სიახლეების კალენდარი

იანვარი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

მთავარი

21 დეკემბერს გაიმართა ხელბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა, სადაც შეჯამდა 2013 წელს გაწეული საქმიანობა.

ყრილობას ანგარიში ჩააბარეს ეროვნული გუნდის მწვრთნელებმა ჯორჯე რასიჩმა და ირაკლი კეკელიძემ, 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, 2015 წლის ოლიმპიური გუნდების ხელმძღვანელებმა ელისო ჟურულიშვილმა და დიმიტრი აბესაძემ. პლაჟის ხელბურთის კომისიის მუშაობაზე ისაუბრა ლევან გელაშვილმა, ხოლო შინაური ჩემპიონატების მიმდინარეობა მიმოიხილა ვახტანგ ბერიაშვილმა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

საუბარი იყო 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, ასევე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისზე. განიხილეს ეროვნული ნაკრების მზადების საკითხი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, რომლებიც 2014 წლის 2-11 იანვარს გაიმართება.

ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბავშვთა და სასკოლო ხელბურთის განვითარება, ასევე მწვრთნელთა და სპორტის მასწავლებელთა მომზადების საკითხები, რაშიც ფედერაციას აქტიურად ეხმარებიან ხელბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

დაისვა საკითხი გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო სკოლაში შექნილი არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ, რაც გამოწვეულია ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით.

საბოლოო ჯამში, ყრილობამ 2013 წელს გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასა.

2014 წელს ორი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის იუბილეა - 75 წლისა სრულდება ჯემალ ცერცვაძე, ხოლო 60 წლის გახდება ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი. ყრილობამ დაავალა ფედერაციის პრეზიდიუმს ამ თარიღებისადმი მიძღვნილი ტურნირების გამართვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კვირას, ითამაშებენ სერბეთი და ბრაზილია, ნახევარფინალურ მატჩებზე კი დასწრების რეკორდი დამყარდა.

სერბეთი უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში 17:6 უგებდა პოლონეთს, ხოლო მეკარე კატარინა ტომაშევიჩს მარტო პირველ ტაიმში 12 ბურთი ჰქონდა მოგერიებული. თამაშს ბელგრადის კომბანკ არენაზე 18 236 მაყურებელი დაესწრო. ეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია, რომელიც აუცილებლად მოიხსნება ფინალზე, რადგან დარბაზი 25 ათასამდე ადამიანს იტევს.

სერბები არასოდეს ყოფილან მსოფლიო ჩემპიონები. მათი ყველაზე დიდი წარმატება 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონობაა იუგოსლავიის ნაკრებში.

მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა, ბრაზილიამ, მოულოდნელად იოლად დაამარცხა დანია. ფინალში გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის, ვისაც სახელბურთო ტრადიციები არა აქვს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, ლონდონის ოლიმპიადაზე კი მეექვსე ადგილი დაიკავა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

20 დეკემბერი, ნახევარფინალი

სერბეთი - პოლონეთი - 24:18

სერ: ტომაშევიჩი (17/31), რისოვიჩი (6/10) - ლეკიჩი 8, ცვიიჩი 5, დამნიანოვიჩი 4, ჟივკოვიჩი 2, ოგნიენოვიჩი 2, პოპოვიჩი 1, ერიჩი 1, ნისავიჩი 1, კრპეჟი, ლისჩევიჩი, რაიოვიჩი, ფილიპოვიჩი

პოლ: კაპსკა (9/23), ვისოკინსკა (6/16) - შვედი 4, ნედვეძი 2, კონიუშანეცი 2, სემენიუკი 2, კულვინსკა 2, ვოიტასი 1, სიოდმიაკი 1, კუდლაჩი 1, იოხიმეკი 1, სტასიაკი 1, გრჟიბი 1, სტახოვსკა, ბიზდრა, მიგალა

ბრაზილია - დანია 27:21

ბრა: არენჰარტი (11/32) - ნაშიმენტო 7, როდრიგესი 5, კავალეირო 4, პიედადე 4, ამორიმი 3, როჩა 2, მოურა 1, დინიზი 1, და სილვა, ნუნიესი

დან: გრევე (9/27), პოულსენი (3/12) - კრისტიანსენი 3, გრავჰოლტი 3, ფისკერი 3, ჰანსენი 3, ტორსგარდი 2, იენსენი 2, ბურგარდი 2, ნორგარდი 1, ა. იორგენსენი 1, ს. იორგენსენი 1, შუმახერი, ბონდე, დალბი, ჰოლმსგარდი

3 ადგილისთვის, 22 დეკემბერი

17:30 დანია - პოლონეთი

ფინალი, 22 დეკემბერი

20:15 სერბეთი - ბრაზილია

მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში პირველად გახდა ბრაზილიის ქალთა ნაკრები დანიელი მწვრთნელის მორტენ სოუბაკის ხელმძღვანელობით. ფინალში, 20 ათასი მაყურებლის თვალწინ, ბრაზილიამ დაამარცხა მასპინძელი სერბეთი.

სერბები მხოლოდ პირველ ტაიმში იყვნენ წინ, მაგრამ შესვენებაზე ბრაზილია მოგებული გავიდა (13:11), ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ სამი გოლი შეაგდო - 16:11.

სერბეთმა დევნა წამოწყო და 53 წუთზე სვეტლანა ოგნიენოვიჩმა გაათანაბრა - 19:19. გადამწყვეტი გამოდგა ბოლოსწინა წუთი, როდესაც ბრაზილია რიცხობრივ უმცირესობაში გავიდა წინ (21:20), ხოლო დრაგანა ცვიიჩმა საპასუხო შეტევისას 6 მეტრიდან ააცილა. წერტილი დასვა ანა როდრიგესმა - 22:20. ჩემპიონატის საუკეესო მოთამაშედ აღიარეს ბრაზილიის ნაკრების მარცხენა შუამარბი ედუარდა ამორიმი (ფოტოზე).

ბრინჯაოს ფინალში პოლონეთი 25 წუთის შემდეგ 5 ბურთით უგებდა დანიას, მაგრამ საბოლოოდ 26:30 დამარცხდა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2013 სერბეთში. 2 დეკემბერი

ფინალი

ბრაზილია - სერბეთი 22:20

ბრაზილია: არენჰარტი (7/23), პესოა (4/8) - ნაშიმენტო 6, და სილვა 4, როდრიგესი 4, ამორიმი 3, ნუნიესი 2, კავალეირო 2, პიედადე 1, როჩა, დინიზი, მოურა, ანდრადე, გომესი, სოუზა, კოსტა

სერბეთი: ტომაშევიჩი (11/27), რისოვიჩი (6/12) - ცვიიჩი 5, დამნიანოვიჩი 4, ლეკიჩი 4, ჟივკოვიჩი 2, ნისავიჩი 2, პოპოვიჩი 1, ოგნიენოვიჩი 1, კრპეჟი 1, ფილიპოვიჩი, ერიჩი, რაიოვიჩი, მილოშევიჩი, ლისცევიჩი, დმიტროვიჩი

მესამე ადგილისთვის

დანია - პოლონეთი 30:26

დანია: პოულსენი (13/36), გრევე (0/3) - კრისტიანსენი 10, ნორგარდი 5, ლ. იორგენსენი 4, ფისკერი 3, ს. იორგენსენი 3, გრავჰოლტი 2, იენსენი 1, ბურგარდი 1, ჰოლმსგარდი , შუმახერი, ტორსგარდი, ჰანსენი, დალბი, ბონდე

პოლონეთი: გაპსკა (7/24), ვისოკინსკა (4/7) - კულვინსკა 5, ბიზდრა 4, ვოიტასი 4, კუდლაჩი 3, კონიუშანეცი 3, გრჟიბი 3, სიოდმიაკი 2, შვედი 2, სემენიუკი, ნედვეძი, მიგალა, იოხიმეკი, სტახოვსკა, სტასიაკი

ვარსკვლავთა შვიდეული: მეკარე: ბარბარა არენჰარტი (ბრა), მარცხენა გარემარბი: მარია ფისკერი (დან), მარცხენა შუამარბი: სანია დამნიანოვიჩი (სრბ), გამთამაშებელი - ანიტა გორბიცი, (უნგ), მარჯვენა შუამარბი: ზუზან მიულერი (გერ), მარჯვენა გარემარბი: სუნ ჰეე ვოო (კორ), ხაზი - დრაგანა ცვიიჩი (სრბ) - ყველაზე მარგი მოთამაშე - ედუარდა ამორიმი (ბრა)

საქართველოს ჩემპიონი სტუ დაუმარცხებლად ლიდერობს პირველობას. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა უახლოესი მდევარი, ბათუმი დაამარცხა - 42:36.

 

სტუ-ს მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ პერსონალურად ააყვანინა ბათუმის ლიდერი უჩა გამზარდია. ამან შედეგი გამოიღო - ჩემპიონატის მთავარმა ბომბარდირმა თამაში 3 გოლით დაასრულა. ამის მიუხედავად, ბათუმს შანსები ჰქონდა. პირველი ტაიმში, 6:0 გაქცევის შემდეგ ვიცე-ჩემპიონი 11:6 დაწინაურდა, მაგრამ სტუ-მ ამას მყისვე უპასუხა ზედიზედ გატანილი 6 გოლით - 12:11. ტაიმი 17:17 მორჩა.

მეორე ტაიმში სტუ უმალ დაწინაურდა - 21:17, მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის შუა მონაკვეთი, როცა ბათუმს სამჯერ ჰქონდა სხვაობის ერთ ბურთამდე შემცირების შანსი, მაგრამ ამ სამ ეპიზოდში სამი შვიდმეტრიანი მოიგერია თბილისელთ მეკარემ კორნელი ანდრიაძემ.

დღის ორი შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა. თელავმა მოუგო ჭაბუკთა ნაკრებს (24:23) და ცხრილში ორი ადგილით ზემოთ აინაცვლა. პეგასმა დაამარცხა სამტრედია - 47:46, რითაც მესამე ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა.

საქართველოს ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. ტურნირი 2014 წელს განახლდება. ჩემპიონი 3 წრის, 21-21 მატჩის შემდეგ გამოვლინდება.

ეროვნული ჩემპიონატი

მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი

19 დეკემბერი

იმედი - ქუთაისი 39:29

იმედი: მღებრიშვილი - ალანია 9, ჩიკვილაძე 6, ბეჟანიშვილი 5, იობაშვილი 5, გიორგაძე 4, აბაშიძე 3, მძელური 2, თაბაგარი 2, ჩაკვეტაძე 1, კალანდაძე 1, ჯმუხაძე 1, გოთოშია

ქუთაისი: გულეიშვილი - მათნაძე 12, ახალაძე 7, ტარუაშვილი 3, ჯუღელი 2, მერკვილაძე 2, ძნელაძე 1, ლომიძე 1, ახალბედაშვილი 1

თელავი - ჭაბუკთა ნაკრები 24:23

თელავი: ა. სამიტაშვილი - კობახიძე 12, გ. სვიმონიშვილი 5, ანდრიაშვილი 4, ი. სამიტაშვილი 1, მღებრიშვილი 1, ჯ. ნიკურაძე 1, იაგორაშვილი, გიგაური, ცისკარიშვილი, ნ. სვიმონიშვილი დიდებაშვილი

ჭაბუკები: ვათიაშვილი, ხანდოლიშვილი - რუსტამოვი 7, კბილაშვილი 3, ჰუსეინოვი 3, არსენაშვილი 3, გაწერელია 3, დანელიშვილი 2, ბაინაზაშვილი 1, იობაშვილი 1, ბიბილეიშვილი, ნ. მაისურაძე, ფერაძე

პეგასი - სამტრედია 47:46

პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია - ოსიყმაშვილი 14, ცხვარაშვილი 11, დიხამინჯია 7, გელაშვილი 7, კოხრეიძე 4, აბჟანდაძე 2, ქუთათელაძე 1, ბაძაღუა 1, დემეტრაშვილი

სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე - ხაჟომია 10, გაგლოშვილი 10, წითელიშვილი 9, თევზაძე 8, ხვიჩია 4, ჟვანია 2, ელგანდაშვილი 1, ზურაბიანი 1, ავალიანი 1, ცხვარაძე, ღაღანიძე, ბოცვაძე

სტუ - ბათუმი 42:36

სტუ: ანდრიაძე - ორჯონიკიძე 9, გრიშიკაშვილი 8, სიმონია 7, გოგალაძე 6, ამირანაშვილი 5, გვაზავა 4, სურმავა 3, ბერძენიშვილი, აბრამიშვილი

ბათუმი: სამყურაშვილი - წივწივაძე 9, ქარდავა 7, ხუნჯუა 6, ყაველაშვილი 5, უ. მაისურაძე 4, გამზარდია 3, ჯორბენაძე 1, ჭელიძე 1, ი. ნარსია

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი

 

მდგომარეობა (, , , , , )
სტუ-------------11-11-0-0-383-254-22
ბათუმი---------11--9-0-2-457-344-18
სამტრედია-----11--6-0-5-404-387-12
იმედი-----------11--6-0-5-335-364-12
პეგასი-----------11--4-2-5-357-380-10
თელავი---------11--2-1-8-289-329--5

ქუთაისი--------11--2-1-8-311-411--5
ჭაბუკები--------11--1-2-8-305-372--4

ჩემპიონი გამოვლინდება სამწრიან ტურნირში

ბომბარდირები: უჩა გამზარდია (ბათუმი) 95, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) 84, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 84, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 84, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 72, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 72, გიორგი იობაშვილი (იმედი) 71, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 68

ზურაბ გენგიურის ფოტო: თემურ ორჯონიკიძე, სტუ (77)

 

საქართველოს ნაკრები იწყებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის. უკვე საქართველოშია ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი და ლეგიონერთა უმეტესობა.

გუნდი 25 დეკემბრამდე თბილისში ივარჯიშებს, შემდეგ გაემგზავრება ისრაელში, შეკრებაზე, სადაც ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, 2 იანვარს კი შესარჩევი მატჩია ანკარაში, თურქეთთან. 5 და 8 იანვარს სპორტის სასახლეში ვუმასპინძლებთ თურქეთსა და ლიტვას, ხოლო 11 იანვარს ტურნირს ვასრულებთ ფინეთში. მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

უკვე თბილისში არიან რუმინეთში მოთამაშეები - შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი, ლიბანიდან ჩამოვიდა სერგო დათუკაშვილი. დღეს გუნდთან ერთდ იქნებიან თურქული ტრაბზონსფორის ხელბურთელები - რატი მსხვილიძე და გიგა ტორონჯაძე. რევაზ ჭანტურია მაკედონიიდან ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

მსხვილიძემ და ტორონჯაძემ მოგებით დაასრულეს თურქეთის ჩემპიონატის პირველი წრე. ტრაბზონმა 21 დეკემბერს სტუმრად, 27:24 დაამარცხა მილი პიანგო. მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა. იქამდე, ტრაბზონმა შინ წააგო გამოტოვებული მატჩი ლიდერ ბეშიქთაშთან - 34:37 და შინ მოუგო ჯანქაიას - 33:23. შედეგად, პირველი წრის შემდეგ 14 ქულით (7 მოგება, 6 წაგება) ტრაბზონსფორი მეხუთე ადგილზეა. 13 მოგებით ბეშიქთაში ლიდერობს, ხოლო პლეიოფში, ორწრიანი ტურნირის შემდეგ, 8 გუნდი გადის.

რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცამ მეცამეტე მატჩი მოიგო მაკედონიის ჩემპიონატში - სტუმრად პელისტერთან - 17:16. ჩვიდმეტიდან 7 გოლი ჭანტურიამ გაიტანა. 27-29 დეკემბერს სტრუმიცას საერთაშორისო ტურნირი აქვს ჰოლანდიაში, სადაც პრაღის დუკლას, ბარსელონას მეორე გუნდს და ჰოლანდიურ ეუროტეხ-ბევოს ეთამასება, რის შემდეგაც ჭანტურიაც შეუერთდება საქართველოს ნაკრებს.

ფოტო: რატი მსხვილიძე, ტრაბზონსფორი

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კვალიფიკაცია. ევროპის 1 ჯგუფი

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი. ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა თურქეთი - საქართველო

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო - თურქეთი

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი

საქართველოს ნაკრები

22 შოთა თევზაძე მეკარე, ტიინ ბაკ (რუმ), 21.02.1981, 200 სმ, 105 კგ

16 გიგა ტორონჯაძე მეკარე, ტრაბზონსფორი (თურ), 07.02.1989, 188 სმ, 85 კგ

1 გაგა სამყურაშვილი მეკარე, ბათუმი, 16.12.1985, 188 სმ, 89 კგ
5 გიორგი გვაზავა, ხაზის მოთამაშე, სტუ . 19.08.1978, 198 სმ, 88 კგ

18 უჩა მაისურაძე, ხაზის მოთამაშე, ბათუმი, 24.04.1986, 187 სმ, 90 კგ

28 ლევან ბერძენიშვილი, ხაზის მოთამაშე, სტუ , 06.07.1986, 192 სმ, 95 კგ
9 სერგო დათუკაშვილი, შუამარბი, გამთამაშებელი, ას სადი (ლიბ), 28.04.1978, 198 სმ, 105 კგ
14 ირაკლი ჩიქოვანი, შუამარბი, გამთამაშებელი, ტიმიშოარა (რუმ), 28.07.1989, 97 სმ, 93 კგ

10 ვლადიმერ რუსია, შუამარბი, ტიინ ბაკ (რუმ), 30.05.1984, 202 სმ, 105 კგ
24 რატი მსხვილიძე, შუამარბი, ტრაბზონსფორი (თურ), 19.06.1986, 208 სმ, 120 კგ
77 აკაკი ტალახაძე, გამთამაშებელი, უგუნდო, 22.05.1983, 191 სმ, 86 კგ

19 ზურაბ სიმონია, შუამარბი, სტუ, 25.08.1994, 190 სმ, 85 კგ

18 თეიმურაზ ორჯონიკიძე, შუამარბი, სტუ, 07.02.1996, 197 სმ, 85 კგ

20 ლექსო წითელიშვილი, შუამარბი, სამტრედია, 20.08.1992, 190 სმ, 85 კგ

7 უჩა გამზარდია, გარემარბი, გამთამაშებელი, ბათუმი, 17.04.1990, 172 სმ, 70 კგ
8 ზურაბ აბრამიშვილი, გარემარბი, სტუ, 23.01.1994, 193 სმ, 88 კგ

31 ილია გოგალაძე, გარემარბი, სტუ, 31.07.1986, 190 სმ, 84 კგ
23 რეზო ჭანტურია, გარემარბი, ზომიმაკ-სტრუმიცა (მკდ), 31.05.1982, 177 სმ, 79 კგ
15 ოთარ ამირანაშვილი, გარემარბი, სტუ, 27.09.1987, 195 სმ, 90 კგ

მთავარი მწვრთნელი, ჯორჯე რასიჩი (სრბ) , 10.02.1958

მწვრთნელი, ირაკლი კეკელიძე, 04.05.1972

მწვრთნელი, ბექარ ორჯონიკიძე, 20.05.1972

ექიმი, ლევან ლინნიკი, 21.07.1987

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები ასეთია: ბრაზილია - დანია, სერბეთი - პოლონეთი.

 

ამ ოთხეულიდან მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ დანია ყოფილა (1997). დანიელები 50-ე წუთისთვის ორი ბურთით აგებდნენ გერმანიასთან და გადამწყვეტი გამოდგა გარემარბ ტრინე იენსენის ზედიზედ გატანილი 4 გოლი. საბოლოოდ - 31:28.

პოლონეთი და ბრაზილია აქამდე არასოდეს მოხვედრილან მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ოთხეულში. პოლონელებმა მოგებას საფუძველი პირველ ტაიმში ჩაუყარეს, როდესაც 3:5 აგებდნენ და ზედიზედ 7 გოლის შემდეგ 10:5 დაწინაურდნენ. წინა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებმა, ფრანგებმა რამდენჯერმე დაიყვანეს სხვაობა ერთ ბურთამდე, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს.

ბრაზილია ერთადერთი გუნდია, ვინც ყველა მატჩი მოიგო. ზედიზედ მეშვიდე მოგება ყველაზე ძნელი აღმოჩნდა - ამისათვის 80 წუთი, ანუ ორი დამატებითი დრო გახდა საჭირო. ბრაზილია თავიდან 6:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში ბოლომდე თანაბარი იყო.

ტურნირს გამოეთხოვა 2011 წლის მსოფლიო და 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგია. ნორვეგიელები დასაწყისში 9:4 უგებდნენ სერბებს, მაგრამ მასპინძლებმა ხანგრძლივი დევნა წამოიწყეს და მეორე ტაიმის შუაში, დრაგანა ცვიიჩის ზედიზედ 2 ზუსტი პენალტის შემდეგ გაათანაბრეს ანგარიში - 21:21. ნორვეგია აქ გატყდა და სანია დამნიანოვიჩმა მალევე დააწინაურა სერბეთი, ვინც უთუოდ ფავორიტი იქნება ნახევარფინალში, პოლონეთის წინააღმდეგ.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

18 დეკემბერი, მეოთხედფინალი

პოლონეთი - საფრანგეთი 22:21

პოლ: კაპსკა (8/23), ვისოკინსკა (4/10) - ვოიტასი 5, სიოდმიაკი 5, ნედვეძი 3, სემენიუკი 3, შვედი 1 (3ბ), კონიუშანეცი 1, კუდლაცი 1 (4პ), იოხიმეკი 1, კულვინსკა 1, ბიზდრა 1, მიგალა, გრჟიბი სტასიაკი

საფ: ლე ინო (6/18), დარლო (4/14) - პინო 5, დემბელე 5, ბოდუენი 4, კამტო-ნჯიტამი 2, სისე 1, აბდურაიმი 1, სინიატე 1, ტუნკარა 1, ლაკრაბერი 1 (6პ), ზაადი, დერუა, გუაორანი

ბრაზილია - უნგრეთი 33:31 (26:26, 29:29)

ბრა: პესოა (10/22), არენჰარტი (9/28) - ნაშიმენტო 10, ამორიმი 6, როდრიგესი 5, როჩა 4, კავალეირო 3, და სილვა 3, პიედადე 1, მოურა 1, ანდრადე

უნგ: ჰერი (11/37), კიში (1/8) - ტომორი 7, გორბიცი 5, ციფრა 5, სუჩანსკი 3, რედეი-შოოში 3, ბულატი 2, მ. კოვაჩიცი 2, ა. კოვაჩიცი 1, ბოდნარი 1, სამორანსკი 1, ტრიშჩუკი 1, სეკერეში, ზაჩიკი,  ვერტენი

დანია - გერმანია 31:28

დან: გრევე (6/23), პოულსენი (2/24) - კრისტიანსენი 7, იენსენი 6, ნორგარდი 4, გრავჰოლტი 4, ფისკერი 4, ჰანსენი 2, ა. იორგენსენი 2, ბურგარდი 1 (4პ, 3ბ), ტორსგარდი 1, ს. იორგენსენი, შუმახერი, ბონდე

გერ: ვოლტერინგი (12/41), კრაუზე (0/2) - მიულერი 12, ლიორპერი 5, ნადგორნაია 4, ცაპფი 2, შტაინბახი 2, ნაიძინავიჩუსი 1, აუგსბურგი 1, ალტჰაუსი 1, გეშკე, ლანგი, ჰუბინგერი, ბაიერი

სერბეთი - ნორვეგია 28:25

სერ: ტომაშევიჩი (14/32), რისოვიჩი (2/9) - დამნიანოვიჩი 8, ცვიიჩი 8, ლეკიჩი 4, კრპეჟი 3, ნისავიჩი 2, ჟივკოვიჩი 2, პოპოვიჩი 1, ერიჩი, რისოვიჩი, რაიოვიჩი, ფილიპოვიჩი,

ნორ: ლუნდე (16/43), სოლბერგი (0/1) - ლოკე 5, ბრეივანგი 4, მორკი 4, სულანდი 4, ჰერემი 2, ჰამერსენგი 2, ბლანკო 2, ალსტადი 1, რიგელჰუტი 1, სოლბერგი, ნოსტვოლდი, მოლიდი, კრისტიანსენი

ნახევარფინალი, 20 დეკემბერი

21:00 ბრაზილია - დანია

23:45 სერბეთი - პოლონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი
სილკ-სპორტზე

LogoWorld

15 იანვარი
18:30 რუსეთი - ბრაზილია სილკ 3
21:00 კორეა - სერბეთი სილკ 2
21:30 ნორვეგია - ჩილე სილკ 3
23:30 გერმანია - საფრანგეთი უნივ.
23:45 ავსტრია - დანია სილკ 3
16 იანვარი
18:30 იაპონია - ისლანდია სილკ 2
18:30 ანგოლა - არგენტინა სილკ 3
21:00 ხორვატია - ბაჰრეინი სილკ 2
21:00 უნგრეთი - ეგვიპტე სილკ 3
23:30 მაკედონია - ესპანეთი უნივ.
23:30 ყატარი - შვედეთი სილკ 3
17 იანვარი
18:30 ბრაზილია - კორეა სილკ 2
18:30 ეგვიპტე - ანგოლა სილკ 3
21:00 გერმანია - სერბეთი სილკ 2
21:00 მაკედონია - ისლანდია სილკ 1
21:00 ყატარი - არგენტინა სილკ 3
23:15 დანია - ნორვეგია უნივ.
23:30 ესპანეთი - ხორვატია სილკ 2
23:30 შვედეთი - უნგრეთი სილკ 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ. გატ-გაშ
BSB ბათუმი 7 7 0 0 317-187 14
პეგასი 7 5 0 2 298-201 10
ქუთაისი 7 5 0 2 235-206 10
იმედი სტუ 7 5 0 2 289-196 10
გორი 7 3 0 4 248-289 6
სპორტუნი 7 2 0 5 221-297 4
სამტრედია 7 1 0 6 192-276 2
წყალტუბო 7 0 0 7 156-304 0
განახლდება 26 იანვარს

1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 2  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
24-25 იანვარი. თბილისი
ოლიმპია - აზერსუ
12 იანვარი
ყარაბაღი 37-19 განჯლარ ბირლიი
აზერსუ 37-15 იდმან აკადემიასი
10 იანვარი
ოლიმპია 21-33 აზერიოლი
11 იანვარი. არენა 1
ოლიმპია 22-31 აზერიოლი
   12 იან.             გატ-გაშ  
  აზერსუ 10     9     0     1 354-210 18  
  აზერიოლი 10     9     0     1 330-208 18  
  ყარაბაღი 10     6     0     4 316-238 12  
  ოლიმპია თბ. 10     3     1     6 244-324 7  
  იდმან აკადემ. 10     2     1     7 242-333 5  
  განჯლარ ბირ. 10     0     0     10 208-391 0  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
სამტრედია 6 5 1 0 187-125 11
აჭარა 6 5 1 0 172-131 11
BSB ბათუმი 6 4 0 2 137-125 8
ფოთი 6 3 0 3 115-114 6
ქუთაისი 6 1 1 4 122-108 3
ხელვაჩაური 6 1 1 4 132-142 3
წყალტუბო 6 0 0 6 60-180 0
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 7 7 0 0 179-63 14
ყვარელი 7 6 0 1 155-72 12
რუსთავი 7 5 0 2 175-176 10
ქარიშხალა 7 4 0 3 151-147 8
გორი 7 3 0 4 116-137 6
ქარელი 7 2 0 5 126-156 4
ლაგოდეხი 7 1 0 6 65-137 2
თელავი 7 0 0 7 93-172 0
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ. გატ-გაშ
ფოთი 12 11 1 0 215-145 23
აჭარა 12 10 0 2 250-172 20
ქარიშხალა 11 7 1 3 263-223 15
სამტრედია 12 7 1 4 206-167 15
ყვარელი 11 6 1 4 196-166 13
პეგასი 11 4 0 7 201-199 8
ბათუმი 12 3 1 8 150-200 7
წყალტუბო 12 1 1 10 136-237 3
მამული 11 0 0 11 160-268 0
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 52-11 6
სამტრედია 3 3 0 0 26-11 6
პეგასი 3 2 0 1 42-20 4
ტყიბული 3 2 0 1 23-18 4
მამული 3 2 0 1 27-31 4
ბათუმი 2 1 0 1 15-12 2
ქარიშხალა 2 1 0 1 25-23 2
აჭარა 2 1 0 1 8-9 2
ფოთი 3 1 0 2 14-18 2
გორი 2 0 0 2 9-32 0
თელავი 3 0 0 3 18-56 0
წყალტუბო 3 0 0 3 0-18 0
გაგრძელდება 2019 წელს

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

Maltas

11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა
საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: