facebook

 

Chenel
2017 MEN'S YOUTH WORLD CHAMPIONSHIP U19
logo-shmogo
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
Kutaisi Sport Palace
November 8-13

2016 Men's Europian
Championship U18

Me2

Beach Handball
Europe's Championship U16
BEACH 1

2016 European Open
Women U18
Getenburg

2016 Men's Europian
Championship 20
Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 IHF/EHF
Women's Trophy

Me4

გერმანიაში დაწყებულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში წინა ჩემპიონატის ფინალისტი ჰოლანდია 22-24 დამარცხდა კორეასთან, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, საფრანგეთმა 23-24 წააგო სლოვენიასთან, ხოლო 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ბრაზილიამ ვერ დაამარცხა იაპონია - 28-28. 

1 დეკემბერს, გახსნის მატჩში, მასპინძელმა გერმანიამ 28-15 მოუგო კამერუნს, მაგრამ ლიდერი დაკარგა - უვე მესამე წუთზე კიმ ნაიძინავიჩუსმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ჩემპიონატს გამოაკლდა.  მოიგეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთმა (ტუნისთან, 36-16) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნორვეგიამ (უნგრეთთან, 30-22).

უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთმა დასაწყისშივე ზედიზედ 6 გოლი გაუშვა სლოვენიისგან (1-6) და მხოლოდ ერთხელ, მე-40 წუთზე გაათანაბრა ანგარიში (17-17), თუმცა მაინც დამარცხდა. სლოვენიაში საუკეთესო იყო მარჯვენა ინსაიდი ანა გროსი (9 გოლი) და მეკარე ამრა პანძიჩი 15 მოგერიებით.

ჰოლანდიამ პირველი ტაიმი 11-14 წააგო კორეასთან, მეორე ტაიმის შუაში ზედიზედ 6 გოლი გაიტანა (19-17), მაგრამ შემდეგ გაუშვა 5 (19-22) და მეტოქეს ვეღარ დაეწია, ჰოლანდიელთა 22 გოლიდან კი ნახევარი გაიტანა მარცხენა შუამარბმა ლუის აბინგჰმა.

ბრაზილია მთელი თამაში აგებდა იაპონიასთან (8-15 27-ე წუთზე), მაგრამ ბოლო ორ წუთში არაუჟომ და როდრიგეს ბელომ გაათანაბრეს (28-28). ესპანეთმა მძიმე მატჩი მოუგო ანგოლას (28-24), შვედეთი 30-33 დამარცხდა პოლონეთთან, ვინც კვალიფიკაცია ვერ გაიარა, მაგრამ ვაილდ ქარდი მიიღო, ხოლო დანია 24-31 გაანადგურა მონტენეგრომ, სადაც მარჯვენა გარემარბმა იოვანკა რადიჩევიჩმა 14 დარტყმიდან 12 გოლი შეაგდო.

კვირას გერმანიაში მეორე ტურის 12 მატჩია, ორშაბათს დასვენებაა, ჯგუფური ტურნირი კი 8 დეკემბერს დასრულდება და 4 ჯგუფის 4-4 საუკეთესო გუნდი მერვედფინალს დააკომპლექტებს. ფინალი 17 დეკემბერსაა ჰამბურგში.

ხელბურთიქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

1-2 დეკემბერი, პირველი ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში

ჯგუფიტრირი. რუმინეთი 2, ესპანეთი 2, სლოვენია 2, საფრანგეთი 0 - ანგოლა 0, პარაგვაი 0

რუმინეთი - პარაგვაი 29-17

ფლორიანუ 5, უდრისციოიუ 4, ნიაგუ, პოპა, პინტეა 3 - ფიორე 7

საფრანგეთი - სლოვენია 23-24

ლანდრი, ნიომბლა 4, კანორი 3 - გროსი 9, პანძიჩი 15/38

ესპანეთი - ანგოლა 28-24

მარტინი 9, კაბრალი 6, პენია 5 - კასანგა 7, გიალო, კარლოსი 5

3 დეკ: სლოვენია-რუმიეთი, ანგოლა-საფრანგეთი, პარაგვაი-ესპანეთი

--

B ჯგუფი, ბიტიგჰაიმი: ნორვეგია 2, ჩეხეთი 2, პოლონეთი 2, შვედეთი 0 - არგენტინა 0, უნგრეთი 0

ჩეხეთი - არგენტინა 28-22

რისანკოვა 7, ჰრბკოვა 6, ლუზუმოვა 4 - მენდოსა 4

შვედეთი-პოლონეთი 30-33

გულდენი, მელეგორი 5, რობერტსი 4 - აშრუკი 9, კუდლაცი 7, გრჟიბი 6

ნორვეგია-უნგრეთი 30-22

მორკი 7, ოფტედალი, ბრატსეტი 4 - ჰაფრა 4

3 დეკ: პოლონეთი-ჩეხეთი, უნგრეთი-შვედეთი, არგენტინა-ნორვეგია

--

C ჯგუფი, ოლდენბურგი: რუსეთი 2, მონტენეგრო 2, ბრაზილია 1, იაპონია 1- დანია 0, ტუნისი 0

რუსეთი - ტუნისი 36-16

ვიახირევა, სამოხინა, მაკეევა, მანაგაროვა 5 - შება 6

ბრაზილია - იაპონია 28-28

ბელო 11, ამორიმ-ტალესკა 8 - ჰარა 7, სუნამი 6

დანია - მონტენეგრო 24-31

გრიგელი, ტრანბორგი 5 - რადიჩევიჩი 12

3 დეკ: ტუნისი - ბრაზილია, მონტენეგრო-რუსეთი, იაპონია-დანია

--

D ჯგუფი, ლაიპციგი: სერბეთი 2, გერმანია 2, კორეა 2, ჰოლანდია 0 - კამერუნი 0, ჩინეთი 0

გერმანია - კამერუნი 28-15

ლორპერი 5, ფიშერი, გუბერნატისი 4 - ჯიემპუ 3

სერბეთი -  ჩინეთი 43-23

კრპეჟი, დამნიანოვიჩი 8 - სიაომეი 9

ჰოლანდია - კორეა 22-24

აბინგჰი 11 - კანი 6, რიუ 5, ჩიო, ლი 4

3 დეკ: კამერუნი - სერბეთი, ჩინეთი - ჰოლანდია, კორეა - გერმანია

--

მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017---germany/

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
29 სექტემბერი, არენა 2 
ქარიშხალა 30-21 მამული
ყვარელი 11-8 პეგასი
მამული 4-17 ყვარელი
 
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა 29-12 წყალტუბო
სამტრედია 23-6 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 10-16 ფოთი
ბსბ ბათუმი 8-16 აჭარა
ფოთი 22-13 სამტრედია
 
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი 18-19 ქარიშხალა
პეგასი 26-19 მამული
ქარიშხალა 21-21 ყვარელი
საქართველოს თასი
2018
25-27 სექტემბერი. არენა 2
25 სექტემბერი. 1/4 ფინალი
გორი 19-49 BSB ბათუმი
იმედი სტუ თელავი 41-13 ფოთი
 სპორტუნი 43-34 სამტრედია
ქუთაისი 31-38 პეგასი
 
26 სექტემბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 28-21 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 16-39 პეგასი
 
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





Our partners: