News Calendar

January 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში 30-28 მოუგო იტალიას, ხოლო ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 26-31 დამარცხდა ფინეთთან. ხვალ  სპორტის სასახლეში თამაშობენ იტალია-ფინეთი და საქართველოს ორი ნაკრები. ტურნირი ზეგ, საქართველო-ფინეთის მატჩით დასრულდება.

ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი ძირითდი მოთამაშე, ორჯონიკიძე და წითელიშვილი აკლდა, და, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი თანაბარი იყო და 2 ბურთზე მეტით წინ არავინ გასულა, გვქონდა შთაბეჭდილება, რომ იტალია, რომელმაც წინა სეზონში, ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი სირაკუზაშიც მოგვიგო და თბილისშიც, ამჯერადაც გვაჯობებდა მეორე ტაიმში, რადგანაც სრული, 16-კაციანი გუნდით თამაშობდა, ჩვენ კი სკამზე ძირითადად ახალბედა ჭაბუკები გვყავდა. მიზეზი ეს იყო: ისრაელის ნაკრების გვიანი და მოულოდნელი უარის შემდეგ ჩვენ ორი ნაკრებით მოგვიწია გამოსვლა და ორივე ისე დაკომპლექტდა, რომ ახალგაზრდული გუნდიც ბრძოლისუნარიანი გამოსულიყო.

ჩვენს გუნდში სრული 60 წუთი ითამაშეს თევზაძემ, რუსტამოვმა და ჩიქოვანმა, ხოლო შეტევის დროს, უკანა ხაზში, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, უცვლელი სამეული გვყავდა - სტურუა-ჩიქოვანი-ცხოვრებაძე. პირველ ტაიმში 6 გოლით საუკეთესო იყო მონპელიეს 17 წლის შუამარბი, გიორგი ცხოვრებაძე, ხოლო მეორე ცაციამ, დანიის მიდტიულანდში მოთამაშე გიორგი „არველოდი“ დიხამინჯიამ ანგარიშიც გახსნა და  ტაიმის ბოლო წუთზე ვირტუოზული სპინიც შეასრულა ნულოვანი კუთხიდან - 16-15 დავწინაურდით, მაგრამ ვოლპიმ ბოლო წამებზე მაინც გაათნაბრა - ტაიმი 16-16 მორჩა, მაგრამ იტალია უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა იმის გამო, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვნად და მწყობრად უტევდა გამთამაშებელ ტურკოვიჩის მეთაურობით. დაცვაში ძალიან გვიჭრდა, თანაც რატი მსხვოლიძემ ორჯერ გადაიტრიალა ფეხი და საეჭვო იყო, გააგრძელებდა თუ არა თამაშს.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი, მსხვილიძეც გამოვიდა მოედანზე და მკვეთრადაც მოვუმატეთ დაცვაში. მწვრთნელებმა ბოშკოვსკიმ და კალანდაძემ მაქსიმალურად გამოიყენეს მეტოქეზე ბევრად ნაკლები რესურსი - დაცვაში გუნდს ეშველებოდნენ 40 წლის დათუკაშვილი და მასზე ორჯერ უმცროსი გოგავა, მსხვილიძეს ხაზზე ცვლიდა ხოლმე 18 წლის ლაპიაშვილი; ცხოვრებაძემ მეორე ტაიმში სამჯერ ზუსტად დაარტყა შვიდმეტრიანი; შალვა სტურუამ, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს, იანვარში ჰქონდა, დღეს შეტევაში უკვე შეუცვლელად ითამაშა და მნიშვნელოვანი 4 გოლი გაიტანა; რუსტამოვმა მეორე ტაიმში კუთხიდან ისევე ვირტუოზულად შემოატარა ბურთი იტალიელთა მეკარეს, როგორც პირველში - არველოდიმ; 3 გოლი გაიტანა მისთვის უჩვეულო, პივოტის პოზიციიდან რატი მსხვილიძემ და დაცვაშიც საუკეთესო იყო; ამ ყველაფერს, უშუალოდ მოედანზე, რათქმაუნდა, ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

საკვანძო იყო მონაკვეთი 47-50-ე წუთებზე: მეორე ტაიმში სულ ვლიდერობდით, მაგრამ ვერაფრით დავწინაურდით 2 ბურთით, როცა მსხვილიძემ მეტოქის დარტყმა დაბლოკა, ამავე შეტევაში თევზაძემ მოიგერია მძიმე ბურთი, რიცხვობრივ მეტობაში კი ბურთი მარჯვენა კუთხეში ვეტერან ჭანტურიაზე ჩათამაშდა და რეზომ, რა თქმა უნდა, გაიტანა 25-23; ჭანტურიამ ოსტატურად დააჯარიმა შეტევაში  დოლდანი, ჩიქოვანმა სწრაფი გადატანის დროს სხვაობა გაზარდა, 26-23, შემდეგ კი სტურუას მიაწოდა ხაზზე - 27-24. და კულმინაცია: შოთა თევზაძე იგერიებს სტარჩევიჩის დარტყმას 6  მეტრიდან, ასხლეტილი ბურთი კი პირდაპირ მეტოქის ნახევარზე ვარდება, იქ დიხამინჯია უგებს ბრძოლას მორეტის და მეკარესთან პირისპირ გადის - 28-24! რჩება 7 წუთი და იტალია ისევ ამცირებს სხვაობას ორამდე, მაგრამ აქ ყველაფერს თავის თავზე იღებს ნაკრების ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც გააქვს ბოლო ორი გოლი - 30-26 და საბოლოოდ, 30-28.  

გამოსარჩევია 17 წლის წყალტუბოელი არბიტრი გელა გველესიანი, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტში ულაპარაკოდ გააძევა უხეშობისთვის სერგო დათუკაშვილი - ვითარებაში, როდესაც იტალიელთა შეტევა ჩავლილი იყო და რომ არ დაესტვინა, კაციშვილი ხმას არ გასცემდა; ასევე მოექცა ჩვენი ხელბურთის მეორე სერიოზულ ავტორიტეტს, ჭანტურიას, ბოლოს კი ზედმეტი სიტყვა არ შეარჩინა იტალიელ მაროკის და ისიც მიაბრძანა მოედნიდან 2 წუთით. საერთოდ, გველესიან-ჭკუასელის დუეტმა კვალიფიციურად და მიუკერძოებლად იმსაჯა.

საქართველო-იტალია, თამაში: https://www.youtube.com/watch?v=fe5t3ZrK1w4

კარგად ითამაშა ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმაც ფინეთის ეროვნულ ნაკრებთან  - პირველ ტაიმში ორჯერ წინ იყო 2-2 ბურთით, შესვენებაზე სულ ერთით ჩამორჩა, შემდეგ კი, როდესაც მეტოქემ იმძლავრა, ბოლომდე იბრძოლა და სხვაობა შეამცირაა - 26-31. რაც მთვარია, აქაც ჩანდა რამდენიმე მოთამაშე, ვისაც ეროვნულ გუნდში თამაშის კარგი პერსპექტივა აქვს.  

ფინეთი-საქართველო, ჰაილაითები: https://www.youtube.com/watch?v=QxXEeMkDQEQ

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია სილკ უნივერსალზე და სილკ სპორტზე, ასევე - ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ხელბურთისაერთაშორისო ტურნირი. 4-6 აპრილითბილისის სპორტის სასახლეკაცები

საქართველო, იტალია, ფინეთი (ეროვნული ნაკრებები), საქართველო (ახალგაზრდული)

აპრილი. ფინეთი - საქართველო (ახალ.)  31-26

ფინ: მაკელა, ლაიტინენი - კილშტედტი 6, სიურიალა 5, ბრომანი 4, უდი 3, გრანლუნდი 3, ალგრენი 3, სუნდბერგი 2, ლაინე 2, ვოუტილაინენი 1, შომანი 1, რონბერგი 1, ფორსი, მარტინი, გრიპენბერგი

საქ (ახ): ცინცაძე, ხანდოლიშვილი - მიქავა 6, ბულბულაშვილი 5, ყორიაული 4, გიორგაძე 4, აბრამიშვილი 3, ზარნაძე 2, გოგოლაძე 1, ნიაზაშვილი 1, ბაინაზიშვილი, დოლმაზაშვილი, ცისკარიშვილი, კუხალაშვილი, ხაჟომია, გვაზავა

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

საქართველო - იტალია 30-28

საქ: თევზაძე - ცხოვრებაძე 9, ჩიქოვანი 7, სტურუა 4, გ. დიხამინჯია 4, მსხვილიძე 3, რუსტამოვი 2, ჭანტურია 1, დათუკაშვილი, ლაპიაშვილი, გოგავა (ხარაიშვილი, ი. დიხამინჯია - იობაშვილი, ქათამაძე, კალანდაძე)

იტა: პოსტონია, ფერანტე - სკატარი 4, ზონერერი 4, პარიზინი 3, მაიონე 3, ბულძამინი 3, ტურკოვიჩი 2, დოლდანი 2, მორეტი 2, სტარჩევიჩი 2, ვოლპი 1, მაროკი 1, სპერტი 1, რადოვჩიჩი, არჩიერი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) - გელა გველესიანი (წყალტუბო)

აპრილი

15:00 იტალია - ფინეთი

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

17:00 საქართველო - საქართველო (ახალ.)

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) - გელა გველესიანი (წყალტუბო)

აპრილი

15:00 იტალია - საქართველო (ახალ.)

17:00 საქართველო - ფინეთი

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

15 იანვარი
18:30 რუსეთი - ბრაზილია სილკ 3
21:00 კორეა - სერბეთი სილკ 2
21:30 ნორვეგია - ჩილე სილკ 3
23:30 გერმანია - საფრანგეთი უნივ.
23:45 ავსტრია - დანია სილკ 3
16 იანვარი
18:30 იაპონია - ისლანდია სილკ 2
18:30 ანგოლა - არგენტინა სილკ 3
21:00 ხორვატია - ბაჰრეინი სილკ 2
21:00 უნგრეთი - ეგვიპტე სილკ 3
23:30 მაკედონია - ესპანეთი უნივ.
23:30 ყატარი - შვედეთი სილკ 3
17 იანვარი
18:30 ბრაზილია - კორეა სილკ 2
18:30 ეგვიპტე - ანგოლა სილკ 3
21:00 გერმანია - სერბეთი სილკ 2
21:00 მაკედონია - ისლანდია სილკ 1
21:00 ყატარი - არგენტინა სილკ 3
23:15 დანია - ნორვეგია უნივ.
23:30 ესპანეთი - ხორვატია სილკ 2
23:30 შვედეთი - უნგრეთი სილკ 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
განახლდება 26 იანვარს

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
12 იანვარი
ყარაბაღი 37-19 განჯლარ ბირლიი
აზერსუ 37-15 იდმან აკადემიასი
10 იანვარი
ოლიმპია 21-33 აზერიოლი
11 იანვარი. არენა 1
ოლიმპია 22-31 აზერიოლი
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
სამტრედია 6 5 1 0 187-125 11
აჭარა 6 5 1 0 172-131 11
BSB ბათუმი 6 4 0 2 137-125 8
ფოთი 6 3 0 3 115-114 6
ქუთაისი 6 1 1 4 122-108 3
ხელვაჩაური 6 1 1 4 132-142 3
წყალტუბო 6 0 0 6 60-180 0
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 7 7 0 0 179-63 14
ყვარელი 7 6 0 1 155-72 12
რუსთავი 7 5 0 2 175-176 10
ქარიშხალა 7 4 0 3 151-147 8
გორი 7 3 0 4 116-137 6
ქარელი 7 2 0 5 126-156 4
ლაგოდეხი 7 1 0 6 65-137 2
თელავი 7 0 0 7 93-172 0
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: