლი 7 6 0 1 227-138 12
  ყარაბაღი 8 5 0 3 254-191 10
  იდმან აკადემ. 8 2 1 5 200-257 5
  ოლიმპია თბ. 6 1 1 4 134-205 3
  განჯლარ ბირ. 7 0 0 7 134-287 0
მომდევნო მატჩები:
20-21 დეკემბერი. თბილისი
ოლიმპია - განჯლარ ბირლიი

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
1 დეკ.         გატ-გაშ    
სამტრედია 5   5   0   0   154-92   10  
აჭარა 4   4   0   0   103-84   8  
ბსბ ბათუმი 5   3   0   2   117-106   6  
ფოთი 5   2   0   3   92-97   4  
ქუთაისი 5   1   1   3   103-88   3  
ხელვაჩაური 5   1   1   3   115-119   3  
წყალტუბო 5   0   0   5   46-144   0  
განახლდება 15 დეკემბერს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
2 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 5   5   0   0   117-37   10  
ყვარელი 6   5   0   1   133-63   10  
რუსთავი 6   5   0   1   162-137   10  
გორი 5   3   0   2   94-92   6  
ქარიშხალა 6   3   0   3   117-122   6  
ქარელი 6   2   0   4   101-122   4  
თელავი 6   0   0   6   93-162   0  
ლაგოდეხი 6   0   0   6   55-137   0  
განახლდება 16 დეკემბერს

ჭაბუკები 2004-05
2 დეკ.         გატ-გაშ    
აჭარა 5   5   0   0   101-30   10  
ქუთაისი 5   4   0   1   50-35   8  
ფოთი 5   4   0   1   52-39   8  
ზუგდიდი 5   3   0   2   58-50   6  
სამტრედია 5   2   0   3   43-70   4  
წყალტუბო 5   1   0   4   46-45   2  
ბათუმი 5   1   0   4   34-64   2  
სენაკი 5   0   0   5   22-73   0  
განახლდება 15 დეკემბერს

გოგონები 2002-03
25 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 12   11   1   0   215-145   23  
აჭარა 12   10   0   2   250-172   20  
ქარიშხალა 11   7   1   3   263-223   15  
სამტრედია 12   7   1   4   206-167   15  
ყვარელი 11   6   1   4   196-166   13  
პეგასი 11   4   0   7   201-199   8  
ბათუმი 12   3   1   8   150-200   7  
წყალტუბო 12   1   1   10   136-237   3  
მამული 11   0   0   11   160-268   0  
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: