სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

მთავარი

დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ტური დასრულდა. ესპანეთის, ისლანდიისა დანიის შემდეგ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გაინაღდეს საფრანგეთმა, ხორვატიამ და შვედეთმა.

C ჯგუფში რუსეთი 9 წუთზე 4:7 აგებდა სერბეთთან, ტაიმი 14:14 დაასრულა, ხოლო ზედ შესვენების შემდეგ ოთხგოლიანი სპურტი მოაწყო (18:18, 37 წთ) და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. საბოლოოდ რუსებმა 27:25 მოიგეს.

დღის მშვენება იყო საფრანგეთ-პოლონეთის თამაში. ყველაფერი გადაწყდა ბოლო 20 წუთში. პოლონეთი ერთი ბურთით იგებდა, როცა რიცხობრივი მეტობისას 2 გოლი გაუშვა - 21:22, ამის შემდეგ კი მეკარე სირილ დიუმულენმა (სულ 17 სეივი) მოიგერია პენალტი და კიდევ რამდენიმე პირისპირ გასვლა, ხოლო ვილიამ აკამბრეიმ შეაგდო ზედიზედ 3 გოლი. საფრანგეთი 25:22 დაწინაურდა 48 წუთზე და ამის შემდეგ 5 წუთი გოლი არ გასულა. პოლონეთი არ ურიგდებოდა მეორე მარცხს და დასრულებამდე 1 წუთით ადრე მარიუშ იურკევიჩმა გაათანაბრა - 27:27. ბოლო შეტევაში ტრავმა მიიღო ფრანგების ლიდერმა ნიკოლა კარაბატიჩმა (8 გოლი, ფოტოზე), მაგრამ დასრულებამდე 19 წამით ადრე დანიელ ნარსისმა მეკარესთან პირისპირ დატოვა პივოტი იგორ ანიჩი და მანაც გაიტანა - 28:27.

პოლონეთმა მეორე თამაში წააგო მინიმალური სხვაობით, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს. მათ ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხონ რუსეთი და მიზანს მიაღწევენ. თუ სერბებმა წააგეს ფრანგებთან, ამ შემთხვევაში სერბეთს, რუსეთსა და პოლონელებს შორის ბურთების სხვაობა დაითვლება. პოლონეთი ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხევაში მოხვდება გამსვლელ სამეულში, 1,2 ან 3 გოლით მოგების შემთხვევაში მეორე ეტაპზე გაიყოლებს რუსებს და მათთან დაგროვილ 2 ქულას, ხოლო მეტით მოგება აღარ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პოლონელებთან ერთად მეორე ეტაპზე გავლენ სერბები და პოლონეთთან აღებული 2 ქულაც თან გაჰყვებათ.

D ჯგუფში ხორვატიამ მეორე თამაში მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა. ჩერნოგორია უკანასკნელად 11 წუთზე გავიდა წინ, მერე 4 ბურთი ზედიზედ მიიღო (5:8) და ვაშკო შევალიევიჩის 9 გოლმაც ვეღარ უშველა - თამაშის ბოლომდე მუდმივად ხორვატები ლიდერობდნენ.

ასევე მეორედ მოიგო შვედეთმა - ბელარუსთან, 30:22. გარემარბმა ფრედრიკ პეტერსენმა გაიტანა 8 გოლი, გამთამაშებელმა პატრიკ ფალგრენმა შეასრულა 8 პასი, ხოლო ბელარუსთა ბარსელონელ ვარსკვლავ სიარჰეი რუტენკას შერჩა 13 გოლი და შვიდიდან შვიდი გატანილი შვიდმეტრიანი.

ბოლო ტურში 2-2 წაგების მქონე მონტენეგრო და ბელარუსი მესამე საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო ხორვატია და შვედეთი - ჯგუფის გამარჯვებულს და იმ გუნდს, ვინც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულას გადაიყოლებს.

ორი დღის შემდეგ ბომბარდირთა სიას ლიდერობს მაკედონიელი კირილ ლაზაროვი (19 გოლი), ხოლო გოლი+პასის სისტემით - დანიელი მიკელ ჰანსენი: 29 ქულა (13 გოლი და 16 პასი). ხუთშაბათს პირველ ეტაპს დაასრულებს A და B ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

პირველი ჯგუფური ეტაპი

15 იანვარი. C ჯგუფი

რუსეთი (2) - სერბეთი (2) 27:25

პოლონეთი (0) - საფრანგეთი (4) 27:28

D ჯგუფი

მონტენეგრო (0) - ხორვატია (4) 22:27

ბელარუსი (0) - შვედეთი (4) 22:30

16 იანვარი. A ჯგუფი

21:15 მაკედონია (1) - ავსტრია (2)

23:30 დანია (4) - ჩეხეთი (1)

B ჯგუფი

21:00 ესპანეთი (4) - ისლანდია (3)

23:15 უნგრეთი (1) - ნორვეგია (0)

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, სერბი ჯორჯე რაშიჩი ხელბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს. ახალ ხელშეკრულებას წლინახევრით მოეწერება ხელი. რაშიჩი, ეროვნულის გარდა, ყველა ნაკრები გუნდის მზადებაში ჩაერთვება და კოორდინაციას გაუწევს.

ჯორჯე რაშიჩი: - როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, ფედერაციის პრეზიდენტმა მიზნად დამისახა სამი საშინაო თამაშის მოგება. ეს შევასრულეთ, მეორე ადგილი დავიკავეთ და კმაყოფილი ვარ. მეტისთვის დრო არ გვქონდა. ჩვენ ფაქტიურად ნულიდან დავიწყეთ, ახლა კი დრო საკმარისად გვექნება, რათა გუნდი უფრო მაღალ დონეზე გავიდეს.

ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ, ფინეთთან ბოლო თამაშია, მაგრამ აქ თავისი როლი ითამაშა იმან, რომ ნახევარი გუნდი ვირუსით იყო ავად. სტუმრად სამივე თამაში წავაგეთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ამ პრობლემასაც მოევლება. მთავარია, გუნდი უფრო ხშირად იყოს ერთად.

ნაკრებში რამდენიმე პრობლემატური პოზიცია გვაქვს - ესაა ხაზის მოთამაშე, გამთამაშებელი და მარცხენა გარემარბი. მე 1 მარტიდან თბილისში ვიცხოვრებ, დავესწრები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, მონაწილეობას მივიღებ ასაკობრივი ნაკრებების მზადებაში და, ვფიქრობ, ამ პოზიციებს გავაძლიერებთ. ჩემი კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე გაფორმდება - ზუსტად თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე

30 ოქტომბერი 2013. ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი, 2014 ფინეთი - ლიტვა 20:20, თურქეთი - საქართველო 29:23

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო - თურქეთი 33:26

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა 26:23, თურქეთი - ფინეთი 25:19

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო 36:24. 12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი 32:26

ლიტვა 9 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4

 

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - რატი მსხვილიძე 42 გოლი, ვლადიმერ რუსია 24, რევაზ ჭანტურია 23, სერგო დათუკაშვილი 19, ირაკლი ჩიქოვანი 17, გიორგი გვაზავა 8, უჩა გამზარდია 8, აკაკი ტალახაძე 4, ილია გოგალაძე 2, უჩა მაისურაძე 1, ზურაბ აბრამიშვილი 1, ოთარ ამირანაშვილი, ზურაბ სიმონია, თემურ ორჯონიკიძე, ლექსო წითელიშვილი, ლევან ბერძენიშვილი;

მთ. მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი; მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე; ექიმი ლევან ლინნიკი

დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, მესამე დღეს ერთბაშად ორი თამაში დასრულდა ფრედ, სამმა გუნდმა კი მეორე ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა.

A ჯგუფში უნგრეთი უმეტესი დრო უგებდა ისლანდიას, მათ შორის 10:6, პირველ ტაიმში. ისლანდია პირველად 38 წუთზე გავიდა წინ, მალე კი სამი ბურთით დაწინაურდა - 20:17. უნგრეთმა 45 წუთზე გაათანაბრა - 21:21 და ამის შემდეგ 2 ბურთით აღარავინ დაწინაურებულა. ბოლო წუთზე ისლანდია იგებდა და კაცით მეტი ჰყავდა, მაგრამ უნგრელმა მატე ლეკაიმ დასულებამდე 12 წამით ადრე გაათანაბრა - 27:27. ყველაზე შედეგიანები იყვნენ ისლანდიელი გამთამაშებელი არონ პალმარსონი (8 გოლი, 4 პასი) და უნგრეთის მარჯვენა ინსაიდი გაბორ ანჩინი (8 დარტყმიდან 7 გოლი).

მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი თითქოს უპრობლემოდ უგებდა ნორვეგიას - 12:8 შესვენებაზე, მაგრამ 40 წუთზე ანგარიში 15:15 გახდა, დასრულებამდე 10 წუთით ადრე ნორვეგია ორი ბურთით იგებდა - 22:20. ესპანეთი იხსნა ცაცია ინსაიდმა ხორხე მაკედამ, ვინც ამის შემდეგ ორი შვიდმეტრიანი მოიპოვა და ერთიც გოლი გაიტანა - 27:25 ესპანეთის სასარგებლოდ. ისლანდიამ და ესპანეთმა უკვე გაინაღდეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო ნორვეგიას ბოლო ტურში აუცილებლად მოგება სჭირდება უნგრეთთან.

B ჯგუფში მაკედონიამ და ჩეხეთმა პირველი წაგებების შემდეგ ერთმანეთში ფრედ ითამაშეს. ყველაზე დიდი სხვაობა 42 წუთზე დაფიქსირდა, როცა მაკედონია 17:14 იგებდა, მაგრამ ჩეხეთი დაეწია მეტოქეს. საბოლოოდ 24:24, რამაც ორივე გუნდს დაუტოვა მეორე ეტაპზე გასვლის შანსი. ჩეხებში გამორჩეულები იყვნენ უკანახაზელები პაველ ჰორაკი (8 გოლი და 4 ბლოკშოტი დაცვაში) და ფილიპ იხა (6 გოლი, 4 პასი); მაკედონიაში - შუამარბი კირილ ლაზაროვი, ვინც გოლების ნახევარი, 12 გაიტანა (23 ცდიდან), ასევე გამთამაშებელი ფილიპ მირკულოვსკი - 3 გოლი, 7 პასი.

დანიამ 33:29 მოუგო ავსტრიას, 4 ქულით დაწინაურდა და მეორე ეტაპზე გასვლაც გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი.

14 იანვარი. A ჯგუფი

მაკედონია (1ქ) - ჩეხეთი (1) 24:24

ავსტრია (2) - დანია (4) 29:33

B ჯგუფი

უნგრეთი (1) - ისლანდია (3) 27:27

ნორვეგია (0) - ესპანეთი (4) 25:27

15 იანვარი

C ჯგუფი

21:00 რუსეთი (0) - სერბეთი (2)

23:15 პოლონეთი (0) - საფრანგეთი (2)

D ჯგუფი

21:00 მონტენეგრო (0) - ხორვატია (2)

23:15 ბელარუსი (0) - შვედეთი (2)

დანიაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩები მოიგეს ევროპის ჩემპიონმა დანიამ და მსოფლიო ჩემპიონმა ესპანეთმა.

ესპანეთმა 34:27 მოუგო უნგრეთს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე აკლდა. ტრავმირებულები არიან ძირითადი მეკარე არპად სტერბიკი და გამთამაშებელი ალექს დიუშებაევი. ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პივოტი, ხულენ აგინაგალდე ვარჯიშობს. უნგრეთს აკლია დაცვის ბურჯი ლასლო ნადი, ვინც 12 წელი თამაშობდა ბარსელონაში - მას ფეხი აქვს მოტეხილი. უნგრეთი 6-1 სპურტის შემდეგ პირველ ტაიმში თითქმის დაეწია მეტოქეს - 9:10, მაგრამ ესპანეთმა საპასუხო სერია მოაწყო და ტაიმი 17:10 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა შეინარჩუნა - 27:20.

უარესი პრობლემებით შეხვდა ჩემპიონატს მაკედონია. მათ აკლიათ ორი ლიდერი, ნაუმცე მოისოვსკი და ფილიპ ლაზაროვი. მაკედონიის მოქალაქეობა მიიღო სერბმა ნემანია პრიბაკმა, მაგრამ მას მეორე ეტაპამდე თამაშის უფლება არა აქვს. დანიაში გაფრენის წინ თითქმის ნახევარი შემადგენლობა უცნობი ვირუსის გამო ჰოსპიტალში მოხვდა და, დამატებით, გუნდმა 13 საათი გაატარა აეროპორტში, სკოპიეში ჩამოწოლილი ნისლის გამო. მაკედონია ქალაქ ჰერინგში, 14 000 მაყურებლის წინაშე ებრძოლა მასპინძელსა და მოქმედ ჩემპიონს, დანიას - ტაიმი 8:12 წააგო, მატჩი კი 21:29.

ვეტერანმა როლანდ შლინგერმა თავისი 150-ე სანაკრებო თამაში 6 გოლით აღნიშნა და ავსტრიამ 30:20 მოუგო ჩეხეთს, ხოლო ისლანდიამ, გუდიონ ვალურ სიგურდსონის 9 გოლით დაამარცხა ნორვეგია - 31:26.

ხვალ ჩემპიონატჩი ჩაერთვება ოლიმპიური ჩემპიონი, საფრანგეთი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე თითო ჯგუფიდან 3-3 გუნდი გადის, მაგრამ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია - მეორე ეტაპზე გასულ გუნდებს ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები მიჰყვებათ.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

პირველი ჯგუფური ეტაპი. 12 იანვარი

A ჯგუფი

ჩეხეთი - ავსტრია 20:30

დანია - მაკედონია 29:21

B ჯგუფი

ისლანდია - ნორვეგია 31:26

ესპანეთი - უნგრეთი 34:27

13 იანვარი

C ჯგუფი

21:00 სერბეთი - პოლონეთი

23:15 საფრანგეთი - რუსეთი

D ჯგუფი

21:00 ხორვატია - ბელარუსი

23:15 შვედეთი - მონტენეგრო

დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე. საქმეში C და D ჯგუფის გუნდები ჩაებნენ. წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა სერბეთმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა პოლონეთი - 20:19.

სერბებმა მოიგეს პირველი ტაიმი, მაგრამ შესვენების შემდეგ ზედიზედ 6 გოლი გაუშვეს - 13:15. ბოლო წუთზე ისევ სერბეთი იგებდა - 20:19 და დასრულებამდე 40 წამით ადრე მარკო ვუინი შვიდმეტრიანს ურტყამდა. მეკარე სლავომირ შმალმა მოიგერია და პოლონელებს ბოლო შეტევაში შანსი მისცა. 18 წამით ადრე სერბი მანოილოვიჩი გააძევეს, მაგრამ დარჩენილ დროში პოლონეთმა შეტევა ვეღარ მოასწრო. იურეცკიმ პირდაპირ ცხრამეტრიანიდან დაარტყა, მაგრამ, ცხადია, ააცილა.

ამავე ჯგუფში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა 35:28 მოუგო რუსეთს. 9 გოლი გაიტანა ცაცია ინსაიდმა ალიქს ნიოკამ და ისლანდიელ სიგურდსონთან ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს. 6 გოლს 6 პასი დაამატა ნიკოლა კარაბატიჩმა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა ჩეხ ფილიპ იხასთან ერთად - ორივეს 12 ქულა აქვს.

D ჯგუფში წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ხორვატიამ მოუგო ბელარუსს - 33:22, ხოლო შვედეთმა - მონტენეგროს - 28:21. მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 3 გუნდი გადის.

ევროპის ჩემპიონატი 2014. კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი. 13 იანვარი

C ჯგუფი

სერბეთი - პოლონეთი 20:19

საფრანგეთი - რუსეთი 35:28

D ჯგუფი

ხორვატია - ბელარუსი 33:22

შვედეთი - მონტენეგრო 28:21

14 იანვარი. A ჯგუფი

21:15 მაკედონია (0) - ჩეხეთი (0)

23:30 ავსტრია (2) - დანია (2)

B ჯგუფი

21:00 უნგრეთი (0) - ისლანდია (2)

23:15 ნორვეგია (0) - ესპანეთი (2)

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ბოლო დღეს ლიტვამ დაამარცხა თურქეთი - 32:26.

ლიტველებს პლეიოფის საგზური ისედაც განაღდებული ჰქონდათ ფინეთში საქართველოს ნაკრების მარცხის შემდეგ. ლიტვის გარდა პლეიოფში გავიდნენ ბოსნია, რუმინეთი, სლოვენია და საბერძნეთი. ამ ხუთეულს დაემატება გერმანია და 12 გუნდი ამჟამად მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან - ისინი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავლენ. წილისყრა 26 იანვარს გაიმართება. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის 9 საგზურს გაითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში. ჩვენებმა მოიგეს სამივე საშინაო თამაში, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა. შესარჩევი ტურნირის ბომბარდირთა შორის მესამე იყო რატი მსხვილიძე, რომელმაც 42 გოლი გაიტანა. მას აჯობეს მხოლოდ ებრაელმა ხენ პომერანცმა (56) და სლოვენიელმა დრაგან გაიჩმა (46).

ბოლო დღეს ყველაზე საინტერესო იყო სწორედ სლოვენიისა და უკრაინის მატჩი. ბოლო ტურის წინ უკრაინა 1 ქულით წინ იყო, მაგრამ საკუთრ მოედანზე სლოვენიამ გაიმარჯვა - 35:23. სლოვაკეთმა 27:25 მოუგო რუმინეთს და ქულებით დაეწია, მაგრამ პირველი მატჩი 24:32 ჰქონდა წაგებული და მეორე ადგილზე დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური.

1 ჯგუფი. ლიტვა - თურქეთი 32:26

ლიტვა 9 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4

30 ოქტომბერი. ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა 20:20, თურქეთი - საქართველო 29:23

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო - თურქეთი 33:26

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა 26:23, თურქეთი - ფინეთი 25:19

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო 36:24. 12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი 32:26

2 ჯგუფი

სლოვაკეთი - რუმინეთი 27:25, იტალია - კვიპროსი 34:28

რუმინეთი 10 /(32:24, 25:27) / სლოვაკეთი 10, იტალია 4, კვიპროსი 0

3 ჯგუფი

სლოვენია - უკრაინა 35:23, ლუქსემბურგი - შვეიცარია 23:28

სლოვენია 10 / უკრაინა 9, შვეიცარია 5, ლუქსემბურგი 0

4 ჯგუფი

ბელგია - საბერძნეთი 30:30, ჰოლანდია - ისრაელი 34:24

საბერძნეთი 7 / ჰოლანდია 6, ისრაელი 6, ბელგია 5

5 ჯგუფი

ესტონეთი - ლატვია 32:30, პორტუგალია - ბოსნია 27:26

ბოსნია 10 / პორტუგალია 8, ლატვია 4 , ესტონეთი 2

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

თბილისის სპორტის სასახლე
5 თებერვალი
გორი 33-39 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 36-51 პეგასი
6 თებერვალი
იმედი სტუ თელავი 53-33 სპორტუნი
პეგასი 53-39 გორი
7 თებერვალი
სპორტუნი 40-38 გორი
პეგასი 33-30 იმედი სტუ თელავი
7 თებ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 367-421 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
ახალი სპორტის სასახლე
24 იანვარი
ოლიმპია 21-43 აზერსუ
25 იანვარი
ოლიმპია 17-40 აზერსუ
   26 იან. გატ-გაშ
  აზერსუ 12 11 0 1 437-248 22
  აზერიოლი 11 10 0 1 363-228 20
  ყარაბაღი 11 7 0 4 352-267 14
  ოლიმპია თბ. 12 3 1 8 282-407 7
  იდმან აკადემ. 11 2 1 8 271-369 5
  განჯლარ ბირ. 11 0 0 11 238-424 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
9 თებერვალი. ზესტაფონი
აჭარა 38-28 ხელვაჩაური
ფოთი 17-17 ქუთაისი
ბსბ ბათუმი 27-25 სამტრედია
წყალტუბო 15-34 ფოთი
9 თებ.         გატ-გაშ    
სამტრედია 10   8   1   1   306-196   17  
აჭარა 9   7   1   1   269-221   15  
BSB ბათუმი 10   6   1   3   245-225   13  
ფოთი 10   5   1   4   217-200   11  
ქუთაისი 9   2   2   5   185-166   6  
ხელვაჩაური 10   2   2   6   229-260   6  
წყალტუბო 10   0   0   10   119-302   0  
შემდეგი ტური - 2 მარტი

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
10 თებერვალი. არენა 2
გორი 8-27 ქარიშხალა
რუსთავი 13-24 ყვარელი
თელავი 14-23 ქარიშხალა
ყვარელი 16-33 პეგასი
თელავი 27-44 ქარელი
ლაგოდეხი 0-10 გორი
10 თებ.         გატ-გაშ    
პეგასი 12   12   0   0   297-98   24  
ყვარელი 11   9   0   2   242-146   18  
ქარიშხალა 12   7   0   5   245-234   14  
რუსთავი 12   7   0   5   276-266   14  
ქარელი 12   6   0   6   232-238   12  
გორი 11   4   0   7   164-214   8  
ლაგოდეხი 11   1   0   10   65-177   2  
თელავი 11   0   0   11   162-310   0  
შემდეგი ტური - 3 მარტი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: