სიახლეების კალენდარი

აპრილი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურის მთავარ მატჩში პეგასმა 28-26 მოუგო ქუთაისს და მეორე ადგილი შეინარჩუნა. 22 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ პეგასი - ქუთაისი და BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი. 23 მაისს ფინალია. 

სამტრედია - სპორტუნი 28-41

სპორტუნმა სეზონში მეორედ დაამარცხა სამტრედია (1 ფრე) და საკმაოდ დამაჯერებლადაც. სამტრედიაში გოლების ნახევარზე მეტი, 16, ერთმა მოთამაშემ, ძნელაძემ გაიტანა, მაშინ როცა, თბილისელების გუნდური თამაში თვალშისაცემი იყო. სპორტუნმა უკვე შესვენებაზე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა (20-12), მეორე ნახევარში კი სხვაობა ცამეტამდეც გაიზარდა - 41-28. მეტოქის 19 დარტყმა მოიგერია მეკარე ხარაიშვილმა, 10-10 გოლი კი გაიტანეს პივოტმა ჩაკვეტაძემ და მარცხენა გარემარბმა თიგიშვილმა. სპორტის უნივერსიტეტს მეექვსე ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა, სამტრედიამ კი სეზონი მერვეზე დაასრულა.

ქუთაისი - პეგასი 26-28

პეგასი თამაშს საბრძოლო შემადგელობით შეხვდა, ხოლო ქუთაისს აკლდა ტრავმირებული გამზარდია. მაქსიმალური სხვაობა დასაწყისშივე დაფიქსირდა, როცა ქუთაისი 3-0 დაწინაურდა და კარგა ხანს წინ იყო. სტურუას შორეული დარყმებისა და რუსტამოვის ინდივიდუალური გარღვევების შეკავება პეგასს უჭირდა, თუმცა, მაინც გაათანაბრა ანგარიში 22-ე წუთზე, მალე კი კალანდაძემ და კუხალაშვილმა წინ გაიყვანეს თბილისელები - 12-10. აქ ქუთაისის მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ პერსონალურად ააყვანინა პეგასის ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე (13 გოლი მატჩში, 5 შვიდმეტრიანით) - ახლა უკვე ქუთაისმა გაათანაბრა და ტაიმის ბოლო წამზე ხაჟომიამ წინაც გაიყვანა თავისი გუნდი, 14-13.

მეორე ნახევარში ქუთაისი ორჯერ დაწინაურდა 2 ბურთით, მაგრამ პეგასი მეტოქეს კვალში ედგა. 44-ე წუთზე ტრავმა მიიღო შალვა სტურუამ, რუსტამოვი კი დაიღალა და შეცდომებს უმატა, თუმცა თამაში თავის  თავზე აიღო ფერაძემ.  სტურუას ტრავმის დროს წინ უკვე პეგასი იყო (21-19), მაგრამ მერკვილაძემ მალე გაათანაბრა 21-21.  ამის შემდეგ ანგარიში კიდევ ორჯერ იყო საყაიმო, ქუთაისი 5-1 დაცვიდან 4-2 გადავიდა, მაგრამ აქ  ბულბულაშვილმა მიიღო წითელი ბარათი, პეგასი კი ისევ გავიდა წინ ორით - 25-23. გადამწყვეტი გამოდგა გრიშიკაშვილის დარტყმა სირენამდე ორწუთნახევრით ადრე, რის შემდეგაც ცხადი გახდა რომ პეგასი მოიგებდა - 27-24 და საბოლოოდ 28-26. პეგასმა რეგულარულ სეზონში პირადი დაპირისპირება 2-1 მოუგო ქუთაისს და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, მთავარი იქნება ამავე გუნდების ნახევარფინალი 22 მაისს.

წყალტუბო - გორი 33-43

გორმა 43-33 მოიგო და 16 ქულით დამაჯერებლად დაიკავა მეხუთე ადილი. ქვედა ოთხეულის მიკროტურნირში გორელებმა 8 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ სპორტის უნივერსიტეტთან. წყალტუბოსთან მატჩში გორელთა შორის ორი მოთამაშე ასცდა ათბურთიან ზღვარს - მარჯვენა გარემარბმა ახალბედაშვილმა 14 გოლი გაიტანა, უკანახაზელმა გაგლოშვილმა - 13. წყალტუბოს პრომეთეში ყველაზე შედეგიანი იყო ხელაძე 10 გოლით. წყალტუბოს გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა

BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი 45-33

ბოლო ორი სეზონის ჩემპიონების მატჩში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა იოლად, სეზონში მესამედაც დაამარცხა თელავი იმედი.  თელაველებმა ზედა ოთხეულის სამ უშუალო კონკურენტთან  9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს ქუთაისთან. მათ ამ სეზონში საკადრო პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, პლეიოფისთვის მობილიზაცია ამ გუნდს შეუძლია და ეს 2017 წელსაც დაამტკიცა. სწორედ ბათუმი და თელავი შეხვდებიან ერთმანეთს 22 მაისს, ერთ-ერთ ნახევრფინალში.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცებიუმაღლესი ლიგა

მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე. 4 აპრილი

სტატისტიკა: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი

(მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება/უზუსტო პასი)

სამტრედია - სპორტუნი 28-41

სამ: შველიძე 45/14, ფახურიძე 15/5 - ძნელაძე 28/16/2, ხომერიკი 9/4/6, ხელისუფალი 4/3/3, თევზაძე 6/2, ქავზინაძე 2/2, ადამია 4/1/1, აფრიდონიძე 3/0/4, დიდია 1/0, ნადირაძე 3/0/3

სპ: ხარაიშვილი 47/19/1 - ჩაკვეტაძე 15/10/3, თიგიშვილი 12/10/2, ერისთავი 13/8, ჭელიძე 10/5/1, ცხვარაშვილი 9/3/1, ზურაბიანი 5/3/1, ჩიკვილაძე 1/1/1, გურასპაული 1/1/2, კუპატაძე 0/0/1, დელიბაშვილი 

მსაჯები: გ. გველესიანი - ნ. კევლიშვილი

ქუთაისი - პეგასი 26-28

ქუთ: ანდრიაძე 40/14/1, მაისურაძე 2/0, გულეიშვილი - რუსტამოვი 11/8/5, სტურუა 11/6/3, ფერაძე 8/4/2, მერკვილაძე 5/3/3, ხაჟომია 6/3, ჯ. იმნაძე 6/2/1, კობახიძე, ბულბულაშვილი 1/0, ლ. იმნაძე, ჯუღელი, ლომიძე

პეგ: დიხამინჯია 38/12, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 22/13, ბაძაღუა 7/5/1, კუხალაშვილი 10/4/3, ზარნაძე 7/3/6, გრიშიკაშვილი 5/3/1, გვაზავა, ქათამაძე 1/0/1, პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, შუბითიძე, ჟვანია, ჭანტურია

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

წყალტუბო - გორი 33-43

წყ: სილაგაძე 61/18/3 - ხელაძე 19/10/5, გველესიანი 17/7/5, დარსაველიძე 6/5/6, რ. ბაბუნაშვილი 8/4/1, მუკბანიანი 5/3/2, ნ. ბაბუნაშვილი 6/2/6, ქაშიბაძე 2/1/1, აფხაძე 1/1, კოვზირიძე

გორ: ვათიაშვილი 61/28 - ახალბედაშვილი 19/14/4, გაგლოშვილი 21/13, მჭედლიშვილი 16/10/5, ზუბიაშვილი 8/3/3, ზოზიაშვილი 3/1, ტარუაშვილი 4/1/2, ბეთლემიშვილი 1/1, ხუბულური, ბერუაშვილი, ბ. ნიაზაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი 45-33

ბათ: ტორონჯაძე 29/13, ხანდოლიშვილი 20/11, ვარშალომიძე 14/6 - კოხრეიძე 10/8/1, გოგოლაძე 12/7/3, ტიელიძე 9/6/2, ტალახაძე 10/5, თევზაძე 5/5/4, აბრამიშვილი 7/4/1, სტოლბოვი 3/3, მსხვილიძე 3/2, ბერძენიშვილი 2/2, მჟავანაძე 2/2/1, სურმავა 2/1/2, წივწივაძე

თელ: ცინცაძე 32/9, ხიდეშელი 30/8 - ყორიაული 37/17/3, გავაშელიშვილი 7/5, გოგალაძე 11/3/3, დანელიშვილი 3/3/1, ცისკარიშვილი 8/2, კორსანტია 5/2/1, ბაინაზიშვილი 3/1/2, იობაშვილი 4/0, ბერაძე 

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი

4 აპრილის ტურის ვიდეო მიმოხილვა

  საბოლოო
  გატ-გაშ  
  1  BSB ბათუმი 21   19 0 2 910-607 38  
  2  პეგასი
21   18 0 3 829-611 36  
  3  ქუთაისი 21   16 0 5 881-615 32  
  4  იმედი სტუ 21   13 0 8 727-623 26  
  5  გორი 21   8 0 13 744-920 16  
  6  სპორტუნი 21   5 1 15 698-894 11  
  7  წყალტუბო 21   2 1 18 526-794 5  
  8  სამტრედია 21   1 2 18 559-790 4  

 

 

 

 

 

 

 

 

 

22 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი

პეგასი - ქუთაისი

23 მაისი: ფინალი და მატჩი მე-3 ადილისთვის

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 BSB ბათუმი - იმედი სტუ #4
#2 პეგასი - ქუთაისი #3
23 მაისი. ფინალი
 საბოლოო
  გატ-გაშ  
  1  BSB ბათუმი 21   19 0 2 910-607 38  
  2  პეგასი
21   18 0 3 829-611 36  
  3  ქუთაისი 21   16 0 5 881-615 32  
  4  იმედი სტუ 21   13 0 8 727-623 26  
  5  გორი 21   8 0 13 744-920 16  
  6  სპორტუნი 21   5 1 15 698-894 11  
  7  წყალტუბო 21   2 1 18 526-794 5  
  8  სამტრედია 21   1 2 18 559-790 4  

22 მაისი. ნახევარფინალი
#1 ყვარელი - ფოთი #4
#2 ქარიშხალა - სამტრედია #3
23 მაისი. ფინალი
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 7     7   0   0 260-208 14  
ქარიშხალა 7     6   0   1 283-218 12  
სამტრედია ^ 7     4   0   3 177-161 8  
ფოთი 7     4   0   3 163-147 8  
აჭარა 7     3   0   4 170-177 6  
პეგასი 7     2   0   4 206-224 4  
მამული 7     1   0   6 198-254 2  
წყალტუბო 7     1   0   6 134-202 2  

გოგონები 2002-03
6 აპრილი. სენაკი
ფოთი 17-12 აჭარა
ბათუმი 12-14 წყალტუბო
აჭარა 19-20 სამტრედია
ბათუმი 9-23 ფოთი
წყალტუბო 12-13 სამტრედია
6 აპრ. გატ-გაშ
ფოთი 20 18 1 1 368-244 37
აჭარა 20 16 0 4 423-293 32
სამტრედია 20 12 2 6 346-300 26
ქარიშხალა 19 12 1 6 460-380 25
ყვარელი 19 10 2 7 359-315 22
პეგასი 19 8 2 9 344-329 18
ბათუმი 20 3 1 16 235-353 7
წყალტუბო 20 3 1 16 242-398 7
მამული 19 1 0 18 291-456 2
საერთო ტური. 4-8 მაისი. თბილისი

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო
        გატ-გაშ    
აჭარა 12   9   2   1   357-284   20  
სამტრედია 12   9   1   2   345-234   19  
BSB ბათუმი 12   8   1   3   298-270   17  
ფოთი 12   6   1   5   262-238   13  
ქუთაისი 12   3   3   6   259-235   9  
ხელვაჩაური 12   2   2   8   268-317   6  
წყალტუბო 12   0   0   12   160-371   0  

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო         გატ-გაშ    
პეგასი 14   14   0   0   332-112   28  
ყვარელი 14   12   0   2   294-166   24  
ქარიშხალა 14   9   0   5   284-253   18  
რუსთავი 14   8   0   6   322-310   16  
ქარელი 14   6   0   8   271-299   12  
გორი 14   4   0   10   164-244   8  
თელავი 14   2   0   12   201-342   4  
ლაგოდეხი 14   1   0   13   65-207   2  

გოგონები 2004-05
5 მარ.         გატ-გაშ  
ყვარელი 5   5   0   0   82-23 10  
სამტრედია 5   5   0   0   46-25 10  
მამული 6   5   0   1   78-39 10  
პეგასი 6   4   0   2   75-44 8  
ბათუმი 5   4   0   1   39-24 8  
ტყიბული 5   3   0   2   36-26 6  
ფოთი 5   2   0   3   30-27 4  
ქარიშხალა 5   2   0   3   46-55 4  
თელავი 6   2   0   4   38-78 4  
აჭარა 5   1   0   4   21-40 2  
წყალტუბო 5   0   0   5   0-30 0  
ახაშენი 3   0   0   3   5-42 0  
გორი 5   0   0   5   24-67 0  
საერთო ტური: 13-16 აპრილი. თბილისი

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   24 თებ. გატ-გაშ
  აზერსუ 15 14 0 1 534-310 28
  აზერიოლი 15 13 0 2 497-316 26
  ყარაბაღი 12 7 0 5 376-292 14
  ოლიმპია თბ. 14 3 1 10 322-482 7
  იდმან აკადემ. 14 3 1 10 348-485 7
  განჯლარ ბირ. 12 0 0 12 269-461 0

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: