facebook

 

Chenel
2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

მთავარი

უკრაინაში ახლახან დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს გოგონათა ნაკრებში საუკეთესო იყო თათია გადელია, რისთვისაც სპეციალური პრიზიც მიიღო. მან ქალაქ ბროვარიში, 3 ოფიციალურ და 2 ამხანაგურ მატჩში 31 გოლი გაიტანა.

 

თათია გადელია ფოთელია, 15 წლისაა. 11 წლისამ დაიწყო ხელბურთში ვარჯიში დარეჯან გეფერიძესთან, მაგრამ, ერთი ხანობა მძლეოსნობაზე გადავიდა.

- დროებით გადამიყვანეს. დარეჯან გეფერიძემ მირჩია მძლეოსნობაშ ვარჯიში ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. ამის გამო მომიხდა თბილისში, ბებიასთან გადმოსვლა. ბებიაჩემი, მანანა ალანია ძველი ხელბურთელია, მეკარე, და მისი ხათრით ავირჩიე ხელბურთი. კალათბურთის ჯგუფიც არის ფოთში, მაგრამ კალათბურთი არ მიყვარს. შარშან, მთელი 6 თვე მარტო მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი და დეკემბერში პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატზე ვითამაშე. თავდაპირველად შუბის ტყორცნაში დამიპირეს ვარჯიში, რათა ტყორცნის ძალა მომმატებოდა, მაგრამ მერე სირბილზე გადავედი. შედეგად ძალიან მოვუმატე სისწრაფეს და ნახტომს.

- უკრაინაში პირველი საერთაშორისო ტურნირი გქონდათ...

- ტურნირი კი. შარშან ბაქოში ვიყავით ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. ჩვენს ტოლებს სამივე მატჩი მოვუგეთ, ორი წლით უფროსებთან დავმარცხდით. უკრაინაში წასვლის წინ ცოტათი გვეშინოდა, არ ვიცოდით ჩვენი ნამდვილი ძალა, მაგრამ მივდიოდით საბრძოლველად. ჩვენს თანატოლებს, ბროვარის გუნდს ორივე თამაში მოვუგეთ, წავაგეთ ბელარუსებთან და ცოტათი უფროს უკრაინელებთან. აღმოჩნდა, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში და მოგებაც, თუ მოვუმატებთ.

- აპირებ, რომ ხელბურთს ბოლომდე მიყვე?

- აუცილებლად. თავიდან გოგონები ისე, გასართობად დავდიოდით ხელბურთზე. მერე, უკვე ნაკრებში რომ მოვხვდით, მოტივაცია და მეტი ინტერესი გაგვიჩნდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზეც მინდა ჩაბარება.

- მაგ დროისთვის უკვე ბევრი გექნება ნათამაშევი. 2015 წლიდან ყოველწლიურად მოგიწევთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლა. დავუშვათ, უცხოეთის რომელიმე კლუბიდან მიიღე მიწვევა, იურისტობას რას უზამ?

-სწავლას და იურისტობას და მერეც მოვახერხებ. რა თქმა უნდა, დავთანხმდები. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც შეიძლება ყველაფრის მოსწრება. ხელბურთის თამაში ძალიან მინდა. ცალკე ნაკრები და ფოთის გუნდშიც მინდა წარმატების მიღწევა. პირველ წრეში თბილისის მამულთან 2 ბურთით წავაგეთ, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.

 

სომხეთიდან გამარჯვებით დაბრუნებულმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ხელბურთის ფედერაციაში დღეს პრესკონფერენცია გამართა.

1996-97 წლებში დაბადებულთა გუნდმა ერევანში სომხეთის პრემიერ მინისტრის თასზე დაამარცხა რუსეთის ნაკრები ( 33:28) უკრაინა (33:28) და სომხეთი (32:21) და პირველი ადგილი დაიკავა. მთავარ ჯილდოსთან ერთად გუნდს კიდევ 4 პრიზი ერგო - საუკეთესო ბომბარდირი გახდა თემურ ორჯონიკიძე (36 გოლი), ორჯონიკიძემ, ალექსანდრე ცხვარაშვილმა და მეკარე ზურაბ ცინცაძემ კი თავ-თავიანთ სათამაშო პოზიციებზე საუკეთესო ხელბურთელის ჯილდო მოიპოვეს.

ტიტე კალანდაძე, მთავარი მწვრთნელი: - ჩვენი გუნდისთვის ეს ფაქტიურად პირველი ტურნირი იყო. ბოლო თამაშის წინ ფავორიტებად რუსები ითვლებოდნენ. მათ გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქეები, მაგრამ ჩვენ მეორე მატჩში, სომხეთთან ძალები დავზოგეთ და რუსეთან საბრძოლველად მოვემზადეთ. ფიზიკურად მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო, რამდენიმე ორმეტრიანი მოთამაშეც ჰყავდათ, მაგრამ თამაშმა გვანახა, რომ სწორი ტაქტიკითა და შემართებით ხელბურთში ყველასთან გამარჯვება შეიძლება. ძალიან კარგად ითამაშეს შეტევის ლიდერებმა ორჯონიკიძემ და ცხვარაშვილმა, გამოვყოფ დაცვასაც: მეკარე ცინცაძეს, კოხრეიძესა და დემეტრაშვილს. ამ მოგებამ ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. მეტოქეები ძლიერი გვყავს - ხორვატია მასპინძელია და სახელბურთო ქვეყანაა, მაკედონიაში მე თავად მითამაშია 3 სეზონი და ვიცი, რომ იქ ხელბურთი პირველი სპორტია, ჰოლანდიაშიც საკმაოდ განვითარდა ეს სახეობა, მაგრამ, ჩვენ ფინალური ეტაპის საგზურისთვის საბრძოლველად წავალთ.

ვახტანგ ბერიაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი: - მწვრთნელებმა სწორი ტაქტიკა შეარჩიეს რუსეთთან მატჩისთვის. მთავარი იყო, რომ რუსეთისთვის სწრაფი შეტევის საშუალება არ მიგვეცა, რაც მოვახერხეთ კიდეც. თავიდან ბოლომდე ვლიდერობდით, დარბაზი ძალიან გვიჭერდა მხარს, მაგრამ დადგა მომენტი, როცა რუსები 3 ბურთამდე წამოგვეწივნენ და ამ მომენტში 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიანა გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ. ჯილდო თავად სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ტიგრან სარგსიანმა გადმოგვცა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით ემზადება ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 10-12 იანვარს გაიმართება ხორვატიაში. 10 იანვარს ვეთამაშებით ჰოლანდიას, 11 იანვარს - ხორვატიას და 12 იანვარს - მაკედონიას. ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

ტურნირის ფოტოები:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.389456674521108.1073741893.153041141495997&type=1

პრესკონფერენციის ფოტოები:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.389803834486392.1073741894.153041141495997&type=1

სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთ ლიგაში.

6 დეკემბერს უნდა გამოვლინდეს დასავლეთის ჩემპიონი, პრიზიორები და მეორე ეტაპზე გამსვლელი 3 გუნდი. დღეს 2 თამაში მოიგო შეჯიბრების ლიდერმა, ფოთის გუნდმა - მათ დაამარცხეს წყალტუბო (20:19) და ქუთაისი (29:19). ფოთელთა მდევარმა, სამტრედიამ მოუგო ბათუმს - 30:21, ხოლო ქუთაისმა დაამარცხა ზუგდიდი - 22:19. ცენტრალური, ფოთისა და სამტრედიის თამაში 6 დეკემბერს გაიმართება.

უკვე გაირკვა გამარჯვებულთ სამეული აღმოსავლეთის ლიგაში - თელავი, გორი, ყვარელი. თბილისის ლიგაში მეორე წრე 10-14 დეკემბერს გაიმართება. 3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი ასპარეზობას 0 ქულიდან გააგრძელებენ და ერთწრიან ტურნირში გამოავლენენ ექვსეულს, რომელიც საქართველის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . დასავლეთი. მეორე წრე, სენაკი

4 დეკემბერი

წყალტუბო - ფოთი 19:20

ქუთაისი - ზუგდიდი 22:19

ბათუმი - სამტრედია 21:30

ფოთი - ქუთაისი 29:19

მდგომარეობა

ფოთი 14 ქულა (7 თამაშიდან), სამტრედია 10 (6), ზუგდიდი 6 (6) / წყალტუბო 4 (6) / ქუთაისი 4 (7), ბათუმი 0 (6)

5 დეკემბერი

11:00 ზუგდიდი - ფოთი

12:20 სამტრედია - ქუთაისი

13:40 ბათუმი - წყალტუბო

15:00 ზუგდიდი- სამტრედია

16:20 ქუთაისი - წყალტუბო

17:40 ფოთი - ბათუმი

 

თბილისი. მეორე ტური - 10-14 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მეშვიდე ტური და გამოცხადდა შესვენება თებერვლამდე.

16-დან 7 მერვედფინალისტი უკვე ცნობილია. მათ შორის 4 გერმანული კლუბია - თასის მფლობელი ჰამბურგი, კილი, ფლენზბურგი და ლიოვენი, ასევე უნგრეთის ვესპრემი, ესპანეთის ბარსელონა და დანიის კოლდინგი.

მიზანი თითქმის მიღწეული აქვს პარი-სენ ჟერმენსაც, ვინც მინსკში ტრავმიებული ლიდერის, მიკელ ჰანსენის გარეშეც მოუგო დინამოს - 35:29. პარიზელმა მლადენ ბოიინოვიჩმა 10 გოლი გაიტანა. ამავე ჯგუფში ფრედ დასრულდა მაკედონიის მეტალურგისა და თიუნის მატჩი - 24:24. შვეიცარიელებმა პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგაში.

დანიურმა ოლბორგმა შინ 26:27 წააგო გერმანიის ფლენზბურგთან, რომელმაც პლეიოფის საგზური გაინაღდა, ხოლო გერმანულმა კილმა 9000 მაყურებლის თვალწინ, შინ დაამარცხა პოლონეთის ვისლა - 34:25.

მერვე ტური გაიმართება 5 თებერვალს, ხოლო ჯგუფური ტურნირი დასრულდება 23 თებერვალს. იქამდე კი სანაკრებო სეზონია. 6 დეკემბერს სერბეთში იწყება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 12 იანვარს , დანიაში - კაცების ევროპის პირველობა,

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

ვესპრემი (უნგ) - სტ. პეტერბურგი (რუს) 29:20

ცელიე ლაშკო (სლნ) - ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) 26:20

ვესპრემი 14 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

პორტუ (პორ) - კოლდინგი (დან) 27:24

დიუნკერკი (საფ) - ტარგი კილცე (პოლ) 30:25

კილი (გერ) - ვისლა პლოცკი (პოლ) 34:25

კილი 12, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30:23

დინამო მინსკი (ბლრ) - პსჟ (საფ) 29:35

მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ვაკერ თიუნი (შვც) 24:24

ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ) - გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ) - ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

ოლბორგი (დან) - ფლენზბურგი (გერ) 26:27

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი


უკრაინიდან დაბრუნდა საქართველოს გოგონათა ნაკრები. გუნდმა ითამაშა ქალაქ ბროვარის საერთაშორისო ტურნირზე და გამართა ორი ამხანაგური მატჩი. ბოლო თამაშში ქართველებმა დაამარცხეს ბროვარის ოლიმპიური რეზერვის სკოლის თანატოლები - 27:21.

გვესაუბრება ნაკრები მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი მაია კარბუნარი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ხელბურთელი იყო თავის ქვეყანაში და სახელგანთქმულ კიევის სპარტაკში თამაშობდა.

მაია კარბუნარი: - ტურნეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩვენი გუნდისთვის და უკრაინაში არ ელოდნენ რომ საქართველო საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩავიდოდა. ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა მონდომება, ბრძოლისუნარიანობა, აზარტი, მოტივაცია, ყველაფერი რიგზე იყო და ამ მხრივ ყველა გუნდს შორის გამოვირჩეოდით. კმაყოფილი ვარ ფიზიკური მომზადებითაც. მეტი უნდა ვიმუშაოთ ტექნიკაზე და სათამაშო აზროვნებაზე. ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.

მოვიგეთ ორი ამხანაგური მატჩი ჩვენს თანატოლებთან, ბროვარის ოლიმპიური სკოლის გუნდთან. ეს ფაქტიურად უკრაინის ნაკრებია, სადაც შეკრებილნი არიან გოგონები თითქმის მთელი ქვეყნიდან - ისინი მთელი წლის განმავლობაში ერთად ვარჯიშობენ და ერთად სწავლობენ. ასეთივე პრინციპითაა შედგენილი ბელარუსის ნაკრები, რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ბელარუსთან მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ. ნორმალურად ვითამაშეთ პირველი ტაიმი, ვაგებდით ცოტათი, მაგრამ მეორე ტაიმში დავუშვით უამრავი ელემენტარული შეცდომა, ძირითადად, ბურთის გადაცემაში. ამას ორი მიზეზი აქ - ჯერ ერთი, უცხოეთში უფრო მეტ ხელის წებოს ხმარობენ, რაც ბურთის დაჭერას აადვილებს, მაგრამ პასის მიცემა უფრო ძნელია და მეორე, როგორც გითხარით, ჩვენი ხელბურთელების საბაზისო ტექნიკა გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელია. ეს ეხება პასს, კარში ტყორცნას, მეკარისა თუ გარემარბების სპეციფიურ თამაშს.

ზაპოროჟიეს გუნდი შეჯიბრებაში ბოლო მომენტში, აზერბაიჯანელების ნაცვლად ჩაება, რის გამოც მათ 1996 და 1997 წლებში დაბადებული რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ. უკრაინის ნაკრები იგივე ბროვარის გუნდი იყო, 1997 წელს დაბადებული რამდენიმე გოგონათი გაძლიერებული. ისინი ჩვენზე ბევრად მაღლები იყვნენ, თუმცა, სიმაღლეში ბელარუსის, ჩვენი თანატოლების ნაკრებიც გვჯობდა.

ჩვენი გუნდით, როგორც გითხარით, კმაყოფილი ვარ. გუნდის ლიდერი იყო თათია გადელია. ძალიან აზარტული და მებრძოლი გოგოა მაია ბერიძე. თუ ტყორცნის ტექნიკას გააუმჯობესებს, კარგი ინსაიდი დადგება ნინო გაბისონია, ისევე როგორც სოფი ნარიმანიძე, რომელსაც თავდაჯერება აკლია და დაცვაშიც მოისუსტებს. ქეთევან ვენეცკი, პირიქით, დაცვაშია ძლიერი, კმაყოფილი ვარ ხაზის ორივე მოთამაშით, ჩოხელითა და ჯაღათაშვილით, არაუშავდა გარემარბ ღვალაძეს, ბევრჯერ გადაგვარჩინა მეკარე ჯავახიამ, რომელსაც ასევე აქვს ტექნიკა გასაუმჯობესებელი. შემიძლია ყველა ჩამოვთვალო და ყველას მიმართ ვთქვა, რომ, თამაშის მომატების დიდი პოტენციალი აქვს. აუცილებლად დავიმატებთ რამდენიმე გოგონას ყვარლის გუნდიდანაც, რითაც კონკურენცია გაიზრდება. ჯამში, 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალამდე თითქმის ორი წელი გვაქვს და იმ დროისთვის უკვე ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს.

საქართველო (15წ) - ბროვარი (15წ) 27:21

საქართველო: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თინათინ ყაველაშვილი (პეგასი) - თათია გადელია (ფოთი) 5, თეონა ჯაღათაშვილი (მამული) 5, ანა ყველაშვილი (მამული) 4, ქრისტინე ღვალაძე (მამული) 3, მედეა ჩოხელი (პეგასი) 2, თამარ გიორგაძე (მამული) 2, ნინო გაბისონია (მამული) 2, სოფი ნარიმანიძე (მამული) 2, ნინო სიხარულიძე (ფოთი) 2, მაია ბერიძე (პეგასი), თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), ქეთი ვენეცკი (პეგასი) - მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი, მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი

დანარჩენი მატჩები უკრაინაში: ბროვარი (15წ) 29:23, ბელარუსი (15წ) 19:27, ზაპოროჟიე (17წ) 15:26, უკრაინა (16წ) 18:25


ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე მაკედონიის ზომიმაკ-სტრუმიცამ საპასუხო მატჩში 33:24 დაამარცხა დანიის ორჰუსი და მეოთხე წრეში გავიდა.

პირველი თამაში მაკედონიელებს 26:29 ჰქონდათ წაგებული. სტრუმიცას მარჯვენა გარემარბმა რევაზ ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა და ამ სეზონის ოთხ თამაშში ფედერაციის თასზე 17 გოლი დაუგროვდა. დღეს ყველაზე შედეგიანი იყო მაკედონიელი რადოსლავ სტოიანოვიჩი - 13 გოლი.

შეჯიბრებას გამოეთიშა შტიინცა ბაკეუ. რუმინელებს სტუმრად 25:40 ჰქოდათ წაგებული შვედეთის კრისტიანსტადთან, მაგრამ მეორე მატში მაქსიმუმ შვიდგოლიან სხვაობას მიაღწიეს, საბოლოოდ კი მხოლოდ ოთხით მოიგეს - 27:23. შოთა თევზაძე რუმინული კლუბის კარს მეორე ტაიმში იცავდა, ვლადიმერ რუსია კი თამაშის უმეტეს დროს მოედანზე იყო, მაგრამ გოლი ბურთი არ გაუტანია. რუსიამ შეჯიბრება 4 გოლით დაასრულა. რუმინელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო ბრაზილიელი და სილვა - 10 გოლი.

სანამ ბაკეუ ევროთასებზე გამოდიოდა, კიდევ ერთი ქართველის კლუბმა, ტიმოშოარას პოლიტექნიკამ რუმინეთის ჩემპიონატზე ითამაშა. ირაკლი ჩიქოვანი ზედიზედ მესამედ გახდა პოლიტექნიკას საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით, მაგრამ კლუბი ზედიზედ მესამედ დამარცხდა - შინ, 25:28, პანდურისთან.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა 5 მატჩი. ვარდარ სკოპიესთან გამარჯვების სემდეგ მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა ბარსელონამ. მეშვიდე ტური ხვალ დასრულდება 4 მატჩით, რის შემდეგაც თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება.

ფოტო: რეზო ჭანტურია (23)

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

ვესპრემი (უნგ) - სტ. პეტერბურგი (რუს) 29:20

ცელიე ლაშკო (სლნ) - ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) 26:20

ვესპრემი 14 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

პორტუ (პორ) - კოლდინგი (დან) 27:24

დიუნკერკი (საფ) - ტარგი კილცე (პოლ) 30:25

1 დეკ, 17:30 კილი (გერ) - ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30:23

1 დეკ, 18:00 დინამო მინსკი (ბლრ) - პსჟ (საფ)

1 დეკ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 13, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ) - გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ) - ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

1 დეკ, 19:00 ოლბორგი (დან) - ფლენზბურგი (გერ)

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
14 ოქტ.         გატ-გაშ    
ფოთი 4   4   0   0   75-48   8  
აჭარა 4   3   0   1   84-53   6  
ყვარელი 3   2   1   0   49-33   5  
ქარიშხალა 3   2   1   0   70-60   5  
სამტრედია 4   2   0   2   64-61   4  
პეგასი 3   1   0   2   52-49   2  
წყალტუბო 4   0   1   3   44-73   1  
ბათუმი 4   0   1   3   35-67   1  
მამული 3   0   0   3   44-73   0  
გაგრძელდება 26-27 ოქტომბერს
29 სექტემბერი, არენა 2
ქარიშხალა 30-21 მამული
ყვარელი 11-8 პეგასი
მამული 4-17 ყვარელი
 
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა 29-12 წყალტუბო
სამტრედია 23-6 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 10-16 ფოთი
ბსბ ბათუმი 8-16 აჭარა
ფოთი 22-13 სამტრედია
 
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი 18-19 ქარიშხალა
პეგასი 26-19 მამული
ქარიშხალა 21-21 ყვარელი
 
14 ოქტომბერი, სენაკი
წყალტუბო 12-12 ბსბ ბათუმი
სამტრედია 12-23 აჭარა
ფოთი 16-9 ბსბ ბათუმი
სამტრედია 16-10 წყალტუბო
აჭარა 16-21 ფოთი
საქართველოს თასი
2018
25-27 სექტემბერი. არენა 2
25 სექტემბერი. 1/4 ფინალი
გორი 19-49 BSB ბათუმი
იმედი სტუ თელავი 41-13 ფოთი
 სპორტუნი 43-34 სამტრედია
ქუთაისი 31-38 პეგასი
 
26 სექტემბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 28-21 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 16-39 პეგასი
 
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: