სიახლეების კალენდარი

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

მთავარი

საქართველოს ნაკრებისა და და რუმინული ტიმიშოარას ხელბურთელი ირაკლი ჩიქოვანი, ვინც იანვარში, თურქეთის ნაკრებთან მატჩში თითი მოიტეხა, თამაშს დაახლოებით ერთ თვეში განაახლებს. ჩიქოვანს რუმინეთში დავუკავშირდით.

ირაკლი ჩიქოვანი: - ზუსტად დღეს თაბაშირი უნდა მომხსნან და ორშაბათიდან აღდგენით პროცედურებს დავიწყებ. ორ კვირაში ბურთით ვარჯიშზე უნდა გადავიდე, დაახლებით ერთ თვეში ალბათ თამაშსაც შევძლებ.

ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომლის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია ჩიქოვანი, გუშინ საკუთარ მოედანზე 24:34 დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ კონსტანცასთან და 17 თამაშიდან 15 ქულით (5 მოგება) მეცხრე ადგილზეა. ჩიქოვანის დაბრუნებისთვის რეგულარულ სეზონში სულ 3 ტური იქნება დარჩენილი, შემდეგ კი იწყება პლეიოფი, სადაც 6 გუნდი გადის. მესამე ადგილზეა ვლადიმერ რუსიასა და შოთა თევზაძის კლუბი შტიინცა ბაკეუ.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე რევაზ ჭანტურიას გუნდი ზომიმაკ-სტრუმიცა სტუმრად დამარცხდა მონპელიესთან - 22:41.

თამაშის ბედი გადაწყდა საწყის წუთებში, როცა ფრანგების მეკარემ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ხელბურთელმა, ტიერი ომაიერმა ყველა ბურთი მოიგერია და მონპელიე 6:0 დაწინაურდა. მაკედონიურმა კლუბმა ერთი პირობა 6:9 გახადა ანგარიში, მაგრამ ტაიმი 9:22 წააგო, შესვენების შემდე კი 20 ბურთითაც ჩამორჩა. ქართველმა გარემარბმა 1 გოლი გაიტანა, მონპელიეში კი მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო სლოვენიელი დრაგან გაიჩი - 8 გოლი.

მეორე ტურში სტრუმიცა შინ ხვდება დანიურ სკიერნს, რომელიც პირველ ტურში შინ მოულოდნელად დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან - 25:32. ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.

ჩემპიონთა ლიგაში დღეს კიდევ ორი მერვედფინალისტი გამოვლინდა. სკოპიეს ვარდარმა 30:22 დაამარცხა მინსკის დინამო და საგზური თავისთვის და თანაქალაქელი მეტალურგისთვისაც მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე B და C ჯგუფებში ყველაფერი გარკვეულია, ხოლო დარჩენილ ორ ჯგუფში პლეიოფის 2-2 მონაწილეა გამოსავლენი.

უნგრულმა ვესპრემმა პირველი ქულა დაკარგა გერმანულ ლიოვენთან - 25:25, დანიის კოლდინგი შინ დამარცხდა გერმანულ კილთან 24:26 - ოთხივე ეს გუნდი უკვე გასულია მერვედფინალში.

ქალთა ტურნირზე ფრედ ითამაშეს შვედეთის სევეჰოფმა და მაკედონიის ვარდარმა - 27:27, ხოლო მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა გაანადგურა სლოვენიის კრიმ მერკატორი - 30:15. ქალთა შეჯიბრებაში კიდევ 4 ტურია სათამაშო.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29

8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27

9 თებ. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 25:25

ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ)ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ. კოლდინგი (დან) - კილი (გერ) 24:26

კილი 14, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ) 23:39

8 თებ. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29

9 თებ. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ) 30:22

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ. ტიურინგერი (გერ) - მიდტიულანდი (დან) 26:24

9 თებ. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ) 27:27

ვარდარი 3, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 1

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 30:15

ბუდუჩნოსტი 3, დიორი 3 / კრიმი 2, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დაიწყო, ხოლო ქართველი ლეგიონერების ორმა კლუბმა ეროვნული ჩემპონატების მორიგი მატჩები გამართა.

 

თურქეთში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდა ტრაბზონსფორი. ტრაბზონელებმა ანკარაში წააგეს BB ანკარასფორთან - 24:28. ითამაშა ორივე ქართველმა - მეკარე გიგა ტორონჯაძემ და რატი მსხვილიძემ. რატიმ 2 გოლი გაიტანა. ლიდერობს ბეშიქთაში 35 ქულით, მას მიჰყვებიან ანკარასფორი (28), ანკარა (26), ტრაბზონი, ბურსა და მერსინი (22). პლეიოფში 8 გუნდი გადის.

რუმინეთში მესამე ადგილზეა შტიინცა ბაკეუ, რომელმაც მორიგ ტურში სტუმრად მოუგო ოდორეის - 35:26. ითამაშა მხოლოდ შოთა თევზაძემ, ვლადიმერ რუსია განაცხადში არ იყო. აქ პლეიოფის საგზურს 6 გუნდი იღებს, ხოლო ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანის გუნდს, ტიმიშოარას ექვსეულამდე 10 ქულა აშორებს.

ჩემპიონთა ლიგაში კაცებმა ბოლოსწინა, მეცხრე ტური დაიწყეს. აქ გამოსავლენი დარჩა სულ ოთხი მერვედფინალისტი. გუშინ გამართულ ერთადერთ მატჩში ერთ-ერთი პრეტენდენტი, ესპანური ლა რიოხა 25:37 დამარცხდა გერმანიის ფლენზბურგთან, თუმცა, ოთხეულში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს.

ფოტო: ანკარასფორი - ტრაბზონი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

9 ტური. 12-16 თებერვალი

D ჯგუფი

12 თებ. ფლენზბურგი (გერ) - ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 37:25

16 თებ, 17:15 ოლბორგი (დან) - გორენიე (სლნ)

16 თებ, 19:00 დროტ ჰალმსტადი (შვდ) - ჰამბურგი (გერ)

ფლენზბურგი 15, ჰამბურგი 14, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

A ჯგუფი

15 თებ, 22:00 ვესპრემი (უნგ) - ოსიგურანიე (ხორ)

15 თებ, 23:00 სტ. პეტერბურგი (რუს) - ლიოვენი (გერ)

15 თებ, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

13 თებ, 23:30 ვისლა პლოცკი (პოლ) - კოლდინგი (დან)

15 თებ, 21:00 დიუნკერკი (საფ) - პორტუ (პორ)

16 თებ, 20:45 კილი (გერ) - ტარგი ლცე (პოლ)

კილი 14, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

15 თებ, 19:15 ბარსელონა (ესპ) - პსჟ (საფ)

16 თებ, 17:00 დინამო მინსკი (ბლრ) - მეტალურგ სკოპიე (მკდ)

16 თებ, 21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ) - ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

შაბათს მორიგი მატჩები გამართეს ქართველ ხელბურთელთა კლუბებმა. თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სერიას განაგრძობს ტრაბზონსფორი, რომელმაც შინ 33:29 დაამარცხა იედითეფე.

8 გოლი გაიტანა რატი მსხვილიძემ, ხოლო კარში გიგა ტორონჯაძეც იდგა. ტრაბზონი კვლავ მეოთხე ადგილზეა 22 ქულით, ხოლო 11 თებერვალს პრინციპული თამაში აქვს სტუმრად, მეორე ადგილზე მყოფ BB ანკარასფორთან.

რუმინეთში ქართველების ორივე კლუბი დამარცხდა. დაშავებული ირაკლი ჩიქოვანის არყოფნაში კიდევ ერთხელ წააგო პოლი ტიმიშოარამ (CSM ბუქარესტთან, 28:32) და საპლეიოფო ექვსეულის ზონას თანდათან სცილდება. შტიინცა ბაკეუ სტუმრად 23:33 დამარცხდა ენერგია პანდურისთან. თამაშობდნენ შოთა თევზაძეც და ვლადიმერ რუსიაც, ოღონც ამ უკანასკნელს გოლი არ გაუტანია. ბაკეუ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მას შეიძლება გაუსწროს ბუქარესტის დინამომ.

ხვალ ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ჯგუფურ ტურნირს იწყებს მაკედონიის ზომიმაკ სტრუმიცა და საქართველოს ნაკრების გარემარბი რევაზ ჭანტურია. 20 საათზე სტრუმიცა სტუმრად ეთამაშება ფრანგულ მონპელიეს. თამაშის ტელერეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.laola1.tv/en-int/live/montpellier-agglomeration-hb-hc-zomimak-m/153850.html

ამავე ჯგუფში ერთი თამაში უკვე გაიმართა. დანიის სკიერნი შინ დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან - 25:32. ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.

ფოტო: რატი მსხვილიძე

ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის წილისყრა. 1998-99 დაბადებული ბიჭების 10 საუკეთესო გუნდი ერთწრიან ტურნირში ფინალური ეტაპის 6 მონაწილეს გამოავლენს.

შეჯიბრებას პირველი დაიწყებს 5 გუნდი - ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა და მამული. ისინი 24-28 თებერვალს ითამაშებენ. 3-7 მარტს საქმეში ჩაერთვება მეორე ჯგუფი: თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი. 24-28 მარტს გაიმართება საერთო, ჯვარედინი ტური, რის შემდეგაც, 9 თამაშის ჯამში საუკეთესო 6 გუნდი, მაისის დასაწყისში, ერთწრიან ტურნირში, საქართველოს 2014 წლის ჩემპიონს გამოავლენს.

იმ 8 გუნდისთვის, ვინც საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა, მოეწყობა სანუგეშო შეჯიბრება - ფედერაციის თასი. მეორე და მესამე ეტაპის ყველა მატჩი გაიმართება თბილისში.

ამავე ასაკის გოგონები შეჯიბრებას 7 მარტს განაახლებენ. გაგრძელდება უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ტურნირებიც.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს კაცთა გუნდებს შორის, დასავლეთის ქვეჯგუფი მორიგ ტურს გამართავს 10-12 მარტს სენაკში, ხოლო აღმოსავლეთის ოთხეული - 17-19 მარტს, თბილისში. მესამე წრის მატჩები ქვეჯგუფებში გაიმართება აპრილში, ხოლო საერთო ტური, რომლის შემდეგაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი, დანიშნულია 12-15 მაისს თბილისში.

ჭაბუკები. 1998-99. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის წილისყრა.

A ჯგუფი (თამაშები 24-28 თებერვალს, თბილისში):
ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

24 თებერვალი

16:00 გორი - ყვარელი

17:30 მამული - ქარიშხალა
25 თებერვალი

16:00 ყვარელი - ქარიშხალა

17:30 ფოთი - გორი

26 თებერვალი

16:00 ფოთი - ქარიშხალა

17:30 ყვარელი - მამული

27 თებერვალი

16:00 გორი - მამული

17:30 ყვარელი - ფოთი

28 თებერვალი

16:00 ქარიშხალა - გორი

17:30 მამული - ფოთი

B ჯგუფი (თამაშები 3-7 მარტს, თბილისში):
თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი

3 მარტი

16:00 თელავი - პეგასი

17:30 ზუგდიდი - იმედი

4 მარტი

16:00 ზუგდიდი - პეგასი

17:30 თელავი - სამტრედია

5 მარტი

16:00 სამტრედია - ზუგდიდი

17:30 იმედი - პეგასი

6 მარტი

16:00 სამტრედია - იმედი

17:30 ზუდიდი - თელავი

7 მარტი

16:00 პეგასი - სამტრედია

17:30 იმედი - თელავი

საერთო ტური გაიმართება 24-28 მარტს, თბილისში. 6 საუკეთესო გუნდი გავა მესამე, ფინალურ ეტაპზე. ფინალური ექვსეული ითამაშებს 5-9 მაისს, თბილისში.

 

ტურნირი 11-18 ადგილებისთვის - ფედერაციის თასი
A ჯგუფი:
ლაგოდეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ახაშენი
B ჯგუფი: რუსთავი, შევარდენი, ბათუმი, ქარელი
ორივე ჯგუფი ითამაშებს 14-16 მარტს, თბილისში
საერთო ტური გაიმართება 2-5 აპრილს, თბილისში

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტებს შაბათს კიდევ ერთი გუნდი დაემატა - პარი სენ ჟერმენი. პარიზელებმა შინ დაამარცხეს სკოპიეს მეტალურგი - 32:29.

ფრანგულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელი მიქელ ჰანსენი (8), ხორვატები მარკო კოპლიარი (7) და იგორ ვორი (5), ხოლო ლუკ აბალო 1 გოლს დასჯერდა. ამავე ჯგუფში ბარსელონამ სტუმრად გაანადგურა შვეიცარიის თიუნი - 39:23. ბარსელონაც და სენ ჟერმენიც უკვე მერვედფინალში არიან და შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, ერთმანეთში ითამაშებენ. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ორი მაკედონიური კლუბი და მისკის დინამო იბრძოლებენ.

A ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა, ვინც შინ ქულა დააკარგვინა სლოვენიურ პივოვარნა ლაშკოს - 26:26. ოსიგურანიე ზაგრებმა შინ პრინციპული თამაში მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს - 33:27 და პლეიოფში გასასვლელ ბრძოლაში ჩაერთო.

D ჯგუფში გერმანიის ფლენზბურგმა პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც გადაუწურა შვედეთის ჰალმსტადს - 33:25, ხოლო ქალთა ტურნირზე გერმანიისვე ტიურინგერმა დანიის მიდტიულანდს მოუგო - 26:24. კვირას ტური დასრულდება.

ფოტო: მიქელ ჰანსენი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29

8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ)ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) - კილი (გერ)

კილი 12, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ) 23:39

8 თებ. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ. ტიურინგერი (გერ) - მიდტიულანდი (დან) 26:24

9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ)

ვარდარი, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 0

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ)

დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

ქალთა ევროპის ჩემპიონატი

SILK EURO

12 დეკემბერი
18:40 დანია - მონტენეგრო Silk 3
18:40 ესპანეთი - ნორვეგია Silk 2
20:55 შვედეთი - რუსეთი Silk 3
20:55 უნგრეთი - რუმინეთი Silk 2
23:55 ჰოლანდია - გერმანია Silk 3
13 დეკემბერი
16:00 სერბეთი - საფრანგეთი Silk 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

პირველი წრის საერთო ტური
10-13 დეკ. ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი. მცირე დარბაზი
BSB ბათუმი 56-28 გორი
იმედი სტუ თელავი 43-21 წყალტუბო
ქუთაისი 54-26 სპორტუნი
პეგასი 50-22 სამტრედია
11 დეკემბერი. მცირე დარბაზი
ქუთაისი 32-35 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 38-29 წყალტუბო
პეგასი 37-40 BSB ბათუმი
გორი 33-29 სამტრედია
12 დეკემბერი. დიდი დარბაზი
სპორტუნი 23-55 BSB ბათუმი
ქუთაისი 54-28 გორი
სამტრედია 24-37 იმედი სტუ თელავი
პეგასი 49-26 წყალტუბო
13 დეკემბერი. დიდი დარბაზი
10:00 სამტრედია - სპორტუნი
12:00 წყალტუბო - გორი
14:00 ქუთაისი - პეგასი
16:00 BSB ბათუმი - იმედი სტუ თელავი
12 დეკ.         გატ-გაშ    
BSB ბათუმი 6   6   0   0   285-167   12  
პეგასი 6   5   0   1   270-171   10  
იმედი სტუ 6   5   0   1   215-174   10  
ქუთაისი 6   4   0   2   259-168   8  
გორი 6   2   0   4   197-272   4  
სპორტუნი 6   1   0   5   183-263   2  
სამტრედია 6   1   0   5   158-238   2  
წყალტუბო 6   0   0   6   139-253   0  

ქალები. უმაღლესი ლიგა
1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 0  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   9 დეკ. გატ-გაშ
  აზერსუ 8 7 0 1 289-170 14
  აზერიოლი 7 6 0 1 227-138 12
  ყარაბაღი 8 5 0 3 254-191 10
  იდმან აკადემ. 8 2 1 5 200-257 5
  ოლიმპია თბ. 6 1 1 4 134-205 3
  განჯლარ ბირ. 7 0 0 7 134-287 0
მომდევნო მატჩები:
20-21 დეკემბერი. თბილისი
ოლიმპია - განჯლარ ბირლიი

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
1 დეკ.         გატ-გაშ    
სამტრედია 5   5   0   0   154-92   10  
აჭარა 4   4   0   0   103-84   8  
ბსბ ბათუმი 5   3   0   2   117-106   6  
ფოთი 5   2   0   3   92-97   4  
ქუთაისი 5   1   1   3   103-88   3  
ხელვაჩაური 5   1   1   3   115-119   3  
წყალტუბო 5   0   0   5   46-144   0  
განახლდება 15 დეკემბერს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
2 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 5   5   0   0   117-37   10  
ყვარელი 6   5   0   1   133-63   10  
რუსთავი 6   5   0   1   162-137   10  
გორი 5   3   0   2   94-92   6  
ქარიშხალა 6   3   0   3   117-122   6  
ქარელი 6   2   0   4   101-122   4  
თელავი 6   0   0   6   93-162   0  
ლაგოდეხი 6   0   0   6   55-137   0  
განახლდება 16 დეკემბერს

ჭაბუკები 2004-05
2 დეკ.         გატ-გაშ    
აჭარა 5   5   0   0   101-30   10  
ქუთაისი 5   4   0   1   50-35   8  
ფოთი 5   4   0   1   52-39   8  
ზუგდიდი 5   3   0   2   58-50   6  
სამტრედია 5   2   0   3   43-70   4  
წყალტუბო 5   1   0   4   46-45   2  
ბათუმი 5   1   0   4   34-64   2  
სენაკი 5   0   0   5   22-73   0  
განახლდება 15 დეკემბერს

გოგონები 2002-03
25 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 12   11   1   0   215-145   23  
აჭარა 12   10   0   2   250-172   20  
ქარიშხალა 11   7   1   3   263-223   15  
სამტრედია 12   7   1   4   206-167   15  
ყვარელი 11   6   1   4   196-166   13  
პეგასი 11   4   0   7   201-199   8  
ბათუმი 12   3   1   8   150-200   7  
წყალტუბო 12   1   1   10   136-237   3  
მამული 11   0   0   11   160-268   0  
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: