სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

მთავარი

მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთში გამოვლინდა ყველა მეოთხედფინალური წყვილი: ნორვეგია - სერბეთი, ბრაზილია-უნგრეთი, გერმანია - დანია და საფრანგეთი - პოლონეთი.

ორშაბათს 4 მერვედფინალი გაიმართა. უნგრეთმა 28:21 მოუგო ესპანეთს. წარმატებული სერია გააგრძელეს ჯგუფური ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა. მეექვსე გამარჯვებები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიამ (ჩეხეთთან 31:21) და მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა ბრაზილიამ (ჰოლანდიასთან 29:23).

ბელგრადში, კომბანკ არენას 25-ათასიან დარბაზში სერბეთმა უმასპინძლა კორეას. სერბები დასრულებამდე 10 წუთით ადრე ხუთი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ჩამოეძინათ და 56-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - 25:25. სერბეთი ორჯერ კიდევ გავიდა წინ და კორეამ ორჯერ გაათანაბრა. ბოლოს - დასრულებამდე 12 წამით ადრე რიუმ ანგარიში 27:27 გახადა მაშინ, როცა კორეა რიცხვნაკლული თამაშობდა. დამატებითი დრო თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ზედ ბოლო წამზე, ელენა ერიჩმა თავისი ერთდერთი, მაგრამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა ამ თამაშში - 28:27.

სანუგეშო ტურნირი, ეწ პრეზიდენტის თასი მოიგო ტუნისმა, ვინც მე-17 ადგილისთვის მატჩში ჩინეთი 28:23 დაამარცხა. 18 დეკემბერს მეოთხედფინალების დღეა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

16 დეკემბერი, მერვედფინალი

უნგრეთი - ესპანეთი 28:21

გორბიჟი 6, ზაჩიკი 5, ბოგნარი 4 - ლოპესი 7, კაბრალი 4, აგილარი 4

ბრაზილია - ჰოლანდია 29:23

როდრიგესი 7, ამორიმი 6, ნასიმენტო 6 - აბინგჰი 7, კროოტი 6, ლუსიანო 4

ნორვეგია - ჩეხეთი 31:21

მორკი 5, ლოკე 5, სოლბერგი (მეკ, 13/25) - ლუზუმოვა 6, ჰრბკოვა 4

სერბეთი - კორეა 28:27

ლეკიჩი 8, პოპოვიჩი 6, დამნიანოვიჩი 6 - იუნი 8, ვოო 6, რიუ 4, ჩოი 4

მეოთხედფინალი, 18 დეკემბერი

20:30 ბრაზილია - უნგრეთი

20:30 საფრანგეთი - პოლონეთი

23:15 გერმანია - დანია

23:15 ნორვეგია - სერბეთი

პრეზიდენტის თასი

მატჩი 17 ადგილისთვის

ტუნისი - ჩინეთი 28:23

19 ადგილისთვის

არგენტინა - დრ კონგო 31:19

21 ადგილისთვის

პარაგვაი - ალჟირი 29:19

23 ადგილისთვის

დომინიკელთა რესპუბლიკა - ავსტრალია 27:26

 

ორშაბათს სპორტკომპლექს არენაში იწყება საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში.

თბილისში რვავე გუნდი შეიკრიბება და 4-4 მატჩს გამართავს. ცენტრალური იქნება პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის მატჩი, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება 17 საათზე.

საქართველოს ჩემპიონი სამწრიან ტურნირში გამოვლინდება, ხოლო 19 დეკემბრის შემდეგ განახლდება სანაკრებო სეზონი. 20 დეკემბრიდან საქართველოს ნაკრები თბილისში ივარჯიშებს, 25 დეკემბერს გაემგზავრება ისრაელში, სავარჯიშოდ და ერთი ამხანაგური მატჩის გასამართად იქაურ ნაკრებთან, 2 იანვარს კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩია ანკარაში, თურქეთი. 5 იანვარს ვმასპინძლობთ თურქეთს, 8 იანვარს - ლიტვას, ხოლო 11 იანვარს ვთამაშობთ ფინეთში. 2 ტურის შემდეგ 4 ქულით ლიტვა ლიდერობს, 2-2 ქულა აქვთ საქართველოსა და ფინეთს, 0 ქულა - თურქეთს. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ერთი გუნდი გადის.

ეროვნული ჩემპიონატი

მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი

16 დეკემბერი

14:00, არენა 1 ჭაბუკთა ნაკრები - იმედი

15:30 არენა 1 ბათუმი - თელავი

15:30 არენა 2 სამტრედია - სტუ

17:00 არენა 1 ქუთაისი - პეგასი

17 დეკემბერი

14:00, არენა 1 თელავი - ქუთაისი

15:30 არენა 1 იმედი - სამტრედია

15:30 არენა 2 პეგასი - ბათუმი

17:00 არენა 1 სტუ - ჭაბუკთა ნაკრები

18 დეკემბერი

14:00, არენა 1 იმედი - ბათუმი

15:30 არენა 1 თელავი - სამტრედია

15:30 არენა 2 ქუთაისი - სტუ

17:00 არენა 1 ჭაბუკთა ნაკრები - პეგასი

19 დეკემბერი

14:00, არენა 1 იმედი - ქუთაისი

15:30 არენა 1 პეგასი - სამტრედია

15:30 არენა 2 თელავი - ჭაბუკთა ნაკრები

17:00 არენა 1 ბათუმი - სტუ

1 წრის შემდეგ (, , , , , )
სტუ-------------7-7-0-0-236-160-14
ბათუმი---------7-6-0-1-292-213-12
სამტრედია-----7-5-0-2-257-226-10
პეგასი-----------7-2-2-3-212-234-6
იმედი-----------7-3-0-4-192-219-6
ქუთაისი--------7-2-1-4-222-263-5
ჭაბუკები--------7-0-2-5-203-246-2
თელავი---------7-0-1-6-158-211-1

ბომბარდირები: გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 61, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 57 ირაკლი თევზაძე (სამტრედია) – 55, უჩა გამზარდია (ბათუმი) 55, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 55, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 50, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 46, გიორგი იობაშვილი (იმედი) 44

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში.

 

ლიდერმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა დაამარცხა მესამე ადგილზე მყოფი სამტრედია - 42:31. სამტრედიამ პირველ ტაიმში ბრძოლა გამართა და თავიდანვე 4:0 დაწინაურდა. ქვეყნის ჩემპიონმა პირველი გოლი მხოლოდ მე-7 წუთზე გაიტანა. მეკარე ალექსანდრე ხონელიძის, ლექსო წითელიშვილისა და ჯაბა ხაჟომიას კარგი თამაშის წყალობით სამტრედიელები კარგა ხანს ლიდერობდნენ და მხოლოდ ტაიმის მიწურულს გავიდა წინ სტუ - 18:16. შესვენების შემდეგ ფავორიტმა უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა, 13 გოლი გაიტანა თემურ ორჯონიკიძემ.

ლიდერის მდევარმა, ბათუმმა 39:30 დაამარცხა თელავის გუნდი, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრმა უჩა გამზარდიამ 10 გოლი გაიტანა. სხვაობა სტუ-სა და ბათუმს შორის ისევ 2 ქულაა.

ჭაბუკთა ნაკრების საბაზო გუნდმა, პეგასმა 33:23 დაამარცხა ქუთაისი. 1998-99 წელში დაბადებულთა ნაკრებმა იმედთან ტაიმი 15:21 წააგო, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოში ძალა აღარ ეყო - 33:42. ხვალ მორიგი 4 მატჩია.

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

ეროვნული ჩემპიონატი

მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი

16 დეკემბერი

ჭაბუკთა ნაკრები - იმედი 33:42

ჭაბუკები: ს. ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი - კბილაშვილი 9, დანელიშვილი 7, ჰუსეინოვი 5, რუსტამოვი 4, ე. არსენაშვილი 3, ფერაძე 2, ნ. მაისურაძე 2, ბაინაზაშვილი 1, მამულაშვილი, ბიბილეიშვილი, გოგავა, იობაშვილი, გაწერელია, დოლმაზაშვილი

იმედი: მღებრიშვილი, ლორია - იობაშვილი 10, ბეჟანიშვილი 6, ალანია 6, აბაშიძე 5, გიორგაძე 4, მძელური 4, თაბაგარი 2, ი. კალანდაძე 2, ჩიკვილაძე 1, მაჭარაშვილი 1, ჯმუხაძე 1, გოთოშია, გ. ჩაკვეტაძე, ხანდოლიშვილი

ბათუმი - თელავი 39:30

ბათუმი: სამყურაშვილი - გამზარდია 10, ყაველაშვილი 8, წივწივაძე 5, უ. მაისურაძე 5, ჯორბენაძე 3, ჭელიძე 3, ქარდავა 2, ხუნჯუა 2, ვინოგრადსკი 1, ი. ნარსია, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ჭანტურია

თელავი: ა. სამიტაშვილი, ლილუაშვილი - გიორგელაშვილი 8, გ. სვიმონიშვილი 7, ანდრიაშვილი 7, კობახიძე 4, გიგაური 2, ნ. სვიმონიშვილი 1, ჯ. ნიკურაძე 1, ი. სამიტაშვილი ,  ცისკარიშვილი, დიდებაშვილი, იაგორაშვილი, მღებრიშვილი

ქუთაისი - პეგასი 23:33

ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე - გ. კვერნაძე 8, ახალაძე 5, ტარუაშვილი 4, ჯუღელი 3, ახალბედაშვილი 2, ძნელაძე 1, ჩიხლაძე, ლომიძე, მათნაძე, მამასახლისი, ბახტურიძე, მერკვილაძე, ბოყოჩაძე

პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია - დიხამინჯია 8, ა. ცხვარაშვილი 5, ბაძაღუა 4, ოსიყმაშვილი 4, აბჟანდაძე 3, დემეტრაშვილი 2, ლობჟანიძე 2, ტ. კალანდაძე 2, კოხრეიძე 1, ცუხიშვილი 1, ი. ცხვარაშვილი 1, აბჟანდაძე, ნატროშვილი, გელაშვილი, ქუთათელაძე

სამტრედია - სტუ 31:42

სამტრედია: ხონელიძე, გაგუა - წითელიშვილი 9, გ. ნიკურაძე 5, ხაჟომია 4, თევზაძე 4, ხვიჩია 2, ცხვარაძე 2, ზურაბიანი 2, ელგანდაშვილი 1, ჟვანია 1, ავალიანი 1, გაგლოშვილი, ღაღანიძე, ბოცვაძე

სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი - ორჯონიკიძე 13, გვაზავა 7, გოგოლაძე 6, სიმონია 5, აბრამიშვილი 4, სურმავა 3, ბერძენიშვილი 2, გოგალაძე 1, ლ. არსენაშვილი 1, ამირანაშვილი, გრიშიკაშვილი, სტურუა

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი

მდგომარეობა (, , , , , )
სტუ-------------8-8-0-0-278-191-16
ბათუმი---------8-7-0-1-331-243-14
სამტრედია-----8-5-0-3-288-268-10
პეგასი-----------8-3-2-3-245-257-8
იმედი-----------8-4-0-4-234-252-8
ქუთაისი--------8-2-1-5-245-296-5
ჭაბუკები--------8-0-2-6-236-288-2
თელავი---------8-0-1-7-188-250-1

17 დეკემბერი

14:00, არენა 1 თელავი - ქუთაისი

15:30 არენა 1 იმედი - სამტრედია

16:00 არენა 2 პეგასი - ბათუმი

17:00 არენა 1 სტუ - ჭაბუკთა ნაკრები

ბომბარდირები: გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 69, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 66, უჩა გამზარდია (ბათუმი) 65, ირაკლი თევზაძე (სამტრედია)59, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 58, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 56, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 55, გიორგი იობაშვილი (იმედი) 54

 

13 დეკემბერ თბილისის ივენტ ჰოლში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ორგკომიტეტმა გამართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა. დააჯილდოვეს წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები.

 


შეხვედრაზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციას წარმოადგენდნენ გოგონებისა და ბიჭების ნაკრების წევრები - თათია გადელია და ზეზვა იობაშვილი.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა და 2015 წელს თბილისში გაიმართება. საქართველოს ხელბურელთა ორი ნაკრები უკვე თითქმის 2 წელია, ინტენსიურად ემზადება ამ ტურნირისთვის.

ფოტო: თათია გადელია და ზეზვა იობაშვილი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ლერი ხაბელოვთან ერთად


 

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთში ორი მეოთხედფინალური წყვილი უკვე გამოვლინდა - გერმანია - დანია და საფრანგეთი - პოლონეთი. ორშაბათს კიდევ 4 მერვედფინალია.

 

ანგოლა პირველ ტაიმში 6:4 უგებდა გერმანიას, მაგრამ ევროპელებმა ნელნელა გარდატეხეს თამაში. ტაიმი 13:10 მოიგო გერმანიამ, ხოლო გადამწყვეტი გამოდგა მეორე ნახევრის დასაწყისი, რომელიც გერმანიამ 4:1 მოიგო და 17:11 დაწინაურდა. ამის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, გერმანიამ ზედიზედ მექვსე მატჩი მოიგო ტურნირზე.

საფრანგეთი კარგახანს ვერაფერს უხერებდა იაპონელთა აქტიურ დაცვას (ექვსნი ცხრამეტრიან ხაზზე). 41-ე წუთზე აზიელები 17:15 უგებდნენ 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონს. ზუსტად ამ დროს მოედანზე გამოვიდა ფრანგების მეკარე ამანდინ ლე ინო, რომელმაც 17 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა - ფრანგებმა ამ მონაკვეთში 10 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ დამაჯერებლად მოიგეს - 27:19.

რუმინეთი თითქმის მთელი თამაში დამაჯერებლად უგებდა პოლონეთს. მეორე ტაიმში სხვაობა 3-4 ბურთი იყო, მაგრამ 48-ე წუთიდან პოლონელებმა სპურტი წამოიწყეს - ზედიზედ 6 გატანილი გოლის შემდეგ მეტოქე გატყდა და პოლონეთმა 31:29 მოიგო.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონის, მონტენეგროსა და დანიის მატჩში ბრძოლა ბოლო წამამდე იყო. მონტენეგრომ მოიგო პირველი ტაიმი - 12:11, მაგრამ მეორეში უკვე დანია დაწინაურდა. ბოლო წუთებში ლუიზ ბურგორდმა ორჯერ გაიყვანა წინ დანია, მაგრამ სირენამდე 14 წამით ადრე ძელს გაარტყა ბურთი და მონტენეგროს ბოლო შანსი მიეცა. მათმა ლიდერმა კატარინა ბულატოვიჩმა ზედ ბოლო წამზე ესროლა და გაიტანა, მაგრამ გოლამდე დრო ამოიწურა და დანიამ 22:21 მოიგო.

ორშაბათს დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტიც გამოვლინდება.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

15 დეკემბერი, მერვედფინალი:

გერმანია - ანგოლა 29:21

შტაინბახი 6, მიულერი 5, გეშკე 4 - კიალა 8, გიალო 4

საფრანგეთი - იაპონია 27:19

კამტო-ნჯიტამი 5, პინო 4, ზაადი 4 - ფუძიი 5, არიჰამა 5

პოლონეთი - რუმინეთი 31:29

ვოიტასი 9, გრჟიბი 7, კულვინსკა 6 - ნიაგუ 10, ბრადიანუ 6

დანია - მონტენეგრო 22:21

ბურგორდი 6, ნორგორდი 5 - კ. ბულატოვიჩი 7, კნეზევიჩი 4

16 დეკემბერი

20:30 უნგრეთი - ესპანეთი

21:00 ბრაზილია - ჰოლანდია

23:15 ნორვეგია - ჩეხეთი

23:45 კორეა - სერბეთი

პრეზიდენტის თასი. 17-20 ადგილები

პარაგვაი - ავსტრალია 18:18, პ 5:3

ალჟირი - დომინიკელთა რესპუბლიკა 29:24

21-24 ადგილები

ჩინეთი - დრ კონგო 23:22

ტუნისი - არგენტინა 27:21

 

სერბეთში, ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი დასრულდა და შეივსო პლეიოფის ბადე.

 

მერვედფინალის ბოლო, მეთექვსმეტე საგზური მოიპოვა იაპონიამ, ვინც იოლად დაამარცხა ალჟირი - 32:23. ჯგუფებში დაუმარცხებლად იასპარეზეს საფრანგეთმა, ბრაზილიამ, ნორვეგიამ და გერმანიამ.

გერმანია 27:26 უგებდა უნგრეთს, მაგრამ დასრულებამდე 8 წამით ადრე მათ კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა. ურტყამდა უნგრელი ანიტა გორბიცი, ვისაც ამ მატჩში 13 ტყორცნიდან 12 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ გერმანელთა მეკარემ, კლარა ვოლტერინგმა დარტყმა მოიგერია. გერმანელთაგან 13 გოლი (21 მცდელობიდან) გაიტანა მარჯვენა ინსაიდმა ზუზან მიულერმა.

მეხუთე მატჩი მოიგო ტურნირის აღმოჩენამ, ბრაზილიის ნაკრებმა. ამ გუნდი საუკეთესო შედეგი აქამდე მეხუთე ადგილი ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატზე (2011) და მეექვსე - ოლიმპიადაზე (2012). მეკარე ბარბარა არენჰარდტმა კორეელებს დარტყმების 49 პროცენტი აუღო, მათ შორის 5 დარტყმა - 6-მეტრიანი ხაზიდან, დეონისე კავალეირომ კი 7 გოლი გაიტანა და ბრაზილიამ მოუგო დანიას - 23:18.

შაბათს მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენების დღეა, კვირას და ორშაბათს კი 4-4 მერვედფინალი გაიმართება.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

13 დეკემბერი, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური

A ჯგუფი

დრ კონგო - დომინიკელთა რესპუბლიკა 23:22

საფრანგეთი - კორეა 27:22

მონტენეგრო - ჰოლანდია 27:25

საფრანგეთი 10, მონტენეგრო 8, კორეა 6, ჰოლანდია 4 / დრ კონგო 2, დომ. რესპ 0

B ჯგუფი

იაპონია - ალჟირი 32:23

სერბეთი - ჩინეთი 32:18

დანია - ბრაზილია 18:23

ბრაზილია 10, სერბეთი 8, დანია 6, იაპონია 4 / ჩინეთი 2, ალჟირი 0

C ჯგუფი

არგენტინა - პარაგვაი25:15

ანგოლა - ესპანეთი 21:30

ნორვეგია - პოლონეთი 23:18

ნორვეგია 10, ესპანეთი 8, პოლონეთი 6, ანგოლა 4 / არგენტინა 2, პარაგვაი 0

D ჯგუფი

ტუნისი - ავსტრალია 24:15

უნგრეთი - გერმანია 26:27

რუმინეთი - ჩეხეთი 29:23

გერმანია 10, რუმინეთი 8, უნგრეთი 6, ჩეხეთი 4 / ტუნისი 2, ავსტრალია 0

მერვედფინალი:

15 დეკემბერი

20:30 გერმანია - ანგოლა

21:00 საფრანგეთი - იაპონია

23:15 პოლონეთი - რუმინეთი

23:45 დანია - მონტენეგრო

16 დეკემბერი

20:30 უნგრეთი - ესპანეთი

21:00 ბრაზილია - ჰოლანდია

23:15 ნორვეგია - ჩეხეთი

23:45 კორეა - სერბეთი

 

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ.         გატ-გაშ    
BSB ბათუმი 7   7   0   0   317-187   14  
პეგასი 7   5   0   2   298-201   10  
ქუთაისი 7   5   0   2   235-206   10  
იმედი სტუ 7   5   0   2   289-196   10  
გორი 7   3   0   4   248-289   6  
სპორტუნი 7   2   0   5   221-297   4  
სამტრედია 7   1   0   6   192-276   2  
წყალტუბო 7   0   0   7   156-304   0  
განახლდება 26 იანვარს

ქალები. უმაღლესი ლიგა
1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 0  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   9 დეკ. გატ-გაშ
  აზერსუ 8 7 0 1 289-170 14
  აზერიოლი 7 6 0 1 227-138 12
  ყარაბაღი 8 5 0 3 254-191 10
  იდმან აკადემ. 8 2 1 5 200-257 5
  ოლიმპია თბ. 6 1 1 4 134-205 3
  განჯლარ ბირ. 7 0 0 7 134-287 0
მომდევნო მატჩები:
20-21 დეკემბერი. თბილისი
ოლიმპია - განჯლარ ბირლიი

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ.         გატ-გაშ    
სამტრედია 6   5   1   0   187-125   11  
აჭარა 6   5   1   0   172-131   11  
ბსბ ბათუმი 6   4   0   2   137-125   8  
ფოთი 6   3   0   3   115-114   6  
ქუთაისი 6   1   1   4   122-108   3  
ხელვაჩაური 6   1   1   4   132-142   3  
წყალტუბო 6   0   0   6   60-180   0  
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 7   7   0   0   179-63   14  
ყვარელი 7   6   0   1   155-72   12  
რუსთავი 7   5   0   2   175-176   10  
ქარიშხალა 7   4   0   3   151-147   8  
გორი 7   3   0   4   116-137   6  
ქარელი 7   2   0   5   126-156   4  
ლაგოდეხი 7   1   0   6   65-137   2  
თელავი 7   0   0   7   93-172   0  
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ.         გატ-გაშ    
აჭარა 7   7   0   0   140-47   14  
ფოთი 7   6   0   1   78-55   12  
ქუთაისი 7   5   0   2   77-55   10  
ზუგდიდი 7   4   0   3   78-68   8  
ბათუმი 7   2   1   4   60-86   5  
სამტრედია 7   2   1   4   64-95   5  
წყალტუბო 7   1   0   6   64-82   2  
სენაკი 7   0   0   7   31-104   0  
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 3   3   0   0   27-12   6  
ქარიშხალა 3   2   0   1   32-32   4  
რუსთავი 3   1   0   2   30-29   2  
გორი 3   0   0   3   17-33   0  
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 12   11   1   0   215-145   23  
აჭარა 12   10   0   2   250-172   20  
ქარიშხალა 11   7   1   3   263-223   15  
სამტრედია 12   7   1   4   206-167   15  
ყვარელი 11   6   1   4   196-166   13  
პეგასი 11   4   0   7   201-199   8  
ბათუმი 12   3   1   8   150-200   7  
წყალტუბო 12   1   1   10   136-237   3  
მამული 11   0   0   11   160-268   0  
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: