News Calendar

January 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, 5 მაისს, სპორტის სასახლეში ითამაშებენ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ და „ქუთაისი 2015“. ნახევარფინალში ბათუმელებმა 20-18 დაამარცხეს პეგასი, ქუთაისმა - 2017 წლის ჩემპიონი, თელავის „იმედი“, 31-24. 15 საათზე ბრინჯაოს ფინალია. 

პეგასი პირველად თამაშობდა ფინალურ ოთხეულში და სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა გათამაშებელი კალანდაძე, ხოლო გოგავა ტრავმით თამაშობდა და გუნდს მხოლოდ დაცვაში ეხმარებოდა. თბილისელებს დასაწყისიც კატასტროფული ჰქონდათ - პეგასმა პირველი გოლი მე-17 წუთზე გაიტანა, როდესაც 0-5 აგებდა, მაგრამ, მწვრთნელ ტიტე კალანდაძის ახალგაზრდებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს რეგულარული სეზონის გამარჯვებულთან.

მძაფრი, ხისტი და კონტაქტური მატჩის დასაწყისი განსაკუთრებულად მძაფრი იყო და პირველი გოლი მეექვსე წუთზე გავიდა. ტაიმის მეორე ნახევარში ზარნაძემ და კუხალაშვილმა ნელ-ნელა ააწყვეს თამაში და 27-ე წუთზე პეგასმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 7-8, ტაიმი კი ბათუმმა 9-7 მოიგო.

შესვენების შემდეგ უხეშობის ზღვარზე თამაში გაგრძელდა და ორივე გუნდს ბევრი გაძევება დაუგროვდა. ბათუმელებმა ორივე ცენტრალური მცველი დაკარგეს - ბერძენიშვილმა მესამე ორწუთიანის შემდეგ დატოვა მოედანი, ხოლო ყაველაშვილი კი გაძევების შემდეგ უნგრელ მსაჯებს შეეკამათა, წითელი ბარათი მიიღო და ფინალს გამოტოვებს. ბათუმი სულ წინ იყო, ჯერ 14-9, შემდეგ 18-14, მაგრამ პეგასის გამთამაშებელმა ზარნაძემ (10 გოლი) გუნდი მაინც დატოვა ბრძოლაში: როდესაც ბოლო წუთი დაიწყო, კუხალაშვილი მეკარესთან  პირისპირ გავიდა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მეკარე ტორონჯაძეს ვერ აჯობა. საპასუხო შეტევაში ტალახაძემ ზურგსუკან მიაწოდა პასი აბრამიშვილს, რომელმაც თამაშის ბოლო გოლი გაიტანა - 20-18, საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი ფინალში გავიდა.

ბათუმი-პეგასი: https://www.youtube.com/watch?v=b,Ojxk5Nlsv

დანაკლისი ჰქონდა თელავის იმედსაც. რეგულარული პირველობის ერთ-ერთ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო უკანახაზელმა გიორგაძემ, ხოლო მთავარი მწვრთნელის, მერაბ მეტრეველის ავადმყოფობის გამო კლუბმა ფინალური ოთხეულისთვის ახალგაზრდული ნაკრების  მწვრთნელი გიორგი გვაზავა მიიწვია.

ქუთაისმა ზედიზედ 9 თამაში მოიგო რეგულარული სეზონის ბოლოს და ფავორიტად ითვლებოდა. გუნდი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა, როდესაც შოთა გრიშიკაშვილმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანა. შესვენებაზე ანგარიში 13-10 იყო. მეორე ნახევარში გამზარდიამ რამდენიმე შედეგიანი ინდივიდუალური გარღვევა მოაწყო და როდესაც მე-40 წუთისთვის ანგარიში 21-14 გახდა, უკვე ცხადი იყო, რომ ქუთაისი მოიგებდა. საბოლოოდ, 31-24 - ხვალ ქუთაისელები ქვეყნის ჩემპიონის პირველი ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ქუთაისი-თელავი: https://www.youtube.com/watch?v=q00lE3J-OYk

თუ ორ ნახევარფინალებში ვინმეს პერსონალურად გამოყოფაა საჭირო, ეს უპირველეად მეკარეებს ეხება: თელავის გუნდშიც კი, რომელმაც 31 გოლი გაუშვა, საუკეთესოები გიორგი ხარაიშვილი და ზურაბ ცინცაძე იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ გიგა ტორონჯაძეზე (ბათუმი), ირაკლი დიხამინჯიასა (პეგასი) და კორნელი ანდრიაძეზე (ქუთაისი).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

ფინალური ოთხეული. თბილისის სპორტის სასახლე

4 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი - პეგასი 20-18

ბათ: ტორონჯაძე - ბულბულაშვილი 4, გოგოლაძე 4, ტალახაძე 3, აბრამიშვილი 3, თევზაძე 2,  ხაჟომია 2, ქარდავა 1, სტურუა 1, ბერძენიშვილი,  ყაველაშვილი, წივწივაძე, სურმავა

პეგ: დიხამინჯია - ზარნაძე 10, კუხალაშვილი 3, ქათამაძე 2, ბაძაღუა 1, ზ. ფერაძე 1, ლაპიაშვილი 1, გოგავა, თ. კევლიშვილი, გვაზავა

მსაჯები: იოჟეფ ტუროცი - ფერენც ნადი (უნგ)

ქუთაისი - იმედი თელავი 31-24

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - კბილაშვილი  8, სიმონია 7, გრიშიკაშვილი 5, რუსტამოვი 4, გამზარდია 3, გოგალაძე 2, გ. ფერაძე 1, ჯუღელი 1, მერკვილაძე,  კობახიძე, ჭელიძე, მათნაძე, ლომიძე

თელ: ხარაიშვილი, ცინცაძე - ალანია 6, ყორიაული 5,  მიქავა 3, ცისკარიშვილი 3, კორსანტია 2, აბჟანდაძე 1, მაისაშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, გავაშელიშვილი 1, ბერაძე, იობაშვილი

მსაჯები: ვალერი როჟკოვი - ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი

5 მაისი, ფინალები

15:00 მატჩი მესამე ადგილისთვის

პეგასი - იმედი თელავი

მსაჯები: იოჟეფ ტუროცი - ფერენც ნადი (უნგ)

17:00 ფინალი

BSB ბათუმი - ქუთაისი

მსაჯები: ვალერი როჟკოვი - ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

23 იანვარი
18:30 ბრაზილია - ისლანდია
18:30 ტუნისი - ეგვიპტე
21:00 საფრანგეთი - ხორვატია
21:00 ნორვეგია - უნგრეთი
23:30 გერმანია - ესპანეთი
23:30 დანია - შვედეთი
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

ქუთაისის სპორტის სასახლე
29 იანვარი
14:20 წყალტუბო - BSB ბათუმი
16:20 სამტრედია - ქუთაისი
30 იანვარი
14:20 BSB ბათუმი - სამტრედია
16:20 ქუთაისი - წყალტუბო
31 იანვარი
14:20 სამტრედია - წყალტუბო
16:20 ქუთაისი - BSB ბათუმი
13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
19 იან.         გატ-გაშ    
სამტრედია 7   6   1   0   221-134   13  
აჭარა 8   6   1   1   231-193   13  
BSB ბათუმი 7   5   0   2   169-149   10  
ფოთი 7   3   0   4   145-149   6  
ქუთაისი 7   2   1   4   145-124   5  
ხელვაჩაური 8   2   1   5   171-192   5  
წყალტუბო 8   0   0   8   92-233   0  
19 იანვარი. ზესტაფონი
წყალტუბო 16-30 ხელვაჩაური
აჭარა 24-32 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 16-23 ქუთაისი
ხელვაჩაური 9-34 სამტრედია
აჭარა 35-30 ფოთი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
20 იან.         გატ-გაშ    
პეგასი 9   9   0   0   214-70   18  
ყვარელი 8   7   0   1   186-88   14  
რუსთავი 9   6   0   3   229-217   12  
ქარიშხალა 8   4   0   4   158-172   8  
ქარელი 9   4   0   5   165-183   8  
გორი 8   3   0   5   128-164   6  
ლაგოდეხი 9   1   0   8   65-157   2  
თელავი 8   0   0   8   109-203   0  
შემდეგი ტური - 3 თებერვალი
20 იანვარი. არენა 2
ქარიშხალა 7-25 პეგასი
გორი 12-27 რუსთავი
თელავი 16-31 ყვარელი
რუსთავი 27-29 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 ქარელი
პეგასი 10-0 ლაგოდეხი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: