News Calendar

January 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა უნგრული კლუბი დიორი, რომელმაც ფინალში, ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე, დამატებით დროში 27-26 დაამარცხა მაკედონიის ვარდარი.

ფინალური ოთხეული. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-16/1207879 

დიორი და ვარდარი ფინალში ზედიზედ მეორედ შეხვდნენ და ორივე მატჩი დიორმა ერთი ბურთით, დამატებით დროში მოიგო - 31-30, 27-26. ამ მოგებით კლუბი გამოეთხოვა ესპანელ მწვრთნელ ამბროს მარტინს, რომელმაც 6 სეზონში დიორს ლიგის 4 ტიტული მოუტანა (2013, 14, 17, 18). მარტინი ახალი სეზონიდან როსტოვში გადადის, დიორს კი უნგრელი გაბორ დანიი გაწვრთნის. 

ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა 26-20 მოუგო 2016 წლის ჩემპიონ CSM ბუკურეშტის. 40 წუთის შემდეგ ანგარიში 16-16 იყო, მაგრამ დიორმა ბოლო 20 წუთში გატეხა მეტოქე, რუმინულ კლუბს კი სანუგეშო ჯილდოდ მესამე ადგილი და ქრისტინა ნიაგუს საუკეთესო ბომბარდირობა ერგო - 109 გოლი სეზონში. ვარდარს მთელი მატჩი უპირატესობა ჰქონდა ფინალური ოთხეულის დებიუტანტ როსტოვთან და 25-19 დაამარცხა.

ფინალში, 12 000 მაყურებლის თვალწინ, დიორი 7-4 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მთელი ძალით ჩაერთო თამაშში მაკედონიური კლუბის ფრანგი მეკარე ამანდენ ლენო, რომელიც შემდგომ ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ტაიმი 9-9 მორჩა, მეორეში კი უმეტესად ვარდარი ლიდერობდა, თუმცა, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე დიორმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში:  ჯერ ნიკე ხროტმა გამოიყენა 7- მეტრიანი, მაგრამ ანდრეა ლეკიჩმა სირენამდე 20 წამით ადრე ისევ ვარდარი დააწინაურა - 20-19. დიორის ბოლო შეტევა  ოფტედალმა და ამორიმმა გაითამაშეს - 20-20.

დამატებით დროში ბრაზილიელმა ედუარდა ამორიმმა ზედიზედ შეაგდო სამი გოლი (23-20), მაგრამ ვარდარი ბოლო წამამდე ბრძოლაში დარჩა. ფინალური ოთხეულის მასპინძელმა ბოლო შეტევაში ბურთი დაკარგა, მეკარესთან პირისპის ანდრეა კანაჯია გავიდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარე ევა კიშმა აიღო და სირენაც გაისმა - დიორმა 27-26 მოიგო.

ქალთა შორის გათამაშდა ორი სხვა ევროპული თასიც. EHF თასის ფინალში რუმინეთის კრაიოვამ მოუგო ნორვეგიის კრისტიანსანდს (22-26, 30-25), ხოლო ჩელენჯ კაპისთვის პოლონეთის ლიუბლინმა დაამარცხა ესპანეთის გრან კანარია (22-22, 27-23). ახლა კაცთა ტურნირების ჯერია. ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეული 26-27 მაისსაა კიოლნში.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2017-18, ქალები

ფინალური ოთხეული. 12-13 მაისი. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა

13 მაისი, ფინალი: დიორი (უნგ) - ვარდარი (მკდ) 27-26 (ძ.დ. 20-20)

დიო: გრიმსბო, კიში - ხროტი 9, ამორიმი 6, გორბიცი 3, ჰანსენი 3, ბროკი 1, ოფტედალი 1, ალტჰაუსი, გონსალესი, პუჰალაკი, აფენტალერი, ფოდორი, პალი, მორკი - მწვ. ა. მარტინი

ვარ: ლენო, სუსლინა - ლეკიჩი 6, რადიჩევიჩი 4, ლაკრაბერი 3, ლაზოვიჩი 3, პენეზიჩი 3, კანაჯია 2, კუზნეცოვა 2, რისტოვკა 2, ცვიიჩი 1, კერამიჩევა, კლიკოვაცი, ხმიროვა, პეტროვიჩი, საძოვსკა - მწვ. რ. გარსია

3 ადგილისთვის: CSM ბუკურეშტი (რუმ) - როსტოვ-დონი (რუს) 31-30

ბუკ: გრუბიშიჩი, უნგურიანუ - იორგენსენი 7, გულდენი 6, კურეა 5, ნიაგუ, უდრისცოიუ 3, ნიომბლა 2, ფრაფიორდი, იაკობსენი, კურტოვიჩი, მანეა, მეჰმედოვიჩი 1, ეგლონი, ჰაგმანი, ბაზალიუ - მწვ. პ. იოჰანსონი

როს: პესოა, მეხდიევა - ბორშჩენკო, სუდაკოვა 5, ბულატოვიჩი, კალინიჩენკო 4, ილინა 3, კაბრალი, დემბელე, მაკეევა 2, მაჰაგაროვა, პეტროვა, სენი 1, ვიახირევა, ინიავსკაია, სტეპანოვა - მწვ. ფ. ბუჟანი

12 მაისი, ნახევარფინალი

CSM ბუკურეშტი - დიორი 20-26

ბუკ: ნიაგუ 6, კურტოვიჩი, მანეა 4, მეჰმედოვიჩი 3, კურეა, გულდენი, ლ. იორგენსენი 1

დიო: ხროტი 7, გორბიცი, ოფტედალი 5, ამორიმი 4, ბოდი, ბროკი 2, ალტჰაუსი 1

როსტოვ-დონი - ვარდარი 19-25

როს: ილინა 5, ბულატოვიჩი, ვიახირევა 3, დემბელე, მაკეევა, როდრიგეს-ბელო 2, კაბრალი, კალინიჩენკო 1

ვარ:  ლეკიჩი, პენეზიჩი 7, რადიჩევიჩი 4, ლაზოვიჩი 4, კანაჯია 2, რისტოვსკა 1

ჩემპიონთა ლიგა 2017-18, კაცები. ფინალური ოთხეული: კიოლნი, 26-27 მაისი

ნახევარფინალი, 26 მაისი:  

ნანტი (საფ) - პსჟ (საფ), ვარდარ სკოპიე (მკდ) - მონპელიე (საფ)

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

23 იანვარი
18:30 ბრაზილია - ისლანდია
18:30 ტუნისი - ეგვიპტე
21:00 საფრანგეთი - ხორვატია
21:00 ნორვეგია - უნგრეთი
23:30 გერმანია - ესპანეთი
23:30 დანია - შვედეთი
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

ქუთაისის სპორტის სასახლე
29 იანვარი
14:20 წყალტუბო - BSB ბათუმი
16:20 სამტრედია - ქუთაისი
30 იანვარი
14:20 BSB ბათუმი - სამტრედია
16:20 ქუთაისი - წყალტუბო
31 იანვარი
14:20 სამტრედია - წყალტუბო
16:20 ქუთაისი - BSB ბათუმი
13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
19 იან.         გატ-გაშ    
სამტრედია 7   6   1   0   221-134   13  
აჭარა 8   6   1   1   231-193   13  
BSB ბათუმი 7   5   0   2   169-149   10  
ფოთი 7   3   0   4   145-149   6  
ქუთაისი 7   2   1   4   145-124   5  
ხელვაჩაური 8   2   1   5   171-192   5  
წყალტუბო 8   0   0   8   92-233   0  
19 იანვარი. ზესტაფონი
წყალტუბო 16-30 ხელვაჩაური
აჭარა 24-32 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 16-23 ქუთაისი
ხელვაჩაური 9-34 სამტრედია
აჭარა 35-30 ფოთი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
20 იან.         გატ-გაშ    
პეგასი 9   9   0   0   214-70   18  
ყვარელი 8   7   0   1   186-88   14  
რუსთავი 9   6   0   3   229-217   12  
ქარიშხალა 8   4   0   4   158-172   8  
ქარელი 9   4   0   5   165-183   8  
გორი 8   3   0   5   128-164   6  
ლაგოდეხი 9   1   0   8   65-157   2  
თელავი 8   0   0   8   109-203   0  
შემდეგი ტური - 3 თებერვალი
20 იანვარი. არენა 2
ქარიშხალა 7-25 პეგასი
გორი 12-27 რუსთავი
თელავი 16-31 ყვარელი
რუსთავი 27-29 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 ქარელი
პეგასი 10-0 ლაგოდეხი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: