სიახლეების კალენდარი

აპრილი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს სერიოზული გამოცდა აქვს. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.

IHF/EHF ქალთა თასს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ატარებენ ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ტურნირს მხოლოდ ხელბურთის ევროპული ფედერაცია, EHF აწყობდა და მას ჩელენჯ ტროფი ეწოდებოდა. სულ გაიმართა 5 შეჯიბრება, 2000-2008 წლებში და იქ ორჯერ ითამაშა საქართველოს ქალთა ნაკრებმა - 2006 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, 2002 წელს - მეხუთე.

2010 წლიდან საქმეში ჩაერთო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, IHF. თავდაპირველად ტარდება რეგიონული ტურნირები 5 კონფედერაციაში: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია, ხოლო გამარჯვებულები თამაშობენ უკვე ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე.

პირველი ფინალური ტურნირი 2011 წელს გაიმართა ყაზახეთში და მოიგო ფინეთის ქალთა ნაკრებმა. მეორე და მესამე შეჯიბრება, 2013 წელს მექსიკაში და 2015 წელს, ბულგარეთში, უკვე ერთობლივად, ქალთა და კაცთა გუნდებს შორის მოეწყო. 2013 წელს ქალებში გაიმარჯვა ბულგარეთმა, 2015 წელს - გვადელუპეს ნაკრებმა.

ამ ფორმატით, IHF/EHF ქალთა თასი რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, რომლის გამართვის ადგილი რეგიონული ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ გაირკვევა.

მეოთხე ევროპული ტურნირისთვის ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მოწვევა გაუგზავნა 22 ქვეყანას, მიიღო 12 განაცხადი და აქედან ამოარჩია 7 მონაწილე, ხოლო ტურნირის მასპინძლად საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 2015 წლის ნოემბერში დასახელდა.

პირველი ორი გათამაშება ეროვნულ ნაკრებებს შორის იყო, მესამეში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული იყო 21 წლით, ხოლო ამჟამად ცხრამეტწლამდელები, ანუ 1997 წელს და გვიან დაბადებულები თამაშობენ.

***

საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური შეჯიბრებები შარშან ჰქონდა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ქუთაისში და თბილისი 2015 - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. ორივე ეს ტურნირი ჩვიდმეტწლამდელ გოგონებს შორის იმართებოდა, 2016 წლიდან კი ნაკრები ახალ ასპარეზზე გადის.

წლეულს სამი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გვაქვს. IHF/EHF ქალთა თასზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, ამ ტურნირის შემდეგ გუნდი მიემგზავრება მონტენეგროში, მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციის სათამაშოდ (18-20 მარტი, მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო), ივლისის დასაწყისში კი შვედეთში, გიოტებორგში გველის ევროპის ღია პირველობა. ეს არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის მთავარი შეჯიბრება, სადაც უძლიერესი ნაკრებები გამოვლენ და ევროპის ფაქტობრივი ჩემპიონატი იქნება თვრამეტწლამდელებში, ყველა უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით რადგანაც ევროპის ჩემპიონატი 17 და 19-წლამდელებს შორის იმართება. ჯგუფში მეტოქეებად გვერგო საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია და ფინეთი.

რამდენიმე წელიწადში 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრებმა ეროვნული გუნდების დონეზე უნდა დაიწყოს თამაში და ამაში ხელბურთის ფედერაციისგან, სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ კონკურენტუნარიანი ქალთა ნაკრების შექმნაა, რომელიც მსოფლიო ხელბურთში ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ-ორ წელიწადში. არასოდეს არავის ხელის ერთი მოსმითა არ შეუქმნია ნაკრები გუნდი, რომელშიც მხოლოდ ერთი თაობის სპორტსმენები არიან. ამისათვის რამდენიმე თაობის ერთობლივი გარჯაა აუცილებელი, მაგრამ საფუძველი უკვე ჩაყრილია და გუნდი ეტაპობრივად მიიწევს მთვარი მიზნისკენ.

პირველი ეტაპი სწორედ 2015 წლის ორი ტურნირი იყო, სადაც საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში წააგო ძალიან ძლიერ გუნდებთან, მაგრამ თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზე ყველას მოაწონა თავი - ყველა თამაშში იბრძოლა ბოლო წამამდე, ყველა ბურთისთვის და მიაღწია მაქსიმუმს, რისი მიღწევაც იმ დროისათვის საქართველოს ხელბურთის ქალთა ნაკრებს შეეძლო. ანუ იმ ქვეყნის გუნდს, სადაც ხელბურთს იმ დროისათვის ასიოდე გოგონა თამაშობდა, ხოლო მეტოქეებად ჰყავდა ევროპის 7 საუკეთესო ნაკრები.

ახლა დადგა იმის დრო, რომ გუნდმა თამაშების მოგებაც დაიწყოს, ამისათვის კი IHF/EHF ქალთა თასი სწორედ შესაბამისი შეჯიბრებაა. რა თქმა უნდა, ეს არაა იმ დონის ტურნირი, როგორიც თბილისის ახალგაზრდობის ფესტივალი იყო, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილისთვის.

თუ არ ჩავთვლით სომხეთსა და ალბანეთს, თბილისში ჩამოდის 5 ძალიან კვალიფიციური გუნდი და ხუთივე ამ ქვეყანაში (ლატვია, ესტონეთი, ბელგია, ფარერის კუნძულები, კვიპროსი) ქალთა ხელბურთი მინიმუმ იმ დონეზეა განვითრებული როგორც საქარველოში. და ეს ძალიან რბილი ნათქვამია რადგანაც ლატვიასა და ესტონეთში გუნდური სახეობები ყველაზე პოპულარულია, ხოლო ფარერებზე, როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, ხელბურთი პირველი სახეობაა.

ერთი სიტყვით, IHF/EHF ქალთა თასი სწორედ ის შეჯიბრებაა, რომელიც ჩვენი ქალთა ხელბურთის დღევანდელ დონეს სჭირდება და საქართველოს ნაკრები მის მოსაგებად ყველაფერს იღონებს. ასაკობრივი კატეგორიაც ყველაზე შესაფერისია - ჩვენს გუნდში ყველაზე უფროსი 1998 წელსაა დაბადებული, ანუ მხოლოდ ერთი წლით უფროს მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში.

IHF/EHF ქალთა თასის ისტორია

მესამე გათამაშება, 2014-15

2015, მსოფლიო. ბულგარეთში, 22-26 ოქტომბერს.1.გვადელუპე 2. ბულგარეთი 3. უზბეკეთი 4. სენეგალი 5. ზელანდია

2014, ევროპა. საბერძნეთში, 26-30 მარტს.ფინალები. 1-2 ბულგარეთი-ისრაელი 34-23, 3-4 საბერძნეთი-ბელგია 23-16,5-6 ლატვია-ესტონეთი 22-19,7-8 მოლდოვა-სომხეთი 27-20

მეორე გათამაშება, 2012-13

2013, მსოფლიო. მექსიკაში, 26-30 ნოემბერს,1.ბულგარეთი 2. დ.რ. კონგო 3. კანადა 4. ავსტრალია 5. თაილანდი

2012, ევროპა. ბულგარეთში, 22-25 მარტს.ფინალები. 1-2 ბულგარეთი - ფარერები 36-27,3-4 ისრაელი-ლატვია 29-28,5-6 ესტონეთი-მოლდოვა 28-24,7-8. სომხეთი-მალტა 22-10

პირველი გათამაშება, 2010-11

2011, მსოფლიო. ყაზახეთში, 4-7 ნოემბერს.1.ფინეთი 2. ყაზახეთი 3. კონგო 4. კუბა

2010, ევროპა. A ჯგუფი. ესტონეთში, 2-4 აპრილს1. ფინეთი 5 ქულა,2. ფარერები 4,3. მოლდოვა 3,4. ესტონეთი 0- B ჯგუფი. ისრაელში, 19-21 მარტს ,1. ისრაელი 6 2. კვიპროსი 4 3. სომხეთი 2 4. მალტა 0 -ფინალი. დანიაში, 11 დეკემბერს.ფინეთი-ისრაელი 28-26

ქალთა ჩელენჯ ტროფი, ევროპა.პირველი 5 გათამაშება

2008, კვიპროსში, 26-30 მარტს.ფინალები: 1-2 ფინეთი-ფარერები 25-17, 3-4 ბოსნია-ბრიტანეთი 23-16, 5-6 კვიპროსი-ესტონეთი 20-19 7-8 ისრაელი-მალტა 35-9

2006, ბოსნიაში, 5-9 აპრილს.ფინალები: 1-2 ბოსნია-ფარერები 40-24,3-4 კვიპროსი-საქართველო 23-18,5-6 ესტონეთი-სომხეთი 22-18,7-8 ინგლისი-ალბანეთი 35-13

2004, იტალიაში, 28 აპრილი-2 მაისი.ფინალები: 1-2 იტალია-ფარერები 30-22,3-4 ფინეთი-ისრაელი 29-23,5-6 ლატვია-ბელგია 25-23,7-8 ლუქსემბურგი-ბელგია 30-27

2002, აზერბაიჯანში, 7-12 მაისს.ფინალები: 1-2 აზერბაიჯანი-საბერძნეთი 26-18,3-4 ბელგია-ისრაელი 19-18

5-6 საქართველო-მოლდოვა 35-18

2000, ბელგიაში, 23-28 მაისს.ფინალი: ბოსნია-ბელგია 30-26, 3.ფინეთი 4. ლატვია 5. ისრაელი 6. კვიპროსი

--

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი

8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი:კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი

8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო

9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია

10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი:ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი

8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი

9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია

10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია

11 მარტი - დასვენების დღე

12 მარტი. ნახევარფინალი

14:00 3A-4B, 16:00 3B-4A

18:00 1A-2B, 20:00 1B-2A

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 ადგილები 14:00 5-6 ადგილები

16:00 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 მთავარი ფინალი

ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები

მსაჯები

ედინ კულოვიჩი, ვედად სკალიჩი(ბოსნია)

ვოლჰა კაზაკი, კაციარინა ვასილევიჩი(ბელარუსი)

ანდრეა ჰესე, ალიშა მარტინი(ბრიტანეთი)

კინგა ჰარასტი, ბრიგიტა ნახტმანი(უნგრეთი)

გიოქჰან ადიგიუზელი, ილდენიზ ქაიგუსუზი(თურქეთი)

ოფიციალური პირები

ლეოპოლდ კალინი(სლოვენია) - EHF წარმომადგენელი, საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე

ადრიენ იორიEHF ოფისი

დელეგატები

კარმენ მაჩადო(ესპანეთი) – საშეჯიბრო კომიტეტი

ანტონიო გოულაო(პორტუგალია) - მსაჯების ზედამხედველი

ისგანდარ ასგაროვი(აზერბაიჯანი)

თამაზ თევზაძე(საქართველო)

ვასილი ფეგირი(უკრაინა)

საქართველოს ნაკრები

მეკარეები:12. ანა ვარდიშვილი(მამული),16. ქრისტინე ჯავახია(ფოთი),22. მარიამ ჩაჩუა(პეგასი)

გარემარბები:13. ქრისტინე ღვალაძე(მამული),15. თამარ ჩოგოვაძე(პეგასი),18. ქეთევან ვენეცკი(პეგასი),7. თინათინ ქიტესაშვილი(ყვარელი)

უკანა ხაზი:9. თათია გადელია(ფოთი),19.ანა ყველაშვილი(მამული),29. ქეთი კუნელაშვილი(ყვარელი),31.მაია ბერიძე(პეგასი),24. ჯულია ჩირგაძე(წყალტუბო)

პივოტები:17. მედეა ჩოხელი(პეგასი),39. მარიკა ჯავახაძე(წყალტუბო)

მთ. მწვრთნელიგიორგი გვაზავა, მწვრთნელებიოლექსანდრ გურსკი(უკრ),ინა ჭკუასელი, მეკარეების მწვრთნელიამირან კომახიძე, ფიზმომზადება:მამია ტუღუში, ექიმიგიორგი კაზალიკაშვილი, გუნდის ლიდერილანა მარგიანი

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი:www.womenstrophy.ge

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 BSB ბათუმი - იმედი სტუ #4
#2 პეგასი - ქუთაისი #3
23 მაისი. ფინალი
 საბოლოო
  გატ-გაშ  
  1  BSB ბათუმი 21   19 0 2 910-607 38  
  2  პეგასი
21   18 0 3 829-611 36  
  3  ქუთაისი 21   16 0 5 881-615 32  
  4  იმედი სტუ 21   13 0 8 727-623 26  
  5  გორი 21   8 0 13 744-920 16  
  6  სპორტუნი 21   5 1 15 698-894 11  
  7  წყალტუბო 21   2 1 18 526-794 5  
  8  სამტრედია 21   1 2 18 559-790 4  

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 ყვარელი - ფოთი #4
#2 ქარიშხალა - სამტრედია #3
23 მაისი. ფინალი
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 7     7   0   0 260-208 14  
ქარიშხალა 7     6   0   1 283-218 12  
სამტრედია ^ 7     4   0   3 177-161 8  
ფოთი 7     4   0   3 163-147 8  
აჭარა 7     3   0   4 170-177 6  
პეგასი 7     2   0   4 206-224 4  
მამული 7     1   0   6 198-254 2  
წყალტუბო 7     1   0   6 134-202 2  

გოგონები 2002-03
6 აპრილი. სენაკი
ფოთი 17-12 აჭარა
ბათუმი 12-14 წყალტუბო
აჭარა 19-20 სამტრედია
ბათუმი 9-23 ფოთი
წყალტუბო 12-13 სამტრედია
6 აპრ. გატ-გაშ
ფოთი 20 18 1 1 368-244 37
აჭარა 20 16 0 4 423-293 32
სამტრედია 20 12 2 6 346-300 26
ქარიშხალა 19 12 1 6 460-380 25
ყვარელი 19 10 2 7 359-315 22
პეგასი 19 8 2 9 344-329 18
ბათუმი 20 3 1 16 235-353 7
წყალტუბო 20 3 1 16 242-398 7
მამული 19 1 0 18 291-456 2
საერთო ტური. 4-8 მაისი. თბილისი

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
მეორე ეტაპი
19-21 აპრილი. თბილისი
19 აპრილი
რუსთავი 16-20 ქუთაისი
ფოთი 33-21 ქარელი
ყვარელი 14-16 ბათუმი
აჭარა 26-14 რუსთავი
სამტრედია 24-13 ქარიშხალა
პეგასი 27-15 ფოთი
ბათუმი 27-21 ქუთაისი
ქარიშხალა 28-19 ქარელი
20 აპრილი
15:00 აჭარა - ქუთაისი
15:00 პეგასი - ქარელი
16:00 ყვარელი - რუსთავი
16:00 სამტრედია - ფოთი
17:00 აჭარა - ბათუმი
17:00 პეგასი - ქარიშხალა
18:00 ყვარელი - ქუთაისი
18:00 სამტრედია - ქარელი
21 აპრილი
12:00 ბათუმი - რუსთავი
13:00 აჭარა - ყვარელი
14:00 ქარიშხალა - ფოთი
15:00 პეგასი - სამტრედია
2-2 საუკეთესო გადის
ფინალურ ოთხეულში

ფინალური ოთხეული
11 მაისი. ნახევარფინალი
12 მაისი. ფინალი
ა ჯგუფი
 19 აპრ.
      გატ-გაშ  
პეგასი 1   1   0   0 27-15 2  
სამტრედია 1   1   0   0 24-13 2  
ფოთი 2   1   0   1 48-48 2  
ქარიშხალა 2   1   0   1 41-43 2  
ქარელი 2   0   0   2 40-61 0  
ბ ჯგუფი
 19 აპრ.       გატ-გაშ  
BSB ბათუმი 2   2   0   0 43-35 4  
აჭარა
1   1   0   0 26-14 2  
ქუთაისი 2   1   0   1 41-43 2  
ყვარელი 1   0   0   1 14-16 0  
რუსთავი 2   0   0   2 30-46 0  
პირველი ეტაპი
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო
        გატ-გაშ    
აჭარა 12   9   2   1   357-284   20  
სამტრედია 12   9   1   2   345-234   19  
BSB ბათუმი 12   8   1   3   298-270   17  
ფოთი 12   6   1   5   262-238   13  
ქუთაისი 12   3   3   6   259-235   9  
ხელვაჩაური 12   2   2   8   268-317   6  
წყალტუბო 12   0   0   12   160-371   0  

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო         გატ-გაშ    
პეგასი 14   14   0   0   332-112   28  
ყვარელი 14   12   0   2   294-166   24  
ქარიშხალა 14   9   0   5   284-253   18  
რუსთავი 14   8   0   6   322-310   16  
ქარელი 14   6   0   8   271-299   12  
გორი 14   4   0   10   164-244   8  
თელავი 14   2   0   12   201-342   4  
ლაგოდეხი 14   1   0   13   65-207   2