სიახლეების კალენდარი

მაისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

მთავარი

ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. განსხვავებით პირველისგან, საიდანაც, დიდი ალბათობით, ნახევარფინალში დანია და ესპანეთი გავლენ, აქ რეალური პრეტენდენტი ოთხია.

ჯგუფის ლიდერობისთვის მატჩში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა 27:25 დაამარცხა ხორვატია. ხორვატები 23 წუთზე მარკო კოპლიარის ზედიზედ სამი გოლის შემდეგ 15:12 იგებდნენ, მაგრამ მიქაელ გიგუს კარგი თამაშის შემდეგ  საფრანგეთმა შესვენების წინ ვითარება შეაბრუნა - 18:17. მეორე ნახევარში სულ 17 გოლი გავიდა. ფრანგები სულ წინ იყვნენ, სირენამდე ხუთი წუთით ადრე - 4 ბურთით, 26:22. ხორვატიას ბოლოსღა წაუვიდა თამაში და ზლატკო ჰორვატმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ეს მოხდა მაშინ, როდესაც დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი. ბოლო შეტევაში წერტილი ნიკოლა კარაბატიჩმა დასვა - 27:25. მან, გიგუმ და კოპლიარმა 7-7 გოლი გაიტანეს.

ძალიან მძიმე მატჩები მოიგეს პოლონეთმა და შვედეთმა და რეალურად ჩაერთვნენ ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში.

მეორე ტაიმის შუაში ბელარუსებმა ზედიზედ 5 გოლი გაიტანეს პოლონელების კარში და 24:20 დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე ანგარიში 29:25 იყო, დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე ბელარუსი 30:27 იგებდა, რაც ხელბურთში საბოლოო მოგებას ნიშნავს, თუ სასწაული არ მოხდა.

სასწაულის ქრონოლოგია კი ასეთია: 57:44 - იურკევიჩი, 28-30. 58:11 - იურეცკის შვიდმეტრიანი, 29-30. 59:16 - კუჩინსკის გოლი - 30-30. ამას მოჰყვა ბელარუსი კამიშიკის ტყორცნა დასრულებამდე 13 წამით ადრე, ბურთი დაიბლოკა და პოლონეთმა ბოლო შეტევა წამოიწყო. სწრაფ კონტრშეტევაში ისინი მეკარესთან პირისპირ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ კამიშიკმა წესი დაარღვია და პოლონეთს ბოლო შანსი შერჩა - მხოლოდ ცხრამეტრიანი და 8 წამი. და მაინც, დასრულებამდე 2 წამით ადრე მარიუშ იურკევიჩმა თავისი მერვე გოლი გაიტანა - 31:30. ბელარუსთა შორის საუკეთესო იყო ბარსელონას ვარსკვლავი სიარჰეი რუტენკა - 9 გოლი, 6 პასი.

კინაღამ კიდევ უფრო დიდი სხვაობა გაფლანგა შვედეთმა. მათ ტაიმი 20:13 მოიგეს, მაგრამ 42-54 წუთებზე რუსეთმა ზედიზედ 6 გოლი გაიტანა და წინ გავიდა - 26:25. 56 წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, მერე კი ლუკას კარლსონმა დააწინაურა შვედები. კვანძი გაიხსნა 59:15 წუთზე, როცა შვიდმეტრიანი გაიტანა ფრედრიკ პეტერსენმა - 29:27, შვედეთის სასარგებლოდ. რუსეთის ნაკრებში საუკეთესო იყო კონსტანტინ იგროპულო 11 გოლით, ხოლო შვედებიდან 7 გაიტანა იოჰან იაკობსენმა.


ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი.

2 ჯგუფი. 19 იანვარი

პოლონეთი - ბელარუსი 31:30

რუსეთი - შვედეთი 27:29

საფრანგეთი - ხორვატია 27:25

საფრანგეთი 6, ხორვატია 4 / შვედეთი 4, პოლონეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0

21 იანვარი

18:45 რუსეთი - ხორვატია

21:00 საფრანგეთი - ბელარუსი

23:15 პოლონეთი - შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი - ბელარუსი

21:00 საფრანგეთი - შვედეთი

23:15 პოლონეთი - ხორვატია

1 ჯგუფი

დანია 6 ქულა, ესპანეთი 4 / ისლანდია 3, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

20 იანვარი

19:00 მაკედონია - ისლანდია

21:15 ავსტრია - ესპანეთი

23:30 დანია - უნგრეთი

22 იანვარი

19:00 მაკედონია - ესპანეთი

21:15 ავსტრია - უნგრეთი

23:30 დანია - ისლანდია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

18 იანვარს 60 წელი შეუსრულდა ყველაზე ტიტულიან ქართველ ხელბურთელს, ალექსანდრე ანპილოგოვს.

ვეტერანი ხელბურთელი უკვე ოციოდ წელია, ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, სადაც დაასრულა კიდეც თავისი საკლუბო კარიერა, ხოლო იქამდე თბილისის ქარიშხალასა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი იყო.

ანპილოგოვი თბილისში დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს, 1970-85 წლებში კი თამაშობდა თბილისის ქარიშხალას სახელგანთქმულ გუნდში. კლუბში ის იყო სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1977, 80, 81), სსრკ სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975).

საბჭოთ კავშირის ნაკრებში ანპილოგოვი პირველად მონრეალის ოლიმპიადაზე მოხვდა, 1976 წელს და ფინალურ მატჩში, რუმინეთთან, 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 1978 წელს ის გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ხოლო 1980 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა მოსკოვის ოლიმპიადაზეც.

ამ დროისთვის ანპილოგოვი უკვე ნაკრების ლიდერიც იყო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იუგოსლავიის ნაკრებთან, მისმა ხუთმა გოლმა მნიშნელოვნად განაპირობა გამარჯვებულის ვინაობა. თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა დამატებით დროში, 30:27 მოიგო.

სწორედ ანპილოგოვის ხუთივე გოლია ასახული ვიდეოზე, რომელიც ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე და იუთუბის არხზე:

http://www.youtube.com/watch?v=-B9JoR4BEh0&feature=youtu.be

სრული მატჩი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.youtube.com/watch?v=ATJXVU5hPAg

ანპილოგოვი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი და ნოვატორი ხელბურთელი იყო. მისი სიმაღლის სპორტსმენი (203 სმ) იქამდე იშვიათობა იყო ხელბურთში. მას შეეძლო გოლის გატანა პრაქტიკულად ნებისმიერი პოზიციიდან, ცხრამეტრიანი ზონის გარედან და პირდაპირ ცხრამეტრიანიდან, მაშინ როდესაც მის წინ მეტოქის მთელი გუნდი იყო აღმართული ცოცხალ კედლად. ამ ხერხით მას ხშირად გადაურჩენია მშობლიური კლუბი, თბილისის ქარიშხალა შეხვედრის ბოლო წამებზე. შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ანპილოგოვი იყო ერთ-ერთი მოთამაშე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ხელბურთის თანამედროვე სტილსა და თავისი წვლილი შეიტანა თამაშის განვითარებაში.

ევროპის ჩემპიონატზე უაღრესად პრინციპული მატჩი გაიმართა. ევროპის ჩემპიონმა და ტურნირის მასპინძელმა დანიამ რევანში აუღო ესპანეთს 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი საზარელი მარცხისთვის - 19:35. 19 იანვარს ასეთივე პრინციპული მატჩია მეორე ჯგუფის ლიდერებს, საფრანგეთსა და ხორვატიას შორის.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო და 2 ბურთზე მეტით წინ არავინ გასულა. თომას მოგენსენმა ტაიმის ბოლო წამზე დანია ორი ბურთით გაიყვანა წინ - 16:14. ესპანეთისთვის კრიტიკული აღმოჩნდა 38 წუთი, როდესაც ანგარიში 20:18 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. აქ, ფრიად საეჭვო ვითარებაში, შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დასაჯეს ხორხე მაკედა. ეს მონაკვეთი დანიამ 2-0 მოიგო და ამის შემდეგ მეტოქე სამბურთიან სხვაობაზე ახლოს აღარ მიუშვია, მაქსიმუმი, 6 ბურთი კი დაფიქსირდა 55 წუთზე, როცა ანგარიში 28:22 გახდა.

ესპანელთაგან ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა შუამარბმა ანტონიო გარსიამ, ხოლო დანიაში საუკეთესოები იყვნენ უკანახაზელები მიქელ ჰანსენი (ფოტოზე. 6 გოლი, 5 პასი) და კასპერ სონდერგარდი (5 გოლი, 7 პასი).

დანიამ პრაქტიკულად გაინაღდა ნახევარფინალში გასვლა, თუმცა, საქმე ურიგოდ არც ესპანეთს აქვთ. მსოფლიო ჩემპიონებმა დარჩენილ ორ თამაშში თავიანთზე აშკარად სუსტ გუნდებს, ავსტრიასა და მაკედონიას უნდა მოუგონ და თავი ქუდში ექნებათ. დანიას უფრო სერიოზული მეტოქეები დარჩა - უნგრეთი და ისლანდია.

დანარჩენ ორ მატჩში დიდი ბრძოლა არ ყოფილა. უნგრეთი უკვე ტაიმის შემდეგ უკვე 16:9 უგებდა მაკედონიას (საბოლოოდ 31:25), ხოლო ისლანდიამ თავიდანვე გატეხა ავსტრია - 17:9 შესვენებაზე და 33:27 საბოლოოდ.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგუფი.

18 იანვარი

მაკედონია - უნგრეთი 25:31

ავსტრია - ისლანდია 27:33

დანია - ესპანეთი 31:28

დანია 6 ქულა, ესპანეთი 4 / ისლანდია 3, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

20 იანვარი

19:00 მაკედონია - ისლანდია

21:15 ავსტრია - ესპანეთი

23:30 დანია - უნგრეთი

22 იანვარი

19:00 მაკედონია - ესპანეთი

21:15 ავსტრია - უნგრეთი

23:30 დანია - ისლანდია

2 ჯგუფი. 19, 21, 22 იანვარი

ხორვატია 4, საფრანგეთი 4 / შვედეთი 2, პოლონეთი 2, რუსეთი 0, ბელარუსი 0

19 იანვარი

18:45 პოლონეთი - ბელარუსი

21:00 რუსეთი - შვედეთი

23:15 საფრანგეთი - ხორვატია

21 იანვარი

18:45 რუსეთი - ხორვატია

21:00 საფრანგეთი - ბელარუსი

23:15 პოლონეთი - შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი - ბელარუსი

21:00 საფრანგეთი - შვედეთი

23:15 პოლონეთი - ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდა პირველი ორი გუნდი, ვინც ასპარეზობა დაასრულა - ჩეხეთი და ნორვეგია. პირველი ეტაპი დამთავრდა A და B ჯგუფებში.

A ჯგუფში, მაკედონია-ავსტრიის თამაშში ბოლო წუთზე ანგარიში 21:21 იყო და ორივე გუნდი გადიოდა მეორე ეტაპზე, მაგრამ ბოლო შეტევაში კირილ ლაზაროვმა (სულ 8 გოლი) მაკედონიელებს გაამარჯვებინა. ავსტრია მაინც გავიდა ჯგუფიდან, მაგრამ უქულოდ, მაკედონიამ კი ავსტრიელებთან მოგებული 2 ქულა გაიყოლა თან. მეორე ეტაპზე A ჯგუფიდან გასული სამეული B ჯგუფელებს შეხვდება, ხოლო C ჯგუფის სამი გუნდი - D ჯგუფისას. ნახევარფინალის საგზურებს მხოლოდ 1-2 ადგილებზე გასულები მიიღებენ.

ამავე ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონმა და ტურნირის მასპინძელმა დანიამ, ხოლო ჩეხეთი შინ გაუშვა - 33:29. ჩემპიონატის საუკეთესო გამთამაშებელმა მიქელ ჰანსენმა 4 გოლს 7 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

B ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ესპანეთსა და ისლანდიის ნაკრებებმა ითამაშეს. ტაიმის ბოლოს ისლანდია 15:12 იგებდა, მაგრამ ესპანეთმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ ხოან კანელასმა პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა - 16:15 ესპანეთის სასარგებლოდ. 40 წუთზე ისლანდია ისევ გავიდა წინ 3 ბურთით, მაგრამ ესპანეთმა ისევ დაიძვრინა თავი, ზედიზედ 6 გოლი შეაგდო - 25:22 და თამაშის ბედი აქ გადაწყდა. საბოლოოდ - 33:28. ისლანდიაში საუკეთესოები იყვნენ უკანახაზელი პალმარსონი (8 გოლი) და გარემარბი სიგურდსონი (7), ხოლო ესპანეთში - გამთამაშებელი კანელასი (8), შუამარბი მაკედა (7) და გარემარბი ტომასი (5).

მეორე ეტაპის მესამე საგზური უნგრეთმა და ნორვეგიამ გაითამაშეს. უნგრეთს ფრეც აწყობდა და ტაიმი 16:13 მოიგო. მეთექვსმეტე გოლი მატე ლეკაიმ გაიტანა ბოლო წამებზე - მან გადაცემა ჩაუჭრა მეტოქეს და საკუთარი ნახევრიდან გადაუტარა ბურთი წინ გამოსულ მეკარეს. ნორვეგია მედგრად იბრძოდა, მაგრამ უნგრეთი ინარჩუნებდა უპირატესობას და დასრულებამდე 2 წუთით ადრე 26:24 იგებდა, მაგრამ ზუბაის გაძევების შემდეგ ნორვეგიამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 26:26.დარჩენილი იყო 21 წამი, ნორვეგიელებმა ორჯერ ჩაუჭრეს ბურთი მეტოქეს, მაგრამ მსაჯმა ორჯერვე წესების დარღვევა აღნუსხა. უნგრეთისთვის ფრე მოგების ტოლფასი იყო, ნორვეგია კი ჩემპიონატს გამოეთხოვა.

პარასკევს პირველ ეტაპის დაასრულებენ C და Dჯგუფები.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი

16 იანვარი. A ჯგუფი

მაკედონია - ავსტრია 22:21

დანია - ჩეხეთი 33:29

დანია 6, მაკედონია 3, ავსტრია 2 / ჩეხეთი 1

B ჯგუფი

ესპანეთი - ისლანდია 33:28

უნგრეთი - ნორვეგია 26:26

ესპანეთი 6, ისლანდია 3, უნგრეთი 2 / ნორვეგია 1

მეორე ჯგუფური ეტაპი, 1 ჯგუფი

ესპანეთი 4 ქულა, დანია 4, მაკედონია 2, ისლანდია 1, უნგრეთი 1, ავსტრია 0

17 იანვარი. C ჯგუფი

21:00 პოლონეთი (0) - რუსეთი (2)

23:15 სერბეთი (2) - საფრანგეთი (4)

D ჯგუფი

21:00 ხორვატია (4) - შვედეთი (4)

23:15 ბელარუსი (0) - მონტენეგრო (0)

ევროპის ჩემპიონატზე 18-22 იანვარს მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებია. 12 გუნდს 2-2 მატჩის შედეგი პირველი ეტაპიდან გადაჰყვა, მეორეზე კი ყველა კიდევ სამ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდება.

პარასკევს C და D ჯგუფებში დასრულდა ასპარეზობა.

პოლონეთს აუცილებლად სჭირდებოდა მოგება რუსეთთან, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ 10:14 აგებდა. მეორე ნახევარში თითქმის ყველაფერი აიღო პოლონელთა მეკარე სლავომირ შმალმა - მთელ მატჩში მან მოიგერია 21 დარტყმა, ხოლო მისმა გუნდმა მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი 11:2 მოიგო და 21:16 დაწინაურდა. თუმცა, აქ პრობლემამ იჩინა თავი - 4 და მეტი ბურთით გამარჯვება პოლონეთს აღარ აწყობდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მეორე ეტაპზე გადიოდა სერბეთიც, რომელთანაც პოლონელებს თამაში წაგებული ჰქონდათ. რუსეთს მოგების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ 3 და ნაკლები ბურთით წაგებაზე ბურთების სხვაობით ასწრებდა სერბეთს. საბოლოოდ, სხვაობა ისეთი გამოვიდა (24:22), რომ რუსეთიც გავიდა მეორე წრეში და პოლონეთიც.

თუმცა, სერბეთს ჰქონდა შანსი, რომ ამდენი არითმეტიკა ყველასთვის წყალში გადაეყარა - მათ უნდა მოეგოთ ფრანგებისთვის და ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე გავიდოდნენ ჯგუფში, მეორე ეტაპზე გადაიყოლებდნენ 4 ქულას, ხოლო რუსებს შინ გაუშვებდნენ. მაგრამ წინა ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა ეს ვერ მოახერხა და შანსიც არ ჰქონია - 43 წუთზე ისინი 8 ბურთით აგებდნენ - 17:25, ბოლოს კი მხოლოდ სხვაობა შეამცირეს - 28:31. ათიდან 10 გოლი გაიტანა ფრანგების ცაცია გარემარბმა გიიომ ჟოლიმ, ხოლო სერბები შინ გაემგზავრნენ.

გაცილებით უფრო მარტივდ იყო საქმე D ჯგუფში. ხორვატია და შვედეთი ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას არკვევდნენ. ბოლოსკენ იძალა ხორვატიამ - 25:24 და მეორე ეტაპს 4 ქულით დაიწყებს. ბელარუსმა მეორე ტაიმში დაჯაბნა მაკედონია, 29:23 მოუგო და მესამე ადგილზე გავიდა.

პირველი ეტაპის შემდეგ მთავარი სტატისტიკური მონაცემები ასეთია. ბომბარდირთა შორის ლიდერობს კირილ ლაზაროვი, მაკედონია - 27 გოლი (14 შვიდმეტრიანი); 23 - ფილიპ იხა, ჩეხეთი; 21 - სიარჰეი რუტენკა, ბელარუსი და გუდიონ სიგურდსონი, ისლანდია.

შვიდმეტრიანების ჩაუთვლელად, ლიდერია ისლანდიელი არონ პალმარსონი - 18 გოლი; 17 - მიკელ ჰანსენი, დანია, ფილიპ იხა და ნიკოლა კარაბატიჩი, საფრანგეთი.

გოლი+პასი: ჰანსენი 40 ქულა, ლაზაროვი - 37, კარაბატიჩი 35, იხა 32.

დაცვაში ყველაზე მეტი ბლოკშოტი შეასრულეს ეხპანელმა ვირან მოროსმა და ხორვატმა იაკოვ გოიუნმა - 8.

მეკარეებიდან ყველაზე მეტი, 44-44 დარტყმა მოიგერიეს პოლონელმა სლავომირ შმალმა და ავსტრიელმა ნიკოლა მარინოვიჩმა. პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ნორვეგიელ მაგნუს დალს 47%, შვედ მათიას ანდერსონს და ესპანელ ხოსე მანუელ სიერას - 43%.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი

17 იანვარი. C ჯგუფი

პოლონეთი - რუსეთი 24:22

სერბეთი - საფრანგეთი 28:31

საფრანგეთი 6 ქულა, პოლონეთი 2(+1), რუსეთი 2 (0) / სერბეთი 2(-1)

D ჯგუფი

ხორვატია - შვედეთი 25:24

ბელარუსი - მონტენეგრო 29:23

ხორვატია 6, შვედეთი 4, ბელარუსი 2 / მონტენეგრო 0

მეორე ჯგუფური ეტაპი, 1 ჯგუფი. 18, 20, 22 იანვარი

ესპანეთი 4 ქულა, დანია 4, მაკედონია 2, ისლანდია 1, უნგრეთი 1, ავსტრია 0

18 იანვარი

19:00 მაკედონია - უნგრეთი

21:15 ავსტრია - ისლანდია

23:30 დანია - ესპანეთი

2 ჯგუფი. 19, 21, 22 იანვარი

ხორვატია 4, საფრანგეთი 4, შვედეთი 2, პოლონეთი 2, რუსეთი 0, ბელარუსი 0

19 იანვარი

18:45 რუსეთი - შვედეთი

21:00 რუსეთი - შვედეთი

23:15 საფრანგეთი - ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ტური დასრულდა. ესპანეთის, ისლანდიისა დანიის შემდეგ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გაინაღდეს საფრანგეთმა, ხორვატიამ და შვედეთმა.

C ჯგუფში რუსეთი 9 წუთზე 4:7 აგებდა სერბეთთან, ტაიმი 14:14 დაასრულა, ხოლო ზედ შესვენების შემდეგ ოთხგოლიანი სპურტი მოაწყო (18:18, 37 წთ) და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. საბოლოოდ რუსებმა 27:25 მოიგეს.

დღის მშვენება იყო საფრანგეთ-პოლონეთის თამაში. ყველაფერი გადაწყდა ბოლო 20 წუთში. პოლონეთი ერთი ბურთით იგებდა, როცა რიცხობრივი მეტობისას 2 გოლი გაუშვა - 21:22, ამის შემდეგ კი მეკარე სირილ დიუმულენმა (სულ 17 სეივი) მოიგერია პენალტი და კიდევ რამდენიმე პირისპირ გასვლა, ხოლო ვილიამ აკამბრეიმ შეაგდო ზედიზედ 3 გოლი. საფრანგეთი 25:22 დაწინაურდა 48 წუთზე და ამის შემდეგ 5 წუთი გოლი არ გასულა. პოლონეთი არ ურიგდებოდა მეორე მარცხს და დასრულებამდე 1 წუთით ადრე მარიუშ იურკევიჩმა გაათანაბრა - 27:27. ბოლო შეტევაში ტრავმა მიიღო ფრანგების ლიდერმა ნიკოლა კარაბატიჩმა (8 გოლი, ფოტოზე), მაგრამ დასრულებამდე 19 წამით ადრე დანიელ ნარსისმა მეკარესთან პირისპირ დატოვა პივოტი იგორ ანიჩი და მანაც გაიტანა - 28:27.

პოლონეთმა მეორე თამაში წააგო მინიმალური სხვაობით, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს. მათ ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხონ რუსეთი და მიზანს მიაღწევენ. თუ სერბებმა წააგეს ფრანგებთან, ამ შემთხვევაში სერბეთს, რუსეთსა და პოლონელებს შორის ბურთების სხვაობა დაითვლება. პოლონეთი ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხევაში მოხვდება გამსვლელ სამეულში, 1,2 ან 3 გოლით მოგების შემთხვევაში მეორე ეტაპზე გაიყოლებს რუსებს და მათთან დაგროვილ 2 ქულას, ხოლო მეტით მოგება აღარ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პოლონელებთან ერთად მეორე ეტაპზე გავლენ სერბები და პოლონეთთან აღებული 2 ქულაც თან გაჰყვებათ.

D ჯგუფში ხორვატიამ მეორე თამაში მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა. ჩერნოგორია უკანასკნელად 11 წუთზე გავიდა წინ, მერე 4 ბურთი ზედიზედ მიიღო (5:8) და ვაშკო შევალიევიჩის 9 გოლმაც ვეღარ უშველა - თამაშის ბოლომდე მუდმივად ხორვატები ლიდერობდნენ.

ასევე მეორედ მოიგო შვედეთმა - ბელარუსთან, 30:22. გარემარბმა ფრედრიკ პეტერსენმა გაიტანა 8 გოლი, გამთამაშებელმა პატრიკ ფალგრენმა შეასრულა 8 პასი, ხოლო ბელარუსთა ბარსელონელ ვარსკვლავ სიარჰეი რუტენკას შერჩა 13 გოლი და შვიდიდან შვიდი გატანილი შვიდმეტრიანი.

ბოლო ტურში 2-2 წაგების მქონე მონტენეგრო და ბელარუსი მესამე საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო ხორვატია და შვედეთი - ჯგუფის გამარჯვებულს და იმ გუნდს, ვინც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულას გადაიყოლებს.

ორი დღის შემდეგ ბომბარდირთა სიას ლიდერობს მაკედონიელი კირილ ლაზაროვი (19 გოლი), ხოლო გოლი+პასის სისტემით - დანიელი მიკელ ჰანსენი: 29 ქულა (13 გოლი და 16 პასი). ხუთშაბათს პირველ ეტაპს დაასრულებს A და B ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

პირველი ჯგუფური ეტაპი

15 იანვარი. C ჯგუფი

რუსეთი (2) - სერბეთი (2) 27:25

პოლონეთი (0) - საფრანგეთი (4) 27:28

D ჯგუფი

მონტენეგრო (0) - ხორვატია (4) 22:27

ბელარუსი (0) - შვედეთი (4) 22:30

16 იანვარი. A ჯგუფი

21:15 მაკედონია (1) - ავსტრია (2)

23:30 დანია (4) - ჩეხეთი (1)

B ჯგუფი

21:00 ესპანეთი (4) - ისლანდია (3)

23:15 უნგრეთი (1) - ნორვეგია (0)

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 BSB ბათუმი - იმედი სტუ #4
#2 პეგასი - ქუთაისი #3
23 მაისი. ფინალი
 საბოლოო
  გატ-გაშ  
  1  BSB ბათუმი 21   19 0 2 910-607 38  
  2  პეგასი
21   18 0 3 829-611 36  
  3  ქუთაისი 21   16 0 5 881-615 32  
  4  იმედი სტუ 21   13 0 8 727-623 26  
  5  გორი 21   8 0 13 744-920 16  
  6  სპორტუნი 21   5 1 15 698-894 11  
  7  წყალტუბო 21   2 1 18 526-794 5  
  8  სამტრედია 21   1 2 18 559-790 4  

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 ყვარელი - ფოთი #4
#2 ქარიშხალა - სამტრედია #3
23 მაისი. ფინალი
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 7     7   0   0 260-208 14  
ქარიშხალა 7     6   0   1 283-218 12  
სამტრედია ^ 7     4   0   3 177-161 8  
ფოთი 7     4   0   3 163-147 8  
აჭარა 7     3   0   4 170-177 6  
პეგასი 7     2   0   5 206-224 4  
მამული 7     1   0   6 198-254 2  
წყალტუბო 7     1   0   6 134-202 2  

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი
ფინალური ოთხეული
11 მაისი. ნახევარფინალი
პეგასი 46-31 აჭარა
BSB ბათუმი 33-41 სამტრედია
12 მაისი
მესამე ადგილი
აჭარა 36-32 BSB ბათუმი
ფინალი
პეგასი 40-25 სამტრედია
მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საერთო ტური. გლდანი
17 მაისი
წყალტუბო 10-7 ქარიშხალა
BSB ბათუმი 15-3 გორი
სენაკი 5-7 რუსთავი
სამტრედია 11-12 პეგასი
BSB ბათუმი 11-13 ქარიშხალა
სენაკი 13-4 გორი
წყალტუბო 9-15 პეგასი
სამტრედია 10-7 რუსთავი
18 მაისი
11:00 სენაკი - პეგასი
11:45 წყალტუბო - რუსთავი
12:30 სამტრედია - ქარიშხალა
13:15 BSB ბათუმი - პეგასი
14:00 სენაკი - ქარიშხალა
14:45 წყალტუბო - გორი
15:30 BSB ბათუმი - რუსთავი
16:15 სამტრედია - გორი
17 მაისი         გატ-გაშ    
აჭარა 7   7   0   0   140-47   14  
ფოთი 7   6   0   1   78-55   12  
ქუთაისი 7   5   0   2   77-55   10  
პეგასი 5   5   0   0   54-32   10  
ზუგდიდი 7   4   0   3   78-68   8  
ბათუმი 9   3   1   5   86-102   7  
სამტრედია 9   3   1   5   85-114   7  
ქარიშხალა 5   3   0   2   52-53   6  
რუსთავი 5   2   0   3   44-44   4  
წყალტუბო 9   2   0   7   83-104   4  
სენაკი 9   1   0   8   49-115   2  
გორი 5   0   0   5   24-61   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: