News Calendar

April 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

თბილისის საერთაშორისო ტურნირი ხელბურთში მოიგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ბოლო მატჩში 21-19 მოუგო ფინეთის ნაკრებს. მეორე ადგილზე გავიდა იტალია, მესამეზე - ფინეთი.  

დღის პირველ თამაშში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 28-40 დამარცხდა იტალიასთან და ტურნირი 2 ქულით, ანუ  საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოგებით დაასრულა. გარდა ამისა, გუნდმა მიიღო ფასდაუდებელი გამოცდილება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც ივლისში გაიმართება მონტენეგროში. იტალიის გუნდი, 4 ქულით, დამოკიდებული იყო ფინეთ-საქართველოს მატჩის შედეგზე და ფინეთის მოგების ან ფრის შემთხვევაში, ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი ნებისმიერი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა ფინეთთან და პირადი მოგებით აჯობებდა იტალიას, ფრის შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეორე ადგილზე გადიოდა, წაგებით კი - ბოლოზე.

თამაში მძიმე, კონტაქტური და ხისტი ორთაბრძოლებით დატვირთული გამოვიდა. მეოთხე წუთზე ირაკლი ჩიქოვანი დაშავდა და სანამ დაბრუნდებოდა, ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი დებიუტანტი, თელაველი ზეზვა იობაშვილი ვიხილეთ, რომელმაც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ ბევრი ითამაშა და აქტივში თითო შვიდმეტრიანი და საგოლე პასი ჩაიწერა.

ფინეთი პირველ ტაიმში შეტევაში უსუსურად გამოიყურებოდა. ჩვენ სამი ორმეტრიანი მოთამაშე გვეყენა დაცვის ცენტრში, ამის გამო მათი უკანა ხაზი ნახტომში დარტყმას ვერ ბედავდა და ძირითადად ქვემოდან ტყორცნიდა დაბალ ბურთებს, რომელთაც იოლად უმკლავდებოდა შოთა თევზაძე.  საკვანძო მომენტი დადგა ტაიმის ბოლოს, როდესაც ორი ფინელი მიყოლებით წავიდა  ორწუთიანში, შემდეგ კი სტუმართა ლიდერმა რონბერგმა კონტრშეტევაში გაქცეულ მსხვილიძეს სახეში ხელი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო.

ტაიმი 10-6 მოვიგეთ, ფინეთმა კი მეათე გოლი მეორმოცე წუთზეღა გაიტანა, როცა უკვე 9-16 აგებდა.  ერთ ეპიზოდში მცირე სახელბურთო გმირობა ჩაიდინა ჩვენმა გოლიათმა მსხვილიძემ, რომელმაც ერთ შეტევაში ორჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა, მომდევნოში კი ნახტომში ჩაჭრა ბურთი და სწრაფი გარღვევა აღკვეთა.

მაგრამ, დადგა ფინელების დროც. ახლა ჩვენ დაგვიდგა კრიზისი შეტევაში, მეტოქის უკანა ხაზიდან კი, რონბერგის არყოფნაში, კილშტედტმა, სუნდბერგმა და გრანლუნდმა დაიწყეს გოლების გატანა. 12-16 და ამის შემდეგ კარგა ხანი თამაში 3-4 ბურთიანი სხვაობის ფარგალში მიდიოდა, ვიდრე ჩვენი გუნდი საბოლოოდ არ დაიღალა - კილშტედტმა სირენამდე 6 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო მალე ბრომანმა გაათანაბრა - 19-19, რჩებოდა 4 წუთი.

ირაკლი ჩიქოვანი დღესაც გუნდის უპირობო ლიდერი იყო  და 7 გოლიც გაიტანა, მაგრამ მანაც მეკარეს მოარტყა ბოლო შვიდმეტრიანი და ფინეთი უკვე თანაბარ ანგარიშზე წავიდა შეტევაში. ბედად, მეტოქემ ბურთი დაკარგა და როდესაც გიორგი ცხოვრებაძემ ცხრიანში შეაგდო მეოცე გოლი (20-19), დარჩენილი ზუსტად ერთი წუთი იყო.

აქ ფინეთი დააღალატა მთავარმა მწვრთნელმა კაი კეკიმ. სტუმართა ბოლო შეტევაში მსაჯებმა პასიური თამაში დააფიქსირეს - ამის შემდეგ გუნდს კიდევ 6 პასის უფლება აქვს, რაც კარგა ხანი შეიძლება გაგრძელდეს და სრულიად საკმარისია საგოლე შეტევის მოსამზადებლად, მაგრამ მწვრთნელი სამსაჯო მაგიდას დაესხა თავს პროტესტით, რისთვისაც, ბუნებრივია, დელეგატისგან წითელი ბარათი მიიღო. ფინეთს ბურთი ჩამოერთვა და ბოლო შეტევაში ჩიქოვანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 21-19.

საქართველო-ფინეთი: https://www.youtube.com/watch?v=aH9onp5289c

მოკლედ რომ შევაჯამოთ ტურნირი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ორივე, საკმაოდ ძლიერი სტუმარი (პირველ ტურში იტალიას 30-28 მოვუგეთ), მწვრთნელებმა გამოსცადეს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, თავი დაგვამახსოვრა ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმაც, რომლის რამდენიმე  ხელბურთელს მალე ეროვნულ გუნდში ვიხილავთ. შემოდგომაზე გუნდი ჩაებმება ევრო 2022-ის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც აუცილებლად გადასალახია!

ელბურთისაერთაშორისო ტურნირი. 4-6 აპრილითბილისის სპორტის სასახლეკაცები

1.საქართველო 4 ქულა (30-28) 2. იტალია 4, 3. ფინეთი 2 (31-26) 4. საქართველო (ახ.) 2

აპრილი. იტალია - საქართველო (ახალ.) 40-28

იტ: პოსტონია, ფერანტე, ფოვიო - პარიზინი 8, ზონერერი 7, რადოვჩიჩი 7, ბულძამინი 5, დოლდანი 3, მორეტი 3, არჩიერი 2, სპერტი 2, სკატარი 1, ვენტური 1, მაიონე 1, ტურკოვიჩი, მაროკი 

საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი, სილაგაძე 1 - მიქავა 7, ყორიაული 7, ბულბულაშვილი 5, ზარნაძე 2, გიორგაძე 2, გოგოლაძე 1, დოლმაზაშვილი 1, ხაჟომია 1, აბრამიშვილი 1, ბაინაზიშვილი, ნიაზაშვილი, კუხალაშვილი, ცისკარიშვილი

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

საქართველო - ფინეთი 21-19

საქ: თევზაძე, ი. დიხამინჯია - ჩიქოვანი 7, რუსტამოვი 4, ცხოვრებაძე 4, სტურუა 3, მსხვილიძე 2, ლაპიაშვილი 1, დიხამინჯია, დათუკაშვილი, ჭანტურია, იობაშვილი, ქათამაძე (ხარაიშვილი - კალანდაძე, გოგავა)

ფინ: ლაიტინენი, მაკელა - კილშტედტი 5, რონბერგი 3, ბრომანი 2, სუნდბერგი 2, სიურიალა 2, გრანლუნდი 2, მარტინი 1, ფორსი 1, გრიპენბერგი 1, კოლიონენი, შომანი, უდი, ალგრენი, ვოუტილაინენი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) - გელა გველესიანი (წყალტუბო)

დელეგატი: ლევან გელაშვილი

აპრილი. ფინეთი - საქართველო (ახალ.) 31-26, საქართველო - იტალია 30-28

5 აპრილი. იტალია - ფინეთი 35-28, საქართველო-საქართველო (ახალ.) 24-26

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 BSB ბათუმი - იმედი სტუ #4
#2 პეგასი - ქუთაისი #3
23 მაისი. ფინალი
 საბოლოო
  გატ-გაშ  
  1  BSB ბათუმი 21   19 0 2 910-607 38  
  2  პეგასი
21   18 0 3 829-611 36  
  3  ქუთაისი 21   16 0 5 881-615 32  
  4  იმედი სტუ 21   13 0 8 727-623 26  
  5  გორი 21   8 0 13 744-920 16  
  6  სპორტუნი 21   5 1 15 698-894 11  
  7  წყალტუბო 21   2 1 18 526-794 5  
  8  სამტრედია 21   1 2 18 559-790 4  

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 ყვარელი - ფოთი #4
#2 ქარიშხალა - სამტრედია #3
23 მაისი. ფინალი
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 7     7   0   0 260-208 14  
ქარიშხალა 7     6   0   1 283-218 12  
სამტრედია ^ 7     4   0   3 177-161 8  
ფოთი 7     4   0   3 163-147 8  
აჭარა 7     3   0   4 170-177 6  
პეგასი 7     2   0   4 206-224 4  
მამული 7     1   0   6 198-254 2  
წყალტუბო 7     1   0   6 134-202 2  

გოგონები 2002-03
6 აპრილი. სენაკი
ფოთი 17-12 აჭარა
ბათუმი 12-14 წყალტუბო
აჭარა 19-20 სამტრედია
ბათუმი 9-23 ფოთი
წყალტუბო 12-13 სამტრედია
6 აპრ. გატ-გაშ
ფოთი 20 18 1 1 368-244 37
აჭარა 20 16 0 4 423-293 32
სამტრედია 20 12 2 6 346-300 26
ქარიშხალა 19 12 1 6 460-380 25
ყვარელი 19 10 2 7 359-315 22
პეგასი 19 8 2 9 344-329 18
ბათუმი 20 3 1 16 235-353 7
წყალტუბო 20 3 1 16 242-398 7
მამული 19 1 0 18 291-456 2
საერთო ტური. 4-8 მაისი. თბილისი

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო
        გატ-გაშ    
აჭარა 12   9   2   1   357-284   20  
სამტრედია 12   9   1   2   345-234   19  
BSB ბათუმი 12   8   1   3   298-270   17  
ფოთი 12   6   1   5   262-238   13  
ქუთაისი 12   3   3   6   259-235   9  
ხელვაჩაური 12   2   2   8   268-317   6  
წყალტუბო 12   0   0   12   160-371   0  

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო         გატ-გაშ    
პეგასი 14   14   0   0   332-112   28  
ყვარელი 14   12   0   2   294-166   24  
ქარიშხალა 14   9   0   5   284-253   18  
რუსთავი 14   8   0   6   322-310   16  
ქარელი 14   6   0   8   271-299   12  
გორი 14   4   0   10   164-244   8  
თელავი 14   2   0   12   201-342   4  
ლაგოდეხი 14   1   0   13   65-207   2  

გოგონები 2004-05
5 მარ.         გატ-გაშ  
ყვარელი 5   5   0   0   82-23 10  
სამტრედია 5   5   0   0   46-25 10  
მამული 6   5   0   1   78-39 10  
პეგასი 6   4   0   2   75-44 8  
ბათუმი 5   4   0   1   39-24 8  
ტყიბული 5   3   0   2   36-26 6  
ფოთი 5   2   0   3   30-27 4  
ქარიშხალა 5   2   0   3   46-55 4  
თელავი 6   2   0   4   38-78 4  
აჭარა 5   1   0   4   21-40 2  
წყალტუბო 5   0   0   5   0-30 0  
ახაშენი 3   0   0   3   5-42 0  
გორი 5   0   0   5   24-67 0  
საერთო ტური: 13-16 აპრილი. თბილისი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   24 თებ. გატ-გაშ
  აზერსუ 15 14 0 1 534-310 28
  აზერიოლი 15 13 0 2 497-316 26
  ყარაბაღი 12 7 0 5 376-292 14
  ოლიმპია თბ. 14 3 1 10 322-482 7
  იდმან აკადემ. 14 3 1 10 348-485 7
  განჯლარ ბირ. 12 0 0 12 269-461 0

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




Our partners: