საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. დღეს ფოთმა 21-18 მოუგო ქარიხალას და 23 ქულით ლიდერობს. 20 ქულა აქვს აჭარის გუნდს, რომელმაც 21-16 მოუგო ყვარელს. შემდეგ მოდიან ქარიშხალა, სამტრედია (15-15) და ყვარელი.
ფოთისა და ქარიშხალას მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ქარიშხალამ მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ ოქრო ვერძმა გამარჯვება შეინარჩუნა და ჯერჯერობით დამარცხებელია - 11 მოგება და 1 ფრე. ერთადერთი ქულა ფოთელებმა სამტრედიის გუნდთან დაკარგეს.
თბილისის ტური კი დასავლეთი საქართველოს გუნდების უპირატესობით წარიმართა მათ 14 მატჩი მოიგეს და 6 წააგეს. ყველა, 4-4 თამაში მოიგეს ფოთმა და აჭარამ, 3 - სამტრედიამ.
შეჯიბრება 2019 წელს გაგრძელდება, ჩემპიონი კი გამოვლინდება სამწრიანი ტურნირის, ანუ 24-24 მატჩის შემდეგ. 29 ნოემბერს სპორტკომპლექს არენაში იწყება ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ტური აღმოსავლეთის ოთხეულის (ქარიხალა, მამული, პეგასი, ყვარელი) მონაწილებით.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 17 წლამდე
25 ნოემბერი, არენა 2
ყვარელი - აჭარა 16-21
წყალტუბო - პეგასი 13-21
ბათუმი - მამული 19-14
ფოთი - ქარიშხალა 21-18
მამული - აჭარა 12-25
მსაჯები: თ. ქიტესაშვილი, ლ. მამულაშვილი, ზ. ცინცაძე
-----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ფოთი---------12--11---1---0--215-145--23
აჭარა----------12--10---0---2--250-172--20
ქარიშხალა---11---7---1---3--263-223--15
სამტრედია---12---7---1---4--206-167--15
ყვარელი------11---6---1---4--196-166--13
პეგასი---------11---4---0---7--201-199---8
ბათუმი-------12---3---1---8--150-200---7
წყალტუბო---12---1--1--10--136-237---3
მამული-------11---0--0--11--160-268---0