facebook

 

Chenel
2017 MEN'S YOUTH WORLD CHAMPIONSHIP U19
logo-shmogo
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
Kutaisi Sport Palace
November 8-13

2016 Men's Europian
Championship U18

Me2

Beach Handball
Europe's Championship U16
BEACH 1

2016 European Open
Women U18
Getenburg

2016 Men's Europian
Championship 20
Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 IHF/EHF
Women's Trophy

Me4

დღეს ღამით ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მიემგზავრება ხელბურთის კაცთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც 12-14 იანვარს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ლატვიის, ლიტვისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. 

ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა, მაკედონიელმა დონე ბოშკოვსკიმ და მისმა ასისტენტმა, ტიტე კალანდაძემ ამ დროისთვის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი და ნაყოფიერი შეკრებაც ჰქონდათ. გუნდში არიან ვეტერანებიც (თევზაძე, ჭანტურია, მსხვილიძე, დათუკაშვილი), შუა თაობის რამდენიმე წარმომადგენელი გუნდის ლიდერ ირაკლი ჩიქოვანის ჩათვლით, ახალგაზრდები (ორჯონიკიძე, დიხამინჯია, რუსტამოვი) რომელთაც უკვე უთამაშიათ ეროვნულ გუნდში და ორი ჭაბუკი - 17 წლის გიორგი ლაპიაშვილი და 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომლის ტრანსფერი ფრანგულ მონპელიეში ამ შემოდგომაზე ევროპული ხელბურთის ერთ-ერთი ხმაურიანი სიახლე იყო.

ნაკრები ორი კვირაა ერთადაა და ჯერ სპორტკომპლექს არენაში, შემდეგ კი ოლიმპიურ სასახლეში ჰქონდა ორჯერადი ვარჯიშები, გამგზავრების წინ კი პრობლემა მხოლოდ ის ჰქონდა, რომ მცირე ტრავმები აწუხებდა სამ მოთამაშეს: თემო ორჯონიკიძეს (საზარდული), ლექსო წითელიშვილს (ტერფი) და ზურაბ აბრამიშვილს (კოჭი). პირველი თამაში 12 იანვარს გვაქვს ლატვიის წინააღმდეგ, მომდევნო დღეს მასპინძლებს ვეთამაშებით, ხოლო 14 იანვარს - ისრაელს.

გამგზავრების წინადღეს, 9 იანვარს, საქართვლოს ხელბურთის ფედერაციამ ნაკრები გუნდების პრეზენტაცია მოაწყო. 2018 წელს საქართველო ქალთა და კაცთა სხვადასხვა კატეგორიის შვიდი ნაკრებით (ეროვნული და ასაკობრივი) ითამაშებს ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებზე და წელიწადს სწორედ კაცების ეროვნული გუნდი გახსნის ლიტვაში.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წლის იანვარში იმართება დანიასა და გერმანიაში. ევროპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 ჯგუფია. აქედან სამში ტურნირი ორ წრედ, მიმოსვლით, შემოდგომიდან მიმდინარეობს, სამი ჯგუფი კი ერთ წრედ ითამაშებს ლიტვაში, იტალიასა და პორტუგალიაში. 14 იანვარს ექვსივე გამარვებული ცნობილი იქნება. ამ ექვს გუნდს პლეიოფში დაემატება 10 ქვეყანა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატიდან, რომელიც პარასკევს წყება ხორვატიაში. ამ ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან სამს, 2017 მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთსა და 2019 წლის ტურნირის მასპინძლებს, გერმანიასა და დანიას საგზური უკვე აქვთ. ამ სამეულს დაემატება ევრო 2018 სამი საუკეთესო გუნდი, დანარჩენი 10 კი გადაერთვება პლეიოფში, დაემატება პირველი ეტაპის 6 გამარჯვებულს და 2018 წლის ივნისში იბრძოლებს კიდევ 8 საგზურისთვის. წილისყრა თებერვალში გაიმართება.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო

კლაიპედა, შვიტურიო არენა (5500 ადგილი)

12 იანვარი. 18:30 ლატვია-საქართველო, 21:00 ლიტვა-ისრაელი

13 იანვარი. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა

14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია

მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი - ივან ვუიაჩიჩი (მნტ)

დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)

საქართველოს ნაკრები

GK - 1 ალექსანდრე ხანდოლიშვილი, ქარიშხალა - 1998, 185

GK - 22 შოთა თევზაძე, ფოჩანი, რუმ - 1981, 200

LW – 7 ხაზეინ რუსტამოვი, ქუთაისი - 1998, 178

LW – 19 ზურაბ აბრამიშვილი, ბათუმი - 1994, 193

LB – 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, პელისტერი, მკდ - 1996, 197

LB – 21 ლექსო წითელიშვილი, MYK ჰანტბოლ, თურ - 1992, 194

LB – 9 სერგო დათუკაშვილი - 1978, 198

CB – 8 ირაკლი ჩიქოვანი, კელერაში, რუმ - 1989, 198

CB – 26 შალვა სტურუა, ბათუმი - 1994, 192

RB – 11 გიორგი ცხოვრებაძე, მონპელიე, საფ - 2001, 194

RB – 24 რატი მსხვილიძე, რაბოტნიკი, მკდ - 1986, 208

RW – 23 რევაზ ჭანტურია, პელისტერი, მკდ - 1982, 178

RW – 71 გიორგი დიხამინჯია, პეგასი - 1997, 189

PV – 3 გიორგი ლაპიაშვილი, პეგასი - 2000, 195

PV – 20 შოთა გრიშიკაშვილი, ქუთაისი - 1984, 200

მთავარი მწვრთნელი დონე ბოშკოვსკი, მაკედონია, 1974

მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, 1972

მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, 1948

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, 1988

დელეგაციის ხელმძღვანელი ვახტანგ მეიფარიანი, 1970

3 ჯგუფი: რუმინეთი, უკრაინა, იტალია, ფარერები - 11-13 იან, ბოლცანოში, იტალია

4 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, კოსოვო - 12-14 იან, ვარზიმში, პორტუგალია

1 ჯგუფი (4 თამაშიდან): რუსეთი 8 ქულა, სლოვაკეთი 6, ფინეთი 1, ლუქსემბურგი 1

ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19, ლუქს-რუს 19-17, ფინ-სლკ 22-27, რუს-ლუქს 28-17, სლკ-ფინ 24-16 - 11იან: სლკ-რუს, ფინ-ლუქ, 13 იან: რუს-ფინ, 14 იან: ლუქ-სლკ

5 ჯგუფი (4): ჰოლანდია 6, ბელგია 5, თურქეთი 5, საბერძნეთი 0

თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25, თურ-ჰოლ 30-27, ბელ-საბ 33-28, ჰოლ-თურ 26-19, საბ-ბელ 24-26- 10 იან: ბელ-თურ, 11 იან: საბ-ჰოლ, 14 იან: ჰოლ-ბელ, თურ-საბ

6 ჯგუფი: შვეიცარია 4 (2), ბოსნია 2 (2), ესტონეთი 2 (4)

ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25, ესტ-შვც 22-26, შვც-ესტ 39-21 – 10 იან: შვც-ბოს, 13 იან: ბოს-შვც

ლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018

პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 16 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს.

ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს - გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
29 სექტემბერი, არენა 2 
ქარიშხალა 30-21 მამული
ყვარელი 11-8 პეგასი
მამული 4-17 ყვარელი
 
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა 29-12 წყალტუბო
სამტრედია 23-6 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 10-16 ფოთი
ბსბ ბათუმი 8-16 აჭარა
ფოთი 22-13 სამტრედია
 
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი 18-19 ქარიშხალა
პეგასი 26-19 მამული
ქარიშხალა 21-21 ყვარელი
საქართველოს თასი
2018
25-27 სექტემბერი. არენა 2
25 სექტემბერი. 1/4 ფინალი
გორი 19-49 BSB ბათუმი
იმედი სტუ თელავი 41-13 ფოთი
 სპორტუნი 43-34 სამტრედია
ქუთაისი 31-38 პეგასი
 
26 სექტემბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 28-21 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 16-39 პეგასი
 
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: