News Calendar

February 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში დამარცხდა მასპინძელ ლიტვასთან, 20-24. ლატვიამ ბოლო წამზე მოუგო ისრაელს, 29-28 და კვირას ლიტვას შეხვდება ჯგუფში პირველობისთვის და პლეიოფში გასასვლელად. მესამე ადგილისთვის საქართველო და ისრაელი ითამაშებენ.

თამაში: https://www.facebook.com/lturankinis/videos/2144740439145600/

ლატვიასთან წაგების შემდეგ (21-24) ჩვენმა ნაკრებმა კარგი შეფასება დაიმსახურა ლიტვურ და ლატვიურ მედიაში - ყველგან დაიწერა რომ კარგად მოტივირებული და შემართული ქართველები ბოლო წუთამდე ეომნენ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს. იგივე განმეორდა მეორე მატჩშიც.

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ლიდერობდა, მაქსიმალურ სხვაობას კი იმ მონაკვეთში მიაღწია, როცა მსხვილიძემ შეაგდო 9 მეტრიდან, დათუკაშვილმა მეტოქის დარტყმა დაბლოკა, რიცხვობრივი ნაკლებობისას რუსტამოვმა გადაცემა ჩაჭრა და ჭანტურია გაუშვა გარღვევაში, ბოლოს კი მსხვილიძემ 6 მეტრიდან, მეტოქესთან ბრძოლაში, ხელუკუღმა გაიტანა - 10-7. ჩვენ მინიმუმ 3 ბურთით მოგება გვჭირდებოდა ჯგუფიდან გასასვლელი შანსის შესანარჩუნებლად.

მეტოქემ დაცვაში საგანგებო ყურადღება დაუთმო ჩვენს ჭაბუკ ვარსკვლავს ცხოვრებაძეს, ლიდერობა, რა თქმა უნდა, ჩიქოვანმა იტვირთა, ხოლო მსხვილიძემ თამაში ხაზზე დაიწყო, მაგრამ შორიდანაც მშვენივრად გაიტანა და ამის შემდეგ მწვრთნელი ბოშკოვსკი მას ჩვეულ, მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზეც იყენებდა.

სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ლიტვამ მობილიზაცია გამოაცხადა, 3-2-1 დაცვაზე გადავიდა, რამდენიმე ბურთი მეკარე მორკუნასმაც მოიგერია და ანგარიში 10-10 გახდა. ორჯონიკიძემ კიდევ დაგვაწინაურა, მაგრამ ლიტვა წინ პირველად გავიდა ზედ ბოლო წუთზე, როდესაც მათმა 130-კილოგრამიანმა პივოტმა, ციბულსკისმა გაგვიტანა - 11-12 შესვენებაზე.

მეორე ტაიმში ჯერ ცხოვრებაძემ გაათანაბრა, მერე, მისივე პასით, რუსტამოვმა, ჩიქოვანმა ბოლოჯერ დაგვაწინაურა (14-13), ამის შემდეგ კი ზედიზედ დავკარგეთ 3 ბურთი და გავუშვით ამდენივე გოლი, წითელიშვილმა კი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა: 15-16, 43-ე წუთი. 47-ე წუთზე ციბულსკიმ ლიტვა ოთხით დააწინაურა (19-15) და თითქოს გარდატეხის მომენტი დადგა, მაგრამ ჩიქოვანმა შვიდმეტრიანი გამოიმუშავა, მეტოქე ორწუთიანში გაუშვა, პენალტი თავად დაარტყა, შემდეგ კი, როდესაც რიცხვნაკლული ლიტვა იძულებული გახდა, შეტევაში მეკარე მოეხსნა, მან და დიხამინჯიამ ცარიელ კარში გაიტანეს - 18-19.

რჩებოდა 10 წუთი, თევზაძემ (სულ 11 მოგერიება) ზედიზედ აიღო ორი დარტყმა და ანგარიშის გასათანაბრებლადაც წავედით, მაგრამ წითელიშვილმა შორიდან ძელს მოარტყა და საბედისწერო კრიზისი მაინც დაგვიდგა: მეტოქემ ისევ ამოსწია დაცვა, მორკუნასმა ყველა ჩვენი შორეული დარტყმული მოიგერია, თავის მხრივ ლიტვამ ზედიზედ ხუთჯერ გაიტანა და თამაშის ბედი დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე გადაწყვეტილი იყო (18-24), ბოლოს კი ორი გოლი ჩაიწერა ორჯონიკიძემ - 20-24.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა 4, ლატვია 4, საქართველო 0, ისრაელი 0

13 იანვარი. კლაიპედა, შვიტურიო არენა

ისრაელი-ლატვია 28-29

ისრ: შიკლოში, ტუტკენიცი - გერერა 6, პომერანცი 6, შტელმანი 6, ლევი 5, კოფმანი 2, გერა 1, სეგალი 1, ფრიდმანი 1, დავდა, შკალიმი, ჰერშკოვიცი, აპო, კუშმარო, ტეპერი

ლატ: კუკსა, პურინში - იურძსი 9, კრიშტოპანსი 8, დუდე 4, ლიელაისი 4, პოლიტერსი 2, ტუმინსკისი 1, ვერშაკოვსი 1, კრეიცბერგსი, პანჩენკო, ბოროდოვსკისი, გორბუნოვსი, ლეგანოვკისი, ლეია, პილპუკსი

მსაჯებიმარკო ბორიჩიჩი - დეიან მარკოვიჩი (სრბ)

საქართველო-ლიტვა 20-24

საქ: თევზაძე, ხანდოლიშვილი - ჩიქოვანი 6, მსხვილიძე 3, წითელიშვილი 3, ორჯონიკიძე 3, ჭანტურია 2, ცხოვრებაძე 1, რუსტამოვი 1, დიხამინჯია 1, დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი - მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე

ლიტ: რაშიმასი, მორკუნასი - დუმჩუსი 4, პალევიჩუსი 4, ბერნატონისი 3, ციბულსკისი 3, მალაშინსკასი 3, ურბონასი 3, იუსკენასი 1, შტროპუსი 1, პლეტა 1, ტარციონასი 1, გრიგასი, სტანკევიჩუსი, ვირბაუსკასი, გროსასი

მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი - ივან ვუიაჩიჩი (მნტ)

დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)

12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21, ლიტვა-ისრაელი 36-20

14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

თბილისის სპორტის სასახლე
5 თებერვალი
გორი 33-39 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 36-51 პეგასი
6 თებერვალი
იმედი სტუ თელავი 53-33 სპორტუნი
პეგასი 53-39 გორი
7 თებერვალი
სპორტუნი 40-38 გორი
პეგასი 33-30 იმედი სტუ თელავი
7 თებ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 367-421 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
საერთო ტური. 26 თებერვალი - 1 მარტი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
ახალი სპორტის სასახლე
24 იანვარი
ოლიმპია 21-43 აზერსუ
25 იანვარი
ოლიმპია 17-40 აზერსუ
   26 იან. გატ-გაშ
  აზერსუ 12 11 0 1 437-248 22
  აზერიოლი 11 10 0 1 363-228 20
  ყარაბაღი 11 7 0 4 352-267 14
  ოლიმპია თბ. 12 3 1 8 282-407 7
  იდმან აკადემ. 11 2 1 8 271-369 5
  განჯლარ ბირ. 11 0 0 11 238-424 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
9 თებერვალი. ზესტაფონი
აჭარა 38-28 ხელვაჩაური
ფოთი 17-17 ქუთაისი
ბსბ ბათუმი 27-25 სამტრედია
წყალტუბო 15-34 ფოთი
9 თებ.         გატ-გაშ    
სამტრედია 10   8   1   1   306-196   17  
აჭარა 9   7   1   1   269-221   15  
BSB ბათუმი 10   6   1   3   245-225   13  
ფოთი 10   5   1   4   217-200   11  
ქუთაისი 9   2   2   5   185-166   6  
ხელვაჩაური 10   2   2   6   229-260   6  
წყალტუბო 10   0   0   10   119-302   0  
შემდეგი ტური - 2 მარტი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
10 თებერვალი. არენა 2
გორი 8-27 ქარიშხალა
რუსთავი 13-24 ყვარელი
თელავი 14-23 ქარიშხალა
ყვარელი 16-33 პეგასი
თელავი 27-44 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 გორი
10 თებ.         გატ-გაშ    
პეგასი 12   12   0   0   297-98   24  
ყვარელი 11   9   0   2   242-146   18  
ქარიშხალა 12   7   0   5   245-234   14  
რუსთავი 12   7   0   5   276-266   14  
ქარელი 12   6   0   6   232-238   12  
გორი 11   4   0   7   164-214   8  
ლაგოდეხი 11   1   0   10   65-177   2  
თელავი 11   0   0   11   162-310   0  
შემდეგი ტური - 3 მარტი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




Our partners: