facebook

 

Chenel


 
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
Kutaisi Sport Palace
November 8-13

2016 Men's Europian
Championship U18

Me2

Beach Handball
Europe's Championship U16
BEACH 1

2016 European Open
Women U18
Getenburg

2016 Men's Europian
Championship 20
Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 IHF/EHF
Women's Trophy

Me4

პარასკევს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იწყება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა შორის. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ფინეთი. მათ გარდა ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია.

ამ თაობის, 2000 წელში დაბადებულთა ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წელია, გახლავთ ტიტე კალანდაძე. მისი უცვლელი ასისტენტია გიორგი სახვაძე, ამ ჩემპიონატისთვის  კი სამწვრთნელო სტაფს დაემატა კალანდაძის ძველი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, სერგო დათუკაშვილი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება დებიუტი იქნება ახალ ამპლუაში. მეკარეების მწვრთნელი გახლავთ ქართული ხელბურთის ვეტერანი ამირან კომახიძე. 

ჭაბუკთა ნაკრები ბოლო სამი თვეა, ინტენსიურად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის. ბოლო შეკრება გაიარა 19 მოთამაშემ საქართველოს 7 და ორი უცხოური კლუბიდან. პირველი მათგანია ხელბურთი ქართველი ქომაგისთვის ცნობილი გიორგი ცხოვრებაძე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის მონპელიეს წევრი. ცხოვრებაძეს უკვე უთამაშია  საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და წინა თაობის ჭაბუკთა ნაკრებებში, ახლა კი პირველად უწევს თანატოლების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. მეორე ლეგიონერი გახლავთ გერმანიაში დაბადებული და ბუნდესლიგის კლუბ ლემგოს ჭაბუკთა გუნდის აღზრდილი, გამთამაშებელი კახა ჩადუნელი.

ამ 19 მოთამაშიდან ხუთშაბათს, ტექნიკურ მიტინგზე, მწვრთნელები 16 ხელბურთელს დააფიქსირებენ საწყის განაცხადში, ჩემპიონატის მსვლელობისას კი ორი ცვლილების უფლება ექნებათ.

ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის და საქართველოს ნაკრების თავდაპირველი მიზანიც ესაა.  ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი მიიღებს 2020 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა დანარჩენ მატჩს 17 საათზე დაიწყებს. 11 აგვისტოს ეთამაშება ბელარუსს, 13 აგვიტოს - საბერძნეთს, 14 აგვისტოს კი - იტალიას. თამაშები ოლიმპიურ სასახლეში 11 საათიდან იწყება, ფინალი მომავალ კვირას, 19 აგვისტოსაა.

ყველა, 35 მატჩის ნახვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე, იუთუბზე, ევროპის ხელბურთის ფედერაციის  არხზე და ასევე მაივიდეოზე.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში  - თბილისი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

10 აგვისტო, პარასკევი

11:00 შვეიცარია - ესტონეთი

13:00 ფარერები - ლუქსემბურგი

15:00 მაკედონია - ლიტვა

16:45-17:00 საზეიმო გახსნა

17:30 ფინეთი - საქართველო

19:30 ბელარუსი - საბერძნეთი

11 აგვისტო, შაბათი

11:00 ესტონეთი - ფარერები

13:00 ლიტვა - შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი - მაკედონია

17:00 საქართველო - ბელარუსი

19:00 საბერძნეთი - იტალია

12 აგვისტო - დასვენების დღე

13 აგვისტო, ორშაბათი

11:00 შვეიცარია - ლუქსემბურგი

13:00 ფარერები - მაკედონია

15:00  ესტონეთი - ლიტვა

17:00 საბერძნეთი - საქართველო

19:00  იტალია - ფინეთი

14 აგვისტო, სამშაბათი

11:00 ფარერები - ლიტვა

13:00 მაკედონია - შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი - ესტონეთი

17:00 იტალია - საქართველო

19:00 ფინეთი - ბელარუსი

15 აგვისტო - დასვენების დღე

16 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00 ლიტვა - ლუქსემბურგი

13:00 მაკედონია - ესტონეთი

15:00 შვეიცარია - ფარერები

17:00 ფინეთი - საბერძნეთი

19:00 ბელარუსი - იტალია

17 აგვისტო - დასვენების დღე

18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

საქართველოს ნაკრები

  1. ლუკა შველიძე GK (სამტრედია, 2001, 185)
  2. ირაკლი დიხამინჯია GK (პეგასი, 2000, 191)
  3. იური სილაგაძე GK (წყალტუბო, 2000, 192)
  4. ნიკოლოზ ძნელაძე LW (სამტრედია, 2001, 184)
  5. გიორგი ლაპიაშვილი P (პეგასი, 2000, 195)
  6. ჯემალ იმნაძე LW (ქუთაისი, 2001, 185)
  7. კახა ჩადუნელი CB (ლემგო, გერ, 2000, 177)
  8. გოჩა თურმანიძე LB (BSB ბათუმი, 2002, 185)
  9. დავით ნიაზაშვილი RW (გორი, 2000, 180)
  10. მიხეილ გველესიანი P (წყალტუბო, 2000, 188)
  11. ნიკოლოზ კალანდაძე CB (პეგასი, 2002, 196)
  12. გიორგი ცხოვრებაძე RB (მონპელიე, საფ, 2001, 193)
  13. გიორგი ხელაძე LW (წყალტუბო, 2000, 175)
  14. გიორგი ქათამაძე LW (პეგასი, 200, 185)
  15. ლევან იმნაძე RW (ქუთაისი, 2001, 185)
  16. ლუკა კახოშვილი LB (პეგასი, 2000, 196)
  17. გიორგი კუხალაშვილი LW (პეგასი, 2000, 192)
  18. ნიკოლოზ ასაბაშვილი P (ქარიშხალა, 2000, 185)
  19. ალექსანდრე დგებუაძე LB (პეგასი, 2001, 191)

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელები: სერგო დათუკაშვილი, გიორგი სახვაძე

მეკარეების მწვრთნელი: ამირან კომახიძე

ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი

ჩემპიონატი ავსტრიაში ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია

B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

A: ხორვატია, სერბეთი, პორტუგალია, ისრაელი - B: საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, რუმინეთი -  C: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, უნგრეთი - D: სლოვენია, ისლანდია, შვედეთი, პოლონეთი - 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18
ჭაბუკები
I
  სამტრედია
II
  აჭარა
III
  ბათუმი
    ა ჯგუფი
  გატ-გაშ  
    სამტრედია 3   3 0 0 89-52 6  
    ფოთი 3   2 0 1 83-77 4  
    ყვარელი 3   0 1 2 63-78 1  
    ქარიშხალა 3   0 1 2 57-85 1  
    ბ ჯგუფი
  გატ-გაშ  
    აჭარა 3   2 0 1 105-99 4  
    BSB ბათუმი 3   2 0 1 93-82 4  
    პეგასი 3   1 0 2 85-79 2  
    თელავი 3   1 0 2 84-107 2  

უმაღლესი. კაცები [ სრულად ]
I
  BSB ბათუმი
II
  ქუთაისი
III
  იმედი თელავი
სპორტის სასახლე
ნახევარფინალი. 4 მაისი
#1 BSB ბათუმი 20-18 პეგასი #4
#2 ქუთაისი 31-24 იმედი თელავი #3
 
ფინალი. 5 მაისი
BSB ბათუმი 31-30 ქუთაისი
 
მესამე ადგილი
პეგასი 24-25 იმედი თელავი
    საბოლოო
    გატ-გაშ  
   BSB ბათუმი
  21   17 3 1 801-590 37  
   ქუთაისი
  21   17 1 3 792-629 35  
   იმედი თელავი   21   16 1 4 713-603 33  
   პეგასი   21   12 1 8 767-698 25  
   გორი
  21   10 0 11 725-794 20  
   სტუ ქარიშხალა   21   5 0 16 660-717 10  
   წყალტუბო
  21   2 0 19 614-807 4  
   სამტრედია   21   2 0 19 555-789 4  

Top League. Women
    Dec. 3 2017
MP   W   D   L   GF-GA Pts  
   Kariskhala
3   3   0   0   78-49 6  
   Poti 3   3   0   0   60-40 6  
   Mamuli
3   2   0   1   67-45 4  
   Tskaltubo
3   2   0   1   45-41 4  
   Kvareli
3   1   0   2   46-56 2  
   Samtredia 3   0   1   2   38-48 1  
   Adjara
3   0   1   2   40-54 1  
   Pegasus 3   0   0   3   35-76 0  

გოგონები
I
  აჭარა
II
  ქარიშხალა
III
  ფოთი
    საბოლოო
  გატ-გაშ  
 1   აჭარა 12   12 0 0 160-99 24  
 2   ქარიშხალა
12   9 0 3 186-152 18  
 3   ფოთი 12   7 1 4 141-111 15  
    სამტრედია
12   5 0 7 124-162 10  
    ყვარელი 12   4 1 7 127-133 9  
    პეგასი
12   4 0 8 140-153 8  
    მამული
12   0 0 12 78-146 0  

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!

2017 MEN'S YOUTH WORLD CHAMPIONSHIP U19
logo-shmogo




Our partners: