სიახლეების კალენდარი

მარტი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მალტაში მასპინძელთა დამარცხებით დაიწყო, 48-21. კვიპროსმა დაამარცხა აზერბაიჯანი - 25-17. ხვალ ვეთამაშებით აზერბაიჯანს, ზეგ - კვიპროსს. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

თამაში: www.facebook.com/MaltaHandballQualifiers/videos/2133441913636538/

ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო - თევზაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. ამ შვიდეულმა 15 წუთი ითამაშა და ეს მონაკვეთი 17-3 მოიგო. თითქოს უცნაურია, მაგრამ ამ შემტევი ექვსეულიდან გოლი მხოლოდ გუნდის ლიდერს, ჩიქოვანს არ ჰქონდა გატანილი - ირაკლის კარში არც დაურტყამს, ის ძირითადად პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. რამდენიმე პოზიციური შეტევისა შემდეგ ჩვენი გუნდი ძირითადად სწრაფ შეტევებში აღწევდა მიზანს, რადგანაც მალტა შეტევაში ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა.

მე-15 წუთზე მოედანზე გამოვიდა დებიუტანტი ირაკლი გოგოლაძე, რომელმაც უმალ გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში ნაკრებში. შემდეგ, შესვენებამდე მოედანზე ამ მიმდევრობით გამოვიდნენ კბილაშვილი, მაისურაძე, იმნაძე, წითელიშვილი და დიხამინჯია. ტაიმი 29-9 მოვიგეთ, ყველაზე მეტი, 7 გოლი კი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე იყო.

მეორე ტაიმი სხვა შვიდეულმა დაიწყო: ტორონჯაძე, იმნაძე, წითელიშვილი, კბილაშვილი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მაისურაძე. თავიდან სხვაობა გაიზარდა. კბილაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში 33-10 გახდა, მაგრამ მალტა 5-1 დაცვაზე გადავიდა, ჩვენებს ერთი პირობა თამაში აერიათ და მოხდა თითქმის წარმოუდგენელი რამ - მასპინძლებმა ზედიზედ გაიტანეს 5 გოლი - 33-15, მე-40 წუთზე.

ჯორჯე რაშიჩმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. თამაშში ნელ-ნელა დაბრუნდნენ ორჯონიკიძე, ჭანტურია, აბრამიშვილი, ჩიქოვანი. რა თქმა უნდა, სხვაობამ ისევ იწყო ზრდა. კბილაშვილმა ოცბურთიანი სხვაობა მალე აღდგინა (37-17), სადებიუტო გოლები გაიტანა 17 წლის ჯემალ იმნაძემ, მოედანზე გამოვიდა ნაკრების უხუცესი სერგო დათუკაშვილიც, რომელიც ერთი-ორჯერ შეტევაშიც გაუძღვა გუნდს და მხოლოდ რატი მსხვილიძეს არ უთამაშია.

ცხადია, იყო მცირედი ხარვეზებიც. ხუთწუთიანი ჩავარდნაზე უკვე ვთქვით; ჩვენს არცერთ ხაზის მოთამაშეს თავის პოზიციაზე ბურთი კარში დასარტყმელად არ მიუღია, თუმცა ამის საჭიროება დიდად არც ყოფილა უამრავი სწრაფი შეტევისა და იმის გამო, რომ ჩვენი უკანა ხაზი შედეგიანად უტევდა; მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე ზომაზე მეტი წუნი ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას.

53-ე წუთისთვის მოედანზე დამწყები ექვსეული იყო. სულ ბოლოს დიხამინჯიამ მარჯვენა კუთხეში დაიკავა ადგილი და აქ ბევრად უფრო ეფექტური იყო - ზედიზედ გაიტანა 2 გოლი. საბოლოოდ, მეორე ტაიმიც უპრობლემოდ მოვიგეთ - 19-12, ჯამში კი 48-21, რითაც დიდად გაიხარა კოტონერას დარბაზში მყოფმა მყოფმა რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა, მოგების აღსანიშნავად სურათიც გადაიღო და ჩვენც გაგვიზიარა.

საბოლოოდ, თამაშმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრები მართლაც არის ტურნირის მთავარი ფავორიტი. მეორე მატჩში აზერბაიჯანი კარგახანს უძალიანდებოდა კვიპროსს, ერთხანს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ტაიმი 10-13 წააგო და მეორეში გატყდა - 17-25.

ხვალ, 19 საათზე ვეთამაშებით აზერბაიჯანის გუნდს. მატჩის პირდაპირი სტრიმის ბმული დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაიდება აქ: www.facebook.com/GEONHF/.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე რაუნდში, პლეიოფში გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი, მალტაში: საქართველო 2, კვიპროსი 2, აზერბაიჯანი 0, მალტა 0

კოსპიკვა. კოტონერას სპორტკომპლექსი. 11 იანვარი

კვიპროსი - აზერბაიჯანი 25-17

კვი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ - არგირუ 7, ნიკიფორუ 4, პარასკევა 4, ხრისტოდულუ 3, ხრისანტუ 2, კოსტა 2, ფოტიუ 1, პრუნძოსი 1, გ. სტილიანუ 1, კოსტანტინუ, გეორგიუ, იოანუ, კიპრიანუ, სოფოკლეუსი - მწვ. აპოტოლოსი

აზე: გაფაროვი, სკრებცოვი - ასქეროვი 3, ნაზარალიევი 3, ე. აიდამიროვი 2, ჰ. აიდამიროვი 2, ისმაილოვი 2, ი. სლემანოვი 2, მამადოვი 1, სალიმოვი 1, რ. სლემანოვი 1, აზიზოვი, სერგუნინი, ვალიევი - მწვ. ფარაჯოვი

მსაჯები: დანიელო ბოჟინოვსკი, ვიქტორ ნაჩევსკი (მაკედონია)

საქართველო - მალტა 48-21

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე - მწვ. რაშიჩი

მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი - დი პილატო 5, ბორგი 4, ფენეჩი 2, მაკქლინი 2, ფ. მიფსუდი 2, გარგანო 2, რიცო 2, ნაუდი 1, მელი 1, ბალდაკინო, მაგრო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა - მწვ. ატარდი

მსაჯები: იან კარმოს, ჟულიენ მიურშ (საფრანგეთი)

დელეგატები: სტეფან პარტემიან (საბერძნეთი), ლარს ბერნდტსონ (შვედეთი)

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა,

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 2, ბულგარეთი 2, ბრიტანეთი 0, ირლანდია 0

11 იანვარი. ბრიტანეთი - ბულგარეთი 20-24, ლუქსემბურგი - ირლანდია 35-18

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

ზესტაფონის სპორტის სასახლე
მესამე წრე. დასავლეთი
11 მარტი
BSB ბათუმი 36-26 წყალტუბო
ქუთაისი 49-25 სამტრედია
12 მარტი
სამტრედია 23-51 BSB ბათუმი
წყალტუბო 25-50 ქუთაისი
13 მარტი
წყალტუბო 20-14 სამტრედია
BSB ბათუმი 33-32 ქუთაისი
თბილისის სპორტის სასახლე
მესამე წრე. აღმოსავლეთი
14 მარტი
პეგასი 40-33 სპორტუნი
იმედი სტუ თელავი 48-34 გორი
15 მარტი
სპორტუნი 27-46 იმედი სტუ თელავი
გორი 29-46 პეგასი
16 მარტი
იმედი სტუ თელავი 29-33 პეგასი
გორი 38-37 სპორტუნი
16 მარ.
გატ-გაშ  
BSB ბათუმი 17 16 0 1 720-470 32  
პეგასი
17 14 0 3 693-510 28  
ქუთაისი 17 13 0 4 707-493 26  
იმედი სტუ 17 11 0 6 604-511 22  
გორი 17 6 0 11 602-727 12  
სპორტუნი 17 3 1 13 584-739 7  
წყალტუბო 17 2 1 14 419-653 5  
სამტრედია 17 1 2 14 449-639 4  
მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

1 დეკ. გატ-გაშ
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4
ფოთი 3 2 0 1 61-50 4
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4
აჭარა 3 2 0 1 54-47 4
პეგასი 3 1 0 2 112-128 2
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0
მამული 3 0 0 3 108-139 0
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   24 თებ. გატ-გაშ
  აზერსუ 15 14 0 1 534-310 28
  აზერიოლი 15 13 0 2 497-316 26
  ყარაბაღი 12 7 0 5 376-292 14
  ოლიმპია თბ. 14 3 1 10 322-482 7
  იდმან აკადემ. 14 3 1 10 348-485 7
  განჯლარ ბირ. 12 0 0 12 269-461 0

ჭაბუკები 2002-03 [სრულად]
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო
        გატ-გაშ    
აჭარა 12   9   2   1   357-284   20  
სამტრედია 12   9   1   2   345-234   19  
BSB ბათუმი 12   8   1   3   298-270   17  
ფოთი 12   6   1   5   262-238   13  
ქუთაისი 12   3   3   6   259-235   9  
ხელვაჩაური 12   2   2   8   268-317   6  
წყალტუბო 12   0   0   12   160-371   0  

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
საბოლოო         გატ-გაშ    
პეგასი 14   14   0   0   332-112   28  
ყვარელი 14   12   0   2   294-166   24  
ქარიშხალა 14   9   0   5   284-253   18  
რუსთავი 14   8   0   6   322-310   16  
ქარელი 14   6   0   8   271-299   12  
გორი 14   4   0   10   164-244   8  
თელავი 14   2   0   12   201-342   4  
ლაგოდეხი 14   1   0   13   65-207   2  

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ. გატ-გაშ
აჭარა 7 7 0 0 140-47 14
ფოთი 7 6 0 1 78-55 12
ქუთაისი 7 5 0 2 77-55 10
ზუგდიდი 7 4 0 3 78-68 8
ბათუმი 7 2 1 4 60-86 5
სამტრედია 7 2 1 4 64-95 5
წყალტუბო 7 1 0 6 64-82 2
სენაკი 7 0 0 7 31-104 0
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ. გატ-გაშ
პეგასი 3 3 0 0 27-12 6
ქარიშხალა 3 2 0 1 32-32 4
რუსთავი 3 1 0 2 30-29 2
გორი 3 0 0 3 17-33 0
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
საერთო ტური. არენა 2
27 მარტი
11:00 ბათუმი - ქარიშხალა
12:00 პეგასი - ფოთი
26 მარტი
ყვარელი 16-10 ბათუმი
პეგასი 13-18 აჭარა
მამული 14-18 ფოთი
სამტრედია 25-24 ქარიშხალა
25 მარტი
აჭარა 19-15 ყვარელი
პეგასი 17-11 წყალტუბო
ქარიშხალა 13-17 ფოთი
წყალტუბო 14-30 ყვარელი
მამული 15-10 ბათუმი
24 მარტი
წყალტუბო 20-14 მამული
პეგასი 17-17 სამტრედია
ფოთი 23-13 ყვარელი
სამტრედია 24-10 მამული
ქარიშხალა 23-25 აჭარა
23 მარტი
აჭარა 32-15 მამული
ყვარელი 18-12 სამტრედია
ქარიშხალა 29-15 წყალტუბო
BSB ბათუმი 11-23 პეგასი
26 მარ. გატ-გაშ
ფოთი 17 16 1 0 317-211 33
აჭარა 18 16 0 2 392-256 32
ქარიშხალა 18 11 1 6 437-368 23
სამტრედია 18 10 2 6 313-269 22
ყვარელი 19 10 2 7 359-315 22
პეგასი 18 7 2 8 332-318 16
ბათუმი 17 3 1 13 202-293 7
წყალტუბო 18 2 1 15 216-373 5
მამული 19 1 0 18 291-456 2
საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

გოგონები 2004-05
5 მარ. გატ-გაშ  
ყვარელი 5 5 0 0 82-23 10  
სამტრედია 5 5 0 0 46-25 10  
მამული 6 5 0 1 78-39 10  
პეგასი 6 4 0 2 75-44 8  
ბათუმი 5 4 0 1 39-24 8  
ტყიბული 5 3 0 2 36-26 6  
ფოთი 5 2 0 3 30-27 4  
ქარიშხალა 5 2 0 3 46-55 4  
თელავი 6 2 0 4 38-78 4  
აჭარა 5 1 0 4 21-40 2  
წყალტუბო 5 0 0 5 0-30 0  
ახაშენი 3 0 0 3 5-42 0  
გორი 5 0 0 5 24-67 0  
საერთო ტური: 23-26 აპრილი. თბილისი
2 მარტი. არენა 2
ქარიშხალა 7-11 პეგასი
თელავი 1-17 მამული
ახაშენი 2-15 პეგასი
გორი 6-9 ქარიშხალა
ახაშენი 1-13 მამული
გორი 3-5 თელავი
ყვარელი 15-5 ქარიშხალა
თელავი 14-2 ახაშენი
 მამული 21-6 გორი
3 მარტი. სენაკი
ბათუმი 10-5 აჭარა
ტყიბული 6-0 წყალტუბო
ფოთი 7-8 სამტრედია
წყალტუბო 0-6 ბათუმი
სამტრედია 12-7 აჭარა
ბათუმი 8-7 ტყიბული
აჭარა 1-9 ფოთი

ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა [ვიდეო]
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო [ვიდეო]
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო [ვიდეო]
აზერბაიჯანი 27-24 მალტა




ჩვენი პარტნიორები: