სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

ირაკლი ჩიქოვანის  რუმინული კლუბი EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეა - კონსტანცამ შინაც დაამარცხა შვედეთის მალმე, 34-28, ხოლო ქართველი ხელბურთელი 5 გოლით მეორე მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო.

პირველი თამაში კონსტანცამ სტუმრად 23-22 მოიგო, ხოლო EHF თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეორე ევროტურნირია, სადაც გრანდებიც თამაშობენ. უძლიერეს 16 გუნდს შორის წლევანდელ გათამაშებაში გავიდნენ: კილი, ფუხსე ბერლინი, ჰანოვერი (გერ), ლოგრონიო, გრანოლერსი, კუენკა (ესპ), სენ რაფაელი (საფ), ჰოლსტებრო, GOG (დან), ნექსე (ხორ), ბალატონფურედი, ტატაბანია (უნგ), რაბოტნიკი (მკდ), პულავი (პოლ), პორტუ (პორ) და კონსტანცა. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 ნოემბერს გაიმართება. 

ხელბურთი. EHF თასი, კაცები. 3 საკვალიფიკაციო რაუნდი

კონსტანცა (რუმ) - მალმე (შვდ) 34-28 (პირველი მატჩი 23-22)

კონსტ: მიტრევსკი, იანკუ - ჩიქოვანი 5, კევიჩი 5, ბურიჩეა 3, ჩოგი 3, მალინოვიჩი 3, მოკანუ 3, ნიკოლიჩი 3, ჩერნოგლავაცი 2, მლადენოვიჩი 2, ვუიოვიჩი 2, ჩუტურა 1, მარკოსკი 1, ტომა 1, ნისტორი

კიდევ ორი ქართველი თამაშობს ქალთა ჩელენჯ კაპზე. მერვედფინალში, მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბის, პელისტერის მეტოქე იქნება სერბეთის ნაისა ნისი, ხოლო ქეთევან ვენეცკის გუნდი, კოსოვოს ისტოგუ შეხვდება ესპანეთის მალაგას. მატჩები გაიმართენა 2-3 და 9-10 თებერვალს, თუმცა, ვენეცკი თამაშს ვერ მოახერხებს, რადგანაც იტალიის კასანო მანიანოსთან მეორე მატჩში ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

ქართველი ხელბურთელების ბოლო კვირის ამბები ეროვნული ჩემპიონატებიდან კი ასეთია.

რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა სტუმრად 27-25 დაამარცხა შოთა თევზაძის ფოჩანი, ჩიქოვანმა ერთხელ გაიტანა, სულ სეზონში 35 გოლი აქვს, კონსტანცამ კი ზედიზედ მეექვსედ მოიგო და 11 თამაშიდან 27 ქულით მეორე ადგილზეა, ფოჩანი მეცხრეა 16 ქულით. შესვენებამდე, ანუ 12 დეკემბრამდე კიდევ სამი ტური და თასის მერვედფინალია სათამაშო. 29 ნოემბერს კონსტანცა ლიდერს, CSM ბუკურეშტის მასპინძლობს.   

მაკედონია. აქ ორი ტური გაიმართა. მედეა ჩოხელის პელისტერი ჯერ დამარცხდა სპარტაკთან (22-24), შემდეგ კი მოუგო კუმანოვოს, 25-22. მედეამ ამ ორ მატჩში ექვსჯერ გაიტანა დაა თავისი პირადი ანგარიში 48 გოლამდე გაზარდა, მისი კლუბი კი მატჩიდან 8 მოგებით მე-5 ადგილზეა. პელისტერის კაცთა გუნდმა, სადაც რევაზ ჭანტურია თამაშობს,  პირველი ქულა დააკარგვინა ლიდერ რაბოტნიკს (24-24) და პროლეტთანაც ფრედ ითამაშა (27-27). ორჯერ მოიგო სტრუგამ - (ბორეცთან 40-22,  ვარდარ ჯუნიორთან 29-19), თუმცა, აქ გიორგი დიხამინჯიამ ტრავმის გამო ორივე მატჩი გამოტოვა, ლექსო წითელიშვილმა - იმავე მიზეზით - ერთი და მეორეში 1 გოლი გაიტანა.  აქ ჩემპიონობისთვის ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს, პელისტერი ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, სტრუგა - მეექვსეზე. აქ შესვენება 8 დეკემბერს დაიწყება, ქალებს 1 ტური აქვთ სათამაშო, კაცებს - 2.

უნგრეთი. ფერენცვაროშმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო - დაამარცხა ცეგლედი, თეიმურაზ ორჯონიკიძემ ორჯერ გაიტანა და სეზონში 28 გოლი აქვს, კლუბი მეხუთე ადგილზეა 9 მატჩიდან 6 მოგებით და თასზეც მეოთხედფინალშია გასული. საშობაო არდადაგებამდე კიდევ 4 ტური დარჩა.

საბერძნეთი. დიომიდის არგუსმა  სტუმრად 24-23 მოუგო პილეასს, ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა 5 გოლი,  მის კლუბს 7 მატჩში 4 მოგება აქვს, ქართველ ხაზის მოთამაშეს კი - 5 მატჩში გატანილი 14 გოლი.

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

13 დეკ.         გატ-გაშ    
BSB ბათუმი 7   7   0   0   317-187   14  
პეგასი 7   5   0   2   298-201   10  
ქუთაისი 7   5   0   2   235-206   10  
იმედი სტუ 7   5   0   2   289-196   10  
გორი 7   3   0   4   248-289   6  
სპორტუნი 7   2   0   5   221-297   4  
სამტრედია 7   1   0   6   192-276   2  
წყალტუბო 7   0   0   7   156-304   0  
განახლდება 26 იანვარს

ქალები. უმაღლესი ლიგა
1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 0  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   9 დეკ. გატ-გაშ
  აზერსუ 8 7 0 1 289-170 14
  აზერიოლი 7 6 0 1 227-138 12
  ყარაბაღი 8 5 0 3 254-191 10
  იდმან აკადემ. 8 2 1 5 200-257 5
  ოლიმპია თბ. 6 1 1 4 134-205 3
  განჯლარ ბირ. 7 0 0 7 134-287 0
მომდევნო მატჩები:
20-21 დეკემბერი. თბილისი
ოლიმპია - განჯლარ ბირლიი

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ.         გატ-გაშ    
სამტრედია 6   5   1   0   187-125   11  
აჭარა 6   5   1   0   172-131   11  
ბსბ ბათუმი 6   4   0   2   137-125   8  
ფოთი 6   3   0   3   115-114   6  
ქუთაისი 6   1   1   4   122-108   3  
ხელვაჩაური 6   1   1   4   132-142   3  
წყალტუბო 6   0   0   6   60-180   0  
განახლდება 19 იანვარს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 7   7   0   0   179-63   14  
ყვარელი 7   6   0   1   155-72   12  
რუსთავი 7   5   0   2   175-176   10  
ქარიშხალა 7   4   0   3   151-147   8  
გორი 7   3   0   4   116-137   6  
ქარელი 7   2   0   5   126-156   4  
ლაგოდეხი 7   1   0   6   65-137   2  
თელავი 7   0   0   7   93-172   0  
განახლდება 20 იანვარს

ჭაბუკები 2004-05
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
16 დეკ.         გატ-გაშ    
აჭარა 7   7   0   0   140-47   14  
ფოთი 7   6   0   1   78-55   12  
ქუთაისი 7   5   0   2   77-55   10  
ზუგდიდი 7   4   0   3   78-68   8  
ბათუმი 7   2   1   4   60-86   5  
სამტრედია 7   2   1   4   64-95   5  
წყალტუბო 7   1   0   6   64-82   2  
სენაკი 7   0   0   7   31-104   0  
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
15 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 3   3   0   0   27-12   6  
ქარიშხალა 3   2   0   1   32-32   4  
რუსთავი 3   1   0   2   30-29   2  
გორი 3   0   0   3   17-33   0  
განახლდება 2019 წელს

გოგონები 2002-03
25 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 12   11   1   0   215-145   23  
აჭარა 12   10   0   2   250-172   20  
ქარიშხალა 11   7   1   3   263-223   15  
სამტრედია 12   7   1   4   206-167   15  
ყვარელი 11   6   1   4   196-166   13  
პეგასი 11   4   0   7   201-199   8  
ბათუმი 12   3   1   8   150-200   7  
წყალტუბო 12   1   1   10   136-237   3  
მამული 11   0   0   11   160-268   0  
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: