სიახლეების კალენდარი

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2

საკლუბო სეზონი ევროპაში ცამეტმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, მათ შორის სამი - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრია - მედეა ჩოხელი, ქეთი კუნელაშვილი და ქეთევან ვენეცკი. ქართველების 5 კლუბი ამ სეზონში ევროტურნირებზეც თამაშობს. 

საფრანგეთში, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძეს ჯერ არ უთამაშია მონპელიეს კაცთა გუნდში, რომელიც 3 თამაშიდან 3 მოგებით ლიდერობს პარი სენ ჟერმენთან, ნანტთან, ნიმთან და შამბერისთან ერთად. კლუბმა დაამარცხა ესი (26-23), ტულუზი (34-29) და ისტრი (33-27), თუმცა, ჩემპიონთა ლიგა მოქმედმა გამარჯვებულმა  2 წაგებით დაიწყო.

რუმინეთის ჩემპიონატში 3 თამაშიდან 9 ქულით ლიდერია საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი, რომელმაც 27-19 დაამარცხა ფეგერაში, 39-25 - კლუჟი და 27-23 - ბაკეუ. ახალ კლუბშია ირაკლი ჩიქოვანი - მისი კონსტანცა პირველ ტურში ჩემპიონთან, ბუქარესტის დინამოსთან დამარცხდა (24-30), შემდეგ კი მოუგო ბუზაუს (23-20) და ქართველის ყოფილ გუნდს, კელერაშის (27-26). ჩიქოვანმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მომდევნო ორში - 4-4. კონსტანცა თამაშობს EHF თასზეც და ოქტომბერში შეხვდება ჩეხეთის პლზენს.

ახალ ქვეყანაშია თეიმურაზ ორჯონიკიძე და სამი მატჩის შემდეგ 11 გოლით ფერენცვაროშის მეორე ბომბარდირია უნგრეთის ნაკრების წევრის, გაბორ ანჩინის შემდეგ.  ფერენცვაროშმა დაამარცხა ედერი (30-18), წააგო კომლოისთან (18-23) და ტატაბანიასთან (22-27). აქ უდანაკარგოდ ლიდერობენ უნგრული ხელბურთის გრანდები, სეგედი და ვესპრემი.

ორჯონიკიძის ყოფილ კლუბში, მაკედონიის პელისტერშია ვეტერანი რევაზ ჭანტურია. პირველ ტურში ის დამარცხდა ეუროფარმთან (22-33), შემდეგ კი მოუგო პროლეტს 32-30,  რაშიც ქართველმა გარემარბმა ორგოლიანი წილი შეიტანა. მაკედონიის ჩემპიონატს ლიდერობს დებიუტანტი, სტრუგა, რომლის მწვრთნელია ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი, დონე ბოშკოვსკი, მას კი შემადგენლობაში ორი ქართველი ჰყავს - ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია. წითელიშვილი შარშან თურქეთის ჩემპიონატში თამაშობდა, დიხამინჯიას დანიური კლუბი, მიდტიულანდი კი გაკოტრდა. პირველ მატჩში, ბორეცთან (29-24) ქართველებს ფორმალური მიზეზების გამო არ უთამაშიათ, ვარდარის ახალგაზრდულ გუნდთან მოგებულ თამაშში (32-22) კი დიხამინჯიამ 7 გოლი გაიტანა, წითელიშვილმა - 4. ჯერჯერობით უკლუბოდაა რატი მსხვილიძე, ვინც შარშანდელი სეზონი ეუროფარმში ჩაამთავრა.

პელისტერის ქალთა გუნდში, მაკედონიის ჩემპიონატში, წლეულს თამაშობს ქალთა ნაკრების კაპიტანი, 19 წლის მედეა ჩოხელი. პირველ თამაშში  მან 4 გოლი გაუტანა ცემსს (33-23), პელისტერმა მოუგო სპარტაკსაც (33-27) და დამარცხდა სტრუჟანკასთან (20-22), ამ ორ თამაშში კი ქართველი ხაზის მოთამაშის წვლილი თითო გოლი იყო.  მედეას მოუწევს ევროტურნირებზე გამოსვლაც - ჩელენჯ კაპზე, ნოემბერში, პელისტერის მეტოქე იქნება მალტის კლუბი სალე.

თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში MYK  ჰანტბოლმა 28-28 ითმაშა ბურსასთან, ქართველმა პივოტმა უჩა მაისურაძემ კი 6 გოლი გაიტანა. ამ ქვეყნის ქალთა ჩემპიონატში დებიუტი აქვს ქეთი კუნელაშვილს, რომლის კლუბი, არდაშენ გენჩლიკი 3 მატჩიდან 3 მოგებით ლიდერია. არდაშენი პატარა ლაზური ქალაქია რიზეს მახლობლად. პირველი ორ თამაშის დროს იზმირთან (29-24) და ოსმანგაზთან (31-23) კუნელაშვილი სატრანსფერო საკითხების მოგვარებას ელოდა, მესამე ტურში კი უკვე განაცხადში მოხვდა - არდაშენმა სტუმრად მოუგო კასტამონუს (33-31), რომელიც ამ წაგებამდე ერთ-ერთი ლიდერი იყო.

უკრაინის კლუბ ოდესაში დებიუტი აქვს ქუთაისის ყოფილ გამთამაშებელს, ირაკლი კბილაშვილს. ოდესამ სუპერლიგის პირველ ტურში სტუმრად დაამარცხა პორტოვიკი, 36-24, კბილაშვილი კი საუკეთესო იყო  11 გოლით. მისი თანატოლი, 20 წლის ერეკლე არსენაშვილი მეორე სეზონს ატარებს საბერძნეთში, ოღონდ - ახალ კლუბში. დიომიდის არგუსი წინა ჩემპიონატში მეხუთე იყო, ახალი სეზონის პირველ ტურში კი ერთ-ერთ ფავორიტთან, პაოკთან დამარცხდა 21-28. არსენაშვილი ითამაშებს ჩელენჯ  კაპზეც, სადაც მისი კლუბი ოქტომბერში შეხვდება რუსეთის დინამო-ვიქტორს.

და ბოლოს, კოსოვო, სადაც ქართველ ლეგიონერს არასოდეს უთამაშია. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ ქვეყანაში შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა. მას შემდეგ ქეთევან ვენეცკის რამდენიმე შეთმაზება ჰქონდა ამ ქვეყნიდან, სეზონის წინ კლუბ ისტოგუში ჩაირიცხა და პირველ ტურში 5 გოლის გატანაც მოასწრო იუსუფ გერვალასთან. ისტოგუმ 48-27 მოიგო, ნოემბერში კი ჩელენჯ კაპის ორი მატჩიც ექნება იტალიის კასანო მანიანოსთან.

ქალთა ევროპის ჩემპიონატი

SILK EURO

12 დეკემბერი
18:40 დანია - მონტენეგრო Silk 3
18:40 ესპანეთი - ნორვეგია Silk 2
20:55 შვედეთი - რუსეთი Silk 3
20:55 უნგრეთი - რუმინეთი Silk 2
23:55 ჰოლანდია - გერმანია Silk 3
13 დეკემბერი
16:00 სერბეთი - საფრანგეთი Silk 3
საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

პირველი წრის საერთო ტური
10-13 დეკ. ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი. მცირე დარბაზი
BSB ბათუმი 56-28 გორი
იმედი სტუ თელავი 43-21 წყალტუბო
ქუთაისი 54-26 სპორტუნი
პეგასი 50-22 სამტრედია
11 დეკემბერი. მცირე დარბაზი
ქუთაისი 32-35 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 38-29 წყალტუბო
პეგასი 37-40 BSB ბათუმი
გორი 33-29 სამტრედია
12 დეკემბერი. დიდი დარბაზი
სპორტუნი 23-55 BSB ბათუმი
ქუთაისი 54-28 გორი
სამტრედია 24-37 იმედი სტუ თელავი
პეგასი 49-26 წყალტუბო
13 დეკემბერი. დიდი დარბაზი
10:00 სამტრედია - სპორტუნი
12:00 წყალტუბო - გორი
14:00 ქუთაისი - პეგასი
16:00 BSB ბათუმი - იმედი სტუ თელავი
12 დეკ.         გატ-გაშ    
BSB ბათუმი 6   6   0   0   285-167   12  
პეგასი 6   5   0   1   270-171   10  
იმედი სტუ 6   5   0   1   215-174   10  
ქუთაისი 6   4   0   2   259-168   8  
გორი 6   2   0   4   197-272   4  
სპორტუნი 6   1   0   5   183-263   2  
სამტრედია 6   1   0   5   158-238   2  
წყალტუბო 6   0   0   6   139-253   0  

ქალები. უმაღლესი ლიგა
1 დეკ. გატ-გაშ  
ყვარელი 3 3 0 0 129-102 6  
ქარიშხალა 3 2 0 1 126-113 4  
ფოთი 3 2 0 1 61-50 4  
სამტრედია 3 2 0 1 55-48 4  
აჭარა 3 2 0 1 54-47 4  
პეგასი 3 1 0 2 112-128 0  
წყალტუბო 3 0 0 3 45-70 0  
მამული 3 0 0 3 108-139 0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
   9 დეკ. გატ-გაშ
  აზერსუ 8 7 0 1 289-170 14
  აზერიოლი 7 6 0 1 227-138 12
  ყარაბაღი 8 5 0 3 254-191 10
  იდმან აკადემ. 8 2 1 5 200-257 5
  ოლიმპია თბ. 6 1 1 4 134-205 3
  განჯლარ ბირ. 7 0 0 7 134-287 0
მომდევნო მატჩები:
20-21 დეკემბერი. თბილისი
ოლიმპია - განჯლარ ბირლიი

ჭაბუკები 2002-03
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი
1 დეკ.         გატ-გაშ    
სამტრედია 5   5   0   0   154-92   10  
აჭარა 4   4   0   0   103-84   8  
ბსბ ბათუმი 5   3   0   2   117-106   6  
ფოთი 5   2   0   3   92-97   4  
ქუთაისი 5   1   1   3   103-88   3  
ხელვაჩაური 5   1   1   3   115-119   3  
წყალტუბო 5   0   0   5   46-144   0  
განახლდება 15 დეკემბერს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი
2 დეკ.         გატ-გაშ    
პეგასი 5   5   0   0   117-37   10  
ყვარელი 6   5   0   1   133-63   10  
რუსთავი 6   5   0   1   162-137   10  
გორი 5   3   0   2   94-92   6  
ქარიშხალა 6   3   0   3   117-122   6  
ქარელი 6   2   0   4   101-122   4  
თელავი 6   0   0   6   93-162   0  
ლაგოდეხი 6   0   0   6   55-137   0  
განახლდება 16 დეკემბერს

ჭაბუკები 2004-05
2 დეკ.         გატ-გაშ    
აჭარა 5   5   0   0   101-30   10  
ქუთაისი 5   4   0   1   50-35   8  
ფოთი 5   4   0   1   52-39   8  
ზუგდიდი 5   3   0   2   58-50   6  
სამტრედია 5   2   0   3   43-70   4  
წყალტუბო 5   1   0   4   46-45   2  
ბათუმი 5   1   0   4   34-64   2  
სენაკი 5   0   0   5   22-73   0  
განახლდება 15 დეკემბერს

გოგონები 2002-03
25 ნოემ.         გატ-გაშ    
ფოთი 12   11   1   0   215-145   23  
აჭარა 12   10   0   2   250-172   20  
ქარიშხალა 11   7   1   3   263-223   15  
სამტრედია 12   7   1   4   206-167   15  
ყვარელი 11   6   1   4   196-166   13  
პეგასი 11   4   0   7   201-199   8  
ბათუმი 12   3   1   8   150-200   7  
წყალტუბო 12   1   1   10   136-237   3  
მამული 11   0   0   11   160-268   0  
გაგრძელდება 2019 წელს

გოგონები 2004-05
31 ოქტ.         გატ-გაშ    
ყვარელი 3   3   0   0   52-11   6  
სამტრედია 3   3   0   0   26-11   6  
პეგასი 3   2   0   1   42-20   4  
ტყიბული 3   2   0   1   23-18   4  
მამული 3   2   0   1   27-31   4  
ბათუმი 2   1   0   1   15-12   2  
ქარიშხალა 2   1   0   1   25-23   2  
აჭარა 2   1   0   1   8-9   2  
ფოთი 3   1   0   2   14-18   2  
გორი 2   0   0   2   9-32   0  
თელავი 3   0   0   3   18-56   0  
წყალტუბო 3   0   0   3   0-18   0  
გაგრძელდება 2019 წელს

საქართველოს თასი 2018
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი

საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: