News Calendar

January 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომლისთვისაც 10-19 აგვისტოს თელავს უნდა ემასპინძლა, იმავე ვადებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ თელავის ახალ სპორტის სასახლეში მოედნის საერთაშორისო სტანდარტის, ხის საფარის დაგება ვერ ესწრება.  

2018 წლის თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2017 წლის ივნისში მოიპოვა. განაცხადში შეტანილი იყო თბილისის ოლიმპიური სასახლე, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ თელავში თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, თხოვნით მიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციას, ტურნირის თელავში გადატანის შესახებ.

ხელბურთის თანაბრად განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელბურთის ფედერაციის განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამით ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, როდესაც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონობის სამასპინძლო განაცხადში IHF-ს წარუდგინა ოთხი ქალაქის კონცეპცია.  ამ გეგმის ნაწილი იყო თელავში, ბათუმსა და გორში სპორტის სასახლეების მშენებლობაც,  თუმცა 2017 წლის აგვისტოსთვის ამ არენების აშენება ვერ მოხერხდა და ერთი წლით გადაიწია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ თავისი განზრახვა, ევროპის ჩემპიონატის თელავში გამართვის შესახებ EHF-ს წარუდგინა 2017 წლის ნოემბერში, სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ევროპის ჩემპიონატი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მამუკა ჩიხლაძე და ნიკოლოზ სვიმონიშვილი. ვენის ოფისში მზადყოფნით შეხვდნენ ჩვენს წინადადება და თითქმის მაშინვე დაიგეგმა EHF არენების ექსპერტისა და ჩვენი შეჯიბრების კურატორის, თომას განგელის პირველი ვიზიტი თელავში, 2017 წლის დეკემბრისთვის.

ვიზიტის დროს დადგინდა, რომ თელავში საჭირო სტანდარტის სასტუმროების სრულიად საკმარისი რაოდენობაა, ხოლო არენის სამშენებლო ნაწილი ახლოს იყო დასრულებასთან და 2018 წლის პირველ ნახევარში სპორტის სასახლე მზად იქნებოდა, რის შემდეგაც EHF აღმასკომმა ოფიციალურად დაადასტურა ევროპის ჩემპიონატის არენის გამოცვლა - თბილისიდან თელავში. ერთადერთი პრობლემა იყო გასახდელების რაოდენობა: თელავში, ბათუმსა და გორში ორდარბაზიანი არენა აშენდა, სათამაშო სახეობათა სტანდარტით  ორ დარბაზს სპორტსმენთა 8 გასახდელი სჭირდება, რათა შეჯიბრება ორივეში ერთდროულად გაიმართოს, თელავისა და გორის არენებში კი იყო მხოლოდ 4, ბათუმში - 6. გადაწყდა, რომ შეჯიბრებისთვის მხოლოდ თელავის არენის მთავარ დარბაზს (1500 მაყურებელი) გამოვიყენებდით, მცირე დარბაზი კი სავარჯიშოდ დარჩებოდა. ორივე დარბაზში უნდა დაგებულიყო ხის იატაკი, რაზეც, ევროპის ჩემპიონატის დროს დაიგებოდა IHF და EHF ოფიციალური პარტნიორის, ფრანგული კომპანია ჟელფლორის სპეციალური, სინთეტიური სახელბურთო საფარი.

თომას განგელის მეორე ვიზიტი გაიმართა 2018 წლის მაისში. არენა მზად იყო, დარჩენილი იყო ერთადერთი საკითხი: დარბაზებში მაისისთვის იყო მხოლოდ ბეტონის იატაკი, მასზე კი, EHF ევროპის ჩემპიონატების დებულების თანახმად, უნდა დაგებულიყო ხის იატაკი. ამის პირობა EHF წარმომადგენელმა სპორტის სამინისტროში მიიღო, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის ფედერაციებს შორის გაფორმდა ოფიციალური კონტრაქტი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თელავში გამართვისს შესახებ.

მაგრამ, ამის შემდეგ მშენებელმა კომპანიამ წამოიწყო დავა. აღმოჩნდა, რომ ხის საფარის დაგებას ისინი აპირებდნენ  მხოლოდ ბათუმის სპორტის სასახლის მთავარ დარბაზში, ბათუმის, გორისა და თელავის დანარჩენ ხუთ მოედანზე კი - უნგრული კომპანია გრაბოსპორტის სინთეტიკას პირდაპირ ბეტონზე, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპორტსმენების უსაფრთხოებას.  

სამწუხაროდ, საკითხი დღემდე გადაუჭრელია, ამის შედეგად კი ევროპის ჩემპიონატს 10-19 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. საბედნიეროდ, უმოკლეს ვადაში მოხერხდა თბილისში საჭირო სტანდარტისა და რაოდენობის სასტუმრო ოთახების მოძიება, ხოლო მონაწილე გუნდებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგანაც ჩამოფრენა-გამგზავრების აეროპორტი იგივეა. 

ვიდეო: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე თელავის არენის მშენებლობის შესახებ. რადიო იმედი, გადაცემა სპორტტაიმი. 9 ივლისი. https://www.youtube.com/watch?v=SqLh329xxPc&feature=youtu.be&t=25m8s

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში  - თბილისი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

10 აგვისტო. ფინეთი-საქართველო, 11 აგვისტო.საქართველო-ბელარუსი

13 აგვისტო. საბერძნეთი-საქართველო, 14 აგვისტო. იტალია-საქართველო

ნახევარფინალი 18 აგვისტოს, ფინალი 19 აგვისტოს

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

15 იანვარი
18:30 რუსეთი - ბრაზილია სილკ 3
21:00 კორეა - სერბეთი სილკ 2
21:30 ნორვეგია - ჩილე სილკ 3
23:30 გერმანია - საფრანგეთი უნივ.
23:45 ავსტრია - დანია სილკ 3
16 იანვარი
18:30 იაპონია - ისლანდია სილკ 2
18:30 ანგოლა - არგენტინა სილკ 3
21:00 ხორვატია - ბაჰრეინი სილკ 2
21:00 უნგრეთი - ეგვიპტე სილკ 3
23:30 მაკედონია - ესპანეთი უნივ.
23:30 ყატარი - შვედეთი სილკ 3
17 იანვარი
18:30 ბრაზილია - კორეა სილკ 2
18:30 ეგვიპტე - ანგოლა სილკ 3
21:00 გერმანია - სერბეთი სილკ 2
21:00 მაკედონია - ისლანდია სილკ 1
21:00 ყატარი - არგენტინა სილკ 3
23:15 დანია - ნორვეგია უნივ.
23:30 ესპანეთი - ხორვატია სილკ 2
23:30 შვედეთი - უნგრეთი სილკ 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
განახლდება 26 იანვარს

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
12 იანვარი
ყარაბაღი 37-19 განჯლარ ბირლიი
აზერსუ 37-15 იდმან აკადემიასი
10 იანვარი
ოლიმპია 21-33 აზერიოლი
11 იანვარი. არენა 1
ოლიმპია 22-31 აზერიოლი
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
სამტრედია 6 5 1 0 187-125 11
აჭარა 6 5 1 0 172-131 11
BSB ბათუმი 6 4 0 2 137-125 8
ფოთი 6 3 0 3 115-114 6
ქუთაისი 6 1 1 4 122-108 3
ხელვაჩაური 6 1 1 4 132-142 3
წყალტუბო 6 0 0 6 60-180 0
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 7 7 0 0 179-63 14
ყვარელი 7 6 0 1 155-72 12
რუსთავი 7 5 0 2 175-176 10
ქარიშხალა 7 4 0 3 151-147 8
გორი 7 3 0 4 116-137 6
ქარელი 7 2 0 5 126-156 4
ლაგოდეხი 7 1 0 6 65-137 2
თელავი 7 0 0 7 93-172 0
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: